პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნაქირავებ ბინაში მდგმურს შემოაკვდა... - რას წერს ჟურნალისტი ვაჟაზე მოკლული 45 წლის ქა­ლის შესახებ, რომელსაც პირადად იცნობდა
ნაქირავებ ბინაში მდგმურს შემოაკვდა... - რას წერს ჟურნალისტი ვაჟაზე მოკლული 45 წლის ქა­ლის შესახებ, რომელსაც პირადად იცნობდა

27 ნო­ემ­ბერს თბი­ლის­ში, ვაჟა-ფშა­ვე­ლას ქუ­ჩა­ზე, მკვლე­ლო­ბა მოხ­და. მოკ­ლუ­ლი 45 წლის სვეტ­ლა­ნა ამო­ე­ვი აღ­მოჩ­ნდა. მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ამ ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვა.

ჟურ­ნა­ლის­ტი ირაკ­ლი ვა­ჩი­ბე­რი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე მოკ­ლუ­ლი ქა­ლის შე­სა­ხებ წერს. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ჟურ­ნა­ლისტს გარ­დაც­ვლილ­თან და ასე­ვე მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­თან ნაც­ნო­ბო­ბა აკავ­ში­რებს.

“რე­ჟი­სო­რი, რომ ვიყო აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­ვი­ღებ­დი ფილ­მს, უფრო სწო­რად სე­რი­ალს ჩემ­ზე, სა­დაც მე ვიქ­ნე­ბო­დი მთა­ვა­რი გმი­რი, ბო­დი­ში მთა­ვა­რი სხვა იქ­ნე­ბო­და, მე ერთ-ერთი ეპი­ზო­დის მო­ნა­წი­ლე ვიქ­ნე­ბო­დი. მოკ­ლედ რისი/ვისი მსხვერ­პლი გავ­ხდი არ ვიცი, მაგ­რამ რომ გავ­ხდი ეს ვიცი. ყვე­ლა­ფე­რი 11 თვის წინ და­ი­წყო, თბი­ლის­ში, მეტ­რო­დან ამო­სუ­ლი, კე­დელ­ზე გაკ­რულ ფურ­ცელ­ზე ვკი­თხუ­ლობ, რომ ვაჟა ფშა­ვე­ლა­ზე ბი­ნას აგი­რა­ვე­ბენ, ძა­ლი­ან სიმ­ბო­ლურ თან­ხად, ჰოდა ვი­ფიქ­რე ქი­რა­ში ფული რო­დემ­დე ვყა­რო-მეთ­ქი და ეგ­რე­ვე დავ­რე­კე. მი­პა­სუ­ხა ქალ­მა და მა­შინ­ვე და­მი­ბა­რა სახ­ლის სა­ნა­ხავდ. მი­ვე­დი და მხვდე­ბა ესე­თი სუ­რა­თი-სახ­ლი ვაჟა ფშა­ვა­ლა­ზე, გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი, "გას­რი­ა­ლე­ბუ­ლი" შედი და იცხოვ­რე. ჰოდა მეც შე­ვე­დი ვი­ცხოვ­რე და ფუ­ლიც მი­ვე­ცი. თან­ხა­ზე ვკი­თხე ასე იფად რა­ტომ მიშ­ვებ-მეთ­ქი და მეტი არ მჭირ­დე­ბა და ეს თან­ხა უკან ისევ ჩემი და­საბ­რუ­ნე­ბე­ლია და რაც მჭირ­დე­ბო­და იმ თან­ხად ვა­გი­რა­ვე­ბო. ოღონდ ერთი პი­რო­ბა იყო, მის სახ­ლში, ჩემ­თან ერ­თად ამ ქალს, ანუ დი­ა­სახ­ლის­საც უნდა ეცხოვ­რა. ვი­ფიქ­რე რა პრობ­ლე­მაა, დამ­პა­ლა­რა­კე­ბე­ლი მე­ყო­ლე­ბა-მეთ­ქი. ნო­ტა­რი­უს­ში მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვით. მერე ერთ დღეს მე არ მე­ცა­ლა, მე­ო­რე დღეს იმას, მერე მო­ვი­კი­თხე და ნო­ტა­რი­უსს ფული უნ­დო­და და ვი­ფიქ­რე უკვე გა­ვი­ცა­ნი ეს ქალი, სან­დოა, ზედ მყვე­ბა, კერ­ძებს მახ­ვედ­რებს, დი­ლით სა­უზ­მეს მიმ­ზა­დებს და რა­ღად მინ­და ნო­ტა­რი­უ­სით­ქო. ყო­ველ სა­ღა­მოს მიყ­ვე­ბო­და, რომ ძმე­ბი რუ­სეთ­ში ჰყავ­და, რომ­ლე­ბიც ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი იყ­ვნენ. მის დას ეხ­ვე­წე­ბოდ­ნენ ჩვენ­თან ჩა­მო­დიო, მაგ­რამ მას სა­ქარ­თვე­ლოს და­ტო­ვე­ბა არ უნ­დო­და. ერთ დღე­საც მი­რე­კავს და მე­უბ­ნე­ბა, რომ ყაზ­ბეგ­ზე სახ­ლი იყი­დე­ბა და ჩემს ძმას უნდა რომ მი­ყი­დოს და წა­მომ­ყვე­ვი შე­მი­ფა­სეო, თუ მოგ­ვე­წო­ნე­ბა ფულს რუ­სე­თი­დან გა­მო­აგ­ზავ­ნი­სო. და­სა­წუ­ნი იმ სახ­ლს არა­ფე­რი ჰქონ­და და მე ვუ­თხა­რი კარ­გია-მეთ­ქი, ჰოდა ვე­ტყვი და ჩემი ძმა იყი­დის ამ სახ­ლსა­ცო. მარ­თლაც რამ­დე­ნი­მე დღე­ში მე­უბ­ნე­ბა ვა­ჟა­ზე ცხოვ­რე­ბა მომ­ბეზ­რდა და ყაზ­ბეგ­ზე გა­და­ვი­დეთ, ის სახ­ლი ჯო­ბი­აო და ამას გა­ვა­ქი­რა­ვე­ბო. მოკ­ლედ მეც გა­დავ­ყე­ვი რა უნდა მექ­ნა, გი­რით ვი­ყა­ვი სახ­ლში და „ხა­ზე­ი­კას“ გავ­ყე­ვი.

ჰოდა მას შემ­დეგ, რაც თბი­ლი­სი­დან ისევ ქუ­თა­ის­ში ვბრუნ­დე­ბო­დი, ჩემს დი­ა­სახ­ლისს და­ვე­ლა­პა­რა­კე , რომ გა­დავ­დი­ვარ ქუ­თა­ის­ში და ფული მჭირ­დე­ბა­თქო. დი­ა­სახ­ლის­მა მი­თხრა, რომ წადი და ფულს ქუ­თა­ის­ში მა­ლე­ვე და­გიბ­რუ­ნე­ბო. მეც წა­მო­ვე­დი, ცოტა ხნის წინ და­მი­რე­კა და მი­თხრა ვაგ­რო­ვებ და 15 დე­კემ­ბერს ჩა­გი­რი­ცხა­ვო. სამი დღის წინ კი ტე­ლე­ვი­ზორ­ში ვუ­ყუ­რებ სი­უ­ჟეტს სა­ხე­ლით" თბი­ლის­ში კაც­მა ბი­ნის მე­პატ­რო­ნე ქალი მოკ­ლა". აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს ქალი ჩემი "ხა­ზე­ი­კაა" მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი კი ჩემი თა­ნა­მე­ო­თა­ხე. მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ კი ამ ქალ­ზე ბევ­რი ბინ­ძუ­რი რამ გა­ვი­გე.

1) თურ­მე სახ­ლში, სა­დაც მე გი­რით შე­ვე­დი, თვი­თონ ყო­ფი­ლა ქი­რით შე­სუ­ლი. ჩემ­ნა­ი­რად ატყუ­ებ­და ყვე­ლას და სახ­ლის ყვე­ლა ოთა­ხი და­გი­რა­ვე­ბუ­ლი ჰქონ­და. სახ­ლი მის სა­კუთ­რე­ბა­ში არც ვა­ჟა­ზე ყო­ფი­ლა და არც ყაზ­ბეგ­ზე, ორი­ვე ქი­რით ჰქონ­და აღე­ბუ­ლი.

2) მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ გა­ვი­გეთ, რომ ძმე­ბი რუ­სეთ­ში არა, გლ­დან­ში ჰყავ­და და თა­ვად ძმებს ეგო­ნათ, რომ მისი და რუ­სეთ­ში იყო. ძმებ­მა თქვეს, თვე­ში ერთხელ გვი­რე­კავ­და და ამ­ბობ­და მოს­კოვ­ში ვარო.

3) ბი­ნა­ში ცხოვ­რე­ბის დროს ყუ­ლა­ბა გა­მი­ტე­ხეს და ფული მომ­პა­რეს, დი­ა­სახ­ლის­მა სხვას და­აბ­რა­ლა და სახ­ლი­დან გა­უშ­ვა, თურ­მე მას მო­უ­პა­რავს.

4) ყაზ­ბეგ­ზე ცხოვ­რე­ბის დროს ე.წ „მეტ­რი­ა­ნით“ სახ­ლის ზო­მებს ვი­ღებ­დით, რე­მონ­ტი რა და­მიჯ­დე­ბაო, ამ ფორ­მით კი ჩემი დარ­წმუ­ნე­ბა უნ­დო­და, რომ ბინა მას ეკუთ­ვნო­და და ქი­რით არ იყო. ისე­დაც მჯე­რო­და, ამ ფორ­მას რა­ტომ მი­მარ­თავ­და არ ვიცი.

5) მკვლე­ლო­ბა მე­სა­მე ბი­ნა­ში მოხ­და. ისიც ქი­რით ჰქონ­და აღე­ბუ­ლი, სა­დაც მდგმურს შე­მო­აკ­ვდა. (ვიც­ნობ­დი იმ ბიჭს გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ერთ სახ­ლში, გვერ­დი-გვერდ ოთა­ხებ­ში ვცხოვ­რობ­დი)

6) ახლა ვსხედ­ვართ ყვე­ლა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი, რომ­ლებ­საც ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტი არ გაგ­ვაჩ­ნია და ვფიქ­რობთ, ვინ უნდა დაგ­ვიბ­რუ­ნოს ჩემი თან­ხა.

7) დღეს ამ ქა­ლის დაკ­რძალ­ვაა, თბი­ლის­ში ვერ წა­ვე­დი. მთე­ლი დღე მე­ფიქ­რე­ბა რამ­დე­ნი სი­კე­თე გა­უ­კე­თე­ბია ჩემ­თვის და ამა­ვე დროს რამ­დე­ნი რამ მო­უ­ტყუ­ე­ბია".

შე­გახ­სე­ნებთ, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დე­ტექ­ტი­ვე­ბი­სა და ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს სამ­მარ­თვე­ლო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ხ., გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით თბი­ლის­ში, ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს. ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

„გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა თბი­ლის­ში, ვაჟა-ფშა­ვე­ლას ქუ­ჩა­ზე, დრო­ე­ბით სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, ამა­ვე მი­სა­მარ­თზე მცხოვ­რებ ბი­ნის მფლო­ბელს - 1973 წელს და­ბა­დე­ბულ ს.ა.-ს, ცივი ია­რა­ღით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. პო­ლი­ცი­ამ გ.ხ. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და­ა­კა­ვა. მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი და­ნა­შა­უ­ლის მო­ტი­ვის და სხვა ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბის და­სად­გე­ნად. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი, დანა ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს. გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - ნათ­ქვა­მია შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

ნაქირავებ ბინაში მდგმურს შემოაკვდა... - რას წერს ჟურნალისტი ვაჟაზე მოკლული 45 წლის ქა­ლის შესახებ, რომელსაც პირადად იცნობდა

ნაქირავებ ბინაში მდგმურს შემოაკვდა... - რას წერს ჟურნალისტი ვაჟაზე მოკლული 45 წლის ქა­ლის შესახებ, რომელსაც პირადად იცნობდა

27 ნოემბერს თბილისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, მკვლელობა მოხდა. მოკლული 45 წლის სვეტლანა ამოევი აღმოჩნდა. მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე მოკლული ქალის შესახებ წერს. როგორც აღმოჩნდა, ჟურნალისტს გარდაცვლილთან და ასევე მკვლელობაში ბრალდებულთან ნაცნობობა აკავშირებს.

“რეჟისორი, რომ ვიყო აუცილებლად გადავიღებდი ფილმს, უფრო სწორად სერიალს ჩემზე, სადაც მე ვიქნებოდი მთავარი გმირი, ბოდიში მთავარი სხვა იქნებოდა, მე ერთ-ერთი ეპიზოდის მონაწილე ვიქნებოდი. მოკლედ რისი/ვისი მსხვერპლი გავხდი არ ვიცი, მაგრამ რომ გავხდი ეს ვიცი. ყველაფერი 11 თვის წინ დაიწყო, თბილისში, მეტროდან ამოსული, კედელზე გაკრულ ფურცელზე ვკითხულობ, რომ ვაჟა ფშაველაზე ბინას აგირავებენ, ძალიან სიმბოლურ თანხად, ჰოდა ვიფიქრე ქირაში ფული როდემდე ვყარო-მეთქი და ეგრევე დავრეკე. მიპასუხა ქალმა და მაშინვე დამიბარა სახლის სანახავდ. მივედი და მხვდება ესეთი სურათი-სახლი ვაჟა ფშავალაზე, გარემონტებული, "გასრიალებული" შედი და იცხოვრე. ჰოდა მეც შევედი ვიცხოვრე და ფულიც მივეცი. თანხაზე ვკითხე ასე იფად რატომ მიშვებ-მეთქი და მეტი არ მჭირდება და ეს თანხა უკან ისევ ჩემი დასაბრუნებელია და რაც მჭირდებოდა იმ თანხად ვაგირავებო. ოღონდ ერთი პირობა იყო, მის სახლში, ჩემთან ერთად ამ ქალს, ანუ დიასახლისსაც უნდა ეცხოვრა. ვიფიქრე რა პრობლემაა, დამპალარაკებელი მეყოლება-მეთქი. ნოტარიუსში მომდევნო დღეებში უნდა წავსულიყავით. მერე ერთ დღეს მე არ მეცალა, მეორე დღეს იმას, მერე მოვიკითხე და ნოტარიუსს ფული უნდოდა და ვიფიქრე უკვე გავიცანი ეს ქალი, სანდოა, ზედ მყვება, კერძებს მახვედრებს, დილით საუზმეს მიმზადებს და რაღად მინდა ნოტარიუსითქო. ყოველ საღამოს მიყვებოდა, რომ ძმები რუსეთში ჰყავდა, რომლებიც ბიზნესმენები იყვნენ. მის დას ეხვეწებოდნენ ჩვენთან ჩამოდიო, მაგრამ მას საქართველოს დატოვება არ უნდოდა. ერთ დღესაც მირეკავს და მეუბნება, რომ ყაზბეგზე სახლი იყიდება და ჩემს ძმას უნდა რომ მიყიდოს და წამომყვევი შემიფასეო, თუ მოგვეწონება ფულს რუსეთიდან გამოაგზავნისო. დასაწუნი იმ სახლს არაფერი ჰქონდა და მე ვუთხარი კარგია-მეთქი, ჰოდა ვეტყვი და ჩემი ძმა იყიდის ამ სახლსაცო. მართლაც რამდენიმე დღეში მეუბნება ვაჟაზე ცხოვრება მომბეზრდა და ყაზბეგზე გადავიდეთ, ის სახლი ჯობიაო და ამას გავაქირავებო. მოკლედ მეც გადავყევი რა უნდა მექნა, გირით ვიყავი სახლში და „ხაზეიკას“ გავყევი.

ჰოდა მას შემდეგ, რაც თბილისიდან ისევ ქუთაისში ვბრუნდებოდი, ჩემს დიასახლისს დაველაპარაკე , რომ გადავდივარ ქუთაისში და ფული მჭირდებათქო. დიასახლისმა მითხრა, რომ წადი და ფულს ქუთაისში მალევე დაგიბრუნებო. მეც წამოვედი, ცოტა ხნის წინ დამირეკა და მითხრა ვაგროვებ და 15 დეკემბერს ჩაგირიცხავო. სამი დღის წინ კი ტელევიზორში ვუყურებ სიუჟეტს სახელით" თბილისში კაცმა ბინის მეპატრონე ქალი მოკლა". აღმოჩნდა, რომ ეს ქალი ჩემი "ხაზეიკაა" მკვლელობაში ბრალდებული კი ჩემი თანამეოთახე. მკვლელობის შემდეგ კი ამ ქალზე ბევრი ბინძური რამ გავიგე.

1) თურმე სახლში, სადაც მე გირით შევედი, თვითონ ყოფილა ქირით შესული. ჩემნაირად ატყუებდა ყველას და სახლის ყველა ოთახი დაგირავებული ჰქონდა. სახლი მის საკუთრებაში არც ვაჟაზე ყოფილა და არც ყაზბეგზე, ორივე ქირით ჰქონდა აღებული.

2) მკვლელობის შემდეგ გავიგეთ, რომ ძმები რუსეთში არა, გლდანში ჰყავდა და თავად ძმებს ეგონათ, რომ მისი და რუსეთში იყო. ძმებმა თქვეს, თვეში ერთხელ გვირეკავდა და ამბობდა მოსკოვში ვარო.

3) ბინაში ცხოვრების დროს ყულაბა გამიტეხეს და ფული მომპარეს, დიასახლისმა სხვას დააბრალა და სახლიდან გაუშვა, თურმე მას მოუპარავს.

4) ყაზბეგზე ცხოვრების დროს ე.წ „მეტრიანით“ სახლის ზომებს ვიღებდით, რემონტი რა დამიჯდებაო, ამ ფორმით კი ჩემი დარწმუნება უნდოდა, რომ ბინა მას ეკუთვნოდა და ქირით არ იყო. ისედაც მჯეროდა, ამ ფორმას რატომ მიმართავდა არ ვიცი.

5) მკვლელობა მესამე ბინაში მოხდა. ისიც ქირით ჰქონდა აღებული, სადაც მდგმურს შემოაკვდა. (ვიცნობდი იმ ბიჭს გარკვეული პერიოდი ერთ სახლში, გვერდი-გვერდ ოთახებში ვცხოვრობდი)

6) ახლა ვსხედვართ ყველა დაზარალებული, რომლებსაც ოფიციალური დოკუმენტი არ გაგვაჩნია და ვფიქრობთ, ვინ უნდა დაგვიბრუნოს ჩემი თანხა.

7) დღეს ამ ქალის დაკრძალვაა, თბილისში ვერ წავედი. მთელი დღე მეფიქრება რამდენი სიკეთე გაუკეთებია ჩემთვის და ამავე დროს რამდენი რამ მოუტყუებია".

შეგახსენებთ, მომხდართან დაკავშირებით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და ვაკე-საბურთალოს სამმართველოების თანამშრომლებმა, 1993 წელს დაბადებული გ.ხ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში, ცხელ კვალზე დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, დროებით საცხოვრებელ სახლში, ამავე მისამართზე მცხოვრებ ბინის მფლობელს - 1973 წელს დაბადებულ ს.ა.-ს, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. პოლიციამ გ.ხ. შემთხვევის ადგილზე დააკავა. მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის მოტივის და სხვა ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი, დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანუკი არეშიძის დედა Covid 19-ის გამო სასტუმროში ჩაკეტეს - დიზაინერი დეტალებზე და კოლეგა ექიმის ფოტოპოსტი

ნუნუკა თამაზაშვილი შვილებთან, დედასთან და დედამთილთან ერთად აჭარაში ისვენებს - როგორ ატარებს დროს ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე

"მანქანის მძღოლი დიდ გულზე იგინებოდა კიდევ" - სოციალურ ქსელში ჭავჭავაძეზე მომხდარი ავარიის ფოტოები ვრცელდება