საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფლირტი" იარაღით ბიძაშვილთან, რომელიც  ჰუსეინმა შემდეგ ცოლად მოიყვანა - საჯიდას ცხოვრება სიმდიდრიდან დევნილობამდე
"ფლირტი" იარაღით ბიძაშვილთან, რომელიც  ჰუსეინმა შემდეგ ცოლად მოიყვანა - საჯიდას ცხოვრება სიმდიდრიდან დევნილობამდე

ფოტო, რო­მელ­ზეც ერა­ყის ყო­ფილ ლი­დერ სა­დამ ჰუ­სე­ინს პის­ტო­ლე­ტი ქა­ლის თავ­ზე აქვს მიბ­ჯე­ნი­ლი, ონ­ლა­ინ­სივ­რცე­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ, რომ ეს ერ­თგვა­რი "ფლირ­ტია" ჰუ­სე­ინ­სა და მის ბი­ძაშ­ვილს შო­რის, რო­მე­ლიც, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ცო­ლად მო­იყ­ვა­ნა.

ფო­ტო­ზე, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ჯი­დაა, სა­დამ ჰუ­სე­ი­ნის პირ­ვე­ლი ცოლი. სა­და­მი­სა და სა­ჯი­დას ქორ­წი­ნე­ბა გა­რი­გე­ბით შედ­გა, მშობ­ლებ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მა­შინ მი­ი­ღეს, როცა ისი­ნი 10 წლი­სე­ბი იყ­ვნენ. სა­ჯი­დას მამა სა­და­მის ბიძა იყო.

სა­და­მი ბი­ძაშ­ვილ­ზე 1963 წელს და­ქორ­წინ­და, მათ ხუთი შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ. ქმრის მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნის დროს სა­ჯი­და ევ­რო­პე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის სა­მოსს იც­ვამ­და, ყო­ველ­თვის ძვირ­ფა­სი სამ­კა­უ­ლი ეკე­თა და მუქ თმას ქე­რად იღე­ბავ­და. ბაღ­დად­ში არ­ცერ­თი მა­ღა­ზი­ის მფლო­ბელს არ უყ­ვარ­და სა­ჯი­დას სტუმ­რო­ბა, რად­გან, მათი თქმით, პირ­ვე­ლი ლედი ნივ­თე­ბის სრულ ღი­რე­ბუ­ლე­ბას არა­სო­დეს იხ­დი­და.

სა­დამ ჰუ­სე­ი­ნი ყო­ველ­თვის ცდი­ლობ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მის შე­სა­ხებ სა­უ­კე­თე­სო აზრი ყო­ფი­ლი­ყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. ის ამ­ტკი­ცებ­და, რომ ძა­ლი­ან კარ­გი მამა და ქმა­რი იყო.

1978 წლის ინ­ტერ­ვი­უ­ში მან გა­ნა­ცხა­და, რომ ქორ­წი­ნე­ბა­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ქალ­მა და­ჩაგ­რუ­ლად არ იგ­რძნოს თავი მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ქა­ლია.

სა­ჯი­და­სად­მი ასე­თი ერ­თგუ­ლე­ბა და პა­ტი­ვის­ცე­მა მო­რი­გი ტყუ­ი­ლი აღ­მოჩ­ნდა, რად­გან სა­დამს უამ­რა­ვი რო­მა­ნი ჰქონ­და ქორ­წი­ნე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად. ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა კი მას სა­მი­რა შა­ბან­დარ­თან აკავ­ში­რებ­და, რო­მე­ლიც სხვა მა­მა­კაც­ზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. ამის მი­უ­ხე­და­ვად, სა­და­მი და სა­მი­რა 1986 წელს სა­ი­დუმ­ლოდ და­ქორ­წინ­დნენ.

1980 წლი­დან ჰუ­სე­ი­ნი სა­მი­რას­თან ერ­თად სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ხში­რად ჩნდე­ბო­და, რაც სა­ჯი­დას და მისი ოჯა­ხის გან­რის­ხე­ბას იწ­ვევ­და. სი­ძეს (და ამას­თა­ნა­ვე, ბი­ძაშ­ვილს) ხმა­მაღ­ლა აკ­რი­ტი­კებ­და სა­ჯი­დას ძმა, ად­ნან ხა­ი­რა­ლა­ჰი, რო­მე­ლიც, სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში, ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ დიქ­ტა­ტო­რის ერთ-ერ­თმა მცველ­მა აღი­ა­რა, რომ ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის და­მონ­ტჟე­ბა ჰუ­სე­ინ­მა მას და­ა­ვა­ლა.

ომის პე­რი­ოდ­ში ჰუ­სე­ი­ნის ოჯა­ხის ბევ­რი წევ­რი გახ­და იძუ­ლე­ბუ­ლი, ერა­ყი­დან გაქ­ცე­უ­ლი­ყო. სა­ჯი­და მდიდ­რულ ცხოვ­რე­ბას მხო­ლოდ 2003 წელს შე­ე­ლია, ბაღ­და­დის და­ბომბვამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე ის ყა­ტარ­ში გა­ემ­გზავ­რა.

და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჰუ­სე­ი­ნის ცოლ­მა თავ­შე­სა­ფა­რი შვი­ლებ­თან ერ­თად ბრი­ტა­ნეთ­ში მი­ი­ღო, თუმ­ცა ბრი­ტა­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ ქვე­ყა­ნა არა­სო­დეს მის­ცემს თავ­შე­სა­ფარს ადა­მი­ა­ნებს, ვინც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს ლა­ხა­ვენ.

სა­დამ ჰუ­სე­ი­ნი კა­ცობ­რი­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბი­სათ­ვის სიკ­ვდი­ლით 2006 წელს და­სა­ჯეს. 69 წლის სა­და­მი ბაღ­დად­ში ჩა­მო­ახ­რჩეს. ერა­ყის ტე­ლე­ვი­ზი­ამ ჰუ­სე­ი­ნის სიკ­ვდი­ლით დას­ჯის პრო­ცე­სი აჩ­ვე­ნა, ყო­ფი­ლი დიქ­ტა­ტო­რი მშვი­დად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და, მან უარი თქვა სიკ­ვდი­ლის წინ თავ­ზე ტომ­რის ჩა­მოც­მა­ზე.

ავტორი:

"ფლირტი" იარაღით ბიძაშვილთან, რომელიც  ჰუსეინმა შემდეგ ცოლად მოიყვანა - საჯიდას ცხოვრება სიმდიდრიდან დევნილობამდე

"ფლირტი" იარაღით ბიძაშვილთან, რომელიც  ჰუსეინმა შემდეგ ცოლად მოიყვანა - საჯიდას ცხოვრება სიმდიდრიდან დევნილობამდე

ფოტო, რომელზეც ერაყის ყოფილ ლიდერ სადამ ჰუსეინს პისტოლეტი ქალის თავზე აქვს მიბჯენილი, ონლაინსივრცეში ძალიან პოპულარულია. სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ეს ერთგვარი "ფლირტია" ჰუსეინსა და მის ბიძაშვილს შორის, რომელიც, მოგვიანებით, ცოლად მოიყვანა.

ფოტოზე, სავარაუდოდ, საჯიდაა, სადამ ჰუსეინის პირველი ცოლი. სადამისა და საჯიდას ქორწინება გარიგებით შედგა, მშობლებმა გადაწყვეტილება მაშინ მიიღეს, როცა ისინი 10 წლისები იყვნენ. საჯიდას მამა სადამის ბიძა იყო.

სადამი ბიძაშვილზე 1963 წელს დაქორწინდა, მათ ხუთი შვილი შეეძინათ. ქმრის მაღალ თანამდებობაზე ყოფნის დროს საჯიდა ევროპელი დიზაინერების სამოსს იცვამდა, ყოველთვის ძვირფასი სამკაული ეკეთა და მუქ თმას ქერად იღებავდა. ბაღდადში არცერთი მაღაზიის მფლობელს არ უყვარდა საჯიდას სტუმრობა, რადგან, მათი თქმით, პირველი ლედი ნივთების სრულ ღირებულებას არასოდეს იხდიდა.

სადამ ჰუსეინი ყოველთვის ცდილობდა, საზოგადოებაში მის შესახებ საუკეთესო აზრი ყოფილიყო გავრცელებული. ის ამტკიცებდა, რომ ძალიან კარგი მამა და ქმარი იყო.

1978 წლის ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ქორწინებაში ძალიან მნიშვნელოვანია, ქალმა დაჩაგრულად არ იგრძნოს თავი მხოლოდ იმიტომ, რომ ქალია.

საჯიდასადმი ასეთი ერთგულება და პატივისცემა მორიგი ტყუილი აღმოჩნდა, რადგან სადამს უამრავი რომანი ჰქონდა ქორწინების პარალელურად. ყველაზე გახმაურებული ურთიერთობა კი მას სამირა შაბანდართან აკავშირებდა, რომელიც სხვა მამაკაცზე იყო დაქორწინებული. ამის მიუხედავად, სადამი და სამირა 1986 წელს საიდუმლოდ დაქორწინდნენ.

1980 წლიდან ჰუსეინი სამირასთან ერთად საზოგადოებაში ხშირად ჩნდებოდა, რაც საჯიდას და მისი ოჯახის განრისხებას იწვევდა. სიძეს (და ამასთანავე, ბიძაშვილს) ხმამაღლა აკრიტიკებდა საჯიდას ძმა, ადნან ხაირალაჰი, რომელიც, სწორედ იმ პერიოდში, ავიაკატასტროფის შედეგად გარდაიცვალა. რამდენიმე წლის შემდეგ დიქტატორის ერთ-ერთმა მცველმა აღიარა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობების დამონტჟება ჰუსეინმა მას დაავალა.

ომის პერიოდში ჰუსეინის ოჯახის ბევრი წევრი გახდა იძულებული, ერაყიდან გაქცეულიყო. საჯიდა მდიდრულ ცხოვრებას მხოლოდ 2003 წელს შეელია, ბაღდადის დაბომბვამდე რამდენიმე საათით ადრე ის ყატარში გაემგზავრა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ჰუსეინის ცოლმა თავშესაფარი შვილებთან ერთად ბრიტანეთში მიიღო, თუმცა ბრიტანეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანა არასოდეს მისცემს თავშესაფარს ადამიანებს, ვინც ადამიანის უფლებებს ლახავენ.

სადამ ჰუსეინი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისათვის სიკვდილით 2006 წელს დასაჯეს. 69 წლის სადამი ბაღდადში ჩამოახრჩეს. ერაყის ტელევიზიამ ჰუსეინის სიკვდილით დასჯის პროცესი აჩვენა, ყოფილი დიქტატორი მშვიდად გამოიყურებოდა, მან უარი თქვა სიკვდილის წინ თავზე ტომრის ჩამოცმაზე.

ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ნავალნის დაკავებასთან დაკავშირებით, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მხარს უჭერს

ინდოეთში ვაქცინის მწარმოებელ ქარხანაში გაჩენილ ხანძარს 5 ადამიანი ემსხვერპლა

"ჩეჩნეთის უკანასკნელი ემირი" ლიკვიდირებულია - რამზან კადიროვის მტკიცებით, სპეცოპერაციას ის ხელმძღვანელობდა