მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რას აკეთებს მთავრობა ამ პროცესში, როცა კერძო ფონდი იხდის ფულს?" - დემურ გიორხელიძე ვალების განულების პროგრამაზე
"რას აკეთებს მთავრობა ამ პროცესში, როცა კერძო ფონდი იხდის ფულს?" - დემურ გიორხელიძე ვალების განულების პროგრამაზე

ვა­ლე­ბის გა­ნუ­ლე­ბის პროგ­რა­მის ამოქ­მე­დე­ბამ­დე ათი დღე დარ­ჩა, თუმ­ცა ვებ-გვერ­დი სა­დაც მო­ქა­ლა­ქე­ებს ექ­ნე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა ნა­ხონ, მოხ­ვდნენ თუ არა ვა­ლე­ბის გა­ნუ­ლე­ბის სი­ა­ში, ჯერ­ჯე­რო­ბით არ ამოქ­მე­დე­ბუ­ლა და პროგ­რა­მის ირ­გვლივ კვლავ უამ­რა­ვი კი­თხვა არ­სე­ბობს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­ცე­სი იმი­ტომ გა­ი­წე­ლა, რომ სეს­ხე­ბის პა­ტი­ე­ბის პრო­ექ­ტში სეს­ხის გამ­ცე­მი კი­დევ რამ­დე­ნი­მე ორ­გა­ნი­ზა­ცია ჩა­ერ­თო და მათი ბა­ზე­ბიც შე­სა­ჯე­რე­ბე­ლია ერ­თი­ან მო­ნა­ცე­მებ­თან.

"ტექ­ნი­კუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა ის მთა­ვა­რი პრინ­ცი­პი, რომ ვა­ლე­ბის ჩა­მო­წე­რა 15 დე­კემ­ბრი­დან და­ი­წყე­ბა და ე.წ. "შავი სი­ი­დან" ამო­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა 600 000 ადა­მი­ა­ნი, არ იც­ვლე­ბა. პრო­ცე­სი წლის ბო­ლომ­დე გაგ­რძელ­დე­ბა. ის ტემ­პი, რაც სა­კუთ­რივ ვა­ლე­ბის ჩა­მო­წე­რას და სი­ე­ბის გა­სუფ­თა­ვე­ბას ნიშ­ნავს, და­პი­რე­ბი­სა­მებრ, გა­ცხა­დე­ბულ ვა­დებ­ში ჩა­ე­ტე­ვა" - აღ­ნიშ­ნა ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა, ივა­ნე მა­ჭა­ვა­რი­ან­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო: რა ტი­პის გა­რი­გე­ბა შედ­გა "ქარ­თუ­სა" და ბან­კებს შო­რის? - გა­სა­გე­ბი გან­მარ­ტე­ბა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­გან

იმა­ზე, თუ რა ტი­პის გა­რი­გე­ბა შედ­გა ფონდ "ქარ­თუ­სა" და ფი­ნან­სურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს შო­რის, არც ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო სა­უბ­რობს და არც ფონ­დი. ექ­სპერ­ტმა დე­მურ გი­ორ­ხე­ლი­ძემ ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "ნი­უს­რუმ­ში" ისა­უბ­რა:

"ერ­თა­დერ­თი საღი მო­საზ­რე­ბა, რაც ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს, არის ის, რომ თუ მე მაქვს "მკვდა­რი ვალი" და მას მა­ინც ვერ ამო­ვი­ღებ, მირ­ჩევ­ნია გავ­ყი­დო, თუ ამა­ში რა­მეს გა­და­მიხ­დი­ან. "ქარ­თუ" გა­სა­გე­ბია რი­თაც არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი: აქ კო­მერ­ცი­უ­ლი ინ­ტე­რე­სი არ არის, რად­გან ვალს თუ ყი­დუ­ლობ, შე­იძ­ლე­ბა გქონ­დეს ინ­ტე­რე­სი, რომ ამ ვალს ამო­ი­ღებ, თუმ­ცა "ქარ­თუ" ამ ვალს ვერ ამო­ი­ღებს.

რა, გა­მო­ის­ყი­დის და მერე უკან მოს­თხოვს ამ ხალ­ხს ვა­ლის დაბ­რუ­ნე­ბას? თუ სა­სა­მარ­თლო­ში უჩივ­ლებს? ეს ამო­რა­ლუ­რი საქ­ცი­ე­ლი იქ­ნე­ბა, ერ­თის მხრივ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე უთხრა, გა­გი­ნუ­ლე ვა­ლე­ბი და მერე მოს­თხო­ვო დაბ­რუ­ნე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, "ქარ­თუ" აკე­თებს ამას მისი მფლო­ბე­ლის ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და ეს პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სია" - აცხა­დებს გი­ორ­ხე­ლი­ძე.

ექ­სპერ­ტის მო­საზ­რე­ბით, კარ­გი იქ­ნე­ბო­და, რომ მთავ­რო­ბა სეს­ხე­ბის გა­ნუ­ლე­ბის სა­კი­თხში არ გა­რე­უ­ლი­ყო, რად­გან ყვე­ლა­ფე­რი ნე­გა­ტი­უ­რი, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ისევ მთავ­რო­ბას და­ა­ტყდე­ბა თავს. გი­ორ­ხე­ლი­ძე ვა­ლე­ბის გა­ნუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ­ჩევ­ნებს უკავ­ში­რებს და აცხა­დებს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ფა­სე­ბა არის - "მხო­ლოდ მოს­ყიდ­ვა და სხვა არა­ფე­რი“.

"რას აკე­თებს მთავ­რო­ბა ამ პრო­ცეს­ში არ მეს­მის, როცა კერ­ძო ფონ­დი იხ­დის ამ ფულს, თუ იხ­დის რა­ი­მეს. კარ­გი იქ­ნე­ბო­და, რომ მთავ­რო­ბა ამ საქ­მე­ში არ გა­რე­უ­ლი­ყო.

თუ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ ბინ­ძურ სა­ფი­ნან­სო ბა­ზარს არ გაწ­მენ­დს, ეს ვე­ლუ­რი გა­რე­მო არა­ნა­ირ ნორ­მა­ში არ ჯდე­ბა. რო­მელ ქვე­ყა­ნა­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი ფული ჰა­ე­რი­დან აკე­თო? მე ვგუ­ლის­ხმობ ონ­ლა­ინ­სეს­ხე­ბის კომ­პა­ნი­ებს. ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში არის მძლავ­რი, ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სა­ბან­კო სექ­ტო­რი, სხვა ლო­კა­ლუ­რი ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ მო­თხოვ­ნას ფულ­ზე, აქ არ კმა­ყო­ფილ­დე­ბა მო­თხოვ­ნე­ბი ფულ­ზე“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­ხე­ლი­ძემ.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"რას აკეთებს მთავრობა ამ პროცესში, როცა კერძო ფონდი იხდის ფულს?" - დემურ გიორხელიძე ვალების განულების პროგრამაზე

"რას აკეთებს მთავრობა ამ პროცესში, როცა კერძო ფონდი იხდის ფულს?" - დემურ გიორხელიძე ვალების განულების პროგრამაზე

ვალების განულების პროგრამის ამოქმედებამდე ათი დღე დარჩა, თუმცა ვებ-გვერდი სადაც მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა ნახონ, მოხვდნენ თუ არა ვალების განულების სიაში, ჯერჯერობით არ ამოქმედებულა და პროგრამის ირგვლივ კვლავ უამრავი კითხვა არსებობს საზოგადოებაში.

ფინანსთა სამინისტროს ბოლო ინფორმაციით, პროცესი იმიტომ გაიწელა, რომ სესხების პატიების პროექტში სესხის გამცემი კიდევ რამდენიმე ორგანიზაცია ჩაერთო და მათი ბაზებიც შესაჯერებელია ერთიან მონაცემებთან.

"ტექნიკური სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ის მთავარი პრინციპი, რომ ვალების ჩამოწერა 15 დეკემბრიდან დაიწყება და ე.წ. "შავი სიიდან" ამოღებული იქნება 600 000 ადამიანი, არ იცვლება. პროცესი წლის ბოლომდე გაგრძელდება. ის ტემპი, რაც საკუთრივ ვალების ჩამოწერას და სიების გასუფთავებას ნიშნავს, დაპირებისამებრ, გაცხადებულ ვადებში ჩაეტევა" - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

იხილეთ ვიდეო: რა ტიპის გარიგება შედგა "ქართუსა" და ბანკებს შორის? - გასაგები განმარტება სპეციალისტებისგან

იმაზე, თუ რა ტიპის გარიგება შედგა ფონდ "ქართუსა" და ფინანსურ ორგანიზაციებს შორის, არც ფინანსთა სამინისტრო საუბრობს და არც ფონდი. ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ ამ საკითხთან დაკავშირებით "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" ისაუბრა:

"ერთადერთი საღი მოსაზრება, რაც ამასთან დაკავშირებით შეიძლება არსებობდეს, არის ის, რომ თუ მე მაქვს "მკვდარი ვალი" და მას მაინც ვერ ამოვიღებ, მირჩევნია გავყიდო, თუ ამაში რამეს გადამიხდიან. "ქართუ" გასაგებია რითაც არის დაინტერესებული: აქ კომერციული ინტერესი არ არის, რადგან ვალს თუ ყიდულობ, შეიძლება გქონდეს ინტერესი, რომ ამ ვალს ამოიღებ, თუმცა "ქართუ" ამ ვალს ვერ ამოიღებს.

რა, გამოისყიდის და მერე უკან მოსთხოვს ამ ხალხს ვალის დაბრუნებას? თუ სასამართლოში უჩივლებს? ეს ამორალური საქციელი იქნება, ერთის მხრივ არჩევნებამდე უთხრა, გაგინულე ვალები და მერე მოსთხოვო დაბრუნება. შესაბამისად, "ქართუ" აკეთებს ამას მისი მფლობელის ინტერესიდან გამომდინარე და ეს პოლიტიკური ინტერესია" - აცხადებს გიორხელიძე.

ექსპერტის მოსაზრებით, კარგი იქნებოდა, რომ მთავრობა სესხების განულების საკითხში არ გარეულიყო, რადგან ყველაფერი ნეგატიური, საბოლოო ჯამში, ისევ მთავრობას დაატყდება თავს. გიორხელიძე ვალების განულებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას არჩევნებს უკავშირებს და აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების პოლიტიკური შეფასება არის - "მხოლოდ მოსყიდვა და სხვა არაფერი“.

"რას აკეთებს მთავრობა ამ პროცესში არ მესმის, როცა კერძო ფონდი იხდის ამ ფულს, თუ იხდის რაიმეს. კარგი იქნებოდა, რომ მთავრობა ამ საქმეში არ გარეულიყო.

თუ საქართველოს ხელისუფლება ამ ბინძურ საფინანსო ბაზარს არ გაწმენდს, ეს ველური გარემო არანაირ ნორმაში არ ჯდება. რომელ ქვეყანაშია შესაძლებელი ფული ჰაერიდან აკეთო? მე ვგულისხმობ ონლაინსესხების კომპანიებს. ყველა ქვეყანაში არის მძლავრი, ცივილიზებული საბანკო სექტორი, სხვა ლოკალური ფინანსური ინსტიტუტები აკმაყოფილებენ მოთხოვნას ფულზე, აქ არ კმაყოფილდება მოთხოვნები ფულზე“, - განაცხადა გიორხელიძემ.

"წუხელ ბედნიერებისგან არ მეძინა, წნევამ ამიწია..." - ლელა ვეფხვაძეს ფონდმა "ქართუმ" ბინა უყიდა

"ინფიცირებულებმა მოულოდნელად ყნოსვისა და გემოს შეგრძნება დაკარგეს... აქ ჩარჩენილია ექიმების ჯგუფიც" -  რა მდგომარეობაა დაკეტილ მესტიაში

რას ამბობს ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანელი აგვისტოს ომზე, ლუგარის ლაბორატორიასა და საოკუპაციო ხელისუფლების უკანონო ქმედებებზე?