იაპონიაში უამრავი ცარიელი საცხოვრებელი სახლია, ხალხის რაოდენობა კი არასაკმარისია იმისათვის, რომ ამ სახლებში იცხოვრონ. ქვეყნის პროვინციებში, სოფლებსა და სუბურბანულ ტერიტორიებზე საცხოვრებელ სახლებზე მოთხოვნა დაბალია. ამის უმთავრესი მიზეზი ადამიანების დიდ ქალაქებში მიგრაციაა. შესაბამისად, როცა მოთხოვნა დაბალია, უძრავი ქონებაზე ფასებიც ეცემა. აქ მცხოვრებ ადამიანებს მემკვიდრეობით მიღებული ძველი სახლების მოვლა-პატრონობის სტიმულიც კი არ აქვთ. ადგილობრივი ხელისუფლება გამოუვალ ვითარებაშია. მათ არა აქვთ უფლება მესაკუთრეების უფლების გარეშე იქ ვინმე შეასახლონ ან გაარემონტონ, ან კიდევ მისი დემონტაჟი განახორციელონ.
როგორც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი წერს, თუ მაგალითად, მოქალაქე ტოკიოში ცხოვრობს და ამავდროულად მემკვიდრეობით იღებს სახლს სხვა ქალაქში, დიდია ალბათობა იმისა, რომ მეორე სახლზე უარი თქვას, თუნდაც იმიტომ, რომ არ გადაიხადოს მეორე საცხოვრებლის გადასახადი, რომელიც იაპონიაში მოქმედებს.
ამ ვითარებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობაც. თუ მე-20-ე საუკუნის განმავლობაში ქვეყნის მოსახლეობა 40 მილიონიდან 127 მილიონამდე გაიზარდა, ახლა ის სწრაფი ტემპით იკლებს. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, მაშინ 2100 წლისთვის იაპონიის მოსახლეობის რაოდენობა 85 მილიონამდე შემცირდება.
სტატისტიკის მიხედვით, 2008 წლისთვის იაპონიაში 7,5 მილიონი ცარიელი სახლი იყო. 2013 წლისთვის კი მათმა რიცხვმა 8,2 მილიონს მიაღწია. წაიკითხეთ სრულად