მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიბრუნებ შენს სიტყვებს, რადგან სხვა სიტყვებს ვერ ვპოულობ..." - რა წერილი მისწერა ნიკა რურუამ გიგი უგულავას 2015 წელს მატროსოვის ციხეში
"გიბრუნებ შენს სიტყვებს, რადგან სხვა სიტყვებს ვერ ვპოულობ..." - რა წერილი მისწერა ნიკა რურუამ გიგი უგულავას 2015 წელს მატროსოვის ციხეში

"გიბ­რუ­ნებ შენს სი­ტყვებს, რად­გან სხვა სი­ტყვებს ვერ ვპო­უ­ლობ. მშვი­დო­ბით", - წერს თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი მერი, "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ერთ-ერთი ლი­დე­რი გიგი უგუ­ლა­ვა და "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე აქ­ვეყ­ნებს წე­რილს, რო­მე­ლიც მას 2015 წელს მატ­რო­სო­ვის ცი­ხე­ში ყოფ­ნი­სას, ნიკა რუ­რუამ მის­წე­რა:

"ძმაო გიგი, გარ­ბის დრო და ჩვენც ვბერ­დე­ბით. მე ამას­წი­ნად 47 წლის შე­ვიქ­მე­ნი და ამ შთამ­ბეჭ­დავ­მა რი­ცხვმა, ცოტა არ იყოს, და­მა­ფიქ­რა იმა­ზე, რომ ეს წყე­უ­ლი წუ­თი­სო­ფე­ლი ნა­ხევ­რად უკვე გავ­ლი­ლი მაქვს. მანდ კი, სა­დაც შენ ხარ - "კუ­რორტზე" - რო­გორც ძვე­ლი კა­ტორ­ღე­ლე­ბი ეძახ­დნენ ცი­ხე­ებ­სა და კო­ლო­ნი­ებს, ალ­ბათ დრო სა­შინ­ლად ნელა და გუ­ლის­გა­მაწ­ვრი­ლებ­ლად მი­ი­წე­ლე­ბა. მაგ­რამ ეგ არა­ფე­რი. ბოლო-ბოლო ყვე­ლა­ფე­რი რაც გვგო­ნია და გვეჩ­ვე­ნე­ბა, ისევ ჩვე­ნი გრძნო­ბი­სა და ფან­ტა­ზი­ის ნა­ყო­ფია, ვიდ­რე ჩვენს გა­რეთ მყო­ფი რე­ა­ლუ­რი რამ. გრძნო­ბე­ბი კი რამ­დე­ნად მა­ტყუ­ა­რაა, ორი­ვემ კარ­გად ვი­ცით. ერთხელ ჯა­ბას ვკი­თხე, ცი­ხე­ში რომ გსვამ­დნენ მო­რი­გი დიდი "სრო­კით", რას გრძნობ­დი, თავს რო­გორ იმ­შვი­დებ­დი და მო­რა­ლუ­რად რო­გორ მტკიც­დე­ბო­დი მეთ­ქი? სა­ინ­ტე­რე­სო პა­სუ­ხი გამ­ცა: მი­თხრა - ფი­ლო­სო­ფო­სო­ბას ვი­წყებ­დი ჩემს თავ­თან, ვიხ­სე­ნებ­დი იმ ხალ­ხს და მე­გობ­რებს, ვინც სა­ერ­თოდ ცო­ცხა­ლიც კი არ გა­დარ­ჩა, და ამ და მაგ­ვა­რი შე­და­რე­ბე­ბით აღ­მო­ვა­ჩენ­დი ხოლ­მე, რომ ყვე­ლა­ზე ცუ­დად ნამ­დვი­ლად არ ვი­ყა­ვიო. მარ­თლა ასეა - ყვე­ლა­ფე­რი რაც არ გვკლავს, მარ­თლა გვაძ­ლი­ე­რებს. ზოგ შემ­თხვე­ვა­ში, სიკ­ვდი­ლიც კი უკ­ვდა­ვე­ბას გვჩუქ­ნის ხოლ­მე. მაგ­რამ, ეგ შორს ჩვენ­გან. კი­დევ ბევ­რი საქ­მე გვაქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი ჩვე­ნი ხალ­ხის­თვის, რო­მე­ლიც მა­ინც უნდა გვიყ­ვარ­დეს, მი­უ­ხე­და­ვას იმი­სა, რომ ხში­რად ეს თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია, ისეთ მო­ღა­ლა­ტე­ო­ბას ავ­ლე­ნენ მა­ვან­ნი მისი რი­გე­ბი­დან. სა­მა­გი­ე­როდ, არ­სე­ბობს კარ­გი, თბი­ლი, ცოტა და­ჩაგ­რუ­ლი, მაგ­რამ ოპ­ტი­მის­ტი სა­ქარ­თვე­ლოც, რო­მელ­მაც აქამ­დე რა­ღაც­ნა­ი­რად მო­ი­ტა­ნა სა­კუ­თა­რი თავი, ენა, დამ­წერ­ლო­ბა, რწმე­ნა, გან­ვი­თა­რე­ბის სურ­ვი­ლი, და მგო­ნი ამის გამო მა­ინც არ ღირს გაბ­რა­ზე­ბა ქვე­ყა­ნა­ზე, რო­მელ­საც დღეს მარ­თლა ეშ­მა­კე­ბი და­პატ­რო­ნენ. ამ კახ­პებს რომ ვუ­ყუ­რებ, წე­სით დიდი დღე არ უწე­რი­ათ - ძა­ლი­ან დესტრუქ­ცი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბაა ოლი­გარ­ქის ბე­ღელ­ში თავ­მოყ­რი­ლი, ვინც ერ­თმა­ნეთ­საც ვერ იტანს, და სხვე­ბიც გულ­ზე არ ეხა­ტე­ბათ. მოკ­ლედ, სა­გი­ჟეთ­ში პა­ცი­ენ­ტე­ბი რომ და­ე­პატ­რო­ნე­ბი­ან მთელ კლი­ნი­კას იმ ფილმში - ვი­ღა­ცამ გუ­გუ­ლის ბუ­დეს გა­და­უფ­რი­ნა - ცოტა იმას ჰგავს ყვე­ლა­ფე­რი. სწო­რედ ამი­ტომ, ჩემი აზ­რით, დე­ზერ­ტი­რო­ბაა ხალ­ხთან გა­ბუტ­ვა და ქვეყ­ნი­დან წას­ვლა, თუნ­დაც პა­ტიმ­რო­ბა გვე­მუქ­რე­ბო­დეს. და ბოლო-ბოლო, ეს პა­ტიმ­რო­ბაც ხომ დრო­ე­ბი­თია და შენ და სხვე­ბი ამ გა­უ­ტე­ხე­ლო­ბის მყარ მო­რა­ლურ მა­გა­ლითს გვაძ­ლევთ. ეს პა­ტივ­სა­ცე­მია ნაღ­დად.

ნუ, ალ­ბათ მო­ბეზ­რე­ბუ­ლი გაქვს იმის მოს­მე­ნა, რომ მანდ დრო ჭკვი­ა­ნუ­რად უნდა გა­მო­ი­ყე­ნო და მაგ­ვა­რი "ბულ­შით" - ეს პა­ტი­მარ­მა თვი­თონ ყვე­ლა­ზე კარ­გად იცის. ჩემი აზ­რით, მან­დაც ცხოვ­რე­ბაა, თა­ვი­სი სა­სი­ა­მოვ­ნო ეპი­ზო­დე­ბით, ფიქ­რით, ვარ­ჯი­შით და სუ­ლი­ე­რი გა­კა­ჟე­ბით, ისე, რო­გორც ყველ­გან, სა­დაც ადა­მი­ა­ნი ცდი­ლობს გან­ვი­თარ­დეს და იცო­ცხლოს, მხო­ლოდ არ­სე­ბო­ბის ნაც­ვლად. ჩემი ტყუ­პე­ბი შენს გო­გო­ებ­თან - ტასო და თი­ნას­თან მაგ­რად მე­გობ­რო­ბენ და უყ­ვართ ერ­თმა­ნე­თი. ეს მე მი­ხა­რია, რად­გა­ნაც მე და შენი ხში­რი კა­მა­თე­ბი­სა და ჯუ­ჯღუ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, ეგ ბავ­შვე­ბი გვახ­სე­ნე­ბენ იმას, რომ არის რა­ღაც უფრო მთა­ვა­რი და სე­რი­ო­ზუ­ლი, ვიდ­რე დრო­ე­ბი­თი წყე­ნაა ან პა­ტივ­მოყ­ვა­რე­ო­ბა. რა­ხან შვი­ლე­ბი ვახ­სე­ნეთ, ესე­ნი სა­უ­კე­თე­სო თა­ო­ბაა, რაც ჯერ მი­ნა­ხავს სა­ქარ­თვე­ლო­ში - ჭკვი­ა­ნე­ბი, კე­თი­ლე­ბი, მი­ზან­და­სა­ხუ­ლე­ბი და არა­ქა­ჯე­ბი. იმე­დი მაქვს, რომ ამათ ჩვე­ნი ბრძო­ლის ჩი­რაღ­დანს სა­ი­მე­დოდ გა­დავ­ცემთ და ისი­ნიც არ და­ი­ვი­წყე­ბენ იმ მთა­ვარს, რაც ჩვენ და ჩვენს თა­ნა­მებ­რძო­ლებს ერ­თმა­ნეთ­თან გვა­კავ­ში­რებს. თა­ვი­სუფ­ლე­ბას, ანუ - ქვეყ­ნის გა­რე­თას თუ ქვეყ­ნის შიგ­ნი­თას. ჩვე­ნი გა­რე­თა თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე რაც ენერ­გი დავ­ხარ­ჯეთ, იმ­დე­ნი ქვეყ­ნის შიდა თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე რომ გვეზ­რუ­ნა, კარ­გი იქ­ნე­ბო­და. მაგ­რამ ახ­ლაც არაა გვი­ან. თა­ვი­სუფ­ლე­ბა, სა­ხელ­მწი­ფოს მიერ პა­ტივ­ცე­მულ-და­ცუ­ლი მა­ინც მთა­ვა­რი პი­რო­ბა მგო­ნია მთე­ლი ქვეყ­ნის წინსვლის­თვის, რად­გა­ნაც მხო­ლოდ თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­რე­მო ქმნის მა­გარ ხალ­ხს - მეც­ნი­ე­რებს, გა­მომ­გო­ნებ­ლებს, ექი­მებს, არ­ქი­ტექ­ტო­რებს, ფი­ნან­სის­ტებს, ოფიც­რებს, რომ­ლებ­საც ქვეყ­ნის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და დაც­ვა შე­ეძ­ლე­ბათ.

გა­მიგ­რძელ­და მგო­ნი სი­ტყვა, მაგ­რამ, თუ ამ ნა­წერ­მა შე­ნამ­დე მო­აღ­წია, გა­მა­გე­ბი­ნე რა გინ­და რომ გა­მო­გიგ­ზავ­ნო და ასეც ვი­ზამ. მა­ნამ­დე, იმედს ვი­ტო­ვებ, რომ შენი ად­ვო­კა­ტე­ბი ატე­ხა­ვენ მა­გარ ხმა­ურს ჩვენ­თან ერ­თად, რომ კონ­სტი­ტუ­ცი­ის მკა­ფიო მო­თხოვ­ნა 9 თვი­ა­ნი წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბის შე­სა­ხებ არის ცალ­სა­ხა და არა­ნა­ირ ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა და არ შე­იძ­ლე­ბა მისი ხე­ლოვ­ნუ­რად გაგ­რძე­ლე­ბა ახალ-ახა­ლი ბრალ­დე­ბე­ბის გა­მო­გო­ნე­ბით, რაც ამ ნორ­მას აზრს უკარ­გავს. ეს სე­რი­ო­ზუ­ლი კო­ზი­რია, და მგო­ნი მო­სა­გე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად. ასე რომ ცოტა ცე­ცხლი შე­უნ­თე მა­გათ, რომ ამა­ზე მაგ­რა იო­მონ. მეც და და­ნარ­ჩე­ნე­ბიც და­ვეხ­მა­რე­ბით მე­დი­ის და წე­რის სა­შუ­ა­ლე­ბით. აბა, დრო­ე­ბით და რო­გორც ჯო­ი­სი ამ­ბობ­და: "ჯერ ირ­ლან­დია, სტივ!"... "

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"გიბრუნებ შენს სიტყვებს, რადგან სხვა სიტყვებს ვერ ვპოულობ..." - რა წერილი მისწერა ნიკა რურუამ გიგი უგულავას 2015 წელს მატროსოვის ციხეში

"გიბრუნებ შენს სიტყვებს, რადგან სხვა სიტყვებს ვერ ვპოულობ..." - რა წერილი მისწერა ნიკა რურუამ გიგი უგულავას 2015 წელს მატროსოვის ციხეში

"გიბრუნებ შენს სიტყვებს, რადგან სხვა სიტყვებს ვერ ვპოულობ. მშვიდობით", - წერს თბილისის ყოფილი მერი, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა და "ფეისბუქის" პირად გვერდზე აქვეყნებს წერილს, რომელიც მას 2015 წელს მატროსოვის ციხეში ყოფნისას, ნიკა რურუამ მისწერა:

"ძმაო გიგი, გარბის დრო და ჩვენც ვბერდებით. მე ამასწინად 47 წლის შევიქმენი და ამ შთამბეჭდავმა რიცხვმა, ცოტა არ იყოს, დამაფიქრა იმაზე, რომ ეს წყეული წუთისოფელი ნახევრად უკვე გავლილი მაქვს. მანდ კი, სადაც შენ ხარ - "კურორტზე" - როგორც ძველი კატორღელები ეძახდნენ ციხეებსა და კოლონიებს, ალბათ დრო საშინლად ნელა და გულისგამაწვრილებლად მიიწელება. მაგრამ ეგ არაფერი. ბოლო-ბოლო ყველაფერი რაც გვგონია და გვეჩვენება, ისევ ჩვენი გრძნობისა და ფანტაზიის ნაყოფია, ვიდრე ჩვენს გარეთ მყოფი რეალური რამ. გრძნობები კი რამდენად მატყუარაა, ორივემ კარგად ვიცით. ერთხელ ჯაბას ვკითხე, ციხეში რომ გსვამდნენ მორიგი დიდი "სროკით", რას გრძნობდი, თავს როგორ იმშვიდებდი და მორალურად როგორ მტკიცდებოდი მეთქი? საინტერესო პასუხი გამცა: მითხრა - ფილოსოფოსობას ვიწყებდი ჩემს თავთან, ვიხსენებდი იმ ხალხს და მეგობრებს, ვინც საერთოდ ცოცხალიც კი არ გადარჩა, და ამ და მაგვარი შედარებებით აღმოვაჩენდი ხოლმე, რომ ყველაზე ცუდად ნამდვილად არ ვიყავიო. მართლა ასეა - ყველაფერი რაც არ გვკლავს, მართლა გვაძლიერებს. ზოგ შემთხვევაში, სიკვდილიც კი უკვდავებას გვჩუქნის ხოლმე. მაგრამ, ეგ შორს ჩვენგან. კიდევ ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი ჩვენი ხალხისთვის, რომელიც მაინც უნდა გვიყვარდეს, მიუხედავას იმისა, რომ ხშირად ეს თითქმის შეუძლებელია, ისეთ მოღალატეობას ავლენენ მავანნი მისი რიგებიდან. სამაგიეროდ, არსებობს კარგი, თბილი, ცოტა დაჩაგრული, მაგრამ ოპტიმისტი საქართველოც, რომელმაც აქამდე რაღაცნაირად მოიტანა საკუთარი თავი, ენა, დამწერლობა, რწმენა, განვითარების სურვილი, და მგონი ამის გამო მაინც არ ღირს გაბრაზება ქვეყანაზე, რომელსაც დღეს მართლა ეშმაკები დაპატრონენ. ამ კახპებს რომ ვუყურებ, წესით დიდი დღე არ უწერიათ - ძალიან დესტრუქციული საზოგადოებაა ოლიგარქის ბეღელში თავმოყრილი, ვინც ერთმანეთსაც ვერ იტანს, და სხვებიც გულზე არ ეხატებათ. მოკლედ, საგიჟეთში პაციენტები რომ დაეპატრონებიან მთელ კლინიკას იმ ფილმში - ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა - ცოტა იმას ჰგავს ყველაფერი. სწორედ ამიტომ, ჩემი აზრით, დეზერტირობაა ხალხთან გაბუტვა და ქვეყნიდან წასვლა, თუნდაც პატიმრობა გვემუქრებოდეს. და ბოლო-ბოლო, ეს პატიმრობაც ხომ დროებითია და შენ და სხვები ამ გაუტეხელობის მყარ მორალურ მაგალითს გვაძლევთ. ეს პატივსაცემია ნაღდად.

ნუ, ალბათ მობეზრებული გაქვს იმის მოსმენა, რომ მანდ დრო ჭკვიანურად უნდა გამოიყენო და მაგვარი "ბულშით" - ეს პატიმარმა თვითონ ყველაზე კარგად იცის. ჩემი აზრით, მანდაც ცხოვრებაა, თავისი სასიამოვნო ეპიზოდებით, ფიქრით, ვარჯიშით და სულიერი გაკაჟებით, ისე, როგორც ყველგან, სადაც ადამიანი ცდილობს განვითარდეს და იცოცხლოს, მხოლოდ არსებობის ნაცვლად. ჩემი ტყუპები შენს გოგოებთან - ტასო და თინასთან მაგრად მეგობრობენ და უყვართ ერთმანეთი. ეს მე მიხარია, რადგანაც მე და შენი ხშირი კამათებისა და ჯუჯღუნის მიუხედავად, ეგ ბავშვები გვახსენებენ იმას, რომ არის რაღაც უფრო მთავარი და სერიოზული, ვიდრე დროებითი წყენაა ან პატივმოყვარეობა. რახან შვილები ვახსენეთ, ესენი საუკეთესო თაობაა, რაც ჯერ მინახავს საქართველოში - ჭკვიანები, კეთილები, მიზანდასახულები და არაქაჯები. იმედი მაქვს, რომ ამათ ჩვენი ბრძოლის ჩირაღდანს საიმედოდ გადავცემთ და ისინიც არ დაივიწყებენ იმ მთავარს, რაც ჩვენ და ჩვენს თანამებრძოლებს ერთმანეთთან გვაკავშირებს. თავისუფლებას, ანუ - ქვეყნის გარეთას თუ ქვეყნის შიგნითას. ჩვენი გარეთა თავისუფლებაზე რაც ენერგი დავხარჯეთ, იმდენი ქვეყნის შიდა თავისუფლებაზე რომ გვეზრუნა, კარგი იქნებოდა. მაგრამ ახლაც არაა გვიან. თავისუფლება, სახელმწიფოს მიერ პატივცემულ-დაცული მაინც მთავარი პირობა მგონია მთელი ქვეყნის წინსვლისთვის, რადგანაც მხოლოდ თავისუფალი გარემო ქმნის მაგარ ხალხს - მეცნიერებს, გამომგონებლებს, ექიმებს, არქიტექტორებს, ფინანსისტებს, ოფიცრებს, რომლებსაც ქვეყნის გაუმჯობესება და დაცვა შეეძლებათ.

გამიგრძელდა მგონი სიტყვა, მაგრამ, თუ ამ ნაწერმა შენამდე მოაღწია, გამაგებინე რა გინდა რომ გამოგიგზავნო და ასეც ვიზამ. მანამდე, იმედს ვიტოვებ, რომ შენი ადვოკატები ატეხავენ მაგარ ხმაურს ჩვენთან ერთად, რომ კონსტიტუციის მკაფიო მოთხოვნა 9 თვიანი წინასწარი პატიმრობის შესახებ არის ცალსახა და არანაირ ინტერპრეტაციას არ ექვემდებარება და არ შეიძლება მისი ხელოვნურად გაგრძელება ახალ-ახალი ბრალდებების გამოგონებით, რაც ამ ნორმას აზრს უკარგავს. ეს სერიოზული კოზირია, და მგონი მოსაგები აუცილებლად. ასე რომ ცოტა ცეცხლი შეუნთე მაგათ, რომ ამაზე მაგრა იომონ. მეც და დანარჩენებიც დავეხმარებით მედიის და წერის საშუალებით. აბა, დროებით და როგორც ჯოისი ამბობდა: "ჯერ ირლანდია, სტივ!"... "

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს