Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდებოდა რუსთაველის გამზირზე, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის აქცია გაიმართა
რა ხდებოდა რუსთაველის გამზირზე, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის აქცია გაიმართა

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია გა­ი­მარ­თა.

აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ჰქონ­დათ სცე­ნა, ეკ­რა­ნი და ხმის გა­მაძ­ლი­ე­რებ­ლე­ბი. სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ამ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე აქ­ცი­ის გამო სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა გა­და­კე­ტა.

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის მო­თხოვ­ნე­ბი ყო­ფილ­მა საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატ­მა გრი­გოლ ვა­შა­ძემ გა­ა­სა­ჯა­რო­ვა.

“ჩვენ არ­ჩევ­ნებს ჩა­ტა­რე­ბუ­ლად არ ვა­ღი­ა­რებთ და მის შე­დე­გებს არ ვცნობთ. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი არ ჰყავს - პრე­ზი­დენ­ტი ჰყავს ქურ­დულ ოც­ნე­ბას და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს“, - გა­ნა­ცხა­და გრი­გოლ ვა­შა­ძემ და აქ­ცი­ა­ზე პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბი წარ­მო­ად­გი­ნა, რაც მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გუ­რი­ა­ში იპო­ვეს და წლე­ბის წინ გარ­დაც­ვლილ პი­რებს ეკუთ­ვნით.

ამას­თან, რო­გორც ვა­შა­ძემ გა­ნა­ცხა­და, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცია კრი­მი­ნა­ლურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას კა­ნო­ნი­ე­რი და კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი გზით და­ამ­თავ­რებს.

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა გი­ორ­გი ვა­შა­ძემ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" მი­მარ­თა და მათი მო­თხოვ­ნე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის­კენ მო­უ­წო­და, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ვა­შა­ძის თქმით, პრო­ტესტს გან­გრძო­ბი­თი ხა­სი­ა­თი ექ­ნე­ბა.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი და ჩვენ გვაქვს უფ­ლე­ბა ეს გა­ვაპ­რო­ტეს­ტოთ. ჩვენ ან ვიკ­რი­ბე­ბით და ვამ­ბობთ, რომ ასე­თი არ­ჩევ­ნე­ბი აღარ უნდა ჩა­ტარ­დეს ან ვე­გუ­ე­ბით დე­მოკ­რა­ტი­ის ფეხ­ქვეშ გა­თელ­ვას. ჩვენ, აქ შეკ­რე­ბი­ლე­ბი, ვერ შე­ვე­გუ­ე­ბით უსა­მარ­თლო­ბას, რაც ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა. ჩვენ გვინ­და მა­გა­ლი­თი იყოს სა­ქარ­თვე­ლო თა­ნა­მედ­რო­ვე ცი­ვი­ლურ სამ­ყა­რო­ში და არა დესტრუქ­ცი­ის", - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

„ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ნიკა მე­ლი­ამ აქ­ცი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ ოპო­ზი­ცია კონ­სტი­ტუ­ცი­ის ფარ­გლებს არ გას­ცდე­ბა.

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მეს­მე ტური და­ნიშ­ნა და ეგო­ნა ჩვენ და­ვიღ­ლე­ბი­დით. ჩვენ არა­თუ მი­ვი­ღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მე­სა­მე ტურ­ში, არა­მედ გა­ვი­მარ­ჯვებთ. მათ იკად­რეს და სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლებს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ თუ ხმას არ მის­ცემ­დნენ მათ, დახ­მა­რე­ბას მო­უხ­სნიდ­ნენ. პე­და­გო­გებს და ბა­ღის თა­ნამ­შრომ­ლებს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, თუ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი არ მო­ი­გებს იმ უბანს, სა­დაც მუ­შა­ობთ, სამ­სა­ხუ­რი­დან გა­გიშ­ვებ­თო. ეს იყო ტო­ტა­ლუ­რი გა­ყალ­ბე­ბა.

იხი­ლეთ ვი­დეო: "აუ, რამ­დე­ნი ვა­ართ!" - თაკო ჩარ­კვი­ა­ნის შე­ძა­ხი­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის აქ­ცი­ა­ზე

ერ­თმა ქალ­ბა­ტონ­მა მი­თხრა, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი რომ მოვ­ხა­ზე ვი­ტი­რეო. პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი და კრი­მი­ნა­ლი ერ­თად აყალ­ბებ­და არ­ჩევ­ნებს. არ იქ­ნე­ბა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტი. ეს არის ღირ­სე­ბის სა­კი­თხი", - გა­ნა­ცხა­და ნიკა მე­ლი­ამ.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

რა ხდებოდა რუსთაველის გამზირზე, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის აქცია გაიმართა

რა ხდებოდა რუსთაველის გამზირზე, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის აქცია გაიმართა

რუსთაველის გამზირზე გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის ორგანიზატორებს პარლამენტის შენობის წინ დამონტაჟებული ჰქონდათ სცენა, ეკრანი და ხმის გამაძლიერებლები. საპატრულო პოლიციამ რუსთაველის გამზირზე აქციის გამო საავტომობილო მოძრაობა გადაკეტა.

გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნები ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გაასაჯაროვა.

“ჩვენ არჩევნებს ჩატარებულად არ ვაღიარებთ და მის შედეგებს არ ვცნობთ. საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს - პრეზიდენტი ჰყავს ქურდულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ და აქციაზე პირადობის მოწმობები წარმოადგინა, რაც მისივე ინფორმაციით, გურიაში იპოვეს და წლების წინ გარდაცვლილ პირებს ეკუთვნით.

ამასთან, როგორც ვაშაძემ განაცხადა, გაერთიანებული ოპოზიცია კრიმინალურ ხელისუფლებას კანონიერი და კონსტიტუციური გზით დაამთავრებს.

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ "ქართულ ოცნებას" მიმართა და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაშაძის თქმით, პროტესტს განგრძობითი ხასიათი ექნება.

"საქართველოში არ ჩატარებულა სამართლიანი არჩევნები და ჩვენ გვაქვს უფლება ეს გავაპროტესტოთ. ჩვენ ან ვიკრიბებით და ვამბობთ, რომ ასეთი არჩევნები აღარ უნდა ჩატარდეს ან ვეგუებით დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვას. ჩვენ, აქ შეკრებილები, ვერ შევეგუებით უსამართლობას, რაც ქვეყანაში ხდება. ჩვენ გვინდა მაგალითი იყოს საქართველო თანამედროვე ცივილურ სამყაროში და არა დესტრუქციის", - განაცხადა ვაშაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ოპოზიცია კონსტიტუციის ფარგლებს არ გასცდება.

"ხელისუფლებამ მესმე ტური დანიშნა და ეგონა ჩვენ დავიღლებიდით. ჩვენ არათუ მივიღებთ მონაწილეობას მესამე ტურში, არამედ გავიმარჯვებთ. მათ იკადრეს და სოციალურად დაუცველებს ეუბნებოდნენ, რომ თუ ხმას არ მისცემდნენ მათ, დახმარებას მოუხსნიდნენ. პედაგოგებს და ბაღის თანამშრომლებს ეუბნებოდნენ, თუ სალომე ზურაბიშვილი არ მოიგებს იმ უბანს, სადაც მუშაობთ, სამსახურიდან გაგიშვებთო. ეს იყო ტოტალური გაყალბება.

იხილეთ ვიდეო: "აუ, რამდენი ვაართ!" - თაკო ჩარკვიანის შეძახილი გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე

ერთმა ქალბატონმა მითხრა, რომ სალომე ზურაბიშვილი რომ მოვხაზე ვიტირეო. პოლიციის უფროსი და კრიმინალი ერთად აყალბებდა არჩევნებს. არ იქნება სალომე ზურაბიშვილი ჩვენი პრეზიდენტი. ეს არის ღირსების საკითხი", - განაცხადა ნიკა მელიამ.

"რა ტრავმა გაქვს შვილო ამისთანა მიღებული?! მოგხედოს პატრონმა" - ნინო ბურჯანაძე ირაკლი კობახიძეს მიმართავს

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას სამი მოთხოვნით მიმართავენ