პოლიტიკა
მსოფლიო

19

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:26-ზე, მთვარე სასწორში გადავა 07:34-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. ამ დღეს შეიძლება “მეგობრობის დღე“ ვუწოდოთ. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას აღნიშნავენ ებრაელები ხანუქას დღესასწაულზე?
რას აღნიშნავენ ებრაელები ხანუქას დღესასწაულზე?

ის­რა­ელ­სა და მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა კუ­თხე­ში ებ­რა­ე­ლი ხალ­ხი და მათი მე­გობ­რე­ბი ხა­ნუ­ქას დღე­სას­წა­ულს აღ­ნიშ­ნა­ვენ. წელს ხა­ნუ­ქა 2 დე­კემ­ბერს და­ი­წყო და 9 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით გაგ­რძელ­დე­ბა. ხა­ნუ­ქა ებ­რა­უ­ლი დღე­სას­წა­უ­ლია, რო­მე­ლიც 25 ქის­ლევს იწყე­ბა და 2-3 ტე­ვეთს სრულ­დე­ბა.

ხა­ნუ­ქას დღე­სას­წა­უ­ლი და­წეს­და ძვ. წ. II სა­უ­კუ­ნე­ში და უკავ­შირ­დე­ბა მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი მა­ქა­ბე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბის მტრის ური­ცხვ ლაშ­ქარ­ზე გა­მარ­ჯვე­ბას, რის შემ­დე­გაც ებ­რა­უ­ლი ტა­ძა­რი გა­იწ­მინ­და და სა­ტაძ­რო მსა­ხუ­რე­ბა აღ­დგა. ეს მოხ­და ჩვენს წელ­თაღ­რი­ცხვამ­დე 165 წელს.

გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, რო­დე­საც ბერ­ძნე­ბი ტა­ძარ­ში შე­ვიდ­ნენ, იქ არ­სე­ბუ­ლი ზე­თის მთე­ლი მა­რა­გი წა­ბილ­წეს. ხაშ­მო­ნე­ლე­ბის დი­ნას­ტი­ამ ტა­ძა­რი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, მაგ­რამ მე­ნო­რის ასან­თე­ბად არ იყო სუფ­თა ზეთი. ძებ­ნის შემ­დეგ იპო­ვეს ქო­ე­ნის ბეჭ­დით და­ლუ­ქუ­ლი პა­ტა­რა ქო­თა­ნი - მხო­ლოდ ერთი დღის სამ­ყო­ფი ზე­თით. მოხ­და სას­წა­უ­ლი და ზეთი რვა დღეს ენთო. რვა დღის შემ­დეგ ახა­ლი ქა­შე­რი ზეთი მზად იყო...

სწო­რედ ამი­ტომ, ხა­ნუ­ქა სი­ნათ­ლის სიბ­ნე­ლე­ზე, სი­კე­თის ბო­რო­ტე­ბა­ზე, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის უსა­მარ­თლო­ბა­ზე და მცი­რე ერე­ბის დიდ ერებ­ზე გა­მარ­ჯვე­ბის სიმ­ბო­ლოა.

დღე­სას­წა­უ­ლის სა­ხელ­წო­დე­ბა წარ­მოს­დგე­ბა გა­მოთ­ქმი­სა­გან "ხა­ნუ­ქათ ჰა­მიზ­ბე­აჰ" (სამ­სხვერ­პლოს გა­ნახ­ლე­ბა). დღე­სას­წა­ულს აქვს კი­დევ ერთი სა­ხე­ლი - "ხაგ ურიმ", რაც ნიშ­ნავს "ცე­ცხლე­ბის დღე­სას­წა­ულს". ეს და­სა­ხე­ლე­ბა პირ­ვე­ლად იო­სეფ ფლა­ვი­ის წყა­რო­ებ­ში გვხვდე­ბა.

წლე­ბია უკვე სა­ქარ­თვე­ლო­შიც ტრა­დი­ცი­ად იქცა ხა­ნუ­ქას სა­ზე­ი­მოდ აღ­ნიშ­ვნა, ისე­ვე რო­გორც ეს ხდე­ბა მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან, ის­რა­ე­ლის მე­გო­ბარ ქვეყ­ნებ­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში ხა­ნუ­ქას აღ­ნიშ­ვნა ორი ერის - ქარ­თვე­ლე­ბი­სა და ებ­რა­ე­ლე­ბის მე­გობ­რო­ბის სიმ­ბო­ლოდ იქცა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება კადრები სარფის საბაჟოდან, სადაც 6 პირი დააკავეს
ავტორი:

რას აღნიშნავენ ებრაელები ხანუქას დღესასწაულზე?

რას აღნიშნავენ ებრაელები ხანუქას დღესასწაულზე?

ისრაელსა და მსოფლიოს ყველა კუთხეში ებრაელი ხალხი და მათი მეგობრები ხანუქას დღესასწაულს აღნიშნავენ. წელს ხანუქა 2 დეკემბერს დაიწყო და 9 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ხანუქა ებრაული დღესასწაულია, რომელიც 25 ქისლევს იწყება და 2-3 ტევეთს სრულდება.

ხანუქას დღესასწაული დაწესდა ძვ. წ. II საუკუნეში და უკავშირდება მცირერიცხოვანი მაქაბელი ებრაელების მტრის ურიცხვ ლაშქარზე გამარჯვებას, რის შემდეგაც ებრაული ტაძარი გაიწმინდა და სატაძრო მსახურება აღდგა. ეს მოხდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 165 წელს.

გადმოცემის თანახმად, როდესაც ბერძნები ტაძარში შევიდნენ, იქ არსებული ზეთის მთელი მარაგი წაბილწეს. ხაშმონელების დინასტიამ ტაძარი გაათავისუფლა, მაგრამ მენორის ასანთებად არ იყო სუფთა ზეთი. ძებნის შემდეგ იპოვეს ქოენის ბეჭდით დალუქული პატარა ქოთანი - მხოლოდ ერთი დღის სამყოფი ზეთით. მოხდა სასწაული და ზეთი რვა დღეს ენთო. რვა დღის შემდეგ ახალი ქაშერი ზეთი მზად იყო...

სწორედ ამიტომ, ხანუქა სინათლის სიბნელეზე, სიკეთის ბოროტებაზე, სამართლიანობის უსამართლობაზე და მცირე ერების დიდ ერებზე გამარჯვების სიმბოლოა.

დღესასწაულის სახელწოდება წარმოსდგება გამოთქმისაგან "ხანუქათ ჰამიზბეაჰ" (სამსხვერპლოს განახლება). დღესასწაულს აქვს კიდევ ერთი სახელი - "ხაგ ურიმ", რაც ნიშნავს "ცეცხლების დღესასწაულს". ეს დასახელება პირველად იოსეფ ფლავიის წყაროებში გვხვდება.

წლებია უკვე საქართველოშიც ტრადიციად იქცა ხანუქას საზეიმოდ აღნიშვნა, ისევე როგორც ეს ხდება მსოფლიოს წამყვან, ისრაელის მეგობარ ქვეყნებში. საქართველოში ხანუქას აღნიშვნა ორი ერის - ქართველებისა და ებრაელების მეგობრობის სიმბოლოდ იქცა.

"ბევრი ძლიერი მონაწილე უკან ჩამოვიტოვე. ხალხი ფიქრობს, რომ "ბოღმა“ ვარ“ - დავით ცაცანაშვილი თავისი სარკაზმის შესახებ

"ჩემს ირგვლივ კვლავ არ ესმით, რატომ ვატარებ ჰიჯაბს" - რატომ მიდის პოდიუმიდან 23 წლის წარმატებული მოდელი

სალომე ზურაბიშვილი ბებია გახდა - "დაიბადა მარიამ გუგუშვილი (გორჯესტანი) "