ავტორი:

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თბილისში არ გაიმართება

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თბილისში არ გაიმართება

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია სავარაუდოდ, თბილისში არ გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ინაუგურაციის ჩატარების ადგილად რამდენიმე ქალაქი განიხილება, თუმცა კონკრეტულად რომელში გაიმართება ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადება, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 59%-იანი მხარდაჭერა მიიღო. პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს უნდა გაიმართოს.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები თბილისში, პარლამენტის ეზოში გაიმართა.

იხილეთ ვიდეო: სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია, სავარაუდოდ, თბილისში არ გაიმართება

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები