პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაჭერილი არიან ადამიანები, ვინც არ არიან ჩამოსული ტურისტებად - გია ვოლსკი ლიხაურის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციაზე
დაჭერილი არიან ადამიანები, ვინც არ არიან ჩამოსული ტურისტებად - გია ვოლსკი ლიხაურის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციაზე

და­ჭე­რი­ლი არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც არ არი­ან ჩა­მო­სუ­ლი ტუ­რის­ტე­ბად, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რი გია ვოლ­სკი გუ­შინ­დელ სპე­ცო­პე­რა­ცი­ას.

“ფაქ­ტია, რომ ეს არის სპე­ცი­ა­ლუ­რი, გაწ­ვრთნი­ლი მებ­რძო­ლე­ბი, შე­სა­ბა­მი­სი ია­რა­ღით და მა­სა­ლე­ბით. ამ თე­მა­ზე ში­ნა­გან სა­აქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და უსაფრ­თხო­ე­ბამ უნდა გა­ა­კე­თონ შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა. ვფიქ­რობ, მათი ჩა­მოს­ვლა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია იმ მი­ტინ­გებ­თან, რა­საც აა­ნონ­სებს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და ეს ე.წ. ლი­დე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს რუს­თა­ველ­ზე არი­ან შეკ­რე­ბი­ლი. ბევ­რმა მათ­გან­მა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ამის შე­სა­ხებ არ იცის“, - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს გია ვოლ­სკიმ.

ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ სპე­ცო­პე­რა­ცია თბი­ლის­ში, ლი­ხა­უ­რის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო “გუ­რუ­სა“ და “ალი­ან­სში“ ჩა­ა­ტა­რა. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი: ო.ნ., რ.მ., დ.კ. ი.კ., ი.ო., ს.კ. და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ლ.ჩ.

შს სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სას­ტუმ­როს ნომ­რე­ბის ჩხრე­კი­სას ამო­ღე­ბუ­ლია ბე­რე­ტას და მა­კა­რო­ვის სის­ტე­მის ცე­ცხლსას­რო­ლი პის­ტო­ლე­ტი, ავ­ტო­მა­ტუ­რი ხელ­ნა­კე­თი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი და სხვა­დას­ხვა სა­ხის საბ­რძო­ლო მა­სა­ლა.

“გაც­ნო­ბებთ, რომ და­კა­ვე­ბუ­ლია უკ­რა­ი­ნის 6 და სა­ქარ­თვე­ლოს ერთი მო­ქა­ლა­ქე. ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ სპე­ცო­პე­რა­ცია მიმ­დი­ნა­რე წლის 2 დე­კემ­ბერს, თბი­ლის­ში, ლი­ხა­უ­რის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო „გუ­რუ­სა“ და „ალი­ან­სში“ ჩა­ა­ტა­რა. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი: ო.ნ., რ.მ., დ.კ. ი.კ., ი.ო., ს.კ. და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ლ.ჩ. სას­ტუმ­როს ნომ­რე­ბის ჩხრე­კი­სას ამო­ღე­ბუ­ლია ბე­რე­ტას და მა­კა­რო­ვის სის­ტე­მის ცე­ცხლსას­რო­ლი პის­ტო­ლე­ტი, ავ­ტო­მა­ტუ­რი ხელ­ნა­კე­თი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი და სხვა­დას­ხვა სა­ხის საბ­რძო­ლო მა­სა­ლა.

ამ ეტაპ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-6 ნა­წი­ლე­ბით, რაც ჯგუ­ფუ­რად ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის, საბ­რძო­ლო მა­სა­ლის, ფეთ­ქე­ბა­დი მო­წყო­ბი­ლო­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას გუ­ლის­ხმობს.

უკ­რა­ი­ნის და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ქვე­ყა­ნა­ში 27 ნო­ემ­ბერს ჩა­მო­ვიდ­ნენ. მო­ცე­მულ მო­მენ­ტში მათი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის კონ­კრე­ტულ მიზ­ნებ­ზე და ამო­ცა­ნებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო და სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი და­ად­გენს არის თუ არა კავ­შირ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნის და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­თან. ამის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­მა­ტე­ბით მი­ე­წო­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია“,- ნათ­ქვა­მია შს სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავტორი:

დაჭერილი არიან ადამიანები, ვინც არ არიან ჩამოსული ტურისტებად - გია ვოლსკი ლიხაურის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციაზე

დაჭერილი არიან ადამიანები, ვინც არ არიან ჩამოსული ტურისტებად - გია ვოლსკი ლიხაურის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციაზე

დაჭერილი არიან ადამიანები, ვინც არ არიან ჩამოსული ტურისტებად, - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გუშინდელ სპეცოპერაციას.

“ფაქტია, რომ ეს არის სპეციალური, გაწვრთნილი მებრძოლები, შესაბამისი იარაღით და მასალებით. ამ თემაზე შინაგან სააქმეთა სამინისტრომ და უსაფრთხოებამ უნდა გააკეთონ შესაბამისი განცხადება. ვფიქრობ, მათი ჩამოსვლა დაკავშირებულია იმ მიტინგებთან, რასაც აანონსებს მიხეილ სააკაშვილი და ეს ე.წ. ლიდერები, რომლებიც დღეს რუსთაველზე არიან შეკრებილი. ბევრმა მათგანმა დარწმუნებული ვარ ამის შესახებ არ იცის“, - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაცია თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო “გურუსა“ და “ალიანსში“ ჩაატარა. დაკავებულები არიან უკრაინის მოქალაქეები: ო.ნ., რ.მ., დ.კ. ი.კ., ი.ო., ს.კ. და საქართველოს მოქალაქე ლ.ჩ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

“გაცნობებთ, რომ დაკავებულია უკრაინის 6 და საქართველოს ერთი მოქალაქე. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაცია მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „გურუსა“ და „ალიანსში“ ჩაატარა. დაკავებულები არიან უკრაინის მოქალაქეები: ო.ნ., რ.მ., დ.კ. ი.კ., ი.ო., ს.კ. და საქართველოს მოქალაქე ლ.ჩ. სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

ამ ეტაპზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში 27 ნოემბერს ჩამოვიდნენ. მოცემულ მომენტში მათი საქართველოში ჩამოსვლის კონკრეტულ მიზნებზე და ამოცანებზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაადგენს არის თუ არა კავშირში დაკავებული უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან. ამის შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია“,- ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები