სამხედრო
მოზაიკა
პოლიტიკა

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბოლო წლებია, ყველანაირად ნაგავში ვცხოვრობთ..." - სოხუმელების კიდევ ერთი პრობლემა, ამჯერად ნაგავსაყრელია
"ბოლო წლებია, ყველანაირად ნაგავში ვცხოვრობთ..." - სოხუმელების კიდევ ერთი პრობლემა, ამჯერად ნაგავსაყრელია

"ცხოვ­რე­ბა ნა­გავ­ში და ნა­გავ­საყ­რელ­ზე" - ასე ეხ­მი­ა­ნე­ბა სო­ხუ­მის მო­სახ­ლე­ო­ბა ბოლო დღე­ებ­ში გა­აქ­ტი­უ­რე­ბულ კი­დევ ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან პრობ­ლე­მას - ქა­ლა­ქის ნა­გავ­საყ­რელს.

3 დე­კემ­ბერს, სო­ხუმ­ში მე-12 სკო­ლას­თან აქ­ცია გა­ი­მარ­თა, სა­დაც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი მა­ი­ა­კის და­სახ­ლე­ბა­ში ნა­გავ­საყ­რე­ლის პრობ­ლე­მას აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას და­უ­სახ­ლე­ბელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მის გა­და­ტა­ნას სთხოვ­დნენ. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ნა­გავ­საყ­რე­ლის პრობ­ლე­მა 30 ათას­ზე მეტ ადა­მი­ანს აწუ­ხებს. ეს ეხე­ბა მა­ი­აკს, გუ­მის­თას, ახალ რა­ი­ონს, ძველ და­სახ­ლე­ბას, ქა­ლა­ქის ცენ­ტრს - ნაგ­ვის სუნი ყველ­გან დგას. ბავ­შვებ­სა და მო­ზარ­დებ­ში იმა­ტა გა­ურ­კვე­ვე­ლი სა­ხის ინ­ფექ­ცი­ურ­მა და­ა­ვა­დე­ბებ­მა.

"ნა­გავ­საყ­რე­ლი­დან 2-3 კი­ლო­მეტრში და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტი არ უნდა იყოს, ჩვენ კი ზედ ნა­გავ­საყ­რელ­ზე ვცხოვ­რობთ. ვი­წამ­ლე­ბით და პატ­რო­ნი არა­ვინ გვყავს! უნი­ვერ­სა­მი­დან 1 კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით ვცხოვ­რობ და სუნი იმ­დე­ნად საგ­რძნო­ბია, უკვე ვე­ღარ ვუძ­ლებთ... გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­დე­საც მყარ საგ­ნებს წვა­ვენ და ჰა­ერ­ში შავი კვამ­ლი დგე­ბა. ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის შემ­თხვე­ვე­ბი გა­მოვ­ლინ­და, ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა მოგ­ვეს­პო. ბა­რემ პირ­და­პირ გა­უშ­ვან გაზი და ყვე­ლა­ფე­რი მალე დას­რულ­დე­ბა" - აცხა­დებს abkhaz-auto.ru-სთან სა­უ­ბარ­ში სო­ხუ­მე­ლი ჯან­სუღ ად­ლე­ი­ბა, რომ­ლის თქმი­თაც, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა უკვე წლე­ბია ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით ნა­გავ­ში იხ­რჩო­ბა.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ გარ­შე­მო მა­წან­წა­ლა ძაღ­ლე­ბი, თაგ­ვე­ბი და ვირ­თხე­ბი ბი­ნად­რო­ბენ. იმ­დე­ნად მძი­მე ჰა­ე­რია, რომ პრაქ­ტი­კუ­ლად, ჩერ­ნო­ბილ­ში ცხოვ­რო­ბენ. ნა­გავ­საყ­რე­ლი­დან 200 მეტრში მდე­ბა­რე­ობს სკო­ლა და ძა­ლი­ან ბევრ ბავ­შვს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა.

"აქ­ცი­ას ეს­წრე­ბოდ­ნენ, ქვეყ­ნის მთა­ვა­რი ეკო­ლო­გი სა­ვე­ლი ჭი­თა­ნა­ვა, ქა­ლა­ქის მერი ად­გურ ხარ­ზია და მისი მო­ად­გი­ლე ლონ კვარ­ჩია. მათ კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ, რად­გან იცი­ან, რომ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის გა­რე­შე ვე­რა­ფერს გა­და­წყვე­ტენ" - წერს აფხა­უ­რი მე­დია.

სო­ხუ­მის ე.წ. მე­რის თქმით, ეს პრობ­ლე­მა ქა­ლაქ­ში საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დრო­ი­დან არ­სე­ბობ­და. შე­სა­ბა­მი­სად ვერ ხვდე­ბა, ახლა რა­ტომ გახ­და ეს ნა­გავ­საყ­რე­ლი აქ­ტუ­ა­ლუ­რი, მით უფრო, რომ ნა­გავ­საყ­რელ­ზე ჯერ კი­დევ საკ­მა­რი­სი ად­გი­ლია.

მის­მა შე­ფა­სე­ბამ სო­ხუ­მის მო­სახ­ლე­ო­ბის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, აფხა­ზე­თის ე.წ. ხელმღვა­ნე­ლო­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად ამ­ტკი­ცებს, რომ არაფ­რის კე­თე­ბა არ შე­უძ­ლია და რე­გი­ონ­ში ვი­თა­რე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად უა­რე­სო­ბის­კენ მი­დის. აქ­ცი­ის შემ­დეგ მათ ნა­გავ­საყ­რელ­თან მი­სას­ვლე­ლი გზა ჩა­კე­ტეს.

"ჩვე­ნი შვი­ლე­ბი და­ა­ვად­ნენ... მთე­ლი ზა­ფხუ­ლი ნახ­მარ შპ­რი­ცებ­სა და უამ­რავ უბე­დუ­რე­ბა­ზე დარ­ბოდ­ნენ და თა­მა­შობ­დნენ. ქა­ლა­ქის ცენ­ტრში, რო­მელ­საც ტუ­რის­ტუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ამ­ბი­ცია აქვს, სა­ნაგ­ვეა. რამ­დე­ნი­მე ხნის წინ, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ვა­ლე­რი ბგან­ბამ დახ­მა­რე­ბა შე­მოგ­ვთა­ვა­ზა, მაგ­რამ შეს­რუ­ლე­ბა­ზე არა­ვის უფიქ­რია. როცა ნაგ­ვის გრო­ვა რამ­დე­ნი­მე მეტრს ას­ცდე­ბა, აქვე წვა­ვენ და არა­ვინ იცის რას ვსუნ­თქავთ", - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი სო­ხუ­მე­ლი კორ­თხონ­ჯია.

"მე-12 სკო­ლა­ში 30-მდე ბავ­შვს სა­სუნ­თქი გზე­ბის პრობ­ლე­მა აღ­მო­აჩ­ნდა... ნა­გავ­საყ­რე­ლი იქ ყო­ველ­თვის იყო, მაგ­რამ ახლა, რამ­დე­ნი­მე თვეა, გუ­და­უ­თის ნა­გავ­საყ­რე­ლი და­ხუ­რეს და ამ რა­ი­ო­ნის სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნარ­ჩე­ნე­ბი და ყვე­ლა სა­ხის ნა­გა­ვი ჩვენ­თან მო­აქვთ... ჩვენ კი ასე, ნელი სიკ­ვდი­ლით ვი­გუ­დე­ბით, ვი­წამ­ლე­ბით და ვი­ხო­ცე­ბით. ეს ვინ­მეს ადარ­დებს? არა­ვის!", - წერს მა­რი­ა­ნა სა­ვად-ოღლი.

სო­ხუ­მის მო­სახ­ლე­ო­ბა ნა­გავ­საყ­რე­ლის ოჩამ­ჩი­რე­ში გა­და­ტა­ნას ითხოვს, სა­დაც პრაქ­ტი­კუ­ლად უბ­ნე­ბი ცა­რი­ე­ლია. მო­სახ­ლე­ო­ბის აზრი ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ორად გა­ი­ყო. ერთი ნა­წი­ლის თქმით, - ეს პრობ­ლე­მა იქ­ნე­ბა იქამ­დე, ვიდ­რე ნაგ­ვის და ზო­გა­დად, კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დი არ და­წეს­დე­ბა. სხვე­ბის თქმით, - მო­სახ­ლე­ო­ბა ისე­დაც უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და მათი ჯიბე და­მა­ტე­ბით ხარ­ჯებს ვერ აი­ტანს.

ფოტო: sputnik-abkhazia.ru

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"ბოლო წლებია, ყველანაირად ნაგავში ვცხოვრობთ..." - სოხუმელების კიდევ ერთი პრობლემა, ამჯერად ნაგავსაყრელია

"ბოლო წლებია, ყველანაირად ნაგავში ვცხოვრობთ..." - სოხუმელების კიდევ ერთი პრობლემა, ამჯერად ნაგავსაყრელია

"ცხოვრება ნაგავში და ნაგავსაყრელზე" - ასე ეხმიანება სოხუმის მოსახლეობა ბოლო დღეებში გააქტიურებულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემას - ქალაქის ნაგავსაყრელს.

3 დეკემბერს, სოხუმში მე-12 სკოლასთან აქცია გაიმართა, სადაც ადგილობრივები მაიაკის დასახლებაში ნაგავსაყრელის პრობლემას აპროტესტებდნენ და ხელმძღვანელობას დაუსახლებელ ტერიტორიაზე მის გადატანას სთხოვდნენ. ადგილობრივების თქმით, ნაგავსაყრელის პრობლემა 30 ათასზე მეტ ადამიანს აწუხებს. ეს ეხება მაიაკს, გუმისთას, ახალ რაიონს, ძველ დასახლებას, ქალაქის ცენტრს - ნაგვის სუნი ყველგან დგას. ბავშვებსა და მოზარდებში იმატა გაურკვეველი სახის ინფექციურმა დაავადებებმა.

"ნაგავსაყრელიდან 2-3 კილომეტრში დასახლებული პუნქტი არ უნდა იყოს, ჩვენ კი ზედ ნაგავსაყრელზე ვცხოვრობთ. ვიწამლებით და პატრონი არავინ გვყავს! უნივერსამიდან 1 კილომეტრის დაშორებით ვცხოვრობ და სუნი იმდენად საგრძნობია, უკვე ვეღარ ვუძლებთ... განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მყარ საგნებს წვავენ და ჰაერში შავი კვამლი დგება. ტუბერკულოზის შემთხვევები გამოვლინდა, ნერვული სისტემა მოგვესპო. ბარემ პირდაპირ გაუშვან გაზი და ყველაფერი მალე დასრულდება" - აცხადებს abkhaz-auto.ru-სთან საუბარში სოხუმელი ჯანსუღ ადლეიბა, რომლის თქმითაც, ადგილობრივი მოსახლეობა უკვე წლებია ყველა მიმართულებით ნაგავში იხრჩობა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ გარშემო მაწანწალა ძაღლები, თაგვები და ვირთხები ბინადრობენ. იმდენად მძიმე ჰაერია, რომ პრაქტიკულად, ჩერნობილში ცხოვრობენ. ნაგავსაყრელიდან 200 მეტრში მდებარეობს სკოლა და ძალიან ბევრ ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა.

"აქციას ესწრებოდნენ, ქვეყნის მთავარი ეკოლოგი საველი ჭითანავა, ქალაქის მერი ადგურ ხარზია და მისი მოადგილე ლონ კვარჩია. მათ კომენტარი არ გაუკეთებიათ, რადგან იციან, რომ ხელმძღვანელობის გარეშე ვერაფერს გადაწყვეტენ" - წერს აფხაური მედია.

სოხუმის ე.წ. მერის თქმით, ეს პრობლემა ქალაქში საბჭოთა კავშირის დროიდან არსებობდა. შესაბამისად ვერ ხვდება, ახლა რატომ გახდა ეს ნაგავსაყრელი აქტუალური, მით უფრო, რომ ნაგავსაყრელზე ჯერ კიდევ საკმარისი ადგილია.

მისმა შეფასებამ სოხუმის მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია. ადგილობრივების თქმით, აფხაზეთის ე.წ. ხელმღვანელობა ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ არაფრის კეთება არ შეუძლია და რეგიონში ვითარება ყოველდღიურად უარესობისკენ მიდის. აქციის შემდეგ მათ ნაგავსაყრელთან მისასვლელი გზა ჩაკეტეს.

"ჩვენი შვილები დაავადნენ... მთელი ზაფხული ნახმარ შპრიცებსა და უამრავ უბედურებაზე დარბოდნენ და თამაშობდნენ. ქალაქის ცენტრში, რომელსაც ტურისტული განვითარების ამბიცია აქვს, სანაგვეა. რამდენიმე ხნის წინ, პრემიერ-მინისტრმა ვალერი ბგანბამ დახმარება შემოგვთავაზა, მაგრამ შესრულებაზე არავის უფიქრია. როცა ნაგვის გროვა რამდენიმე მეტრს ასცდება, აქვე წვავენ და არავინ იცის რას ვსუნთქავთ", - წერს ადგილობრივი სოხუმელი კორთხონჯია.

"მე-12 სკოლაში 30-მდე ბავშვს სასუნთქი გზების პრობლემა აღმოაჩნდა... ნაგავსაყრელი იქ ყოველთვის იყო, მაგრამ ახლა, რამდენიმე თვეა, გუდაუთის ნაგავსაყრელი დახურეს და ამ რაიონის საყოფაცხოვრებო ნარჩენები და ყველა სახის ნაგავი ჩვენთან მოაქვთ... ჩვენ კი ასე, ნელი სიკვდილით ვიგუდებით, ვიწამლებით და ვიხოცებით. ეს ვინმეს ადარდებს? არავის!", - წერს მარიანა სავად-ოღლი.

სოხუმის მოსახლეობა ნაგავსაყრელის ოჩამჩირეში გადატანას ითხოვს, სადაც პრაქტიკულად უბნები ცარიელია. მოსახლეობის აზრი ამასთან დაკავშირებით ორად გაიყო. ერთი ნაწილის თქმით, - ეს პრობლემა იქნება იქამდე, ვიდრე ნაგვის და ზოგადად, კომუნალური გადასახადი არ დაწესდება. სხვების თქმით, - მოსახლეობა ისედაც უმძიმეს მდგომარეობაშია და მათი ჯიბე დამატებით ხარჯებს ვერ აიტანს.

ფოტო: sputnik-abkhazia.ru

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი