პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფოკაში მოკლული მამაკაცის თანასოფლელებმა მკვლელობაში ბრალდებულს სახლი და ავტომობილები დაუწვეს - კადრები შემთხვევის ადგილიდან
ფოკაში მოკლული მამაკაცის თანასოფლელებმა მკვლელობაში ბრალდებულს სახლი და ავტომობილები დაუწვეს - კადრები შემთხვევის ადგილიდან

ნი­ნოწ­მინ­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ფო­კა­ში, 33 წლის მა­მა­კა­ცის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს სახ­ლი და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი და­უწ­ვეს. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, დამ­წვა­რია სახ­ლი, სა­თავ­სო და ორი ავ­ტო­მო­ბი­ლი.

უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია და და­შა­ვე­ბუ­ლი არა­ვინ არის.

„გუ­შინ მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია ერთი პირი, რომ­ლის სახ­ლი, სა­თავ­სო და ოჯა­ხის კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი მოკ­ლუ­ლის თა­ნა­სოფ­ლე­ლებ­მა და ახ­ლობ­ლებ­მა ღამე გა­დაწ­ვეს. ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 187–ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც სხვი­სი ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბას ან გა­ნად­გუ­რე­ბას გუ­ლის­ხმობს. და­ნა­შა­უ­ლი სა­მი­დან ხუთ წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. პო­ლი­ცი­ამ გუ­შინ­ვე უზ­რუნ­ველ­ყო და­კა­ვე­ბუ­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა. მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი­დან და­შა­ვე­ბუ­ლი არა­ვინ არ არის“, - გა­ნუ­ცხა­დეს „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ შსს-ში.

მკვლე­ლო­ბა ფო­კა­ში გუ­შინ მოხ­და. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ხ.ტ.-ს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი გახ­სნეს, და­კა­ვე­ბუ­ლია ერთი პირი.

უწყე­ბის ცნო­ბით, ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. „სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ 1986 წელს და­ბა­დე­ბულ­მა გ.მ., წარ­სულ­ში არ­სე­ბუ­ლი პი­რა­დი კონ­ფლიქ­ტის გამო, შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით, თა­ნა­სოფ­ლე­ლი - ხ.ტ. ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით მოკ­ლა. პო­ლი­ცი­ამ გ.მ. მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ნი­ნოწ­მინ­დის რა­ი­ონ­ში და­ა­კა­ვა. და­კა­ვე­ბუ­ლი ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს.

გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - ნათ­ქვა­მია სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

იხი­ლეთ ვი­დეო: კად­რე­ბი სო­ფელ ფო­კა­დან, სა­დაც 33 წლის მა­მა­კა­ცის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს სახ­ლი და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი და­უწ­ვეს - ხან­ძრის ვი­დეო ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცელ­და

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

ფოკაში მოკლული მამაკაცის თანასოფლელებმა მკვლელობაში ბრალდებულს სახლი და ავტომობილები დაუწვეს - კადრები შემთხვევის ადგილიდან

ფოკაში მოკლული მამაკაცის თანასოფლელებმა მკვლელობაში ბრალდებულს სახლი და ავტომობილები დაუწვეს - კადრები შემთხვევის ადგილიდან

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში, 33 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულს სახლი და ავტომობილები დაუწვეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დამწვარია სახლი, სათავსო და ორი ავტომობილი.

უწყებაში აცხადებენ, რომ მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის წევრების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია და დაშავებული არავინ არის.

„გუშინ მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი, რომლის სახლი, სათავსო და ოჯახის კუთვნილი ავტომობილები მოკლულის თანასოფლელებმა და ახლობლებმა ღამე გადაწვეს. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პოლიციამ გუშინვე უზრუნველყო დაკავებულის ოჯახის წევრების უსაფრთხოება. მისი ოჯახის წევრებიდან დაშავებული არავინ არ არის“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში.

მკვლელობა ფოკაში გუშინ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1985 წელს დაბადებული ხ.ტ.-ს განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს, დაკავებულია ერთი პირი.

უწყების ცნობით, ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ 1986 წელს დაბადებულმა გ.მ., წარსულში არსებული პირადი კონფლიქტის გამო, შურისძიების მოტივით, თანასოფლელი - ხ.ტ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. პოლიციამ გ.მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ნინოწმინდის რაიონში დააკავა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: კადრები სოფელ ფოკადან, სადაც 33 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულს სახლი და ავტომობილები დაუწვეს - ხანძრის ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო