ავტორი:

შერონ სტოუნი 20 წლით უმცროს შეყვარებულს დაშორდა და ახალი მამაკაცი ჰყავს - კვლავ იტალიელი

შერონ სტოუნი 20 წლით უმცროს შეყვარებულს დაშორდა და ახალი მამაკაცი ჰყავს - კვლავ იტალიელი

60 წლის შერონ სტოუნი კვლავ შეყვარებულია. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, ჰოლივუდის ვარსკვლავი რომში ჟურნალისტთან, 50 წლის ენცო კურსიოსთან ერთად გადაიღეს.

სტოუნი და კურსიო საყიდლებზე იმყოფებოდნენ, შემდეგ კი ანგლიკანურ ეკლესიაში მივიდნენ, სადაც სანთლები დაანთეს.

კურსიოსთან, რომელიც 2018 წელს ნობელის პრემიაზე იყო ნომინირებული, ჰოლივუდის მსახიობი ძალიან ბედნიერი ჩანს.

ჟურნალისტამდე სტოუნს კიდევ ერთ იტალიელთან ჰქონდა რომანი - ვარსკვლავის რჩეული 41 წლის ანჯელო ბოფა იყო, რომელიც უძრავი ქონების ბიზნესს ფლობს. მასთან ერთად ყოფნის დროს შერონის თითზე ჟურნალისტებმა ბრილიანტის ბეჭედიც დააფიქსირეს, თუმცა ურთიერთობა ქორწინების ნაცვლად დაშორებით დასრულდა.

"მაყურებელი შოკში ჩავარდება!" - რას გვპირდებიან "მასტერშეფის" ნახევარფინალში კონკურსანტები?

"პიჟამაში დამხვდა და ფეხებზე ხელს მისვამდა“ - შარლიზ ტერონს ცნობილი რეჟისორი სექსუალურად ავიწროებდა

ჯენიფერ ლოპესის 74 წლის დედის თავბრუდამხვევი ცეკვა - "ახალგაზრდობისა და უბერებლობის სიმბოლოა“