საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გუდაურში წელს სრულიად ახალი კურორტი დაგხვდებათ - რა სიახლეები გელით თოვლის და სრიალის მოყვარულებს
09:28 / 03-12-2018
გუდაურში წელს სრულიად ახალი კურორტი დაგხვდებათ - რა სიახლეები გელით თოვლის და სრიალის მოყვარულებს
09:28 / 03-12-2018

სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტი გუ­და­უ­რი წელს 30 წლის ხდე­ბა და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ თოვ­ლი­სა და სრი­ა­ლის მოყ­ვა­რუ­ლებს სრუ­ლი­ად ახა­ლი კუ­რორ­ტი დაგ­ხვდე­ბათ.

სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, კუ­რორტზე რამ­დე­ნი­მე მსხვი­ლი პრო­ექ­ტი მიმ­დი­ნა­რე­ობს. მათ შო­რის, ერთ-ერთი მთა­ვა­რი სი­ახ­ლე ახა­ლი სა­ბა­გი­რო­ე­ბია - 2018-19 წლის სა­თხი­ლა­მუ­რო სე­ზონ­ზე გუ­და­ურ­ში 6 ახა­ლი და 1 რე­კონ­სტრუ­ი­რე­ბუ­ლი სა­ბა­გი­რო იქ­ნე­ბა.

გუ­და­უ­რის ზამ­თრის აქ­ტი­ვო­ბე­ბის რუკა

გუ­და­ურ­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ბა­გი­რო­ე­ბის - "პირ­ვე­ლი­სა" და "სო­ლი­კოს" დე­მონ­ტა­ჟის შემ­დეგ, მათ ნაც­ვლად ახა­ლი სა­ბა­გი­რო­ე­ბი აშენ­და, რე­კონ­სტრუქ­ცია ჩა­უ­ტარ­და "კუ­დე­ბის" სა­ბა­გი­როს და კი­დევ ერთი ახა­ლი სა­ბა­გი­რო და­ე­მა­ტა.

"სო­ლი­კო" და "კუ­დე­ბი" ღია ბაბ­ლის ტი­პის 6-ად­გი­ლი­ა­ნი იქ­ნე­ბა, რაც მგზავ­რის სი­ცი­ვი­სა­გან დაც­ვას უზ­რუნ­ველ­ყოფს, ხოლო სა­ბა­გი­რო "პირ­ვე­ლი" ღია და ასე­ვე 6-ად­გი­ლი­ა­ნი. "პირ­ვე­ლი­სა" და "სო­ლი­კოს" გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბა სა­ათ­ში 2 800 მგზავ­რი, ახა­ლი "კუ­დე­ბის" კი 2 200 მგზავ­რი იქ­ნე­ბა.

მთის კუ­რორ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, თე­ი­მუ­რაზ გამ­ცემ­ლი­ძის თქმით, წელს ძა­ლი­ან ბევ­რი სა­სი­ა­მოვ­ნო და სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლით ხვდე­ბი­ან გუ­და­უ­რის დამ­სვე­ნებ­ლებს.

"ახა­ლი და რე­კონ­სტრუ­ი­რე­ბუ­ლი სა­ბა­გი­რო­ე­ბი 3.5-ჯერ გაზ­რდის გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბას და გა­ცი­ლე­ბით კომ­ფორ­ტუ­ლი იქ­ნე­ბა ტუ­რის­ტე­ბის­თვის გუ­და­ურ­ში სრი­ა­ლი. ასე­ვე და­მა­ტე­ბით და­მონ­ტაჟ­და გა­თოვ­ლი­ა­ნე­ბის სის­ტე­მა. სრულ­დე­ბა გა­თოვ­ლი­ა­ნე­ბის მე­ო­რე ფაზა და და­ახ­ლო­ე­ბით 5 კი­ლო­მეტ­რით უფრო გა­იზ­რდე­ბა გა­თოვ­ლი­ა­ნე­ბუ­ლი ტრა­სე­ბის ტე­რი­ტო­რია გუ­და­ურ­ში.

ასე­ვე უნდა აღ­ვნიშ­ნო მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის პრო­ექ­ტი - კო­ბი­დან გუ­და­უ­რის­კენ გა­ი­ჭი­მა სამი ახა­ლი სა­ბა­გი­რო, რაც გუ­და­უ­რი-კობი-ყაზ­ბეგს ერთ კლას­ტე­რად გა­და­აქ­ცევს. ეს სა­ბა­გი­რო წელს სა­ტეს­ტო რე­ჟიმ­ში იმუ­შა­ვებს და ის მხო­ლოდ კარგ ამინ­დებ­ში ჩა­ირ­თვე­ბა, მო­მა­ვა­ლი წლი­დან კი გა­და­ვა სის­ტე­მურ რე­ჟიმ­ზე" - აღ­ნიშ­ნა გამ­ცემ­ლი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­დევ ერთ, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან სი­ახ­ლეს - კობი-გუ­და­უ­რის სა­ბა­გი­რო­ე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც 7.5 კმ. სიგ­რძი­საა, თით­ქმის სრულ­დე­ბა. კობი-გუ­და­უ­რის სა­ბა­გი­როს პრო­ექ­ტი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმით, რომ რო­დე­საც ზამ­თარ­ში არის ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბა და ჯვრის უღელ­ტე­ხი­ლი იკე­ტე­ბა, მო­სახ­ლე­ო­ბას ვერ­ტმფრე­ნის გარ­და ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა, ისარ­გებ­ლოს სა­ბა­გი­რო­თი და გა­და­ვი­დეს მე­ო­რე მხა­რეს.

კობ-გუ­და­უ­რის სა­ბა­გი­რო­ზე მიმ­დი­ნა­რე მშე­ნებ­ლო­ბა

კობი-გუ­და­უ­რის სა­ბა­გი­რო­ზე მიმ­დი­ნა­რე სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი

"ეს ამ რე­გი­ო­ნის­თვის ახა­ლი სი­ცო­ცხლე იქ­ნე­ბა. სა­ბა­გი­რო გზა 7 კი­ლო­მეტრზე მე­ტია და და­ყო­ფი­ლია სამ სეგ­მენ­ტად - გვაქვს ექ­ვსი სად­გუ­რი და 3 სა­ბა­გი­რო. კო­ბი­დან გა­დავ­დი­ვართ კო­ბის უღელ­ტე­ხილ­ზე და ჩავ­დი­ვართ გუ­და­ურ­ში გონ­დო­ლის ზედა სად­გურ­ზე - ამის­თვის დაგ­ვჭირ­დე­ბა ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი, მაქ­სი­მუმ 40 წუთი და ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ამინ­დზე.

უღელ­ტე­ხილ­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია ერთი სა­ბა­გი­რო სად­გუ­რი, რო­მე­ლიც უნი­კა­ლუ­რია არა­მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში. ამ სად­გუ­რის უნი­კა­ლუ­რო­ბა მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ როცა გონ­დო­ლას მოვხსნით ბა­გი­რი­დან, ტრანსფე­რის სის­ტე­მით შეგ­ვიძ­ლია გა­და­ვი­ტა­ნოთ შემ­დეგ სა­ბა­გი­რო­ზე, ისე რომ მგზავ­რი არ გად­მო­ვა გონ­დო­ლი­დან და იმა­ვე გონ­დო­ლით აგ­რძე­ლებს გზას კო­ბის ან გუ­და­უ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ანუ, ეს არის სა­შუ­ა­ლე­ბა, ერთი გონ­დო­ლით, მგზავ­რმა იმოძ­რა­ვოს ორ სა­ბა­გი­რო­ზე" - აღ­ნიშ­ნა სა­უბ­რი­სას შპს "ფე­რის" ინ­სტა­ლა­ცი­ის მე­ნე­ჯერ­მა და­ვით კი­კა­ლიშ­ვილ­მა.

ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ახლა კობი-გუ­და­უ­რის სა­ბა­გი­რო გზის კო­ბის მო­ნაკ­ვე­თი

2018-2019 წლის ზამ­თრის კუ­რორ­ტებ­ზე სე­ზო­ნი 8 დე­კემ­ბრი­დან გა­იხ­სნე­ბა. 8 დე­კემ­ბერს სე­ზო­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­იხ­სნე­ბა კუ­რორტ გო­დერ­ძი­ზე, ხოლო "გუ­და­ურ­ში" - 15 დე­კემ­ბერს. დიდ­ვე­ლის სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­სა დამ­სვე­ნებ­ლებს 8 დე­კემ­ბრი­დან მი­ი­ღებს, თეთ­ნულ­დი-ჰაწ­ვა­ლის და კოხ­ტა-მი­ტარ­ბის ტრა­სე­ბი კი 22 დე­კემ­ბერს.

წელს გუ­და­ურ­ში სა­ბა­გი­რო­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბის ფასი მო­ი­მა­ტებს. მთის კუ­რორ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2018 წლის 1-ლი დე­კემ­ბრი­დან 2019 წლის 10 მარ­ტის ჩათ­ვლით გუ­და­ურ­ში 1-დღი­ა­ნი აბო­ნი­მენ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 50 ლარი იქ­ნე­ბა, შარ­შან მისი ფასი 40 ლარი იყო. 2-დღი­ა­ნი აბო­ნი­მე­ტი კი 80 ლა­რის ნაც­ვლად 100 ლარი ერი­ღე­ბა. 3-დღი­ა­ნი აბო­ნი­მენ­ტის ფასი შარ­შან­დე­ლი 112-ლა­რი­დან 140 ლა­რამ­დე გაძ­ვირ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ბა­გი­რო­თი ერთ ას­ვლას, ის წინა წლის მსგავ­სად 10 ლარი ეღი­რე­ბა, ამ­დე­ნი­ვე ღირს კობი-გუ­და­უ­რის სა­ბა­გი­რო გზით სარ­გლებ­ლო­ბაც.

00:00 / 00:00
ავტორი:

გუდაურში წელს სრულიად ახალი კურორტი დაგხვდებათ - რა სიახლეები გელით თოვლის და სრიალის მოყვარულებს

გუდაურში წელს სრულიად ახალი კურორტი დაგხვდებათ - რა სიახლეები გელით თოვლის და სრიალის მოყვარულებს

სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური წელს 30 წლის ხდება და შეიძლება ითქვას, რომ თოვლისა და სრიალის მოყვარულებს სრულიად ახალი კურორტი დაგხვდებათ.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობით, კურორტზე რამდენიმე მსხვილი პროექტი მიმდინარეობს. მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი სიახლე ახალი საბაგიროებია - 2018-19 წლის სათხილამურო სეზონზე გუდაურში 6 ახალი და 1 რეკონსტრუირებული საბაგირო იქნება.

გუდაურის ზამთრის აქტივობების რუკა

გუდაურში არსებული საბაგიროების - "პირველისა" და "სოლიკოს" დემონტაჟის შემდეგ, მათ ნაცვლად ახალი საბაგიროები აშენდა, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა "კუდების" საბაგიროს და კიდევ ერთი ახალი საბაგირო დაემატა.

"სოლიკო" და "კუდები" ღია ბაბლის ტიპის 6-ადგილიანი იქნება, რაც მგზავრის სიცივისაგან დაცვას უზრუნველყოფს, ხოლო საბაგირო "პირველი" ღია და ასევე 6-ადგილიანი. "პირველისა" და "სოლიკოს" გამტარუნარიანობა საათში 2 800 მგზავრი, ახალი "კუდების" კი 2 200 მგზავრი იქნება.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელის, თეიმურაზ გამცემლიძის თქმით, წელს ძალიან ბევრი სასიამოვნო და საინტერესო სიახლით ხვდებიან გუდაურის დამსვენებლებს.

"ახალი და რეკონსტრუირებული საბაგიროები 3.5-ჯერ გაზრდის გამტარუნარიანობას და გაცილებით კომფორტული იქნება ტურისტებისთვის გუდაურში სრიალი. ასევე დამატებით დამონტაჟდა გათოვლიანების სისტემა. სრულდება გათოვლიანების მეორე ფაზა და დაახლოებით 5 კილომეტრით უფრო გაიზრდება გათოვლიანებული ტრასების ტერიტორია გუდაურში.

ასევე უნდა აღვნიშნო მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტი - კობიდან გუდაურისკენ გაიჭიმა სამი ახალი საბაგირო, რაც გუდაური-კობი-ყაზბეგს ერთ კლასტერად გადააქცევს. ეს საბაგირო წელს სატესტო რეჟიმში იმუშავებს და ის მხოლოდ კარგ ამინდებში ჩაირთვება, მომავალი წლიდან კი გადავა სისტემურ რეჟიმზე" - აღნიშნა გამცემლიძემ.

რაც შეეხება კიდევ ერთ, ძალიან მნიშვნელოვან სიახლეს - კობი-გუდაურის საბაგიროების მშენებლობა, რომელიც 7.5 კმ. სიგრძისაა, თითქმის სრულდება. კობი-გუდაურის საბაგიროს პროექტი მნიშვნელოვანია იმით, რომ როდესაც ზამთარში არის ზვავსაშიშროება და ჯვრის უღელტეხილი იკეტება, მოსახლეობას ვერტმფრენის გარდა ერთადერთი საშუალება ექნება, ისარგებლოს საბაგიროთი და გადავიდეს მეორე მხარეს.

კობ-გუდაურის საბაგიროზე მიმდინარე მშენებლობა

კობი-გუდაურის საბაგიროზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები

"ეს ამ რეგიონისთვის ახალი სიცოცხლე იქნება. საბაგირო გზა 7 კილომეტრზე მეტია და დაყოფილია სამ სეგმენტად - გვაქვს ექვსი სადგური და 3 საბაგირო. კობიდან გადავდივართ კობის უღელტეხილზე და ჩავდივართ გუდაურში გონდოლის ზედა სადგურზე - ამისთვის დაგვჭირდება ნახევარი საათი, მაქსიმუმ 40 წუთი და ეს დამოკიდებული იქნება ამინდზე.

უღელტეხილზე დამონტაჟებულია ერთი საბაგირო სადგური, რომელიც უნიკალურია არამარტო საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაში. ამ სადგურის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ როცა გონდოლას მოვხსნით ბაგირიდან, ტრანსფერის სისტემით შეგვიძლია გადავიტანოთ შემდეგ საბაგიროზე, ისე რომ მგზავრი არ გადმოვა გონდოლიდან და იმავე გონდოლით აგრძელებს გზას კობის ან გუდაურის მიმართულებით. ანუ, ეს არის საშუალება, ერთი გონდოლით, მგზავრმა იმოძრავოს ორ საბაგიროზე" - აღნიშნა საუბრისას შპს "ფერის" ინსტალაციის მენეჯერმა დავით კიკალიშვილმა.

ასე გამოიყურება ახლა კობი-გუდაურის საბაგირო გზის კობის მონაკვეთი

2018-2019 წლის ზამთრის კურორტებზე სეზონი 8 დეკემბრიდან გაიხსნება. 8 დეკემბერს სეზონი ოფიციალურად გაიხსნება კურორტ გოდერძიზე, ხოლო "გუდაურში" - 15 დეკემბერს. დიდველის სათხილამურო ტრასა დამსვენებლებს 8 დეკემბრიდან მიიღებს, თეთნულდი-ჰაწვალის და კოხტა-მიტარბის ტრასები კი 22 დეკემბერს.

წელს გუდაურში საბაგიროებით სარგებლობის ფასი მოიმატებს. მთის კურორტების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის 1-ლი დეკემბრიდან 2019 წლის 10 მარტის ჩათვლით გუდაურში 1-დღიანი აბონიმენტის ღირებულება 50 ლარი იქნება, შარშან მისი ფასი 40 ლარი იყო. 2-დღიანი აბონიმეტი კი 80 ლარის ნაცვლად 100 ლარი ერიღება. 3-დღიანი აბონიმენტის ფასი შარშანდელი 112-ლარიდან 140 ლარამდე გაძვირდა.

რაც შეეხება საბაგიროთი ერთ ასვლას, ის წინა წლის მსგავსად 10 ლარი ეღირება, ამდენივე ღირს კობი-გუდაურის საბაგირო გზით სარგლებლობაც.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ