მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შსს თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ქუ­თა­ი­სის და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში, თაკო ჩარ­კვი­ან­სა და მის თან­მხლებ პირ­ზე თავ­დას­ხმის ფაქ­ტზე 1 პირი ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით სის­ხლის სა­მარ­თლის წე­სით, ხოლო 3 პირი წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბის ბრალ­დე­ბით ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­ა­კა­ვეს, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბის პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტში მყოფ თაკო ჩარ­კვი­ანს და მის მე­უღ­ლეს ჯონი გი­განს სა­ვა­რა­უ­დოდ, პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო თავს და­ესხნენ. თავ­დამ­სხმე­ლე­ბის­გან ერთ-ერ­თმა თაკო ჩარ­კვი­ა­ნის მე­უღ­ლეს ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა, ხოლო სამი პირი მათ სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­და. თავ­დამ­სხმე­ლებ­მა შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­მალ­ვა სცა­დეს თუმ­ცა, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მათ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცეს.

პო­ლი­ცი­ამ აე­რო­პორ­ტში გან­თავ­სე­ბუ­ლი ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი ამო­ი­ღო, რის შე­დე­გა­დაც ოპე­რა­ტი­უ­ლად მოხ­და ოთხი­ვე თავ­დამ­სხმე­ლის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და და­კა­ვე­ბა.

სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ამ მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლით და­ი­წყო. ასე­ვე საქ­მის წარ­მო­ე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 166-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ამ დრო­ის­თვის მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი.

იხი­ლეთ ვი­დეო: თაკო ჩარ­კვი­ა­ნი­სა და მისი მე­უღ­ლის თავ­დას­ხმა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის და­კა­ვე­ბის კად­რე­ბი ქუ­თა­ი­სი­დან

ავტორი:

შსს თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შსს თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, თაკო ჩარკვიანსა და მის თანმხლებ პირზე თავდასხმის ფაქტზე 1 პირი ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლის წესით, ხოლო 3 პირი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტში მყოფ თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს ჯონი გიგანს სავარაუდოდ, პოლიტიკური შეხედულებების გამო თავს დაესხნენ. თავდამსხმელებისგან ერთ-ერთმა თაკო ჩარკვიანის მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო სამი პირი მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადეს თუმცა, სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

პოლიციამ აეროპორტში განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოიღო, რის შედეგადაც ოპერატიულად მოხდა ოთხივე თავდამსხმელის იდენტიფიცირება და დაკავება.

საპატრულო პოლიციამ მომხდარზე გამოძიება ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო. ასევე საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობს.

ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

იხილეთ ვიდეო: თაკო ჩარკვიანისა და მისი მეუღლის თავდასხმაში ბრალდებულის დაკავების კადრები ქუთაისიდან

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ