მსოფლიო
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელი ქართველი დიზაინერი ჩააცმევს სალომე ზურაბიშვილს ინაუგურაციაზე - "17 წლის ვიყავი, როდესაც მას პირველად შევუკერე კაბა..."
რომელი ქართველი დიზაინერი ჩააცმევს სალომე ზურაბიშვილს ინაუგურაციაზე - "17 წლის ვიყავი, როდესაც მას პირველად შევუკერე კაბა..."

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი ქალი პრე­ზი­დენ­ტი ყავს. საფ­რან­გეთ­ში ემიგ­რა­ცი­ა­ში და­ბა­დე­ბუ­ლი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი თავ­და­პირ­ვე­ლად საფ­რან­გე­თის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელჩი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში, შემ­დეგ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პოსტს იკა­ვებ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით მის ოპო­ზი­ცი­ა­ში წა­ვი­და და სა­ზო­გა­დო­ე­ბას თავი მი­ტინ­გებ­ზე და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბით და­ა­მახ­სოვ­რა...

მას ყო­ველ­თვის მი­იჩ­ნევ­დნენ გე­მოვ­ნე­ბი­ან პო­ლი­ტი­კო­სად და სა­მარ­თლი­ა­ნა­დაც - მიდი კა­ბე­ბი და ქვე­და­ბო­ლო­ე­ბი, პი­ჯა­კე­ბი, მკვეთ­რი ფე­რე­ბი, მა­სი­უ­რი სა­ყუ­რე­ე­ბი და აქ­სე­სუ­ა­რე­ბი ზუ­რა­ბიშ­ვილს ყო­ველ­თვის გა­მო­არ­ჩევ­და სხვა პო­ლი­ტი­კო­სი ქა­ლე­ბის­გან. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში მან მა­სი­ურ ბეჭ­დებ­სა და სა­ყუ­რე­ებ­ზე უარი თქვა და შე­და­რე­ბით მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და შეხ­ვედ­რებ­ზე.

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, ვინ ზრუ­ნავს ქვეყ­ნის არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე. ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა თა­ვად აღ­ნიშ­ნა, რომ სა­კუ­თარ სტილ­ზე თა­ვად ზრუ­ნავს და ქა­ლიშ­ვი­ლი ქე­თე­ვან გორ­ჯეს­ტა­ნი მისი ყვე­ლა­ზე დიდი შემ­ფა­სე­ბე­ლია. თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ქარ­თველ დი­ზა­ი­ნე­რებ­თან ხში­რად თა­ნამ­შრომ­ლობს. მა­გა­ლი­თად, ვა­ჟის, თე­ი­მუ­რაზ გორ­ჯეს­ტა­ნის ქორ­წი­ლის­თვის მან კაბა დი­ზა­ი­ნერ ქეთი ჩხიკ­ვა­ძეს­თან შე­ი­კე­რა.

AMBEBI.GE დი­ზა­ი­ნერ ქეთი ჩხიკ­ვა­ძეს ესა­უბ­რა:

"ჩემი და ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ამ ზა­ფხულს შედ­გა. ის ჩვენ­თან თაკო ჩხე­ი­ძის რე­კო­მენ­და­ცი­ით მო­ვი­და და შვი­ლის - თე­ი­მუ­რაზ გორ­ჯეს­ტა­ნის ქორ­წი­ლის­თვის სა­მო­სი შე­ი­კე­რა. მის­მა ვაჟ­მა ქორ­წი­ლი ყაზ­ბეგ­ში გა­და­ი­ხა­და, ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მეს უშუ­ა­ლოდ ქორ­წი­ლის დღის­თვის კაბა შე­ვუ­კე­რეთ, მე­ო­რე დღის­თვის სა­მე­უ­ლი შევ­ქმე­ნით.

სა­სი­ა­მოვ­ნო იყო ჩემ­თვის მას­თან მუ­შა­ო­ბა. ის კი არ შევ­ქმე­ნით რაც მას უნ­დო­და, ჩემი 2018 წლის გა­ზა­ფხუ­ლი-ზა­ფხუ­ლის კო­ლექ­ცი­ი­დან შე­ვარ­ჩი­ეთ მის­თვის შე­სა­ფე­რი­სი კოს­ტი­უ­მე­ბი და შევ­კე­რეთ. დი­ზა­ი­ნე­რის­თვის ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია. დრო­უ­ლად მო­დი­ო­და ე.წ. "პრი­მერ­კა­ზე", გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი და უშუ­ა­ლო მან­დი­ლო­სა­ნია.

- აშ­კა­რაა, რომ ნაკ­ლე­ბად უყ­ვარს შავი და უფრო მკვეთრ ფე­რებს ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას...

- პირ­ველ რიგ­ში ვი­ტყვი იმას, რომ ძა­ლი­ან გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი მან­დი­ლო­სა­ნია. ქარ­თველ ქა­ლებს, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გე­მოვ­ნე­ბა აქვთ და ასეა ეს ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მეს შემ­თხვე­ვა­შიც. ფე­რებს რაც შე­ე­ხე­ბა, მას სა­ოც­რად უხ­დე­ბა ყვი­თე­ლი ფერი, როცა ჩვენს მიერ შე­კე­რი­ლი ყვი­თე­ლი კოს­ტი­უ­მი ჩა­იც­ვა, ისე მო­უხ­და, ვკი­ო­დით. ულა­მა­ზე­სი იყო.

ქეთი ჩხე­ი­ძის მო­დე­ლე­ბი პო­დი­უმ­ზე

მას შემ­დეგ მას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა აღარ მქო­ნია, თუმ­ცა რო­გორც ვიცი, ახლა უფრო აქ­ტი­უ­რად აპი­რებს ქარ­თველ დი­ზი­ა­ნე­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას და მე რო­გორც დი­ზა­ი­ნე­რი, ვურ­ჩევ, ხში­რად ჩა­იც­ვას ქარ­თუ­ლი ბრენ­დე­ბი, რაც ჩვენ­თვის კარ­გი იქ­ნე­ბა. პო­ლი­ტი­კა და ჩაც­მა ერ­თად, რთუ­ლია, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში გაგ­ვი­მარ­თლა - დახ­ვე­წი­ლი და გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი პრე­ზი­დენ­ტი გვყავს.

კი­დევ ერთი დი­ზი­ა­ნე­რი, რო­მე­ლიც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს პი­რა­დად იც­ნობს, მაკა ასა­თი­ა­ნის საყ­ვა­რე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი, ჯაბა დი­ა­სა­მი­ძეა. ისე­ვე რო­გორც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, ჯაბა დი­ა­სა­მი­ძეც საფ­რან­გეთ­ში - ემიგ­რა­ცი­ა­ში გა­ი­ზარ­და და ერ­თმა­ნე­თი სწო­რედ იქ გა­იც­ნეს.

დღეს ჯაბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რია, მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ყო­ველ­თვის იგ­რძნო­ბა ფრან­გულ-ქარ­თუ­ლი ნა­ზა­ვი, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან ბა­ი­ე­რებს, ჟურ­ნა­ლის­ტებს და ვარ­სკვლა­ვებს აღაფრ­თო­ვა­ნებს. ჯაბა დი­ა­სა­მი­ძის სა­მო­სი არა­ერ­თმა ცნო­ბილ­მა ქალ­მა მო­ირ­გო, მათ შო­რის არის ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი და ად­რი­ა­ნა ლიმა.

წლე­ბის შემ­დეგ, ჯაბა დი­ა­სა­მი­ძე­ზე კი­დევ ერთხელ გა­ა­კე­თა არ­ჩე­ვა­ნი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა. რო­გორც AMBEBI.GE-მ გა­არ­კვია, ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე ის სწო­რედ ჯა­ბას მიერ შექ­მნი­ლი სა­მო­სით წარ­სდგე­ბა ხალ­ხის წი­ნა­შე. კა­ბის ბოლო დე­ტა­ლე­ბი ახლა სრულ­დე­ბა და უფრო და­ზუს­ტე­ბით ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს თა­ვად ჯაბა დი­ა­სა­მი­ძე ესა­უბ­რა.

- ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მეს ბავ­შვო­ბი­დან ვიც­ნობ. ისე­ვე რო­გორც მისი ოჯა­ხი, ჩემი ოჯა­ხიც საფ­რან­გეთ­ში ემიგ­რა­ცი­ა­შია და ჩვენც იქე­დან ვიც­ნობთ ერ­თმა­ნეთს. მგო­ნი 17 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც პირ­ვე­ლად შე­ვუ­კე­რე კაბა. შავი, ლა­მა­ზი კაბა იყო, მაგ­რამ რო­მე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის შე­ვუ­კე­რე, არ მახ­სოვს. ახლა რო­მელ კა­ბა­საც ვუ­კე­რავ, სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თვა ექ­ნე­ბა. მე­ა­მა­ყე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი ქალი პრე­ზი­დენ­ტის­თვის ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე კა­ბას მე შევ­ქმნი.

ჯაბა დი­ა­სა­მი­ძის ჩვე­ნე­ბა Mercedes-Benz Fashion Week TBILISI-ზე

- თქვენს კო­ლექ­ცი­ა­ში ყო­ველ­თვის შე­სამ­ჩნე­ვია დახ­ვე­წი­ლო­ბა და შთამ­ბეჭ­და­ვი დე­ტა­ლე­ბი, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის კა­ბაც ასე­თი იქ­ნე­ბა?

- კი, ასე­თი იქ­ნე­ბა. ჩემ­თვის თა­ვა­დაც ასეთ ენერ­გი­ას გა­მო­ყოფს და ორ­მა­გად მსი­ა­მოვ­ნებს მას­თან მუ­შა­ო­ბა. კა­ბას ახლა ვქმნით და სა­ბო­ლო­ოდ რო­გო­რი იქ­ნე­ბა ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე იხი­ლავთ. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც იცის რა უნდა, გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნია და სა­სი­ა­მოვ­ნოა მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა.

- ხში­რად ახერ­ხებს ე.წ. პრი­მერ­კა­ზე მოს­ვლას?

- ხში­რად ვერ მო­დის, რო­გორ უნდა მო­ვი­დეს? ამ დღე­ებ­ში დას­რულ­დე­ბა კა­ბა­ზე სა­ბო­ლოო მუ­შა­ო­ბა. პრე­ტენ­ზი­უ­ლი არ არის და ჩვე­ნი აზ­რე­ბი ყო­ველ­თვის ემ­თხვე­ვა ერ­თმა­ნეთს.

ავტორი:

რომელი ქართველი დიზაინერი ჩააცმევს სალომე ზურაბიშვილს ინაუგურაციაზე - "17 წლის ვიყავი, როდესაც მას პირველად შევუკერე კაბა..."

რომელი ქართველი დიზაინერი ჩააცმევს სალომე ზურაბიშვილს ინაუგურაციაზე - "17 წლის ვიყავი, როდესაც მას პირველად შევუკერე კაბა..."

საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი ყავს. საფრანგეთში ემიგრაციაში დაბადებული სალომე ზურაბიშვილი თავდაპირველად საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი იყო საქართველოში, შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა, მოგვიანებით მის ოპოზიციაში წავიდა და საზოგადოებას თავი მიტინგებზე დამახასიათებელი გამონათქვამებით დაამახსოვრა...

მას ყოველთვის მიიჩნევდნენ გემოვნებიან პოლიტიკოსად და სამართლიანადაც - მიდი კაბები და ქვედაბოლოები, პიჯაკები, მკვეთრი ფერები, მასიური საყურეები და აქსესუარები ზურაბიშვილს ყოველთვის გამოარჩევდა სხვა პოლიტიკოსი ქალებისგან. აღსანიშნავია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მან მასიურ ბეჭდებსა და საყურეებზე უარი თქვა და შედარებით მოკრძალებულად გამოიყურებოდა შეხვედრებზე.

AMBEBI.GE დაინტერესდა, ვინ ზრუნავს ქვეყნის არჩეული პრეზიდენტის ჩაცმულობაზე. ერთ-ერთ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა თავად აღნიშნა, რომ საკუთარ სტილზე თავად ზრუნავს და ქალიშვილი ქეთევან გორჯესტანი მისი ყველაზე დიდი შემფასებელია. თუმცა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ზურაბიშვილი ქართველ დიზაინერებთან ხშირად თანამშრომლობს. მაგალითად, ვაჟის, თეიმურაზ გორჯესტანის ქორწილისთვის მან კაბა დიზაინერ ქეთი ჩხიკვაძესთან შეიკერა.

AMBEBI.GE დიზაინერ ქეთი ჩხიკვაძეს ესაუბრა:

"ჩემი და ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის თანამშრომლობა ამ ზაფხულს შედგა. ის ჩვენთან თაკო ჩხეიძის რეკომენდაციით მოვიდა და შვილის - თეიმურაზ გორჯესტანის ქორწილისთვის სამოსი შეიკერა. მისმა ვაჟმა ქორწილი ყაზბეგში გადაიხადა, ქალბატონ სალომეს უშუალოდ ქორწილის დღისთვის კაბა შევუკერეთ, მეორე დღისთვის სამეული შევქმენით.

სასიამოვნო იყო ჩემთვის მასთან მუშაობა. ის კი არ შევქმენით რაც მას უნდოდა, ჩემი 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან შევარჩიეთ მისთვის შესაფერისი კოსტიუმები და შევკერეთ. დიზაინერისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. დროულად მოდიოდა ე.წ. "პრიმერკაზე", გემოვნებიანი და უშუალო მანდილოსანია.

- აშკარაა, რომ ნაკლებად უყვარს შავი და უფრო მკვეთრ ფერებს ანიჭებს უპირატესობას...

- პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ძალიან გემოვნებიანი მანდილოსანია. ქართველ ქალებს, შესაძლებლობების მიუხედავად, მაინც განსაკუთრებული გემოვნება აქვთ და ასეა ეს ქალბატონი სალომეს შემთხვევაშიც. ფერებს რაც შეეხება, მას საოცრად უხდება ყვითელი ფერი, როცა ჩვენს მიერ შეკერილი ყვითელი კოსტიუმი ჩაიცვა, ისე მოუხდა, ვკიოდით. ულამაზესი იყო.

ქეთი ჩხეიძის მოდელები პოდიუმზე

მას შემდეგ მასთან თანამშრომლობა აღარ მქონია, თუმცა როგორც ვიცი, ახლა უფრო აქტიურად აპირებს ქართველ დიზიანერებთან თანამშრომლობას და მე როგორც დიზაინერი, ვურჩევ, ხშირად ჩაიცვას ქართული ბრენდები, რაც ჩვენთვის კარგი იქნება. პოლიტიკა და ჩაცმა ერთად, რთულია, მაგრამ ამ შემთხვევაში გაგვიმართლა - დახვეწილი და გემოვნებიანი პრეზიდენტი გვყავს.

კიდევ ერთი დიზიანერი, რომელიც სალომე ზურაბიშვილს პირადად იცნობს, მაკა ასათიანის საყვარელი დიზაინერი, ჯაბა დიასამიძეა. ისევე როგორც სალომე ზურაბიშვილი, ჯაბა დიასამიძეც საფრანგეთში - ემიგრაციაში გაიზარდა და ერთმანეთი სწორედ იქ გაიცნეს.

დღეს ჯაბა წარმატებული ქართველი დიზაინერია, მის შემოქმედებაში ყოველთვის იგრძნობა ფრანგულ-ქართული ნაზავი, რომელიც მსოფლიოს წამყვან ბაიერებს, ჟურნალისტებს და ვარსკვლავებს აღაფრთოვანებს. ჯაბა დიასამიძის სამოსი არაერთმა ცნობილმა ქალმა მოირგო, მათ შორის არის ანჯელინა ჯოლი და ადრიანა ლიმა.

წლების შემდეგ, ჯაბა დიასამიძეზე კიდევ ერთხელ გააკეთა არჩევანი სალომე ზურაბიშვილმა. როგორც AMBEBI.GE-მ გაარკვია, ინაუგურაციაზე ის სწორედ ჯაბას მიერ შექმნილი სამოსით წარსდგება ხალხის წინაშე. კაბის ბოლო დეტალები ახლა სრულდება და უფრო დაზუსტებით ამის შესახებ AMBEBI.GE-ს თავად ჯაბა დიასამიძე ესაუბრა.

- ქალბატონ სალომეს ბავშვობიდან ვიცნობ. ისევე როგორც მისი ოჯახი, ჩემი ოჯახიც საფრანგეთში ემიგრაციაშია და ჩვენც იქედან ვიცნობთ ერთმანეთს. მგონი 17 წლის ვიყავი, როდესაც პირველად შევუკერე კაბა. შავი, ლამაზი კაბა იყო, მაგრამ რომელი ღონისძიებისთვის შევუკერე, არ მახსოვს. ახლა რომელ კაბასაც ვუკერავ, სიმბოლური დატვირთვა ექნება. მეამაყება, რომ საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტისთვის ინაუგურაციაზე კაბას მე შევქმნი.

ჯაბა დიასამიძის ჩვენება Mercedes-Benz Fashion Week TBILISI-ზე

- თქვენს კოლექციაში ყოველთვის შესამჩნევია დახვეწილობა და შთამბეჭდავი დეტალები, სალომე ზურაბიშვილის კაბაც ასეთი იქნება?

- კი, ასეთი იქნება. ჩემთვის თავადაც ასეთ ენერგიას გამოყოფს და ორმაგად მსიამოვნებს მასთან მუშაობა. კაბას ახლა ვქმნით და საბოლოოდ როგორი იქნება ინაუგურაციაზე იხილავთ. სალომე ზურაბიშვილი არის ადამიანი, რომელმაც იცის რა უნდა, გემოვნებიანია და სასიამოვნოა მასთან ურთიერთობა.

- ხშირად ახერხებს ე.წ. პრიმერკაზე მოსვლას?

- ხშირად ვერ მოდის, როგორ უნდა მოვიდეს? ამ დღეებში დასრულდება კაბაზე საბოლოო მუშაობა. პრეტენზიული არ არის და ჩვენი აზრები ყოველთვის ემთხვევა ერთმანეთს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ