ავტორი:

მიხეილ სააკაშვილი აქციაზე "სკაიპით" ჩაერთო - "როგორც კი დამიძახებთ, თქვენს გვერდით გავჩნდები"

მიხეილ სააკაშვილი აქციაზე "სკაიპით" ჩაერთო - "როგორც კი დამიძახებთ, თქვენს გვერდით გავჩნდები"

"მინდა იცოდეთ, როგორც კი დამიძახებთ, ფიზიკურად თქვენს გვერდით გავჩნდები, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე "სკაიპით" ჩართვისას განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა, არ დანებდნენ და საკუთარი ხმების დასაცავად ბოლომდე იბრძოლონ.

"მივესალმები ჩვენი ბრძოლის ვეტერანებს, ასევე, აქციაზე მოსულ ახალგაზრდებს. მივესალმები ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტს, გრიგოლ ვაშაძეს. ჩვენ შესაძლო კატასტროფაზე ვსაუბრობდით და ეს კატასტროფა დადგა, რადგან არჩევნების ინსტიტუტი გაუქმდა. ჩვენ აღარაფერს მოვითმენთ. დღეს დავანახეთ, რომ ვიბრძოლებთ მშვიდად და სამართლიანად. არასდროს დავიხევთ უკან.

ჩვენი ბრძოლა გამარჯვებით და ოლიგარქის ხელისუფლების შეცვლით დასრულდება. ამ ბრძოლაში თქვენი თანასწორი ვარ. მაგრამ მინდა იცოდეთ, როგორც კი დამიძახებთ, ფიზიკურად თქვენს გვერდით გავჩნდები. მირჩევნია გავქრე, ვიდრე ჩვენი ქვეყნის გაჭირვებას ვხედავდე. ჩვენ არ შევეგუებით და ბრძოლას გავაგრძელებთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ასევე ნახეთ ფოტოები აქციიდან

"ვიქნებით ცესკოსთან მანამ, ვიდრე არ გადადგება თამარ ჟვანია...მივალთ იქ და დავბანაკდებით" - გიგი უგულავა

"ჩვენ ახლა კომენდანტის საათი დავუწესოთ ცესკოს - ვერავინ იქ ვეღარ შევა და ვერავინ გამოვა" - ნიკა მელია აქციის მონაწილეებს

ცესკო - წინასწარი მონაცემებით, პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებზე ბათილი ბიულეტენების საშუალო პროცენტული მაჩვენებელი 3.28%-ია, მაჟორიტარულის - 4.14%