SEU Development • სეუ დეველოპმენტი -ს საცხოვრებელმა კომპლექსმა - ჯიქიას 7 ნომერში - 26 ნოემბერს, უკრაინაში გამართულ აღმოსავლეთ ევროპის უძრავი ქონების ფორუმზე და დაჯილდოვებაზე EEA Real Estate Forum & Project Awards წლის საუკეთესო საცხოვრებელი პროექტის ნომინაციაში გაიმარჯვა.
„ჩვენთვის სასიხარულო და საამაყოა ეს ჯილდო. მოხარულები ვართ, რომ გამარჯვება სწორედ ამ ნომინაციაში მოვიპოვეთ. ხარისხიანი მშენებლობა - ეს არის ის, რაზეც ძალებს არ ვიშურებთ და მომავალშიც ასე გაგრძელდება. თუ გავითვალისწინებთ აღნიშნული ფორუმის პრესტიჟულობას და მონაწილე დეველოპერული კომპანიების რაოდენობას, ეს აღიარება ორმაგ პასუხისმგებლობას გვმატებს. შეგახსენებთ, 2017 წელს სეუ დეველოპმენტმა ამავე ფორუმსა და დაჯილდოვებაზე წარმატებული გაყიდვების ნომინაციაში მიიღო ჯილდო“, - აცხადებენ კომპანიაში.
აღმოსავლეთ ევროპის ფორუმზე, რომელიც მეოთხე წელია იმართება, სხვადასხვა ქვეყნებიდან შერჩეული ჟიური უძრავი ქონების ბაზარზე მომუშავე კომპანიების პროექტებს აფასებს და წლის საუკეთესო დეველოპმენტებს ავლენს. წელს საქართველოდან ჟიურის წევრებად და სპიკერებად მიწვეულნი იყვნენ ირაკლი კილაურიძე, Colliers International Georgia-ს ხელმძღვანელი და ლიკა ქარდავა Property Georgia-ს მმართველი პარტნიორი.
სეუ დეველოპმენტი დეველოპერულ ბაზარზე 2014 წლიდან შემოვიდა. კომპანიის გამოცდილი, მუდმივ განვითარებაზე მზრუნველი და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი ნერგავს მშენებლობის მაღალ სტანდარტს, მშენებლობაში იყენებს ინოვაციურ და თანამედროვე მიდგომებს ევროპული სტანდარტების შესაბამისად.
R