ავტორი:

მამაკაცმა აღმოაჩინა, რომ თვითმფრინავში მასთან ერთად ანგელა მერკელი იჯდა

მამაკაცმა აღმოაჩინა, რომ თვითმფრინავში მასთან ერთად ანგელა მერკელი იჯდა

მამაკაცმა, რომელიც მადრიდიდან ბუენოს-აირესში მიფრინავდა, აღმოაჩინა, რომ თვითმფრინავში მასთან ერთად გერმანიის კანცლერი იჯდა. DW-ს ინფორმაციით, აუგუსტინ აგუერო ანგელა მერკელთან ერთად Iberia Airlines-ის რეისით მიფრინავდა.

აგუერომ და მერკელმა 13 საათის მანძილზე ბიზნეს-კლასით იფრინეს. კანცლერი დიდი ოცეულის სამიტზე დასასწრებად მიფრინავდა. მერკელი გერმანული სამხედრო თვითმფრინავით უნდა გამგზავრებულიყო, თუმცა ტექნიკური პრობლემების გამო ვერ შეძლო და ამიტომ, იძულებული გახდა, მადრიდიდან Iberia Airlines-ის თვითმფრინავით გამგზავრებულიყო.

აგუერომ „ტვიტერზე“ მერკელის ფოტოები გააზიარა. მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალის ნახვა ფრენისას ძალიან მოულოდნელი იყო.

„მან მიირთვა იოგურტი, წაიკითხა წიგნი და ცოტა ხანს ეძინა,“- ჰყვება აგუერო.

მისი თქმით, გამოლაპარაკება ვერ გაბედა, თუმცა კანცლერმა მას რამდენჯერმე გაუღიმა და ზოგადად, "ყველას მიმართ მეგობრული იყო".

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე