პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინელი დეპუტატი - "როგორ შეიძლება დაგეგმო 5 ადამიანით და ჟანგიანი პისტოლეტით, რომელიც მათ ჩაუდეს, რევოლუცია?"
უკრაინელი დეპუტატი - "როგორ შეიძლება დაგეგმო 5 ადამიანით და ჟანგიანი პისტოლეტით, რომელიც მათ ჩაუდეს, რევოლუცია?"

მინ­და ქარ­თვე­ლე­ბი და­ფიქ­რდნენ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ვინ­მემ და­გეგ­მოს ხუთი ადა­მი­ა­ნი­თა და ჟან­გი­ა­ნი პის­ტო­ლე­ტით, რო­მე­ლიც მათ ჩა­უ­დეს, რე­ვო­ლუ­ცი­ის მო­წყო­ბა? ყვე­ლა­ფე­რი ეს რუ­სულ პრო­პა­გან­დას ჰგავს, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის რა­დას დე­პუ­ტატ­მა სე­მი­ონ სე­მენ­ჩენ­კომ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, კო­მუ­ნი­კა­ცია აქვს და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ოჯა­ხის წევ­რებ­თან.

„უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის მი­ტინ­გე­ბი იმარ­თე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­ებ­თან. ჩვენ გვსურს, რომ უკ­რა­ი­ნამ და სა­ქარ­თვე­ლომ იმე­გობ­რონ. ჩვენ პა­ტივს ვცემთ და გვიყ­ვარს ქარ­თვე­ლე­ბი. ეს ხალ­ხი სამ­ხედ­რო­ე­ბი არ არი­ან. რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან. ვფიქ­რობ, ამი­ე­რი­დან ბევ­რი უკ­რა­ი­ნე­ლი და­ფიქ­რდე­ბა, ღირს თუ არა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა თუ მათ­თვის ასე ია­რა­ღის ჩა­დე­ბა შე­უძ­ლი­ათ. იმე­დი მაქვს გა­ირ­კვე­ვა, რომ ეს არ არის სა­ქარ­თვე­ლოს შსს-ს პრო­ვო­კა­ცია, არა­მედ ვი­ღაც სხვამ ჩა­უ­დო და­კა­ვე­ბუ­ლებს ია­რა­ღი, ვი­ნა­ი­დან არ მსურს იმის და­ნახ­ვა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­შიც არის რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის, რუ­სუ­ლი ФСБ-ს მე­ტას­ტა­ზე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემი და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მე­ლიც არამ­ზა­და და ქურდმა გა­ავ­რცე­ლა, მი­მარ­თეთ შსს-ს, აქვთ თუ არა მათ ჩემ­თან მი­მარ­თე­ბა­ში კი­თხვე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და უკ­რა­ი­ნელ­მა დე­პუ­ტატ­მა ქარ­თველ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­კა­ვე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნის 6 და სა­ქარ­თვე­ლოს ერთი მო­ქა­ლა­ქის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას მო­ი­თხოვს. ად­ვო­კა­ტი კი და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის, პა­ტიმ­რო­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბას მო­ი­თხოვს. რო­გორც ად­ვო­კატ­მა გი­ორ­გი როს­ტო­მაშ­ვილ­მა პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ალ­ტერ­ნა­ტი­ვის სა­ხით კი, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის 5 000- ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბას და­ა­ყე­ნებს.

შე­გახ­სე­ნებთ, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ თბი­ლის­ში, ლი­ხა­უ­რის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო „გუ­რუ­სა“ და „ალი­ან­სში“ სპე­ცო­პე­რა­ცია ჩა­ა­ტა­რა. შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი: ო.ნ., რ.მ., დ.კ. ი.კ., ი.ო., ს.კ. და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ლ.ჩ.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სას­ტუმ­როს ნომ­რე­ბის ჩხრე­კი­სას ამო­ღე­ბუ­ლია „ბე­რე­ტას“ და „მა­კა­რო­ვის“ სის­ტე­მის ცე­ცხლსას­რო­ლი პის­ტო­ლე­ტი, ავ­ტო­მა­ტუ­რი ხელ­ნა­კე­თი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი და სხვა­დას­ხვა სა­ხის საბ­რძო­ლო მა­სა­ლა.

ავტორი:

უკრაინელი დეპუტატი - "როგორ შეიძლება დაგეგმო 5 ადამიანით და ჟანგიანი პისტოლეტით, რომელიც მათ ჩაუდეს, რევოლუცია?"

უკრაინელი დეპუტატი - "როგორ შეიძლება დაგეგმო 5 ადამიანით და ჟანგიანი პისტოლეტით, რომელიც მათ ჩაუდეს, რევოლუცია?"

მინდა ქართველები დაფიქრდნენ, როგორ შეიძლება ვინმემ დაგეგმოს ხუთი ადამიანითა და ჟანგიანი პისტოლეტით, რომელიც მათ ჩაუდეს, რევოლუციის მოწყობა? ყველაფერი ეს რუსულ პროპაგანდას ჰგავს, - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა სემიონ სემენჩენკომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განაცხადა.

მისივე თქმით, კომუნიკაცია აქვს დაკავებულების ოჯახის წევრებთან.

„უკრაინელების მიტინგები იმართება საქართველოს საელჩოებთან. ჩვენ გვსურს, რომ უკრაინამ და საქართველომ იმეგობრონ. ჩვენ პატივს ვცემთ და გვიყვარს ქართველები. ეს ხალხი სამხედროები არ არიან. რიგითი მოქალაქეები არიან. ვფიქრობ, ამიერიდან ბევრი უკრაინელი დაფიქრდება, ღირს თუ არა საქართველოში ჩამოსვლა თუ მათთვის ასე იარაღის ჩადება შეუძლიათ. იმედი მაქვს გაირკვევა, რომ ეს არ არის საქართველოს შსს-ს პროვოკაცია, არამედ ვიღაც სხვამ ჩაუდო დაკავებულებს იარაღი, ვინაიდან არ მსურს იმის დანახვა, რომ საქართველოშიც არის რუსული პროპაგანდის, რუსული ФСБ-ს მეტასტაზები. რაც შეეხება ჩემი დაკავების შესახებ ინფორმაციას, რომელიც არამზადა და ქურდმა გაავრცელა, მიმართეთ შსს-ს, აქვთ თუ არა მათ ჩემთან მიმართებაში კითხვები“, - განაცხადა უკრაინელმა დეპუტატმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას.

როგორც ცნობილია, პროკურატურა საქართველოში დაკავებული უკრაინის 6 და საქართველოს ერთი მოქალაქისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. ადვოკატი კი დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გარეშე დატოვებას მოითხოვს. როგორც ადვოკატმა გიორგი როსტომაშვილმა პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, საჭიროების შემთხვევაში, ალტერნატივის სახით კი, დაკავებულების 5 000- ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „გურუსა“ და „ალიანსში“ სპეცოპერაცია ჩაატარა. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან უკრაინის მოქალაქეები: ო.ნ., რ.მ., დ.კ. ი.კ., ი.ო., ს.კ. და საქართველოს მოქალაქე ლ.ჩ.

მათივე ინფორმაციით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია „ბერეტას“ და „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები