Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მალე დაასრულე სეხნიავ ჩემი წიგნიო, ეს იყო მისი ბოლო სიტყვები" - ნიკა რურუას მეგობრები "ფეისბუქზე" იხსენებენ
"მალე დაასრულე სეხნიავ ჩემი წიგნიო, ეს იყო მისი ბოლო სიტყვები" - ნიკა რურუას მეგობრები "ფეისბუქზე" იხსენებენ

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი, პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი, ნიკა რუ­რუა 50 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზად გუ­ლის შე­ტე­ვა სა­ხელ­დე­ბა. რუ­რუა გარ­დაც­ვლი­ლი სა­კუ­თარ სახ­ლში, დე­დამ იპო­ვა. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით შსს-მ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო.

რუ­რუ­ას "ფე­ის­ბუქ­ზე" მე­გობ­რე­ბი იხ­სე­ნე­ბენ:

და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძე, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი: მა­გა­რი ძმა დავ­კარ­გეთ... სი­ტყვე­ბი ზედ­მე­ტია. ყო­ველ­თვის იცო­და სად იყო სწო­რი გზა. ძა­ლი­ან მტკი­ვა გული. დაგ­ვაკ­ლდე­ბი ძმო­ბი­ლო...

კახა ლო­მა­ია, გა­ნათ­ლე­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი: ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი თავი ხე­ლახ­ლა შექ­მნა... A man who reinvented himself. ამე­რი­კა­ში ასე იტყვი­ან ხოლ­მე ადა­მი­ან­ზე, რო­მელ­მაც შეძ­ლო შე­ეც­ვა­ლა თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის წესი და თავი და­ემ­კვიდ­რე­ბი­ნა, რო­გორც ახალ პი­როვ­ნე­ბას. კაც­მა რომ თქვას, ამე­რი­კა სწო­რედ ასეთ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა შექ­მნეს. ვინც გა­მო­ექ­ცა ძვე­ლი კონ­ტი­ნენ­ტის მი­თებს, ტრა­დი­ცი­ებს, არ­ტა­ხებს, სტე­რე­ო­ტი­პებს, დი­ნას­ტი­ებს, სა­კუ­თარ ბი­ოგ­რა­ფი­ებს, ნუ­ლი­დან და­ი­წყო ახა­ლი ცხოვ­რე­ბა და აა­შე­ნა ახა­ლი ქვე­ყა­ნა. სა­ქარ­თვე­ლოს ჩათ­ვლით, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს იმე­დი რო­მაა, ისე­თი ქვე­ყა­ნა. სა­ქარ­თვე­ლო ასე­თი ქვე­ყა­ნა არა­სო­დეს ყო­ფი­ლა. აქ მი­თე­ბი და ტრა­დი­ცი­ე­ბი მე­ფო­ბენ. აქ სი­ახ­ლის ეში­ნი­ათ, რო­გორც სიკ­ვდი­ლის და მკვდრე­ბი უფრო მე­ტად უყ­ვართ, ვიდ­რე ცო­ცხლე­ბი. ნიკა რუ­რუ­ამ ეს შეძ­ლო. ძა­ლი­ან ცოტა ვინ­მეს ვიც­ნობ, ვინც ეს სა­ქარ­თვე­ლო­ში შეძ­ლო. იმის­თვის, რომ გა­ი­აზ­როთ, რა და­კარ­გა სა­ქარ­თვე­ლომ, კი­დევ ერთხელ ეს­ტუმ­რეთ საბ­ჭო­თა ოკუ­პა­ცი­ის მუ­ზე­უმს, გა­და­ი­კი­თხეთ ბრწყინ­ვა­ლე თარ­გმა­ნე­ბის სე­რია „ქარ­თვე­ლი ოფიც­რის ბიბ­ლი­ო­თე­კა“ და მო­უს­მი­ნეთ ბექა გო­ჩი­აშ­ვილს.

და­ვით პა­ი­ჭა­ძე, ჟურ­ნა­ლის­ტი: ძა­ლი­ან და­მაკ­ლდე­ბა. სიმ­ტკი­ცე, გო­ნი­ე­რე­ბა, შე­უ­პოვ­რო­ბა, სიმ­შვი­დე, იუ­მო­რი... ალ­ბათ, ჯო­ბია, ემო­ცი­ე­ბი სა­ჯა­როდ გა­რეთ გა­მო­ი­ტა­ნო, სხვას და­ა­ყა­რო თავ­ზე, გა­თა­ვი­სუფ­ლდე, თუნ­დაც სახე და­კარ­გო ამ დროს. ნიკა რუ­რუ­ას ეს არა­სო­დეს გა­უ­კე­თე­ბია. თვი­თონ ბევ­რს გა­უძ­ლებ­და, გულ­მა ვერ გა­უძ­ლო. მშვი­დო­ბით.

და­ვით კი­კა­ლიშ­ვი­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი: ვაჟ­კა­ცი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი დავ­კარ­გეთ. ნიკა რუ­რუა.უფალ­მა შე­უნ­დოს და გა­ა­ნათ­ლოს მისი სული.

ნინო სურ­გუ­ლა­ძე, მეცო-სოპ­რა­ნო: R. I. P. Nika ruriua.... ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ... სი­ტყვე­ბი ზედ­მე­ტია... დიდი და­ნა­კარ­გი.

გი­ორ­გი კან­დე­ლა­კი, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი: ბო­ლოს რომ ვნა­ხე სა­ქარ­თვე­ლოს საბ­ჭო­თა ოკუ­პა­ცი­ის შე­სა­ხებ აშშ კონ­გრე­სის 1954 წლის ან­გა­რი­შის და პა­რიზ­ში 1951 წელს გა­მო­ცე­მუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის კრე­ბუ­ლის Georgian Question Before the Free World ჩვე­ნი სახ­სრე­ბით გა­მო­ცე­მა­ზე შევ­თან­ხმდით

მა­მუ­კა გამ­ყრე­ლი­ძე, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა "ივე­რი­ას" ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნებ­ელი: ნიკა რუ­რუა აღარ გვყავს. აღარ გვყავს ჩვენ, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს, მათ ვის­თვი­საც ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო არის ცხოვ­რე­ბის კრე­დო და მი­ზა­ნი !წა­ვი­და ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც სრუ­ლი­ად უან­გა­როდ, თავ­და­დე­ბუ­ლად უყ­ვარ­და სამ­შობ­ლო და მზად იყო მის­თვის, ნე­ბის­მი­ერ წუთს თავი გა­ე­წი­რა. აკი გა­წი­რა კი­დეც. ინ­ტრა­ვერ­ტი ადა­მი­ა­ნი იყო. სა­კუ­თარ გულ­ში ატა­რებ­და ყვე­ლა დარდს და არა­ვის უჩ­ვე­ნებ­და სი­სუს­ტეს. ამ გულ­მაც ვე­ღარ გა­უძ­ლო ამ­დენ დატ­ვირ­თვას.წა­ვი­და მა­შინ, როცა მარ­თლა ყვე­ლა­ზე სა­ჭი­რო იყო. მა­შინ, როცა გა­ი­ა­რა ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ნა­ი­რი გა­მოც­და და ახლა, ჯერ კი­დევ ახალ­გაზ­რდუ­ლი შე­მარ­თე­ბით სავ­სე და ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბით დაბ­რძე­ნე­ბუ­ლი, მზად იყო ემ­სა­ხუ­რა ქვეყ­ნის­თვის ყველ­გან სა­დაც ის იქ­ნე­ბო­და სა­ჭი­რო. სა­შინ­ლად გვატ­კი­ნე გული ყვე­ლას, ჩემო მა­გა­რო კაცო ! მა­გა­რო, ვაჟ­კა­ცო და იმე­დი­ა­ნო!

შოთა დიღ­მე­ლაშ­ვი­ლი: ნიკა რუ­რუ­ას ბევ­რი დამ­სა­ხუ­რე­ბა ჰქონ­და ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის, კულ­ტუ­რის და მა­შა­სა­და­მე ქვეყ­ნის წი­ნა­შე. ვი­ზი­ა­რებ მწუ­ხა­რე­ბას და ვუ­სამ­ძიმ­რებ ოჯახ­სა და ახ­ლობ­ლებს.

ნიკო მი­ქა­ია: ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თან ცოტა ხნით ლა­პა­რა­კიც კი ძა­ლი­ან ბევრ რა­მეს გას­წავ­ლი­და! გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი ინ­ტე­ლექ­ტი, სას­წა­უ­ლად ნი­ჭი­ე­რი და უდი­დე­სი ცოდ­ნის პატ­რო­ნი წა­ვი­და! "მოვა დრო და აუ­ცი­ლებ­ლად დავ­ბეჭ­დავთ შენს წიგნს! მალე და­ას­რუ­ლე სეხ­ნი­ავ"-ეს იყო მისი ბოლო სი­ტყვე­ბი, რაც მი­თხრა! უფ­რო­სი მე­გო­ბა­რი წა­ვი­და! მი­ხა­რია და მე­ა­მა­ყე­ბა, რომ ცოტა ხნით, მაგ­რამ მა­ინც გვქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვე­მე­გობ­რა ნიკა! მშვი­დად გა­ნის­ვე­ნე

გია რო­ი­ნიშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი: ნიკა რუ­რუა. არც ვიცი რა ვთქვა....

სოფო ხუნ­წა­რია, თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლე: პა­ტა­რა შავი ბლოკ­ნო­ტი, რო­მე­ლიც სულ თან ქონ­და. ქა­ქუ­ცას ფოტო, ყო­ველ­თვის იქ, სა­დაც ის თავს კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობ­და. სხვა­დას­ხვა ფე­რის წინ­დე­ბი. ბევ­რი კომ­პაქტ-დის­კი. "ამე­რი­კის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მა­მე­ბი", კოლტრე­ი­ნის "Chasing trane", "რო­ლინგ სთო­უნ­ზი" და "ძვე­ლი თბი­ლი­სის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ბო­ჰე­მა". როცა შენს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში რჩე­ბა...

ავტორი:

"მალე დაასრულე სეხნიავ ჩემი წიგნიო, ეს იყო მისი ბოლო სიტყვები" - ნიკა რურუას მეგობრები "ფეისბუქზე" იხსენებენ

"მალე დაასრულე სეხნიავ ჩემი წიგნიო, ეს იყო მისი ბოლო სიტყვები" - ნიკა რურუას მეგობრები "ფეისბუქზე" იხსენებენ

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ნიკა რურუა 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება. რურუა გარდაცვლილი საკუთარ სახლში, დედამ იპოვა. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

რურუას "ფეისბუქზე" მეგობრები იხსენებენ:

დავით საყვარელიძე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი: მაგარი ძმა დავკარგეთ... სიტყვები ზედმეტია. ყოველთვის იცოდა სად იყო სწორი გზა. ძალიან მტკივა გული. დაგვაკლდები ძმობილო...

კახა ლომაია, განათლების ყოფილი მინისტრი: ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავი ხელახლა შექმნა... A man who reinvented himself. ამერიკაში ასე იტყვიან ხოლმე ადამიანზე, რომელმაც შეძლო შეეცვალა თავისი ცხოვრების წესი და თავი დაემკვიდრებინა, როგორც ახალ პიროვნებას. კაცმა რომ თქვას, ამერიკა სწორედ ასეთმა ადამიანებმა შექმნეს. ვინც გამოექცა ძველი კონტინენტის მითებს, ტრადიციებს, არტახებს, სტერეოტიპებს, დინასტიებს, საკუთარ ბიოგრაფიებს, ნულიდან დაიწყო ახალი ცხოვრება და ააშენა ახალი ქვეყანა. საქართველოს ჩათვლით, მთელი მსოფლიოს იმედი რომაა, ისეთი ქვეყანა. საქართველო ასეთი ქვეყანა არასოდეს ყოფილა. აქ მითები და ტრადიციები მეფობენ. აქ სიახლის ეშინიათ, როგორც სიკვდილის და მკვდრები უფრო მეტად უყვართ, ვიდრე ცოცხლები. ნიკა რურუამ ეს შეძლო. ძალიან ცოტა ვინმეს ვიცნობ, ვინც ეს საქართველოში შეძლო. იმისთვის, რომ გაიაზროთ, რა დაკარგა საქართველომ, კიდევ ერთხელ ესტუმრეთ საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმს, გადაიკითხეთ ბრწყინვალე თარგმანების სერია „ქართველი ოფიცრის ბიბლიოთეკა“ და მოუსმინეთ ბექა გოჩიაშვილს.

დავით პაიჭაძე, ჟურნალისტი: ძალიან დამაკლდება. სიმტკიცე, გონიერება, შეუპოვრობა, სიმშვიდე, იუმორი... ალბათ, ჯობია, ემოციები საჯაროდ გარეთ გამოიტანო, სხვას დააყარო თავზე, გათავისუფლდე, თუნდაც სახე დაკარგო ამ დროს. ნიკა რურუას ეს არასოდეს გაუკეთებია. თვითონ ბევრს გაუძლებდა, გულმა ვერ გაუძლო. მშვიდობით.

დავით კიკალიშვილი, ჟურნალისტი: ვაჟკაცი და განათლებული ადამიანი დავკარგეთ. ნიკა რურუა.უფალმა შეუნდოს და გაანათლოს მისი სული.

ნინო სურგულაძე, მეცო-სოპრანო: R. I. P. Nika ruriua.... ძალიან ვწუხვარ... სიტყვები ზედმეტია... დიდი დანაკარგი.

გიორგი კანდელაკი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი: ბოლოს რომ ვნახე საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შესახებ აშშ კონგრესის 1954 წლის ანგარიშის და პარიზში 1951 წელს გამოცემული დოკუმენტების კრებულის Georgian Question Before the Free World ჩვენი სახსრებით გამოცემაზე შევთანხმდით

მამუკა გამყრელიძე, საზოგადოებრივი მოძრაობა "ივერიას" ერთ-ერთი დამფუძნებელი: ნიკა რურუა აღარ გვყავს. აღარ გვყავს ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, მათ ვისთვისაც ქართული სახელმწიფო არის ცხოვრების კრედო და მიზანი !წავიდა ადამიანი, რომელსაც სრულიად უანგაროდ, თავდადებულად უყვარდა სამშობლო და მზად იყო მისთვის, ნებისმიერ წუთს თავი გაეწირა. აკი გაწირა კიდეც. ინტრავერტი ადამიანი იყო. საკუთარ გულში ატარებდა ყველა დარდს და არავის უჩვენებდა სისუსტეს. ამ გულმაც ვეღარ გაუძლო ამდენ დატვირთვას.წავიდა მაშინ, როცა მართლა ყველაზე საჭირო იყო. მაშინ, როცა გაიარა ცხოვრების ყველანაირი გამოცდა და ახლა, ჯერ კიდევ ახალგაზრდული შემართებით სავსე და ცხოვრებისეული გამოცდილებით დაბრძენებული, მზად იყო ემსახურა ქვეყნისთვის ყველგან სადაც ის იქნებოდა საჭირო. საშინლად გვატკინე გული ყველას, ჩემო მაგარო კაცო ! მაგარო, ვაჟკაცო და იმედიანო!

შოთა დიღმელაშვილი: ნიკა რურუას ბევრი დამსახურება ჰქონდა ქართული ლიტერატურის, კულტურის და მაშასადამე ქვეყნის წინაშე. ვიზიარებ მწუხარებას და ვუსამძიმრებ ოჯახსა და ახლობლებს.

ნიკო მიქაია: ადამიანი, რომელთან ცოტა ხნით ლაპარაკიც კი ძალიან ბევრ რამეს გასწავლიდა! განუსაზღვრელი ინტელექტი, სასწაულად ნიჭიერი და უდიდესი ცოდნის პატრონი წავიდა! "მოვა დრო და აუცილებლად დავბეჭდავთ შენს წიგნს! მალე დაასრულე სეხნიავ"-ეს იყო მისი ბოლო სიტყვები, რაც მითხრა! უფროსი მეგობარი წავიდა! მიხარია და მეამაყება, რომ ცოტა ხნით, მაგრამ მაინც გვქონდა შესაძლებლობა გვემეგობრა ნიკა! მშვიდად განისვენე

გია როინიშვილი, მსახიობი: ნიკა რურუა. არც ვიცი რა ვთქვა....

სოფო ხუნწარია, თბილისის მერის მოადგილე: პატარა შავი ბლოკნოტი, რომელიც სულ თან ქონდა. ქაქუცას ფოტო, ყოველთვის იქ, სადაც ის თავს კომფორტულად გრძნობდა. სხვადასხვა ფერის წინდები. ბევრი კომპაქტ-დისკი. "ამერიკის დამფუძნებელი მამები", კოლტრეინის "Chasing trane", "როლინგ სთოუნზი" და "ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა". როცა შენს მეხსიერებაში რჩება...

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ