პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალმა, რომელსაც საშვილოსნო საერთოდ არ ჰქონდა, ჯანმრთელი შვილი გააჩინა
ქალმა, რომელსაც საშვილოსნო საერთოდ არ ჰქონდა, ჯანმრთელი შვილი გააჩინა

გვა­მუ­რი დო­ნა­ცი­ის შე­დე­გად გა­და­ნერ­გი­ლი საშ­ვი­ლოს­ნოს სა­შუ­ა­ლე­ბით ბრა­ზი­ლი­ა­ში პირ­ვე­ლი ჯან­მრთე­ლი ბავ­შვი და­ი­ბა­და, ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC ავ­რცე­ლებს.

ქალს, რო­მე­ლიც საშ­ვი­ლოს­ნოს გა­რე­შე და­ი­ბა­და, ტრან­სპლან­ტა­ცი­ის 10 სა­ა­თი­ა­ნი პრო­ცე­დუ­რა სან-პა­უ­ლო­ში 2016 წელს ჩა­უ­ტარ­და. გვა­მუ­რი დო­ნა­ცი­ის შე­დე­გად გა­და­ნერ­გი­ლი 10 შემ­თხვე­ვა მა­ნამ­დე წა­რუ­მა­ტებ­ლად დას­რულ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ცო­ცხალ დო­ნო­რებს, ტრან­სპლან­ტა­ცი­ის 39 შემ­თხვე­ვის შე­დე­გად 11 ბავ­შვია და­ბა­დე­ბუ­ლი. დო­ნო­რებს შო­რის იყ­ვნენ დე­დე­ბიც, რომ­ლებ­მაც სა­კუ­თა­რი საშ­ვი­ლოს­ნო შვი­ლებს გა­და­უ­ნერ­გეს.

სან-პა­უ­ლო­ე­ლი ქა­ლის შემ­თხვე­ვა­ში დო­ნო­რი სამი შვი­ლის დედა იყო, რო­მე­ლიც ტვინ­ში სის­ხლდე­ნის გამო გარ­და­იც­ვა­ლა.

დო­ნა­ცი­ის მსურ­ველ ქალს კი მა­ი­ერ-რო­კი­ტანსკი-კუს­ტე­რის სინ­დრო­მი ჰქონ­და, რო­მე­ლიც ყო­ველ 4 5000 ქა­ლი­დან ერთს აღე­ნიშ­ნე­ბა - მათი ვა­გი­ნი­სა და საშ­ვი­ლოს­ნოს ფორ­მი­რე­ბა არას­წო­რად ხდე­ბა.

ამის მი­უ­ხე­და­ვად, ქა­ლის საკ­ვერ­ცხე­ე­ბი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და და ექი­მებ­მა შეძ­ლეს, აე­ღოთ კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბი, გა­ე­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბი­ნათ მო­მა­ვა­ლი მა­მის სპერ­მით და გა­ე­ყი­ნათ.

ტრან­სპლან­ტა­ცი­ი­დან 6 კვი­რის შემ­დეგ პა­ცი­ენტს მენსტრუ­ა­ლუ­რი ციკ­ლი და­ე­წყო. 7 თვის შემ­დეგ გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბუ­ლი კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბი მის საშ­ვი­ლოს­ნო­ში გა­და­ი­ტა­ნეს. უპ­რობ­ლე­მო ორ­სუ­ლო­ბის შემ­დეგ კი, 2017 წლის 15 დე­კემ­ბერს სა­კე­ის­რო კვე­თით ჯან­მრთე­ლი ბავ­შვი და­ი­ბა­და.

სან-პა­უ­ლოს კლი­ნი­კის ექი­მი დანი ეჟ­ზენ­ბერ­გი ამ­ბობს, რომ ცო­ცხა­ლი დო­ნო­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით საშ­ვი­ლოს­ნოს ტრან­სპლან­ტა­ცია ძა­ლი­ან დიდი მიღ­წე­ვა იყო მე­დი­ცი­ნა­ში, თუმ­ცა დო­ნო­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ძა­ლი­ან არის ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი, რად­გან ისი­ნი, ძი­რი­თა­დად, ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ან - ახლო მე­გობ­რე­ბი არი­ან.

გვა­მუ­რი დო­ნა­ცი­ის შე­დე­გად წარ­მა­ტე­ბულ ორ­სუ­ლო­ბა­სა და მშო­ბი­ა­რო­ბას ეჟ­ზენ­ბერ­გი ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლოს უწო­დებს.

„ეს დო­ნო­რის პოვ­ნის მეტ შანსს იძ­ლე­ვა, ნაკ­ლებ ხარ­ჯებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და ცო­ცხა­ლი დო­ნო­რე­ბის ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვის თან­მდევ რის­კებ­საც გა­მო­რი­ცხავს,“ - ამ­ბობს ექი­მი.

ავტორი:

ქალმა, რომელსაც საშვილოსნო საერთოდ არ ჰქონდა, ჯანმრთელი შვილი გააჩინა

ქალმა, რომელსაც საშვილოსნო საერთოდ არ ჰქონდა, ჯანმრთელი შვილი გააჩინა

გვამური დონაციის შედეგად გადანერგილი საშვილოსნოს საშუალებით ბრაზილიაში პირველი ჯანმრთელი ბავშვი დაიბადა, ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ქალს, რომელიც საშვილოსნოს გარეშე დაიბადა, ტრანსპლანტაციის 10 საათიანი პროცედურა სან-პაულოში 2016 წელს ჩაუტარდა. გვამური დონაციის შედეგად გადანერგილი 10 შემთხვევა მანამდე წარუმატებლად დასრულდა.

რაც შეეხება ცოცხალ დონორებს, ტრანსპლანტაციის 39 შემთხვევის შედეგად 11 ბავშვია დაბადებული. დონორებს შორის იყვნენ დედებიც, რომლებმაც საკუთარი საშვილოსნო შვილებს გადაუნერგეს.

სან-პაულოელი ქალის შემთხვევაში დონორი სამი შვილის დედა იყო, რომელიც ტვინში სისხლდენის გამო გარდაიცვალა.

დონაციის მსურველ ქალს კი მაიერ-როკიტანსკი-კუსტერის სინდრომი ჰქონდა, რომელიც ყოველ 4 5000 ქალიდან ერთს აღენიშნება - მათი ვაგინისა და საშვილოსნოს ფორმირება არასწორად ხდება.

ამის მიუხედავად, ქალის საკვერცხეები ფუნქციონირებდა და ექიმებმა შეძლეს, აეღოთ კვერცხუჯრედები, გაენაყოფიერებინათ მომავალი მამის სპერმით და გაეყინათ.

ტრანსპლანტაციიდან 6 კვირის შემდეგ პაციენტს მენსტრუალური ციკლი დაეწყო. 7 თვის შემდეგ განაყოფიერებული კვერცხუჯრედები მის საშვილოსნოში გადაიტანეს. უპრობლემო ორსულობის შემდეგ კი, 2017 წლის 15 დეკემბერს საკეისრო კვეთით ჯანმრთელი ბავშვი დაიბადა.

სან-პაულოს კლინიკის ექიმი დანი ეჟზენბერგი ამბობს, რომ ცოცხალი დონორების საშუალებით საშვილოსნოს ტრანსპლანტაცია ძალიან დიდი მიღწევა იყო მედიცინაში, თუმცა დონორების რაოდენობა ძალიან არის ლიმიტირებული, რადგან ისინი, ძირითადად, ოჯახის წევრები, ან - ახლო მეგობრები არიან.

გვამური დონაციის შედეგად წარმატებულ ორსულობასა და მშობიარობას ეჟზენბერგი ძალიან სასიხარულოს უწოდებს.

„ეს დონორის პოვნის მეტ შანსს იძლევა, ნაკლებ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ცოცხალი დონორების ქირურგიული ჩარევის თანმდევ რისკებსაც გამორიცხავს,“ - ამბობს ექიმი.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს