საზოგადოება
პოლიტიკა

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოდან მივფრინავ... მხოლოდ იმიტომ დავრჩი, რომ ქალბატონ სალომეს გაემარჯვა" - დადის თუ არა დაცვით ნინი ქარსელაძე და რატომ მიმართა პროკურატურას
"საქართველოდან მივფრინავ... მხოლოდ იმიტომ დავრჩი, რომ ქალბატონ სალომეს გაემარჯვა" - დადის თუ არა დაცვით ნინი ქარსელაძე და რატომ მიმართა პროკურატურას

მომ­ღე­რა­ლი ნინი ქარ­სე­ლა­ძე ბოლო პე­რი­ოდ­ში პო­ლი­ტი­კუ­რად ძა­ლი­ან გა­აქ­ტი­ურ­და - მისი ფე­ის­ბუქპოს­ტე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი ში­ნა­არ­სი­საა, არ ერი­დე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბას ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან და პო­ლი­ტი­კურ შო­უ­ებ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობს. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­შიც აქ­ტი­უ­რად ჩან­და საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გვერ­დით, მის მხარ­დამ­ჭერ კლიპ­შიც მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და რე­გი­ო­ნებ­ში კონ­ცერ­ტებ­ზეც გა­მო­ვი­და "ქუ­ჩის ბი­ჭებ­თან" ერ­თად.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან ნი­ნიმ ამის გამო კრი­ტი­კაც და­იმ­სა­ხუ­რა, გავ­რცელ­და ჭო­რე­ბიც, რომ მომ­ღე­რალს ამ მხარ­და­ჭე­რის გამო, თა­ნამ­დე­ბო­ბა­საც და­პირ­დნენ და რომ ნინი ქა­ლაქ­ში პი­რა­დი დაც­ვით გა­და­ად­გილ­დე­ბა და ა.შ.

AMBEBI.GE ნინი ქარ­სე­ლა­ძეს და­უ­კავ­შირ­და. მომ­ღე­რალ­მა ინ­ტერ­ვიუ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის­თვის მი­ლოც­ვით და­ი­წყო:

"პირ­ველ რიგ­ში კი­დევ ერთხელ ვუ­ლო­ცავ ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს გა­მარ­ჯვე­ბას. ასეც ვი­ცო­დი, რომ ის გა­ი­მარ­ჯვებ­და! ამ ქალ­ბა­ტო­ნის საქ­მი­ა­ნო­ბას ყო­ველ­თვის თვალს ვა­დევ­ნებ­დი და უდი­დეს პა­ტივს ვცემ იმის გამო, რა­საც ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის აკე­თებ­და. დიდი ხა­ნია ის უამ­რავ კარგ საქ­მეს აკე­თებს ქვეყ­ნის­თვის და ჩემს დიდ პა­ტი­ვის­ცე­მა­საც ამი­ტომ იმ­სა­ხუ­რებს.

- ნინი, შენი ოჯა­ხი სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს იყო შე­ვიწ­რო­ვე­ბის მსხვერ­პლი, ამის გამო უპი­რის­პირ­დე­ბი ასე "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას"?

- ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დი გა­მო­ი­ა­რა ჩემ­მა ოჯახ­მა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მმარ­თვე­ლო­ბის დროს - ბი­ძა­ჩე­მი ორ­ჯერ და­ი­ჭი­რეს, ასე­თი რამ ის­ტო­რი­ა­ში არ არ­სე­ბობს, ერთი ადა­მი­ა­ნი ორ­ჯერ და­ე­ჭი­რათ. ყველ­გან დაბ­ლო­კი­ლე­ბი ვი­ყა­ვით, 8 წელი არ­სად მიმ­ღე­რია არც მე და არც "ქუ­ჩის ბი­ჭებს", გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ზუ­რას მი­ტინგზე გა­მოს­ვლის შემ­დეგ, შენ და "ქუ­ჩის ბი­ჭე­ბი" "ზე­მოთ" დაგბ­ლო­კე­სო. ვინ იყო ის "ზე­მოთ", წარ­მოდ­გე­ნა არ გვაქვს.

- მა­შინ მთა­ვარ კონ­ცერ­ტებს სტე­ფა­ნე და კახა ცის­კა­რი­ძე ატა­რებ­დნენ, რომ­ლებ­თა­ნაც ვიცი, რომ მე­გობ­რობს თქვე­ნი ოჯა­ხი...

- მე მქონ­და კა­ხუ­ჩე­ლას­თა­ნაც და სტე­ფა­ნეს­თა­ნაც სა­უ­ბა­რი ამ თე­მა­ზე, მაგ­რამ ზუს­ტად ვიცი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ვერ მი­ი­ღებ­დნენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. მათ არ ჰქონ­დათ უფ­ლე­ბა ზე­მოთ დაბ­ლო­კი­ლი "ქუ­ჩის ბი­ჭე­ბი" და ნინი ქარ­სე­ლა­ძე კონ­ცერ­ტში ჩა­ეს­ვათ.

- გავ­რცელ­და ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია, რომ სოფო ხალ­ვა­შის მსგავ­სად, თქვენც და­გი­ფას­დე­ბათ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მხარ­და­ჭე­რა და თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზეც და­ი­ნიშ­ნე­ბით...

- ცხოვ­რე­ბა­ში არ მი­ფიქ­რია პო­ლი­ტი­კა­ში ყოფ­ნა­ზე. დიდი ად­რე­ნა­ლი­ნი ჰქო­ნია ამ პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თვას, მაგ­რამ არ ვა­პი­რებ პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლას. ანას­ტა­სი­ას გე­ფი­ცე­ბით, არა­ნა­ი­რი და­პი­რე­ბა არ მი­მი­ღია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­გან", სამ­სა­ხუ­რიც არ მჭირ­დე­ბა. მე უკან მყავს ოჯა­ხი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ მოღ­ვა­წე­ობს. ჩემ­თვის თან­ხაც კი არა­ვის გა­და­უხ­დია.

მხო­ლოდ ჩემი კე­თი­ლი ნება იყო, ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მეს მხარ­და­სა­ჭერ კონ­ცერ­ტებ­ში მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. თქვეს 500 ლარი გა­და­უ­ხა­დე­სო, ეს მხო­ლოდ ფორ­მა­ლო­ბა იყო, რად­გან კა­ნო­ნით არ გვაქვს უფ­ლე­ბა სა­არ­ჩევ­ნო კონ­ცერ­ტებ­ში უფა­სოდ გვემ­ღე­რა. რაც შე­ე­ხე­ბა სოფო ხალ­ვაშს, მინ­და თქვე­ნი მეშ­ვე­ო­ბით მი­ვუ­ლო­ცო მას ბა­თუ­მის მე­რის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა. ამას იმ­სა­ხუ­რებს, ის დიდ წვლილს შე­ი­ტანს ბა­თუ­მის კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

- თუ გექ­ნე­ბათ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, და­თან­ხმდე­ბით?

- მე მივფრი­ნავ სა­ქარ­თვე­ლო­დან, საქ­მე­ე­ბი მაქვს რო­გორც ევ­რო­პა­ში, ასე­ვე რუ­სეთ­ში. აქამ­დე მხო­ლოდ იმი­ტომ დავ­რჩი, რომ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მობ­რუ­ნე­ბის საფრ­თხე და­ვი­ნა­ხე, ვინც 9 წელი იყო ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში. მხო­ლოდ იმი­ტომ გა­დავ­დე უცხო­ეთ­ში საქ­მე­ე­ბი, რომ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო ამ­ბა­ვი ბო­ლომ­დე მიგ­ვეყ­ვა­ნა და ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს გა­ე­მარ­ჯვა.

- გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რას მი­მარ­თეთ და იმ ხალ­ხს უჩივ­ლეთ, ვინც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გე­მუქ­რე­ბო­დათ, მარ­თა­ლია?

- არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ამ თე­მის გაჟ­ღე­რე­ბა არ მინ­დო­და. ნამ­დვი­ლად შე­ვი­ტა­ნე სარ­ჩე­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, იმე­დი მაქვს ჩვე­ნი ახა­ლი პრო­კუ­რო­რი შალ­ვა თა­დუ­მა­ძე და მისი სტრუქ­ტუ­რა მალე გა­მო­ი­ძი­ებს საქ­მეს და პა­სუ­ხი მო­ე­თხო­ვე­ბა ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც სა­ში­ნე­ლე­ბებს მწერ­და და მე­მუქ­რე­ბო­და. ესე­ნი არ არი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გა­ტეხ­ვის­თვის და ადა­მი­ა­ნის დამ­ცი­რე­ბის­თვის არ­სე­ბობს ასე­თი ხალ­ხი. თუმ­ცა, მათ მინ­და ვუ­თხრა, ამ­დე­ნი ტა­ლა­ხის სრო­ლით და ბინ­ძუ­რი კამ­პა­ნი­ით უფრო გავძლი­ერ­დი. რამ­დე­ნი­მე ცნო­ბილ ადა­მი­ან­საც და­ი­ბა­რე­ბენ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, პა­სუხს მო­თხო­ვენ სა­მარ­თლებ­რივ ჭრილ­ში.

- დათო იმე­დაშ­ვილს და მაია დარსმე­ლი­ძე­საც უჩივ­ლე?

- დათო იმე­დაშ­ვი­ლი ვინ არის, სა­ერ­თოდ არ ვიცი. ერთხელ ჩა­მიგ­დეს მისი სტა­ტუ­სი და მა­შინ გა­ვი­გე მისი არ­სე­ბო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მაია დარსმე­ლი­ძეს... მე სტე­ფა­ნეს­თან ვგრძნობ თავს შერ­ცხვე­ნი­ლად და დამ­ნა­შა­ვედ, რად­გან გა­და­ვე­დი იმ მო­ე­დან­ზე, სა­დაც არას­დროს გა­დავ­სულ­ვარ 28 წლის მან­ძილ­ზე, პრინ­ცი­პე­ბი და­ვარ­ღვიე, მაგ­რამ მაია დარსმე­ლი­ძემ შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა „ქუ­ჩის ბი­ჭებს“. ჩემ­ზე შე­იძ­ლე­ბა გა­ვა­ტა­რო ნე­ბის­მი­ე­რი ტა­ლა­ხის სრო­ლა, მაგ­რამ არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, ვის გა­მოც პრინ­ცი­პებ­საც ვარ­ღვევ. კონ­კრე­ტუ­ლად, რო­მელ ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს და­ი­ბა­რებს პრო­კუ­რა­ტუ­რა, ჯერ­ჯე­რო­ბით ამის თქმის უფ­ლე­ბა არ მაქვს.

- გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ პი­რა­დი დაც­ვა აიყ­ვა­ნეთ...

- ეს არის მხო­ლოდ ხუმ­რო­ბა. ბოლო დროს იმ­დე­ნი მუ­ქა­რა იყო, ჩემ­მა ახ­ლობ­ლებ­მა იუ­მო­რით და­ი­წყეს სა­უ­ბა­რი, სა­ში­შია ქუ­ჩა­ში შენი სი­ა­რუ­ლიო და ჩემი პა­სუ­ხი იყო, და­წყნარ­დით დაც­ვა ავიყ­ვა­ნე-მეთ­ქი, აქე­დან გავ­რცელ­და ეს ჭორი. მარ­თა­ლია გა­მარ­ჯვე­ბულ ადა­მი­ა­ნებს არ ასა­მარ­თლე­ბენ, მაგ­რამ ვიცი ახლა დიდი დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ ვარ და ვცდი­ლობ გა­სარ­თობ ად­გი­ლებს მო­ვე­რი­დო.

- რა გეგ­მე­ბი გაქვთ?

- მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში უნდა ჩა­ვა­ბა­რო და და­ვიკ­მა­ყო­ფი­ლო ის ინ­ტე­რე­სე­ბი, რაც მაქვს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"საქართველოდან მივფრინავ... მხოლოდ იმიტომ დავრჩი, რომ ქალბატონ სალომეს გაემარჯვა" - დადის თუ არა დაცვით ნინი ქარსელაძე და რატომ მიმართა პროკურატურას

"საქართველოდან მივფრინავ... მხოლოდ იმიტომ დავრჩი, რომ ქალბატონ სალომეს გაემარჯვა" - დადის თუ არა დაცვით ნინი ქარსელაძე და რატომ მიმართა პროკურატურას

მომღერალი ნინი ქარსელაძე ბოლო პერიოდში პოლიტიკურად ძალიან გააქტიურდა - მისი ფეისბუქპოსტები პოლიტიკური შინაარსისაა, არ ერიდება პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას ჟურნალისტებთან და პოლიტიკურ შოუებშიც მონაწილეობს. წინასაარჩევნო პერიოდშიც აქტიურად ჩანდა საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის გვერდით, მის მხარდამჭერ კლიპშიც მიიღო მონაწილეობა და რეგიონებში კონცერტებზეც გამოვიდა "ქუჩის ბიჭებთან" ერთად.

საზოგადოებისგან ნინიმ ამის გამო კრიტიკაც დაიმსახურა, გავრცელდა ჭორებიც, რომ მომღერალს ამ მხარდაჭერის გამო, თანამდებობასაც დაპირდნენ და რომ ნინი ქალაქში პირადი დაცვით გადაადგილდება და ა.შ.

AMBEBI.GE ნინი ქარსელაძეს დაუკავშირდა. მომღერალმა ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილისთვის მილოცვით დაიწყო:

"პირველ რიგში კიდევ ერთხელ ვულოცავ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას. ასეც ვიცოდი, რომ ის გაიმარჯვებდა! ამ ქალბატონის საქმიანობას ყოველთვის თვალს ვადევნებდი და უდიდეს პატივს ვცემ იმის გამო, რასაც ჩვენი ქვეყნისთვის აკეთებდა. დიდი ხანია ის უამრავ კარგ საქმეს აკეთებს ქვეყნისთვის და ჩემს დიდ პატივისცემასაც ამიტომ იმსახურებს.

- ნინი, შენი ოჯახი სააკაშვილის დროს იყო შევიწროვების მსხვერპლი, ამის გამო უპირისპირდები ასე "ნაციონალურ მოძრაობას"?

- ძალიან რთული პერიოდი გამოიარა ჩემმა ოჯახმა წინა ხელისუფლების მმართველობის დროს - ბიძაჩემი ორჯერ დაიჭირეს, ასეთი რამ ისტორიაში არ არსებობს, ერთი ადამიანი ორჯერ დაეჭირათ. ყველგან დაბლოკილები ვიყავით, 8 წელი არსად მიმღერია არც მე და არც "ქუჩის ბიჭებს", გვეუბნებოდნენ, ზურას მიტინგზე გამოსვლის შემდეგ, შენ და "ქუჩის ბიჭები" "ზემოთ" დაგბლოკესო. ვინ იყო ის "ზემოთ", წარმოდგენა არ გვაქვს.

- მაშინ მთავარ კონცერტებს სტეფანე და კახა ცისკარიძე ატარებდნენ, რომლებთანაც ვიცი, რომ მეგობრობს თქვენი ოჯახი...

- მე მქონდა კახუჩელასთანაც და სტეფანესთანაც საუბარი ამ თემაზე, მაგრამ ზუსტად ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანები ვერ მიიღებდნენ გადაწყვეტილებას. მათ არ ჰქონდათ უფლება ზემოთ დაბლოკილი "ქუჩის ბიჭები" და ნინი ქარსელაძე კონცერტში ჩაესვათ.

- გავრცელდა ასეთი ინფორმაცია, რომ სოფო ხალვაშის მსგავსად, თქვენც დაგიფასდებათ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა და თანამდებობაზეც დაინიშნებით...

- ცხოვრებაში არ მიფიქრია პოლიტიკაში ყოფნაზე. დიდი ადრენალინი ჰქონია ამ პროცესებში ჩართვას, მაგრამ არ ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას. ანასტასიას გეფიცებით, არანაირი დაპირება არ მიმიღია "ქართული ოცნებისგან", სამსახურიც არ მჭირდება. მე უკან მყავს ოჯახი, რომელიც საქართველოში არ მოღვაწეობს. ჩემთვის თანხაც კი არავის გადაუხდია.

მხოლოდ ჩემი კეთილი ნება იყო, ქალბატონი სალომეს მხარდასაჭერ კონცერტებში მიმეღო მონაწილეობა. თქვეს 500 ლარი გადაუხადესო, ეს მხოლოდ ფორმალობა იყო, რადგან კანონით არ გვაქვს უფლება საარჩევნო კონცერტებში უფასოდ გვემღერა. რაც შეეხება სოფო ხალვაშს, მინდა თქვენი მეშვეობით მივულოცო მას ბათუმის მერის მოადგილის თანამდებობა. ამას იმსახურებს, ის დიდ წვლილს შეიტანს ბათუმის კულტურის განვითარებაში.

- თუ გექნებათ შემოთავაზება, დათანხმდებით?

- მე მივფრინავ საქართველოდან, საქმეები მაქვს როგორც ევროპაში, ასევე რუსეთში. აქამდე მხოლოდ იმიტომ დავრჩი, რომ იმ ადამიანების მობრუნების საფრთხე დავინახე, ვინც 9 წელი იყო ქვეყნის სათავეში. მხოლოდ იმიტომ გადავდე უცხოეთში საქმეები, რომ წინასაარჩევნო ამბავი ბოლომდე მიგვეყვანა და ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს გაემარჯვა.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურას მიმართეთ და იმ ხალხს უჩივლეთ, ვინც სოციალურ ქსელში გემუქრებოდათ, მართალია?

- არჩევნებამდე ამ თემის გაჟღერება არ მინდოდა. ნამდვილად შევიტანე სარჩელი პროკურატურაში, იმედი მაქვს ჩვენი ახალი პროკურორი შალვა თადუმაძე და მისი სტრუქტურა მალე გამოიძიებს საქმეს და პასუხი მოეთხოვება ყველა იმ ადამიანს, ვინც საშინელებებს მწერდა და მემუქრებოდა. ესენი არ არიან ჩვეულებრივი ადამიანები, ფსიქოლოგიური გატეხვისთვის და ადამიანის დამცირებისთვის არსებობს ასეთი ხალხი. თუმცა, მათ მინდა ვუთხრა, ამდენი ტალახის სროლით და ბინძური კამპანიით უფრო გავძლიერდი. რამდენიმე ცნობილ ადამიანსაც დაიბარებენ პროკურატურაში, პასუხს მოთხოვენ სამართლებრივ ჭრილში.

- დათო იმედაშვილს და მაია დარსმელიძესაც უჩივლე?

- დათო იმედაშვილი ვინ არის, საერთოდ არ ვიცი. ერთხელ ჩამიგდეს მისი სტატუსი და მაშინ გავიგე მისი არსებობა. რაც შეეხება მაია დარსმელიძეს... მე სტეფანესთან ვგრძნობ თავს შერცხვენილად და დამნაშავედ, რადგან გადავედი იმ მოედანზე, სადაც არასდროს გადავსულვარ 28 წლის მანძილზე, პრინციპები დავარღვიე, მაგრამ მაია დარსმელიძემ შეურაცხყოფა მიაყენა „ქუჩის ბიჭებს“. ჩემზე შეიძლება გავატარო ნებისმიერი ტალახის სროლა, მაგრამ არსებობენ ადამიანები, ვის გამოც პრინციპებსაც ვარღვევ. კონკრეტულად, რომელ ცნობილ ადამიანებს დაიბარებს პროკურატურა, ჯერჯერობით ამის თქმის უფლება არ მაქვს.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირადი დაცვა აიყვანეთ...

- ეს არის მხოლოდ ხუმრობა. ბოლო დროს იმდენი მუქარა იყო, ჩემმა ახლობლებმა იუმორით დაიწყეს საუბარი, საშიშია ქუჩაში შენი სიარულიო და ჩემი პასუხი იყო, დაწყნარდით დაცვა ავიყვანე-მეთქი, აქედან გავრცელდა ეს ჭორი. მართალია გამარჯვებულ ადამიანებს არ ასამართლებენ, მაგრამ ვიცი ახლა დიდი დაკვირვების ქვეშ ვარ და ვცდილობ გასართობ ადგილებს მოვერიდო.

- რა გეგმები გაქვთ?

- მაგისტრატურაში უნდა ჩავაბარო და დავიკმაყოფილო ის ინტერესები, რაც მაქვს.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს