საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შავი სიიდან" მოვალეები კერძო მევახშეთა კლანჭებში გადაინაცვლებენ?!
"შავი სიიდან" მოვალეები კერძო მევახშეთა კლანჭებში გადაინაცვლებენ?!

პირ­ვე­ლი იმედ­გაც­რუ­ე­ბა მოსა­ხლე­ო­ბას, სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ დღეს, 3 დე­კემ­ბერს ელო­დე­ბა, როცა აღ­მო­ა­ჩენს, რომ ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის და­პი­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ჯერ კი­დევ არ არის ცნო­ბი­ლი, ვის შე­ე­ხე­ბა ვა­ლე­ბის ჩამ­ოწე­რა. ივა­ნე მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი 19 ნო­ემ­ბერს დაგვპირ­და, რომ არა უგ­ვი­ა­ნეს 3 დე­კემ­ბრი­სა იქ­ნე­ბო­და მზად ვებგ­ვერ­დი, სა­დაც "შავ სი­ა­ში" შე­სულ პი­რებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბო­დათ ენა­ხათ, შე­ე­ხე­ბა თუ არა მათ და­ვა­ლი­ა­ნე­ბის ჩა­მო­წე­რა. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ამ ეტაპ­ზე საკ­რე­დი­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ფონდ "ქარ­თუს" მო­ვა­ლე­თა სი­ებს აწ­ვდი­ან, რაც ფი­ნან­სის­ტებს ბევრ კი­თხვას უჩენს, მათ შო­რის, "შავი სი­ი­დან" 600 000 მო­ვა­ლის ამო­ღე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა­ზე...

ირაკ­ლი ბერ­ძე­ნა­ძე, არა­სა­ბან­კო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­თა ასო­ცია­ციის თავ­მჯდო­მა­რე: "ეს იყო ნაჩ­ქა­რე­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, არ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლა ის ფუნ­და­მენტ­ური სა­კი­თხე­ბი, რო­მელ­თა მი­ხედ­ვი­თაც უნდა წარ­მარ­თუ­ლი­ყო ვალ­ების ჩა­მო­წე­რა. შე­სა­ბა­მი­სად, ძა­ლი­ან ბევ­რი შე­კი­თხვა ჩნდე­ბა, რო­მე­ლიც ეჭვქვეშ აყე­ნებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ თავ­და­პირ­ვე­ლად გახ­მი­ა­ნე­ბულ მიზ­ნებს. მა­გა­ლი­თად, ვინ უნდა მი­ა­წო­დოს ფონდს იმ პირ­თა სია, ვი­საც შემ­დეგ ხე­ლის­უფ­ლე­ბა ვა­ლებს ჩა­მო­ა­წერს? თა­ვად საკ­რე­დი­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა თუ "კრე­დი­ტინ­ფომ"? თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა "კრე­დი­ტინ­ფოს" მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით ამ­ბობ­და, რომ 600 000 კაცს აქვს გა­და­უხდ­ელი ვალი, რომ­ლის ძირი თან­ხა არ აღე­მა­ტე­ბა 2.000 ლარს, რის გა­მოც ისი­ნი "შავ სი­ა­ში" მოხვ­დნენ, მა­შინ რა­ტომ გა­ჭი­ა­ნურ­და მათი სი­ე­ბის მი­წო­დე­ბა და რა­ტომ ითხო­ვენ ამ მო­ნა­ცე­მებს ფი­ნან­სუ­რი ინსტ­იტუ­ტე­ბი­დან? ერ­თიც არის, თუ ფონ­დი საკ­რე­დი­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის სი­ებს და­ეყ­რდნო­ბა, რა თქმა უნდა, ისი­ნი შე­ეც­დე­ბი­ან ამ მონა­ცე­მებ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად ჩა­დონ თა­ვი­ან­თი ინ­ტე­რე­სე­ბი. რო­გორც ჩანს, ჯერ კი­დევ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს საკ­რე­დი­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან, რაც ნიშ­ნავს, რომ ვა­ლე­ბის ჩა­მო­წე­რა ისე ად­ვი­ლად ვერ და­ი­წყე­ბა, რო­გორც გვპირ­დე­ბოდ­ნენ.

- პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი უნდა ყოფ­ილი­ყო ჭარბვა­ლი­ა­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბა და "შავ სი­ა­ში" მყო­ფი პი­რე­ბის­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბის მი­ცე­მა, რომ კვლავ აქ­ტი­ურ ეკო­ნო­მი­კურ აგენტ­ებად იქ­ცნენ. ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­უ­ბა­რია­ სეს­ხებ­ზე, რომ­ლე­ბიც ფი­ნან­სუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ბა­ლან­სი­დან უკვე ჩა­მო­წე­რი­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, და­პი­რე­ბულ შე­დეგს რო­გორ მი­ვი­ღებთ?

- გა­მო­რი­ცხუ­ლია, ასე­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის ჩა­მო­წე­რით ქვე­ყა­ნა­ში ჭარბვა­ლი­ა­ნო­ბის პრობ­ლე­მა მო­იხ­სნას. ეს იყო, ფაქ­ტობ­რი­ვად, უი­მე­დო სეს­ხე­ბი, რო­მელ­თა თა­ვი­დან მო­ცი­ლე­ბი­თაც ბან­კებ­მა­ საკ­რე­დი­ტო პორ­ტფე­ლი გა­ი­სუფ­თა­ვეს. ეს იყო სეს­ხე­ბი, მათ შო­რის და­ახ­ლო­ე­ბით 150 000 სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი მო­ქა­ლა­ქის ვალი, რო­მელ­საც ისი­ნი ვერ იხ­დიდ­ნენ, ვერც გა­და­იხ­დიდ­ნენ და რო­მე­ლიც ფონდმა "ქარ­თუმ" იყი­და შემ­ცი­რე­ბულ ფა­სად.

ყვე­ლა­ნი ხვა­ლაც რომ ამოშ­ალონ "შავი სი­ი­დან", ნე­ბის­მი­ერ ბანკს თუ არა­სა­ბან­კო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას აქვს საკ­რე­დი­ტო და ფი­ნან­სუ­რი ინფო­რმა­ცია თა­ვის კლი­ენ­ტებ­ზე და რის­კჯ­გუფ­ში მოხ­ვედ­რი­ლი პი­რე­ბის­თვის სეს­ხის გა­ცე­მას დიდი სიფრ­თხი­ლით მო­ე­კი­დე­ბი­ან. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ავტორი:

"შავი სიიდან" მოვალეები კერძო მევახშეთა კლანჭებში გადაინაცვლებენ?!

"შავი სიიდან" მოვალეები კერძო მევახშეთა კლანჭებში გადაინაცვლებენ?!

პირველი იმედგაცრუება მოსახლეობას, სავარაუდოდ, სწორედ დღეს, 3 დეკემბერს ელოდება, როცა აღმოაჩენს, რომ ფინანსთა მინისტრის დაპირების მიუხედავად, ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, ვის შეეხება ვალების ჩამოწერა. ივანე მაჭავარიანი 19 ნოემბერს დაგვპირდა, რომ არა უგვიანეს 3 დეკემბრისა იქნებოდა მზად ვებგვერდი, სადაც "შავ სიაში" შესულ პირებს შესაძლებლობა ექნებოდათ ენახათ, შეეხება თუ არა მათ დავალიანების ჩამოწერა. როგორც აღმოჩნდა, ამ ეტაპზე საკრედიტო ორგანიზაციები ფონდ "ქართუს" მოვალეთა სიებს აწვდიან, რაც ფინანსისტებს ბევრ კითხვას უჩენს, მათ შორის, "შავი სიიდან" 600 000 მოვალის ამოღების პერსპექტივაზე...

ირაკლი ბერძენაძე, არასაბანკო დაწესებულებათა ასოციაციის თავმჯდომარე: "ეს იყო ნაჩქარევი გადაწყვეტილება, არ ჩამოყალიბებულა ის ფუნდამენტური საკითხები, რომელთა მიხედვითაც უნდა წარმართულიყო ვალების ჩამოწერა. შესაბამისად, ძალიან ბევრი შეკითხვა ჩნდება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ხელისუფლების მიერ თავდაპირველად გახმიანებულ მიზნებს. მაგალითად, ვინ უნდა მიაწოდოს ფონდს იმ პირთა სია, ვისაც შემდეგ ხელისუფლება ვალებს ჩამოაწერს? თავად საკრედიტო ორგანიზაციებმა თუ "კრედიტინფომ"? თუ ხელისუფლება "კრედიტინფოს" მონაცემებზე დაყრდნობით ამბობდა, რომ 600 000 კაცს აქვს გადაუხდელი ვალი, რომლის ძირი თანხა არ აღემატება 2.000 ლარს, რის გამოც ისინი "შავ სიაში" მოხვდნენ, მაშინ რატომ გაჭიანურდა მათი სიების მიწოდება და რატომ ითხოვენ ამ მონაცემებს ფინანსური ინსტიტუტებიდან? ერთიც არის, თუ ფონდი საკრედიტო ორგანიზაციების სიებს დაეყრდნობა, რა თქმა უნდა, ისინი შეეცდებიან ამ მონაცემებში მაქსიმალურად ჩადონ თავიანთი ინტერესები. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ მოლაპარაკებები მიმდინარეობს საკრედიტო ორგანიზაციებთან, რაც ნიშნავს, რომ ვალების ჩამოწერა ისე ადვილად ვერ დაიწყება, როგორც გვპირდებოდნენ.

- პროექტის მიზანი უნდა ყოფილიყო ჭარბვალიანობის შემცირება და "შავ სიაში" მყოფი პირებისთვის შესაძლებლობის მიცემა, რომ კვლავ აქტიურ ეკონომიკურ აგენტებად იქცნენ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საუბარია სესხებზე, რომლებიც ფინანსური ორგანიზაციების ბალანსიდან უკვე ჩამოწერილია. შესაბამისად, დაპირებულ შედეგს როგორ მივიღებთ?

- გამორიცხულია, ასეთი ვალდებულებების ჩამოწერით ქვეყანაში ჭარბვალიანობის პრობლემა მოიხსნას. ეს იყო, ფაქტობრივად, უიმედო სესხები, რომელთა თავიდან მოცილებითაც ბანკებმა საკრედიტო პორტფელი გაისუფთავეს. ეს იყო სესხები, მათ შორის დაახლოებით 150 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქის ვალი, რომელსაც ისინი ვერ იხდიდნენ, ვერც გადაიხდიდნენ და რომელიც ფონდმა "ქართუმ" იყიდა შემცირებულ ფასად.

ყველანი ხვალაც რომ ამოშალონ "შავი სიიდან", ნებისმიერ ბანკს თუ არასაბანკო ორგანიზაციას აქვს საკრედიტო და ფინანსური ინფორმაცია თავის კლიენტებზე და რისკჯგუფში მოხვედრილი პირებისთვის სესხის გაცემას დიდი სიფრთხილით მოეკიდებიან. წაიკითხეთ სრულად

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო