პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უნიკალური ფოტოები მეორე მსოფლიო ომის ტყვეთა ბანაკიდან, რომლებზეც შესაძლოა დაკარგული წინაპარი ამოიცნოთ
უნიკალური ფოტოები მეორე მსოფლიო ომის ტყვეთა ბანაკიდან, რომლებზეც შესაძლოა დაკარგული წინაპარი ამოიცნოთ

AMBEBI.GE მკი­თხვე­ლის მუდ­მი­ვი ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, აგ­რძე­ლებს მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლი ქარ­თვე­ლი მე­ომ­რე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბის მო­ძი­ე­ბის.

თით­ქმის ყვე­ლა მე­ომ­რის ბედი მტკივ­ნე­უ­ლი და თა­ვი­სე­ბუ­რად მძი­მეა, თუმ­ცა, არის გა­მორ­ჩე­უ­ლად გულ­და­სა­წყვე­ტი ის­ტო­რი­ე­ბიც, რო­მე­ლიც თით­ქმის 75 წლის შემ­დე­გაც ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რია.

ჩვენ ყუ­რა­დღე­ბით ვა­დევ­ნებთ თვალს კო­მენ­ტა­რებს და ვცდი­ლობთ მკი­თხვე­ლის მიერ მი­თი­თე­ბუ­ლი პი­რე­ბის შე­სა­ხე­ბაც მო­ვი­ძი­ოთ ინ­ფორ­მა­ცია. ამი­ტომ მკი­თხველს ვთხოვთ გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს: კო­მენ­ტა­რებ­ში თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო პი­რის მო­ნა­ცე­მე­ბი შეძ­ლე­ბისგვა­რად სრულ­ყო­ფი­ლად და­წე­რეთ, მა­გა­ლი­თად, გვა­რი-სა­ხე­ლი, მა­მის სა­ხე­ლი, და­ბა­დე­ბის ად­გი­ლი, წელი და ბოლო ცნო­ბის მი­ღე­ბის თა­რი­ღი...

ამ­ჯე­რად, ქერ­ჩის კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი, ნო­ვო­რო­სი­ის­კის სა­ერ­თო სა­საფ­ლა­ოს ფო­ტოს­თან ერ­თად გვაწ­ვდი­ან ერთ-ერთი მე­ომ­რის ფო­ტო­ებს, რო­მე­ლიც ომის დროს თა­ნა­მებ­რძო­ლებ­თან არის გა­და­ღე­ბუ­ლი... ფო­ტო­ებ­ზე ასა­ხუ­ლია - ალექ­სან­დრე პლა­ტო­ნის ძე კორ­ძა­ხია, და­ბა­დე­ბუ­ლი აბა­შის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ზა­ნათ­ში 1916 წელს. და­ი­ღუ­პა 1942 წელს, რუ­სე­თის ქა­ლაქ, ნო­ვო­რო­სი­ის­კში. დაკ­რძა­ლუ­ლია ად­გი­ლობ­რივ ძმა­თა სა­საფ­ლა­ო­ზე.

ალექ­სან­დრე კორ­ძა­ხია თა­ნა­მებ­რძოლს ჭრი­ლო­ბას უხ­ვევს

ამავდრო­უ­ლად, გერ­მა­ნი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის გო­გო­ნა მეგი სტემ­პე­ნი, ქა­ლაქ ცა­ი­თ­ჰა­ი­ნის სა­საფ­ლა­ო­დან იმ ქარ­თვე­ლი მე­ომ­რე­ბის მო­ნა­ცე­მებ­სა და ფოტო-მა­სა­ლას გვაწ­ვდის, რომ­ლე­ბიც დღემ­დე უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბოდ­ნენ.

"ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დაკ­რძა­ლუ­ლია 25 000 საბ­ჭო­თა ჯა­რის­კა­ცი, რომ­ლე­ბიც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში ტყვედ ჩა­ვარ­დნენ, მათ­გან 185 ქარ­თვე­ლია. ყო­ველ წელს 23 აპ­რილს იმარ­თე­ბა ღო­ნის­ძი­ე­ბა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ყვე­ლა იმ ქვეყ­ნის დრო­შას გა­მოჰ­ფე­ნენ, რომ­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლის აღ­ნიშ­ნულ ბა­ნაკ­ში იყო და და­ი­ღუ­პა. ეს იყო ლა­ზა­რე­თის ბა­ნა­კი, სა­დაც ტყვე­ე­ბი უკვე და­ა­ვა­დე­ბუ­ლი მიჰ­ყავ­დათ, მათი უმე­ტე­სო­ბა დი­ზენ­ტე­რი­ით, შიმ­ში­ლით, წყურ­ვი­ლით, მძი­მე ვი­თა­რე­ბა­ში და­ი­ღუპ­ნენ. არ­სე­ბობს ზაქ­სე­ნის მი­წის მუ­ზე­უ­მის მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნი, სა­დაც ამ ბა­ნა­კებ­ზეა მო­თხრო­ბი­ლი და მას­ში აღ­წე­რი­ლი ამ­ბე­ბი ძა­ლი­ან მძი­მე წა­სა­კი­თხია...

მე ვე­სა­უბ­რე ქა­ლა­ქის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას, შევ­ხვდი მუ­ზე­უ­მის ხელ­მძღვა­ნელს და მი­თხრა, რომ ამ დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, მუ­ზე­უ­მი გა­მო­ყოფს ავ­ტო­ბუსს და სტუმ­რე­ბის მუ­ზე­უ­მის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად წა­იყ­ვა­ნენ... ეს ეხე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში მცხოვ­რებ ქარ­თულ დი­ას­პო­რას, რო­მელ­თაც შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ თა­ვი­ან­თი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის ხსოვ­ნას პა­ტი­ვი მი­ა­გონ... თუ ვინ­მეს ექ­ნე­ბა ცა­ი­თ­ჰა­ინ­ში ჩა­მოს­ვლის სურ­ვი­ლი, შე­მეხ­მი­ა­ნოს, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რულ სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბას თა­ვად უზ­რუნ­ველ­ვყოფ" - გვე­უბ­ნე­ბა მეგი სტემ­პე­ნი.

გთა­ვა­ზობთ, უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლი ქარ­თვე­ლი მე­ომ­რე­ბის ახალ მო­ნა­ცე­მებს:

და­ვით ივა­ნეს ძე შე­რა­ზა­დაშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1920 წელს ონის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ონ­ჭევ­ში. ტყვედ ჩა­ვარ­და 1941 წლის 10 ოქ­ტომ­ბერს, ვი­აზ­მა­ში, ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი IV (304) ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 30336; წო­დე­ბა: რი­გი­თი. და­ი­ღუ­პა 1942 წლის 27 იან­ვარს.

დი­მიტ­რი და­თას ძე მო­სუ­ლიშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1908 წელს ყვარ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ახალ­სო­ფელ­ში. ტყვედ ჩა­ვარ­და 1942 წლის 2 ივ­ლისს ქა­ლაქ სე­ვას­ტო­პოლ­ში; ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი VIII (318) ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 67428 წო­დე­ბა: რი­გი­თი; და­ი­ღუ­პა 1944 წლის 3 ოქ­ტომ­ბერს.

ნი­კო­ლოზ მი­ხე­ი­ლის ძე ზამ­ბა­ხი­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1902 წელს, ქუ­თა­ი­სი, ტყი­ბუ­ლის ქუჩა #36. მე­უღ­ლის სა­ხე­ლი – მა­რია, დედა – მაკ­რი­ნე. ტყვედ ჩა­ვარ­და 1942 წლის 26 მა­ისს ქა­ლაქ ლო­ზო­ვა­ი­ა­ში; ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი IV. ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 203305; წო­დე­ბა – რი­გი­თი. გარ­და­იც­ვა­ლა 1944 წლის 8 მარტს.

ბო­რის გი­ორ­გის ძე ფი­ლი­ე­ვი (პი­ლი­ე­ვი) - და­ბა­დე­ბუ­ლი ლა­გო­დე­ხის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ლაფ­ნი­ან­ში. მის პი­რად მო­ნა­ცე­მებ­ში მი­თი­თე­ბუ­ლია: "პრო­ფე­სია - მოს­წავ­ლე", რაც სა­ვა­რა­უ­დოდ ნიშ­ნავს, რომ ფროტ­ნის ხაზ­ზე პირ­და­პირ სკო­ლის მერ­ხი­დან წა­ვი­და... ტყვედ ჩა­ვარ­და უკ­რა­ი­ნის ქა­ლაქ ჩერ­ნი­გოვ­ში 1941 წლის 2 სექ­ტემ­ბერს. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი IV. ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 133432; წო­დე­ბა - რი­გი­თი. და­ი­ღუ­პა 1944 წლის 10 მარტს.

ტრი­ფო­ნი კა­ბუ­ჩის (?!) ძე მორ­გო­შია - და­ბა­დე­ბუ­ლი 1921 წელს წა­ლენ­ჯი­ხის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სა­ჩი­ნო­ში. ტყვედ ჩა­ვარ­და 1942 წლის 5 იან­ვარს ქა­ლაქ ხარ­კოვ­ში. შტა­ლა­გი IV. ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 157472; წო­დე­ბა - რი­გი­თი; და­ი­ღუ­პა 1942 წლის 17 ოქ­ტომ­ბერს.

სერ­გეი ია­კო­ბის ძე შე­ი­კი­ნი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1900 წელს დაბა მან­გლის­ში. ტყვედ ჩა­ვარ­და 1942 წლის 2 ივ­ლისს ქა­ლაქ სე­ვას­ტო­პოლ­ში. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი IV (304) ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 203503; წო­დე­ბა - რი­გი­თი. და­ი­ღუ­პა 1943 წლის 3 ივ­ნისს.

ბე­სა­რი­ონ სი­მო­ნის ძე გამ­გე­ბე­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი სა­ჩხე­რის რა­ი­ო­ნის სო­ფე­ლი ჭორ­ვი­ლა. მე­უღ­ლე - გა­ლი­ნა. ტყვედ ჩა­ვარ­დნის ად­გი­ლი უკ­რა­ი­ნის ქა­ლა­ქი ვო­რო­ში­ლოვრგა­დი (ახ­ლან­დე­ლი ლუ­განსკი). ბა­ნა­კი, - შტა­ლა­გი IV. ბა­ნა­კის ნო­მე­რი: - 201331. წო­დე­ბა – რი­გი­თი. და­ი­ღუ­პა 1943 წლის 24 აპ­რილს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალი
0

გამარჯობათ. დარიო ბიტკაში დაიკარგა სამამულო ომში.იქნებ არის სადმე მოხსენებული.ან სად არის დამარხული.ტანკისტი იყო. გმადლობთ.

არკადი ზარანდია
0

ქ-ნო ნინა. თქვენი ნათესავი გაბელაია რაინდი კონსტანტინეს ძე დაბ. 1923წ აბაშის რ-ნიდან გაწვეული 1942წ . დაკარგულია უგზო-უკვლოდ 1943 წ. დეკემბერში, ადგილი არაა მითითებული

ავტორი:

უნიკალური ფოტოები მეორე მსოფლიო ომის ტყვეთა ბანაკიდან, რომლებზეც შესაძლოა დაკარგული წინაპარი ამოიცნოთ

უნიკალური ფოტოები მეორე მსოფლიო ომის ტყვეთა ბანაკიდან, რომლებზეც შესაძლოა დაკარგული წინაპარი ამოიცნოთ

AMBEBI.GE მკითხველის მუდმივი ინტერესის გათვალისწინებით, აგრძელებს მეორე მსოფლიო ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი მეომრების მონაცემების მოძიების.

თითქმის ყველა მეომრის ბედი მტკივნეული და თავისებურად მძიმეა, თუმცა, არის გამორჩეულად გულდასაწყვეტი ისტორიებიც, რომელიც თითქმის 75 წლის შემდეგაც ძალიან ემოციურია.

ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს კომენტარებს და ვცდილობთ მკითხველის მიერ მითითებული პირების შესახებაც მოვიძიოთ ინფორმაცია. ამიტომ მკითხველს ვთხოვთ გაითვალისწინოს: კომენტარებში თქვენთვის საინტერესო პირის მონაცემები შეძლებისგვარად სრულყოფილად დაწერეთ, მაგალითად, გვარი-სახელი, მამის სახელი, დაბადების ადგილი, წელი და ბოლო ცნობის მიღების თარიღი...

ამჯერად, ქერჩის კომისიის წევრები, ნოვოროსიისკის საერთო სასაფლაოს ფოტოსთან ერთად გვაწვდიან ერთ-ერთი მეომრის ფოტოებს, რომელიც ომის დროს თანამებრძოლებთან არის გადაღებული... ფოტოებზე ასახულია - ალექსანდრე პლატონის ძე კორძახია, დაბადებული აბაშის რაიონის სოფელ ზანათში 1916 წელს. დაიღუპა 1942 წელს, რუსეთის ქალაქ, ნოვოროსიისკში. დაკრძალულია ადგილობრივ ძმათა სასაფლაოზე.

ალექსანდრე კორძახია თანამებრძოლს ჭრილობას უხვევს

ამავდროულად, გერმანიაში მცხოვრები ქართული წარმოშობის გოგონა მეგი სტემპენი, ქალაქ ცაითჰაინის სასაფლაოდან იმ ქართველი მეომრების მონაცემებსა და ფოტო-მასალას გვაწვდის, რომლებიც დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ.

"ამ ტერიტორიაზე დაკრძალულია 25 000 საბჭოთა ჯარისკაცი, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში ტყვედ ჩავარდნენ, მათგან 185 ქართველია. ყოველ წელს 23 აპრილს იმართება ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც ყველა იმ ქვეყნის დროშას გამოჰფენენ, რომლის წარმომადგენელის აღნიშნულ ბანაკში იყო და დაიღუპა. ეს იყო ლაზარეთის ბანაკი, სადაც ტყვეები უკვე დაავადებული მიჰყავდათ, მათი უმეტესობა დიზენტერიით, შიმშილით, წყურვილით, მძიმე ვითარებაში დაიღუპნენ. არსებობს ზაქსენის მიწის მუზეუმის მიერ გამოცემული წიგნი, სადაც ამ ბანაკებზეა მოთხრობილი და მასში აღწერილი ამბები ძალიან მძიმე წასაკითხია...

მე ვესაუბრე ქალაქის ადმინისტრაციას, შევხვდი მუზეუმის ხელმძღვანელს და მითხრა, რომ ამ დღესთან დაკავშირებით, მუზეუმი გამოყოფს ავტობუსს და სტუმრების მუზეუმის დასათვალიერებლად წაიყვანენ... ეს ეხება გერმანიაში მცხოვრებ ქართულ დიასპორას, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ თავიანთი თანამემამულეების ხსოვნას პატივი მიაგონ... თუ ვინმეს ექნება ცაითჰაინში ჩამოსვლის სურვილი, შემეხმიანოს, ორგანიზატორულ საკითხების მოგვარებას თავად უზრუნველვყოფ" - გვეუბნება მეგი სტემპენი.

გთავაზობთ, უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი მეომრების ახალ მონაცემებს:

დავით ივანეს ძე შერაზადაშვილი - დაბადებული 1920 წელს ონის რაიონის სოფელ ონჭევში. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 10 ოქტომბერს, ვიაზმაში, ბანაკი: შტალაგი IV (304) ბანაკის ნომერი: 30336; წოდება: რიგითი. დაიღუპა 1942 წლის 27 იანვარს.

დიმიტრი დათას ძე მოსულიშვილი - დაბადებული 1908 წელს ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 2 ივლისს ქალაქ სევასტოპოლში; ბანაკი: შტალაგი VIII (318) ბანაკის ნომერი: 67428 წოდება: რიგითი; დაიღუპა 1944 წლის 3 ოქტომბერს.

ნიკოლოზ მიხეილის ძე ზამბახიძე - დაბადებული 1902 წელს, ქუთაისი, ტყიბულის ქუჩა #36. მეუღლის სახელი – მარია, დედა – მაკრინე. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 26 მაისს ქალაქ ლოზოვაიაში; ბანაკი: შტალაგი IV. ბანაკის ნომერი: 203305; წოდება – რიგითი. გარდაიცვალა 1944 წლის 8 მარტს.

ბორის გიორგის ძე ფილიევი (პილიევი) - დაბადებული ლაგოდეხის რაიონის სოფელ ლაფნიანში. მის პირად მონაცემებში მითითებულია: "პროფესია - მოსწავლე", რაც სავარაუდოდ ნიშნავს, რომ ფროტნის ხაზზე პირდაპირ სკოლის მერხიდან წავიდა... ტყვედ ჩავარდა უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვში 1941 წლის 2 სექტემბერს. ბანაკი: შტალაგი IV. ბანაკის ნომერი: 133432; წოდება - რიგითი. დაიღუპა 1944 წლის 10 მარტს.

ტრიფონი კაბუჩის (?!) ძე მორგოშია - დაბადებული 1921 წელს წალენჯიხის რაიონის სოფელ საჩინოში. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 5 იანვარს ქალაქ ხარკოვში. შტალაგი IV. ბანაკის ნომერი: 157472; წოდება - რიგითი; დაიღუპა 1942 წლის 17 ოქტომბერს.

სერგეი იაკობის ძე შეიკინი - დაბადებული 1900 წელს დაბა მანგლისში. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 2 ივლისს ქალაქ სევასტოპოლში. ბანაკი: შტალაგი IV (304) ბანაკის ნომერი: 203503; წოდება - რიგითი. დაიღუპა 1943 წლის 3 ივნისს.

ბესარიონ სიმონის ძე გამგებელი - დაბადებული საჩხერის რაიონის სოფელი ჭორვილა. მეუღლე - გალინა. ტყვედ ჩავარდნის ადგილი უკრაინის ქალაქი ვოროშილოვრგადი (ახლანდელი ლუგანსკი). ბანაკი, - შტალაგი IV. ბანაკის ნომერი: - 201331. წოდება – რიგითი. დაიღუპა 1943 წლის 24 აპრილს.