მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეყვარებულის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი მის გამართლებას ითხოვს
შეყვარებულის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი მის გამართლებას ითხოვს

თემ­ქა­ზე 20 წლის ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი ნა­ი­რა ოტი­აშ­ვი­ლი ლადო გრი­გა­ლაშ­ვი­ლის გა­მარ­თლე­ბას ითხოვს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უ­ბარ­ში ად­ვო­კა­ტი გან­მარ­ტავს, აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რემ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის წარ­მოდ­გე­ნა ვერ შეძ­ლო. მას შემ­დეგ, რაც და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი გა­ნა­ჩე­ნი ჩა­ბარ­დე­ბა, ოტი­აშ­ვი­ლი სა­ჩივ­რით სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თავს.

"თა­ვის­თა­ვად, გა­მა­მარ­თლე­ბელ გა­ნა­ჩენს მო­ვი­თხოვთ, ასე მო­ვი­თხო­ვეთ მა­ში­ნაც, როცა გა­ნა­ჩე­ნი ჯერ დამ­დგა­რი არ იყო და დას­კვნი­თი სი­ტყვა წარ­მოვ­თქვით. თუმ­ცა, ეს დას­კვნი­თი სი­ტყვა მო­სა­მარ­თლემ არც კი გა­ნი­ხი­ლა, ორი წუ­თით გა­ვი­და დარ­ბა­ზი­დან და ორ წუთ­ში შე­მოტ­რი­ალ­და. შე­სა­ბა­მი­სად, ეს არ არის ის სტან­დარ­ტი, რომ­ლი­თაც გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი უნდა დად­გეს.

ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რო­მე­ლიც და­ა­დას­ტუ­რებ­და ამ პი­რის მიერ ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას. და­ნა­ზე გო­გო­ნას დნმ არის ამო­სუ­ლი, გო­გო­ნას დნმ-ს რა უნდა და­ნა­ზე, თუ ფალ­სი­ფი­კა­ცია არ მოხ­და? გო­გო­ნას ეჭი­რა დანა ხელ­ში? აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვა­სა­ჩივ­რებთ, და­ვა­სა­ბუ­თებთ და იმ­სჯე­ლებს ზემ­დგო­მი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლო.

მთლი­ა­ნად ვა­სა­ჩივ­რებთ. გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი უნდა ემ­ყა­რე­ბო­დეს უტყუ­არ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბას“, - აცხა­დებს ოტი­აშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 14 დე­კემ­ბერს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე ბე­სიკ ბუ­გი­ა­ნიშ­ვილ­მა ლადო გრი­გა­ლაშ­ვილს ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის­თვის უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

ავტორი:

შეყვარებულის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი მის გამართლებას ითხოვს

შეყვარებულის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი მის გამართლებას ითხოვს

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულის ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი ლადო გრიგალაშვილის გამართლებას ითხოვს.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ადვოკატი განმარტავს, აღნიშნულ საქმეზე ბრალდების მხარემ მტკიცებულებების წარმოდგენა ვერ შეძლო. მას შემდეგ, რაც დასაბუთებული განაჩენი ჩაბარდება, ოტიაშვილი საჩივრით სააპელაციო სასამართლოს მიმართავს.

"თავისთავად, გამამართლებელ განაჩენს მოვითხოვთ, ასე მოვითხოვეთ მაშინაც, როცა განაჩენი ჯერ დამდგარი არ იყო და დასკვნითი სიტყვა წარმოვთქვით. თუმცა, ეს დასკვნითი სიტყვა მოსამართლემ არც კი განიხილა, ორი წუთით გავიდა დარბაზიდან და ორ წუთში შემოტრიალდა. შესაბამისად, ეს არ არის ის სტანდარტი, რომლითაც გამამტყუნებელი განაჩენი უნდა დადგეს.

ბრალდების მხარის მიერ მტკიცებულებები არ არის წარმოდგენილი, რომელიც დაადასტურებდა ამ პირის მიერ ამ დანაშაულის ჩადენას. დანაზე გოგონას დნმ არის ამოსული, გოგონას დნმ-ს რა უნდა დანაზე, თუ ფალსიფიკაცია არ მოხდა? გოგონას ეჭირა დანა ხელში? აქედან გამომდინარე, ვასაჩივრებთ, დავასაბუთებთ და იმსჯელებს ზემდგომი ინსტანციის სასამართლო.

მთლიანად ვასაჩივრებთ. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას“, - აცხადებს ოტიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 14 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ლადო გრიგალაშვილს ანა ნაცვლიშვილის მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა შეუფარდა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს