ავტორი:

5 აუცილებელი რჩევა, რომელიც მანქანის ყიდვისას უნდა გაითვალისწინოთ

5 აუცილებელი რჩევა, რომელიც მანქანის ყიდვისას უნდა გაითვალისწინოთ

როცა ავტომობილში ბევრ ფულს იხდით - საჭიროა დიდი სიფრთხილე და სწორი დაგეგმარება. autobild.ge გთავაზობთ ხუთ დაუწერელ კანონს, რაც მყიდველმა არჩევანის გაკეთების დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.

1. არასდროს, არავითარ შემთხვევაში არ გადაიხადოთ ფული წინასწარ! – მნიშვნელობა არა აქვს, როგორ და რითი ასაბუთებს გამყიდველი თუ ავტომობილებით მოვაჭრე კომპანია თავის მოთხოვნას. რაც არ უნდა დამაჯერებლად ჟღერდეს მისი არგუმენტები, წინასწარ ფულის გადახდა ტაბუდადებული საკითხია.

2. ინტერნეტში გადასარევ, გასაოცარ შემოთავაზებას წააწყდით? ავტომობილის პირადად ნახვამდე და მის შემოწმებამდე ნუ აღფრთოვანდებით! ვინც მანქანის ყიდვას სპონტანურად გადაწყვეტს, ფაქტობრივად “რულეტკას” თამაშობს. ინტერნეტში ნაგავსაყრელზე გადასაგდები ავტომობილიც კი შეიძლება ისე შეიფუთოს, რომ ხალხს იდეალურად მოვლილი ავტომობილი ეგონოს.

3. ავტომობილს ძალიან იაფად გაძლევენ, მაგრამ ფული დღესვე სჭირდებათ, თქვენ კი მანქანა წესიერადაც კი არ დაგითვალიერებიათ? რაც არ უნდა პატიოსანი იყოს გამყიდველი, დაუწერელი კანონია: ყველანაირ დაპირებას ის ჯობია, ავტომობილი ერთი დღით დაგითმოთ. შემოწმება მაინც აუცილებელია, რადგან როგორც კი მანქანას ეზოდან გაიყვანთ, მაშინვე შემცირდება იმის შანსი, რომ მოგვიანებით აღმოჩენილი პრობლემა თქვენ არ დაგაბრალონ... წაიკითხეთ ყველა რჩევა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს