მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის დაფინანსება და თანამშრომლების რაოდენობა შემცირდება
სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის დაფინანსება და თანამშრომლების რაოდენობა შემცირდება

სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის და­ფი­ნან­სე­ბა თით­ქმის 4 მი­ლი­ო­ნი ლა­რით მცირ­დე­ბა, პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი კი მთლი­ა­ნად უქ­მდე­ბა. პარ­ლა­მენ­ტში შე­სუ­ლი 2019 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტის სა­ბო­ლოო ვა­რი­ან­ტის მი­ხედ­ვით, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის და­ფი­ნან­სე­ბა გან­სა­ზღვრუ­ლია 6 მი­ლი­ო­ნი ლა­რით, მა­შინ როცა ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტის თავ­და­პირ­ვე­ლი ვა­რი­ან­ტით, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სა­ბი­უ­ჯე­ტო და­ფი­ნან­სე­ბა არ იც­ვლე­ბო­და და ის 2018 წლის მსგავ­სად, 2019 წელ­საც 9 800 000 ლა­რით იყო გან­სა­ზღვე­რუ­ლი.

ამას­თან, ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტის სა­ბო­ლოო ვა­რი­ან­ტით, სა­ვა­რა­უ­დოდ, უქ­მდე­ბა პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი, რად­გან მას­ში ამ დრო­ის­თვის ნული ლა­რია გა­წე­რი­ლი. ცნო­ბის­თვის, ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტის თავ­და­პირ­ვე­ლი ვა­რი­ან­ტით, პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დის მო­ცუ­ლო­ბა 5 მი­ლი­ო­ნი ლა­რით იყო გან­სა­ზღვრუ­ლი. 5 მი­ლი­ონს შე­ად­გენს პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი 2018 წელ­საც.

60 %-მდე შემ­ცირ­დე­ბა თა­ნამ­შრომ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც. ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტის სა­ბო­ლოო ვა­რი­ან­ტის მი­ხედ­ვით, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში მო­მუ­შა­ვე პირ­თა რა­ო­დე­ნო­ბის 140-დან 60-მდე შემ­ცი­რე­ბაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

2019 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტის თავ­და­პირ­ველ ვა­რი­ან­ტში საშ­ტა­ტო ნუს­ხის ცვლი­ლე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი არ იყო.

რაც შე­ე­ხე­ბა ხელ­ფასს, ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გო გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის მსგავ­სად, ყო­ველ­თვი­უ­რად 6 900 ლარი იქ­ნე­ბა.

ყო­ველ­თვი­უ­რი თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გოს ოდე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი სა­კუ­თა­რი ხელ­ფა­სით მე-9 ად­გილ­ზეა. სარ­გო კა­ნო­ნით 2013 წლი­დან გა­ნი­სა­ზღვრა, მა­შინ რო­დე­საც გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს მისი წი­ნა­მორ­ბე­დი სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან გან­სხა­ვე­ბით, ხელ­ფა­სი 2 500 ლა­რით გა­ე­ზარ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის დაფინანსება და თანამშრომლების რაოდენობა შემცირდება

სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის დაფინანსება და თანამშრომლების რაოდენობა შემცირდება

საქართველოს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება თითქმის 4 მილიონი ლარით მცირდება, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი კი მთლიანად უქმდება. პარლამენტში შესული 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება განსაზღვრულია 6 მილიონი ლარით, მაშინ როცა ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველი ვარიანტით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საბიუჯეტო დაფინანსება არ იცვლებოდა და ის 2018 წლის მსგავსად, 2019 წელსაც 9 800 000 ლარით იყო განსაზღვერული.

ამასთან, ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტით, სავარაუდოდ, უქმდება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, რადგან მასში ამ დროისთვის ნული ლარია გაწერილი. ცნობისთვის, ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველი ვარიანტით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მოცულობა 5 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული. 5 მილიონს შეადგენს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 2018 წელსაც.

60 %-მდე შემცირდება თანამშრომლების რაოდენობაც. ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომუშავე პირთა რაოდენობის 140-დან 60-მდე შემცირებაა გათვალისწინებული.

2019 წლის ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველ ვარიანტში საშტატო ნუსხის ცვლილება გათვალისწინებული არ იყო.

რაც შეეხება ხელფასს, ახალი პრეზიდენტის თანამდებობრივი სარგო გიორგი მარგველაშვილის მსგავსად, ყოველთვიურად 6 900 ლარი იქნება.

ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს ოდენობის მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტი საკუთარი ხელფასით მე-9 ადგილზეა. სარგო კანონით 2013 წლიდან განისაზღვრა, მაშინ როდესაც გიორგი მარგველაშვილს მისი წინამორბედი სააკაშვილისგან განსხავებით, ხელფასი 2 500 ლარით გაეზარდა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები