Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წიგნი ჩემზე, შენზე და ღმერთზე... - თორნიკე ჯგერნაიას "უკანონო შვილი"
წიგნი ჩემზე, შენზე და ღმერთზე... - თორნიკე ჯგერნაიას "უკანონო შვილი"

ამ­ბობს, რომ წიგნს 10 წელი წერ­და - რამ­დენ­ჯერ­მე გა­და­წე­რა და ყვე­ლა­ფე­რი მის თე­ო­ლო­გი­ურ ცოდ­ნას ემ­ყა­რე­ბა. სტიგ­მა­ტი თორ­ნი­კე ჯგერ­ნა­ია იმა­საც ამ­ბობს, რომ მის წიგნს აქვს პერ­სპექ­ტი­ვა, ბესტსე­ლე­რი და ფარ­თო მკი­თხვე­ლის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო გახ­დეს:

"თა­ვი­დან ძა­ლი­ან ჰგავ­და თე­ო­ლო­გი­ურ ნაშ­რომს, რო­მე­ლიც ვიწ­რო მკი­თხვე­ლის­თვის იქ­ნე­ბო­და გან­კუთ­ვნი­ლი და მხო­ლოდ კონ­კრე­ტუ­ლად და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი თუ წა­ი­კი­თხავ­დნენ. მერე დავ­ფიქ­რდი, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ წიგ­ნი ბევ­რის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო გახ­დე­ბო­და. ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მხო­ლოდ ჩემს თავ­ზე რომ არ ამე­ღო, ამის­თვის შარ­შან რუ­სეთ­ში ყოფ­ნი­სას და­ვეს­წა­რი ლექ­ცი­ებს - რო­გორ დავ­წე­როთ და შევ­ქმნათ ბესტსე­ლე­რი. ახლა კი ჩემს წიგნს აქვს პერ­სპექ­ტი­ვა ბესტსე­ლე­რი გახ­დეს" - გვე­უბ­ნე­ბა ჯგერ­ნა­ია.

მან სა­კუ­თა­რი წიგ­ნის "უკა­ნო­ნო შვი­ლის" პრე­ზენ­ტა­ცია რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­მარ­თა. ნა­მუ­შე­ვა­რი სა­თავ­გა­და­სავ­ლო მის­ტი­კუ­რი დრა­მაა და მის წარ­დგე­ნას ცხა­რე დის­კუ­სი­აც მოყ­ვა.

- თორ­ნი­კე, რო­დის და­ი­წყე წიგ­ნის წერა?

- ამ ზა­ფხულს, რუ­სე­თი­დან დავ­ბრუნ­დი და და­ვი­წყე მომ­ზა­დე­ბა... 13 ივ­ნისს, ჩემი და­ბა­დე­ბის მე­ო­რე დღეს წა­ვე­დი ბე­ბოს­თან, რომ მარ­ტო ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და იქ, პირ­და­პი­რი გა­გე­ბით, გა­მო­ვი­კე­ტე, რომ სა­კუ­თა­რი თე­ო­ლო­გი­უ­რი ნაშ­რო­მი მთლი­ა­ნად გა­და­მე­კე­თე­ბი­ნა. დავ­წე­რე მხატ­ვრუ­ლი მის­ტი­კუ­რი დრა­მა. რთუ­ლი იყო, მაგ­რამ რო­დე­საც ბო­ლო­ში გა­ვე­დი, მივ­ხვდი, რომ ეს შევ­ძე­ლი. შევ­ქმე­ნი წიგ­ნი, რომ­ლის კი­თხვას თუ და­ი­წყებ, თავს ვერ და­ა­ნე­ბებ - ერთი ამო­სუნ­თქვით უნდა წა­ი­კი­თხო.

ეს არის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი და აუ­ცი­ლებ­ლად ექ­ნე­ბა მე­ო­რე წიგ­ნიც, თუმ­ცა პირ­ვე­ლი უფრო მეტ შე­კი­თხვას გა­ა­ჩენს. 14 თა­ვის­გან შედ­გე­ბა, თი­თო­ე­უ­ლი ატო­მუ­რი ბომ­ბი­ვი­თაა ზო­გა­დად, რე­ა­ლი­გი­ა­ში და ნაშ­რო­მი სწო­რედ ამ სა­კი­თხე­ბის გარ­შე­მოა. ამ 14 სა­კი­თხის ირ­გვლივ აუ­ცი­ლებ­ლად გაჩ­ნდე­ბა უამ­რა­ვი შე­კი­თხვა, ხოლო წიგ­ნის მე­ო­რე ნა­წილ­ში, კი­თხვებ­ზე მე­ტად პა­სუ­ხე­ბი იქ­ნე­ბა.

- რა ელის მკი­თხველს, რო­მე­ლიც შენს წიგნს ჩა­უჯ­დე­ბა?

- წიგ­ნის პრე­ის­ტო­რია 21 სა­უ­კუ­ნის წინ, იუ­დე­ა­ში მიმ­დი­ნა­რე ამ­ბით იწყე­ბა. იუ­დე­ვე­ლე­ბი გარ­დაც­ვლილ მე­სი­ას გლო­ვო­ბენ. ჩვენ მე­სი­ას ვიც­ნობთ რო­გორც ქრის­ტეს, თუმ­ცა ეს პრე­ის­ტო­რია არ გვი­კონ­კრე­ტებს იმას, თუ რო­მელ მე­სი­ა­ზეა სა­უ­ბა­რი. ამი­ტომ პირ­ვე­ლი­ვე თავ­ში ჩნდე­ბა შე­კი­თხვე­ბი - ამ­ბა­ვი იე­სო­ზეა თუ სხვა­ზე?! ხომ არ იყო კი­დევ სხვა ვინ­მე?! ამის შემ­დეგ კი უკვე რე­ა­ლუ­რად 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ვხდე­ბით, სა­დაც ჟურ­ნა­ლისტ გო­გო­ნას რე­დაქ­ტო­რი ავა­ლებს, გა­მო­ი­ძი­ოს იე­სოს ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლე­ბი, რად­გა­ნაც აღ­მო­ჩე­ნი­ლია ფირ­ფი­ტა, რო­მე­ლიც კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ბევ­რად ად­რეა და­წე­რი­ლი, ვიდ­რე იე­სოს ჯვარს აც­ვამ­დნენ. ქვის ფირ­ფი­ტას მეც­ნი­ე­რებ­მა "გაბ­რი­ე­ლის სა­ხა­რე­ბა" და­არ­ქვეს, რად­გა­ნაც გარ­დაც­ვლილ მე­სი­ას მთა­ვა­რან­გე­ლო­ზი გაბ­რი­ე­ლი ესა­უბ­რე­ბა. ეს თე­ო­ლო­გი­ა­ში მი­ღე­ბუ­ლი ტერ­მი­ნია...

მოკ­ლედ, ჟურ­ნა­ლის­ტი იე­რუ­სა­ლიმ­ში მი­დის, იქ გიდს ხვდე­ბა, რო­მელ­საც ამ ფირ­ფი­ტას­თან ჰქონ­და შე­ხე­ბა. ქვის ფირ­ფი­ტას ვრცე­ლი ის­ტო­რია აქვს, შავ ბა­ზარ­ზე მოხ­ვდა, გა­ი­ყი­და... კვლე­ვის შემ­დეგ მისი ასა­კი, დამ­წერ­ლო­ბა დად­გინ­და. ყვე­ლა­ფე­რი გა­მოკ­ვლე­უ­ლია, გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლია ორი რამ - იყო თუ არა ქრის­ტე, ან ხომ არ მი­ბა­ძა მან ვი­ღა­ცას და მე­სა­მეც, - სა­ერ­თოდ არ ყო­ფი­ლა. ეს არის ის­ტო­რია, სა­დაც სა­ხე­ლე­ბი შეც­ვლი­ლია. რო­გორც ვთქვი, ამ­ბავს ყვე­ბა გიდი, რო­მელ­საც, ვი­მე­ო­რებ, ამ ფირ­ფი­ტას­თან ჰქო­ნა შე­ხე­ბა.

შემ­დეგ კი იე­რუ­სა­ლიმ­ში იწყე­ბა 2 დრო­ის მო­ნაც­ვლე­ო­ბა... მკი­თხვე­ლი იე­რუ­სა­ლიმ­ში, წმინ­და ად­გი­ლებ­ზე იმოგ­ზა­უ­რებს, რად­გა­ნაც ჟურ­ნა­ლის­ტი იე­სოს გზას გა­დის. ხვდე­ბა ადა­მი­ა­ნებს დღე­ვან­დელ იე­რუ­სა­ლიმ­შიც, მაგ­რამ რო­დე­საც გიდ­თან ერ­თად კონ­კრე­ტულ ად­გილ­ზე მი­დი­ან, გიდი თხრო­ბას იწყებს... პირ­ვე­ლი სცე­ნა გეთ­სა­მა­ნი­ის ბაღ­შია, სა­დაც ქრის­ტე შე­პყრო­ბამ­დე გან­მარ­ტოვ­და. ოღონდ, მთა­ვა­რია, რომ გიდი ამ ის­ტო­რი­ებს გან­სხვა­ვე­ბუ­ლად ჰყვე­ბა, არა ისე, რო­გორც ჩვენ ვი­ცით...

- არ გე­ში­ნია, რომ რიგი სა­კი­თხის გამო მკი­თხველს აიმ­ხედ­რებ?

- ყვე­ლა­ფე­რი თე­ო­ლო­გი­უ­რი და ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტი­თაა გამ­ყა­რე­ბუ­ლი... ხში­რად მით­ქვამს, რომ ამ­ბებს 21-ე სა­უ­კუ­ნის წინ ვხე­დავ. ის ჩემი სამ­ყა­როა და წიგნ­ში ამი­ტო­მაც ვმოგ­ზა­უ­რობთ დრო­ში. უამ­რავ კი­თხვა­ზე პა­სუხს წიგ­ნის ბო­ლო­ში იგებს მკი­თხვე­ლი.

- ჟურ­ნა­ლის­ტმა მი­აღ­წია მი­ზანს?

- ჟურ­ნა­ლის­ტმა, რო­გორც ადა­მი­ან­მა იპო­ვა სა­კუ­თა­რი თავი. ვი­მე­ო­რებ, წიგ­ნის კი­თხვი­სას ზოგს იმე­დე­ბი გა­უც­რუვ­დე­ბა, ზოგი - გაბ­რაზ­დე­ბა, ზოგი კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩე­ბა. ამი­ტო­მაა ის ყვე­ლას­თვის. სა­ბო­ლო­ოდ კი, წიგ­ნი არის ზო­გა­დად ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, სარ­წმუ­ნო­ე­ბი­სა და რწმე­ნის მი­უ­ხე­და­ვად.

- ამ­ბობ, რომ "ეს არის ყვე­ლა­ზე შე­უ­ლა­მა­ზე­ბე­ლი ის­ტო­რია ჩემ­ზე, შენ­ზე და ღმერ­თზე", რო­გორ გი­პო­ვით წიგნ­ში?

- ჩემი მის­ტი­კუ­რი სხე­უ­ლი იქ საკ­მაო დო­ზი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ამი­ტო­მაა წიგ­ნი ჩემ­ზე, შენ­ზე და ღმერ­თზე... თუ ორი ადა­მი­ა­ნი ერთ რა­ღა­ცა­ზე სა­უბ­რობს, ისი­ნი შე­იძ­ლე­ბა, გა­ერ­თი­ან­დნენ, ან მტრე­ბი გახ­დნენ. მი­მაჩ­ნია, რომ წიგ­ნი გაგ­ვა­ერ­თი­ა­ნებს მე, შენ და ღმერ­თს. წიგ­ნი ადა­მი­ა­ნუ­რია, ყვე­ლა სა­თაყ­ვა­ნე­ბე­ლი ფი­გუ­რა ჩვენ­თვის გა­სა­გებ ენე­ზე სა­უბ­რობს, და არა მუხ­ლე­ბით და თა­ვე­ბით სა­ხა­რე­ბი­დან...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

წიგნი ჩემზე, შენზე და ღმერთზე... - თორნიკე ჯგერნაიას "უკანონო შვილი"

წიგნი ჩემზე, შენზე და ღმერთზე... - თორნიკე ჯგერნაიას "უკანონო შვილი"

ამბობს, რომ წიგნს 10 წელი წერდა - რამდენჯერმე გადაწერა და ყველაფერი მის თეოლოგიურ ცოდნას ემყარება. სტიგმატი თორნიკე ჯგერნაია იმასაც ამბობს, რომ მის წიგნს აქვს პერსპექტივა, ბესტსელერი და ფართო მკითხველისთვის საინტერესო გახდეს:

"თავიდან ძალიან ჰგავდა თეოლოგიურ ნაშრომს, რომელიც ვიწრო მკითხველისთვის იქნებოდა განკუთვნილი და მხოლოდ კონკრეტულად დაინტერესებული პირები თუ წაიკითხავდნენ. მერე დავფიქრდი, კარგი იქნება, თუ წიგნი ბევრისთვის საინტერესო გახდებოდა. ეს პასუხისმგებლობა მხოლოდ ჩემს თავზე რომ არ ამეღო, ამისთვის შარშან რუსეთში ყოფნისას დავესწარი ლექციებს - როგორ დავწეროთ და შევქმნათ ბესტსელერი. ახლა კი ჩემს წიგნს აქვს პერსპექტივა ბესტსელერი გახდეს" - გვეუბნება ჯგერნაია.

მან საკუთარი წიგნის "უკანონო შვილის" პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ გამართა. ნამუშევარი სათავგადასავლო მისტიკური დრამაა და მის წარდგენას ცხარე დისკუსიაც მოყვა.

- თორნიკე, როდის დაიწყე წიგნის წერა?

- ამ ზაფხულს, რუსეთიდან დავბრუნდი და დავიწყე მომზადება... 13 ივნისს, ჩემი დაბადების მეორე დღეს წავედი ბებოსთან, რომ მარტო ვყოფილიყავი და იქ, პირდაპირი გაგებით, გამოვიკეტე, რომ საკუთარი თეოლოგიური ნაშრომი მთლიანად გადამეკეთებინა. დავწერე მხატვრული მისტიკური დრამა. რთული იყო, მაგრამ როდესაც ბოლოში გავედი, მივხვდი, რომ ეს შევძელი. შევქმენი წიგნი, რომლის კითხვას თუ დაიწყებ, თავს ვერ დაანებებ - ერთი ამოსუნთქვით უნდა წაიკითხო.

ეს არის პირველი ნაწილი და აუცილებლად ექნება მეორე წიგნიც, თუმცა პირველი უფრო მეტ შეკითხვას გააჩენს. 14 თავისგან შედგება, თითოეული ატომური ბომბივითაა ზოგადად, რეალიგიაში და ნაშრომი სწორედ ამ საკითხების გარშემოა. ამ 14 საკითხის ირგვლივ აუცილებლად გაჩნდება უამრავი შეკითხვა, ხოლო წიგნის მეორე ნაწილში, კითხვებზე მეტად პასუხები იქნება.

- რა ელის მკითხველს, რომელიც შენს წიგნს ჩაუჯდება?

- წიგნის პრეისტორია 21 საუკუნის წინ, იუდეაში მიმდინარე ამბით იწყება. იუდეველები გარდაცვლილ მესიას გლოვობენ. ჩვენ მესიას ვიცნობთ როგორც ქრისტეს, თუმცა ეს პრეისტორია არ გვიკონკრეტებს იმას, თუ რომელ მესიაზეა საუბარი. ამიტომ პირველივე თავში ჩნდება შეკითხვები - ამბავი იესოზეა თუ სხვაზე?! ხომ არ იყო კიდევ სხვა ვინმე?! ამის შემდეგ კი უკვე რეალურად 21-ე საუკუნეში ვხდებით, სადაც ჟურნალისტ გოგონას რედაქტორი ავალებს, გამოიძიოს იესოს ცხოვრების დეტალები, რადგანაც აღმოჩენილია ფირფიტა, რომელიც კვლევებმა აჩვენა, რომ ბევრად ადრეა დაწერილი, ვიდრე იესოს ჯვარს აცვამდნენ. ქვის ფირფიტას მეცნიერებმა "გაბრიელის სახარება" დაარქვეს, რადგანაც გარდაცვლილ მესიას მთავარანგელოზი გაბრიელი ესაუბრება. ეს თეოლოგიაში მიღებული ტერმინია...

მოკლედ, ჟურნალისტი იერუსალიმში მიდის, იქ გიდს ხვდება, რომელსაც ამ ფირფიტასთან ჰქონდა შეხება. ქვის ფირფიტას ვრცელი ისტორია აქვს, შავ ბაზარზე მოხვდა, გაიყიდა... კვლევის შემდეგ მისი ასაკი, დამწერლობა დადგინდა. ყველაფერი გამოკვლეულია, გამოსაძიებელია ორი რამ - იყო თუ არა ქრისტე, ან ხომ არ მიბაძა მან ვიღაცას და მესამეც, - საერთოდ არ ყოფილა. ეს არის ისტორია, სადაც სახელები შეცვლილია. როგორც ვთქვი, ამბავს ყვება გიდი, რომელსაც, ვიმეორებ, ამ ფირფიტასთან ჰქონა შეხება.

შემდეგ კი იერუსალიმში იწყება 2 დროის მონაცვლეობა... მკითხველი იერუსალიმში, წმინდა ადგილებზე იმოგზაურებს, რადგანაც ჟურნალისტი იესოს გზას გადის. ხვდება ადამიანებს დღევანდელ იერუსალიმშიც, მაგრამ როდესაც გიდთან ერთად კონკრეტულ ადგილზე მიდიან, გიდი თხრობას იწყებს... პირველი სცენა გეთსამანიის ბაღშია, სადაც ქრისტე შეპყრობამდე განმარტოვდა. ოღონდ, მთავარია, რომ გიდი ამ ისტორიებს განსხვავებულად ჰყვება, არა ისე, როგორც ჩვენ ვიცით...

- არ გეშინია, რომ რიგი საკითხის გამო მკითხველს აიმხედრებ?

- ყველაფერი თეოლოგიური და ისტორიული ფაქტითაა გამყარებული... ხშირად მითქვამს, რომ ამბებს 21-ე საუკუნის წინ ვხედავ. ის ჩემი სამყაროა და წიგნში ამიტომაც ვმოგზაურობთ დროში. უამრავ კითხვაზე პასუხს წიგნის ბოლოში იგებს მკითხველი.

- ჟურნალისტმა მიაღწია მიზანს?

- ჟურნალისტმა, როგორც ადამიანმა იპოვა საკუთარი თავი. ვიმეორებ, წიგნის კითხვისას ზოგს იმედები გაუცრუვდება, ზოგი - გაბრაზდება, ზოგი კმაყოფილი დარჩება. ამიტომაა ის ყველასთვის. საბოლოოდ კი, წიგნი არის ზოგადად ადამიანებისთვის, სარწმუნოებისა და რწმენის მიუხედავად.

- ამბობ, რომ "ეს არის ყველაზე შეულამაზებელი ისტორია ჩემზე, შენზე და ღმერთზე", როგორ გიპოვით წიგნში?

- ჩემი მისტიკური სხეული იქ საკმაო დოზითაა წარმოდგენილი. ამიტომაა წიგნი ჩემზე, შენზე და ღმერთზე... თუ ორი ადამიანი ერთ რაღაცაზე საუბრობს, ისინი შეიძლება, გაერთიანდნენ, ან მტრები გახდნენ. მიმაჩნია, რომ წიგნი გაგვაერთიანებს მე, შენ და ღმერთს. წიგნი ადამიანურია, ყველა სათაყვანებელი ფიგურა ჩვენთვის გასაგებ ენეზე საუბრობს, და არა მუხლებით და თავებით სახარებიდან...

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა