პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სპორტი
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რადას დეპუტატი - თბილისში დაკავებულ უკრაინის მოქალაქეებს ადგილობრივი ოპოზიციის აქციასთან კავშირი არ აქვთ
რადას დეპუტატი - თბილისში დაკავებულ უკრაინის მოქალაქეებს ადგილობრივი ოპოზიციის აქციასთან კავშირი არ აქვთ

უკ­რა­ი­ნის რა­დას დე­პუ­ტა­ტი სე­მი­ონ სე­მენ­ჩენ­კო 2 დე­კემ­ბერს თბი­ლის­ში უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­კა­ვე­ბის ფაქტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მისი თქმით, აღ­ნიშ­ნულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით სა­ინ­ფორ­მა­ციო ველ­ზე ბევ­რი ჭორი ვრცელ­დე­ბა.

„ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რობს პო­რო­შენ­კოს მრჩე­ვე­ლი ბი­რი­უ­კო­ვი. ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ თით­ქოს და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ოპო­ზი­ცი­ის აქ­ცი­ა­ზე დას­წრე­ბას აპი­რებ­დნენ. არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი ამ უკ­რა­ი­ნე­ლებს ად­გი­ლობ­რი­ვი ოპო­ზი­ცი­ის აქ­ცი­ას­თან არ აქვთ და არც დას­წრე­ბი­ან მას“, - წერს დე­პუ­ტა­ტი „ფე­ის­ბუ­ქის“ პი­რად გვერ­დზე.

მი­სი­ვე თქმით, ასე­ვე ტყუ­ი­ლია, რომ ისი­ნი ია­რა­ღის შეს­ყიდ­ვის დროს და­ა­კა­ვეს.

„ისი­ნი სას­ტუმ­რო­ში და­ა­კა­ვეს და ად­ვო­კა­ტე­ბის თქმით, ერთ-ერთ მათ­განს ტყვი­ე­ბი აღ­მო­უ­ჩი­ნეს, სხვას პის­ტო­ლე­ტი და ა.შ.“ - გა­ნა­ცხა­და სე­მენ­ჩენ­კომ.

დე­პუ­ტატ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ახლა თბი­ლის­ში იმ­ყო­ფე­ბა და პრო­ცე­სუ­ა­ლუ­რი ქმე­დე­ბე­ბის და­წყე­ბის შემ­დეგ ნა­თე­ლი იქ­ნე­ბა თუ რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი.

შე­გახ­სე­ნებთ, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის პეტ­რო პო­რო­შენ­კოს მრჩე­ველ­მა იური ბი­რი­უ­კოვ­მა „ფე­ის­ბუქ­ში“ და­წე­რა, რომ სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას და­კა­ვე­ბულ უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან ერ­თად, თბი­ლის­ში, პარ­ტია „სა­მო­პო­მო­შის“ დე­პუ­ტა­ტი სე­მი­ონ სე­მენ­ჩენ­კო იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­იქ­ცა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ სპე­ცო­პე­რა­ცია თბი­ლის­ში, ლი­ხა­უ­რის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო “გუ­რუ­სა“ და “ალი­ან­სში“ ჩა­ა­ტა­რა. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი: ო.ნ., რ.მ., დ.კ. ი.კ., ი.ო., ს.კ. და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ლ.ჩ.

შს სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სას­ტუმ­როს ნომ­რე­ბის ჩხრე­კი­სას ამო­ღე­ბუ­ლია ბე­რე­ტას და მა­კა­რო­ვის სის­ტე­მის ცე­ცხლსას­რო­ლი პის­ტო­ლე­ტი, ავ­ტო­მა­ტუ­რი ხელ­ნა­კე­თი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი და სხვა­დას­ხვა სა­ხის საბ­რძო­ლო მა­სა­ლა.

ამ ეტაპ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-6 ნა­წი­ლე­ბით, რაც ჯგუ­ფუ­რად ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის, საბ­რძო­ლო მა­სა­ლის, ფეთ­ქე­ბა­დი მო­წყო­ბი­ლო­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას გუ­ლის­ხმობს.

„უკ­რა­ი­ნის და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ქვე­ყა­ნა­ში 27 ნო­ემ­ბერს ჩა­მო­ვიდ­ნენ. მო­ცე­მულ მო­მენ­ტში მათი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის კონ­კრე­ტულ მიზ­ნებ­ზე და ამო­ცა­ნებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო და სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი და­ად­გენს არის თუ არა კავ­შირ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნის და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­თან. ამის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­მა­ტე­ბით მი­ე­წო­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია“,- ნათ­ქვა­მია შს სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავტორი:

რადას დეპუტატი - თბილისში დაკავებულ უკრაინის მოქალაქეებს ადგილობრივი ოპოზიციის აქციასთან კავშირი არ აქვთ

რადას დეპუტატი - თბილისში დაკავებულ უკრაინის მოქალაქეებს ადგილობრივი ოპოზიციის აქციასთან კავშირი არ აქვთ

უკრაინის რადას დეპუტატი სემიონ სემენჩენკო 2 დეკემბერს თბილისში უკრაინის მოქალაქეების დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საინფორმაციო ველზე ბევრი ჭორი ვრცელდება.

„ამ მიმართულებით განსაკუთრებით აქტიურობს პოროშენკოს მრჩეველი ბირიუკოვი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს დაკავებულები ოპოზიციის აქციაზე დასწრებას აპირებდნენ. არანაირი კავშირი ამ უკრაინელებს ადგილობრივი ოპოზიციის აქციასთან არ აქვთ და არც დასწრებიან მას“, - წერს დეპუტატი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

მისივე თქმით, ასევე ტყუილია, რომ ისინი იარაღის შესყიდვის დროს დააკავეს.

„ისინი სასტუმროში დააკავეს და ადვოკატების თქმით, ერთ-ერთ მათგანს ტყვიები აღმოუჩინეს, სხვას პისტოლეტი და ა.შ.“ - განაცხადა სემენჩენკომ.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ ახლა თბილისში იმყოფება და პროცესუალური ქმედებების დაწყების შემდეგ ნათელი იქნება თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მრჩეველმა იური ბირიუკოვმა „ფეისბუქში“ დაწერა, რომ სპეცოპერაციისას დაკავებულ უკრაინის მოქალაქეებთან ერთად, თბილისში, პარტია „სამოპომოშის“ დეპუტატი სემიონ სემენჩენკო იმყოფებოდა, რომელიც მოგვიანებით გაიქცა.

როგორც ცნობილია, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაცია თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო “გურუსა“ და “ალიანსში“ ჩაატარა. დაკავებულები არიან უკრაინის მოქალაქეები: ო.ნ., რ.მ., დ.კ. ი.კ., ი.ო., ს.კ. და საქართველოს მოქალაქე ლ.ჩ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

ამ ეტაპზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

„უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში 27 ნოემბერს ჩამოვიდნენ. მოცემულ მომენტში მათი საქართველოში ჩამოსვლის კონკრეტულ მიზნებზე და ამოცანებზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაადგენს არის თუ არა კავშირში დაკავებული უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან. ამის შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია“,- ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე