ავტორი:

რატომ ესროლა ბავშვებს 17 წლის ამერიკელმა გოგონამ - "არ მიყვარს ორშაბათები"

რატომ ესროლა ბავშვებს 17 წლის ამერიკელმა გოგონამ - "არ მიყვარს ორშაბათები"

1979 წლის 29 იანვარს, ორშაბათს, გამოცემის The San Diego Union Tribune ჟურნალისტმა 17 წლის გოგონას ფრაზა დაბეჭდა: „მე არ მიყვარს ორშაბათი. დღევანდელი დღე ასე გამოვაცოცხლე“.

ბრენდა ენ სპენსერმა „დღის გამოცოცხლებაში“ სკოლაში მოწყობილი სასაკლაო იგულისხმა.

დილით, 8 საათზე, ბავშვები სან დიეგოში, კალიფორნიაში, გრივერ კლივლენდის სკოლასთან იყვნენ შეკრებილები და ჭიშკრის გაღებას ელოდნენ, რომ შენობაში შესულიყვნენ.

გზის მეორე მხარეს სპენსერების სახლი იდგა, ბინძური, ალკოჰოლის ცარიელი ბოთლებით სავსე. სახლში მხოლოდ ერთი მატრასი იყო, რომელზეც ბრენდა ანა სპენსერს მამასთან ერთად ეძინა ხოლმე.

იმ დილას, ჭიშკართან შეკრებილ ბავშვებს ბრენდა სახლის ფანჯრიდან უყურებდა. ცოტა ხანში კი ცეცხლსასროლი იარაღი აიღო და ბავშვების მიმართულებით ცეცხლი გახსნა.

სკოლის დირექტორი ბერტონ ვრეგი ცდილობდა ბავშვები ჭიშკარში შეეყვანა, თუმცა ბრენდას ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა. შემთხვევის დროს გარდაიცვალა სკოლის დარაჯიც.

საბედნიეროდ, მან ვერცერთი ბავშვის მოკვლა ვერ შეძლო, დაიჭრა 8 მოსწავლე და ერთი პოლიციელი.

სპენსერმა მჭიდი მთლიანად დაცალა, შემდეგ იარაღი დაუშვა, სახლის ყველა კარი და ფანჯარა დაკეტა.

პოლიცია შემთხვევის ადგილზე ძალიან მალე მივიდა, მათ იცოდნენ, საიდან გახსნეს ცეცხლი. ბრენდასთან მოსალაპარაკებლად სამართალდამცველები მიუშვეს, თუმცა პოლიციასთან მან არ ითანამშრომლა. გოგონამ გააფრთხილა, რომ შეიარაღებული იყო და ცეცხლს კვლავ გახსნიდა.

ვიდრე პოლიციით გარშემორტყმულ სახლში იმყოფებოდა, ბრენდამ რამდენიმე გამოცემას მისცა ინტერვიუ, ერთ-ერთი მათგანი იყო „სან დიეგო უნიონ ტრიბუნი“. საბოლოოდ, სპენსერმა გადაწყვიტა, დანებებულიყო.

პოლიციამ სახლის ჩხრეკის დროს ვისკისა და ლუდის ცარიელი ბოთლები იპოვა.

იმის მიუხედავად, რომ დანაშაულის ჩადენისას გოგონა 17 წლის იყო, ბრენდა ენ სპენსერი ჩადენილი მძიმე დანაშაულის გამო ზრდასრულის მსგავსად გაასამართლეს. მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას გაირკვა, რომ სპენსერს ხალხის დახოცვა 1 წლით ადრეც სურდა, მან სკოლის მიმართულებით პნევმატური იარაღიდან გაისროლა, შედეგად არავინ დაშავებულა. პრობაციის ოფიცერმა მამას ურჩია, გოგონას დეპრესიისთვის კლინიკაში ემკურნალა, რადგან ბრენდას ხშირად აწუხებდა სუიციდური ფიქრები. მამამ მის სამკურნალოდ წაყვანაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ თავად მიხედავდა შვილის ფსიქიკურ მდგომარეობას.

სწორედ მამამ უყიდა საშობაოდ ბრენდას ცეცხლსასროლი იარაღი, რომლითაც სკოლის წინ ხალხი დახოცა.

„რადიო ვთხოვე, მან იარაღი მომიტანა. ალბათ უნდოდა, თავი მომეკლა,“ - განაცხადა ბრენდამ.

სპენსერი ახლა 56 წლისაა და სასჯელს კალიფორნიაში მდებარე ციხეში იხდის.

ბრენდა ენ სპენსერი სასჯელს კალიფორნიაში იხდის

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე