ავტორი:

1911 წელს აგებული სომეხი ფინანსისტების სახლის სადარბაზო თბილისში, რომლის სილამაზე გაგაოგნებთ

1911 წელს აგებული სომეხი ფინანსისტების სახლის სადარბაზო თბილისში, რომლის სილამაზე გაგაოგნებთ

თბილისში, გალაკტიონ ტაბიძის N18-ში მდებარე სახლის სადარბაზო ქალაქის კიდევ ერთი სავიზიტო ბარათია.

თამბაქოს მწარმოებლების - ძმები სეილანოვების სახლის მიგნება ტაბიძის 18 ნომერში, მისივე კარების ზღურბლზე შემორჩენილი წარწერით შეიძლება -"1911" შენობის აგების წელია. სომეხი ფინანსისტების საგვარეულო გერბის სიმბოლიკა სახლის მესამე სართულის შიდა კედლებს შემორჩა, კარგად შეიმჩნევა სახლის გადახურვის ვიტრაჟული წყობაც.

რესტავრაციის შემდეგ, სახლი არაერთი ვიზიტორის ყურადღების ცენტრშია. სეილანოვების სახლმა მე-20 საუკუნის დასაწყისში სადარბაზოებისა და ოთახის კედლების სახელგანთქმული მომხატველის იტალიელი მხატვრის ბენო ტელინგატერის შემოქმედება შემოგვინახა. ტელინგატერი ბაქოს თეატრების დეკორატორადაც მუშაობდა.

სეილანოვების სახლის სადარბაზოს გარდა, ტელიბგატერს ეკუთვნის აღმაშენებლის 93 ნომერში მდებარე სახლის სადარბაზოს მოხატულობაც. ორივე სადარბაზო მსგავსია საერთო პროგრამით, სიუჟეტური და დეკორატიული მოტივებით - ვესტიბიულში ქვეყნების ალეგორიული გამოსახულებები და კიბის უჯრედში დეკორატიული ორნამენტები, კლასიციზმის და ბაროკოს მოტივები შერწყმულია რომანტიკულ პეიზაჟებთან.

სტილთა მრავალგვარობასა და სიუჟეტთა ნაირსახეობას, პოლიქრომიულობასა და დეკორატიულობას პლასტიკურ დეკორთან ერთად სიმდიდრის შთაბეჭდილება უნდა შეექმნა.

ულამაზესი სადარბაზოს ფოტოებს "ფეისბუქზე" ლიკა ჯორჯიაშვილი ავრცელებს (ნახეთ მეტი ფოტო)

"ვილი აქ ცხოვრობს, ურთიერთობს ადამიანებთან ეზოში, ქუჩაში. მანქანით მომსახურებაზეც უარი თქვა" - რას ამბობს ლევან კობიაშვილი ნაკრების ახალ მწვრთნელზე

"80 წლის ქალმა ჩვენთვის გაამზადა საფირმო ღომი და კიდევ ბევრი რამ" - კოვიდით ინფიცირებულ ახალგაზრდაზე მეზობლის მზრუნველობისა და სიკეთის ამბავი

"უცხო ქვეყანაში დატოვეს უფულოდ, ორსულ ცოლთან, ბინის ქირისა და ლუკმა-პურის გარეშე" - უკრაინელმა ლეგიონერმა "ტორპედოს" ფიფაში დავა მოუგო