საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ეტაპზეა გორში, 14 წლის წინ გაუჩინარებული 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილის ცხედრის სამძებრო სამუშაოები
რა ეტაპზეა გორში, 14 წლის წინ გაუჩინარებული 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილის ცხედრის სამძებრო სამუშაოები

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გორ­ში, 14 წლის წინ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი 11 წლის ზაქ­რო ბერ­ძნიშ­ვი­ლის ცხედ­რის სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებს გო­რის კულ­ტუ­რი­სა და დას­ვე­ნე­ბის პარკში გა­ნაგ­რძობს.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა 8 წლის ნანა ბე­რი­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი იაგო ნე­ბი­ე­რი­ძის მიერ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის­თვის მი­ცე­მუ­ლი და­მა­ტე­ბი­თი ჩვე­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ი­წყო. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ნე­ბი­ე­რი­ძემ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს მო­ზარ­დის სხე­უ­ლის სა­ვა­რა­უ­დო ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი თა­ვად მი­უ­თი­თა.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს ტექ­ნი­კი­სა და ექ­სპერ­ტე­ბის დახ­მა­რე­ბით, ად­გილ­ზე უკვე ჩა­ტარ­და გე­ოს­კა­ნი­რე­ბა, რო­მელ­მაც პო­ლი­ცი­ას და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია მის­ცა ნი­ა­დაგ­ზე სხვა­დას­ხვა დროს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ. მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, დად­გე­ნი­ლია რამ­დე­ნი­მე სა­ვა­რა­უ­დო ლო­კა­ცია, სა­დაც ამ­ჟა­მად მი­წის გა­თხრის სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

11 წლის ზაქ­რო ბერ­ძნიშ­ვი­ლი გორ­ში, 2004 წლის 1-ელ ნო­ემ­ბერს გა­უ­ჩი­ნარ­და. ოჯახს უც­ნობ­მა პი­რებ­მა გა­მო­სას­ყი­დი მოს­თხო­ვეს. გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ზაქ­რო ბერ­ძნიშ­ვი­ლის საქ­მე­ში ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვის ბრალ­დე­ბით იაგო ნე­ბი­ე­რი­ძე იხ­დი­და სას­ჯელს.

იხი­ლეთ ვი­დეო: შს სა­მი­ნის­ტრო გორ­ში, 14 წლის წინ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი 11 წლის ზაქ­რო ბერ­ძნიშ­ვი­ლის ცხედ­რის სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებს გა­ნაგ­რძობს

ავტორი:

რა ეტაპზეა გორში, 14 წლის წინ გაუჩინარებული 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილის ცხედრის სამძებრო სამუშაოები

რა ეტაპზეა გორში, 14 წლის წინ გაუჩინარებული 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილის ცხედრის სამძებრო სამუშაოები

შინაგან საქმეთა სამინისტრო გორში, 14 წლის წინ გაუჩინარებული 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილის ცხედრის სამძებრო სამუშაოებს გორის კულტურისა და დასვენების პარკში განაგრძობს.

როგორც ცნობილია, აღნიშნული სამუშაოების ჩატარება 8 წლის ნანა ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის მიერ სამართალდამცველებისთვის მიცემული დამატებითი ჩვენების საფუძველზე დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ნებიერიძემ სამართალდამცველებს მოზარდის სხეულის სავარაუდო ადგილსამყოფელი თავად მიუთითა.

როგორც „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ტექნიკისა და ექსპერტების დახმარებით, ადგილზე უკვე ჩატარდა გეოსკანირება, რომელმაც პოლიციას დამატებითი ინფორმაცია მისცა ნიადაგზე სხვადასხვა დროს განხორციელებული ზემოქმედების შესახებ. მათივე განმარტებით, დადგენილია რამდენიმე სავარაუდო ლოკაცია, სადაც ამჟამად მიწის გათხრის სამუშაოები მიმდინარეობს.

11 წლის ზაქრო ბერძნიშვილი გორში, 2004 წლის 1-ელ ნოემბერს გაუჩინარდა. ოჯახს უცნობმა პირებმა გამოსასყიდი მოსთხოვეს. გაუჩინარებული ზაქრო ბერძნიშვილის საქმეში ფულის გამოძალვის ბრალდებით იაგო ნებიერიძე იხდიდა სასჯელს.

იხილეთ ვიდეო: შს სამინისტრო გორში, 14 წლის წინ გაუჩინარებული 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილის ცხედრის სამძებრო სამუშაოებს განაგრძობს

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს