ავტორი:

"გული ბევრ რამეზე ეტკინა, მაგრამ არ იმჩნევდა" - რას ჰყვება თამარ სხირტლაძე სალომე ზურაბიშვილზე, რომელთანაც 15-წლიანი მეგობრობა აკავშირებს

"გული ბევრ რამეზე ეტკინა, მაგრამ არ იმჩნევდა" - რას ჰყვება თამარ სხირტლაძე სალომე ზურაბიშვილზე, რომელთანაც 15-წლიანი მეგობრობა აკავშირებს

"ძალიან მესიამოვნა ნიკა წულუკიძესთვის სალომეს რომ უთქვამს, საქართველოში ორი დაქალი მყავს - ნათელა მაჭავარიანი და თამარ სხირტლაძეო...ამასწინ რუსთაველის თეტრში ვიყავით და სალომეს გვერდით ნათელა მაჭავარიანი ეჯდა. მე ვუთხარი სალომეს, - ამას დავახჩობ-მეთქი, - ნათელამ გაოცებულმა შემომხედა, - რას მერჩიო? - ვეჭვიანობ, სალომესთან შენ უფრო ახლოს ხარ-მეთქი და სამივემ გულიანად ვიცინეთ", - გვითხრა ქართული თეატრის ცოცხალმა ლეგენდამ თამარ სხირტლაძემ, რომელიც ქვეყნის პრეზიენტად ახალარჩეული სალომე ზურაბიშვილთან მეგობრობაზე გვიყვება.

- ჩემი შვილის პირველი მეუღლე საფრანგეთში დაბადებული და გაზრდილი ქართველი ქალი - ნინო კალატოზიშვილია, რომელსაც ახლა ყველა იცნობს, საფრანგეთში თუ ვინმე ქართველი ჩადის, იგი ყველას მასპინძელია. ნინომ ქართული ერთი სიტყვაც კი არ იცოდა, როდესაც ჩემი რძალი გახდა... ჩემი რძალი და მისი მშობლები მუდმივად მიყვებოდნენ სალომეზე და მისი ოჯახის წევრებზე. სალომე როცა საქართველოში ჩამოვიდა, ის და დედამისი ტელევიზიით ვნახე და გაოგნებული დავრჩი. სალომე ხომ ყველამ ვიცით, როგორი იშვიათი გარეგნობის ქალია და დედამისიც ულამაზესი იყო! ჩემზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს, დღემდე ვერ ვივივწყებ... ჩემი რძლის მეშვეობით ისინი მეც მალე გავიცანი და დღეს სალომესთან დაახლოებით 15-წლიანი მეგობრობა მაკავშირებს...

- თქვენი რძალი ისევ მეგობრობს სალომე ზურაბიშვილთან?

- ჩემი რძალი სალომეს იმდენად ახლო მეგობარია, სალომეს თუ ოდნავ რამე განსაცდელი აქვს, იგი პარიზიდან ჩამოდის, მის გვერდით რომ იყოს. ღამე გასათევადაც სალომესთან რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ქალიშვილი და შვილიშვილი აქ ჰყავს... ჩემს სპექტაკლებზე სალომეს სულ ეპატიჟება და ერთად მოდიან ხოლმე. სალომეს დედა და ჩემი ნონოს დედა მეგობრები იყვნენ, შემდეგ ესენიც დამეგობრდნენ და დღეს დებივით არიან. სალომე ნინოს ხშირად სამოსს ჩუქნის და ვინაიდან ჩემი რძალი ტანად პატარა ქალია, ტანსაცმელი მისთვის დიდია და სულ მე მაძლევს.

რუსთაველის თეატრში, სადაც სალომე წინასაარჩევნოდ მსახიობებს შეხვდა, ცოტა დამაგვიანდა და წარმოიდგინეთ, ყველა მე მელოდა, მანამდე არ დაიწყეს სიტყვით გამოსვლები, ვიდრე არ მივედი. ძალიან გამიკვირდა და დიდი უხერხულობა ვიგრძენი... იქ კახი კავსაძე, რომ სიტყვით გამოვიდა, დაუძახეს ეგრე კი არა, სიმღერით ჯობსო. კახიმ მრავალჟამიერი დასჭექა და სალომეს ხელი გადახვია, სალომემ მე გადმომხვია ხელი, ვუთხარი ხომ ხედავ, ამდენი ნანერვიულები ისევ მსახიობებმა გამოგიყვანეთ მდგომარეობიდან და როგორ კარგ ხასიათზე დაგაყენეთ-მეთქი... წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ