სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულების ხელფასები, პრემიები და დანამატები კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა. „ბიზნესპრესნიუსი“ უკვე წერდა იმ ჩინოვნიკებზე, რომელთაც ხელფასის სახით ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე მაღალი შემოსავალი მიიღეს.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, პრემიერზე დიდი ხელფასი აქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინპექტორს, თამარ ქალდანს. ცნობისთვის, გასულ წელს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფილმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა 51 000 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო.
თამარ ქალდანმა დეკლარაცია მიმდინარე წლის 28 ნოემბერს შეავსო. როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, 2017 წელს თამარ ქალდანის შემოსავალმა აღნიშნულ თანამდებობაზე 81 250 ლარი შეადგინა, ეს თვეში 6 770 ლარია.
გარდა ამისა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სახელზეა რეგისტრირებული დუშეთში, სოფელ მჭადიჯვარში, 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც დეკლარაციის თანახმად, 2011 წელს მემკვიდრეობით გადაეცა. ასევე მის საკუთრებაშია 2009 წელს შეძენილი ავტომობილი, ფოლცვაგენ ჯეტა, (გამოშვების წელი 2005), რომლის ღირებულება 10 000 დოლარს შეადგენს.
რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის თანახმად, თამარ ქალდანის სახელზეა: თი ბი სი ბანკის ანგარიშზე მიმდინარე - 8 500 ლარი, 43, 61 დოლარი, საკრედიტო - 2400 ლარი, სახელფასო - 16316,05 ლარი, 400 დოლარი და 1158,47 ევრო. ვითიბი ბანკში კი სახელფასო -2356,63 ლარი. წაიკითხეთ სრულად