სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
მკითხველის რჩევით
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თაკო ჩარკვიანს და მის ქმარს თავს დაესხნენ - კადრები ქუთაისის აეროპორტიდან
თაკო ჩარკვიანს და მის ქმარს თავს დაესხნენ - კადრები ქუთაისის აეროპორტიდან

ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტში პუბ­ლი­ცისტ თაკო ჩარ­კვი­ანს და მის მე­უღ­ლეს ჯონი გი­განს თავს და­ესხნენ. გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის გან­ცხა­დე­ბით, მათ ფი­ზი­კუ­რად ხუთ­კა­ცი­ა­ნი დაჯ­გუ­ფე­ბა გა­უს­წორ­და.

ჩარ­კვი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, მათ­ზე ძა­ლა­დო­ბა პო­ლი­ცი­ის თან­დას­წრე­ბით მოხ­და, თუმ­ცა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ისი­ნი არ და­იც­ვეს და მათ მხო­ლოდ აე­რო­პორ­ტში მყო­ფი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი და­ეხ­მარ­ნენ.

იხი­ლეთ ვი­დეო

„ეს იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცემა–ტყე­პა, ოთხი ადა­მი­ა­ნი თავს და­ეს­ხა ერთ ადა­მი­ანს, ისი­ნი არ იყ­ვნენ ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ხუთ­კა­ცი­ა­ნი დაჯ­გუ­ფე­ბი­დან მხო­ლოდ ერთი ცდი­ლობ­და ადა­მი­ა­ნო­ბა შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა და ცე­მა­ში არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ორი პო­ლი­ცი­ე­ლი იდგა იქ და არც ერთი პო­ლი­ცი­ე­ლი არ გა­ინ­ძრა, ჩვენ ახლა ვა­პი­რებთ ამო­ვი­ღოთ ვი­დეო კად­რე­ბი, მერე რომ არ თქვან, ჩა­ნა­წე­რე­ბი არ ყო­ფი­ლაო" - გა­ნა­ცხა­და მან ტე­ლე­კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი 2“–თან სა­უბ­რი­სას.

ჩარ­კვი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, მო­ძა­ლა­დე­ებ­მა მათ გა­ნუ­ცხა­დეს, რომ მათ პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ზი­ცი­ის გამო გა­უს­წორ­დნენ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ქუ­თა­ი­სის და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში, თაკო ჩარ­კვი­ან­სა და მის თან­მხლებ პირ­ზე თავ­დას­ხმის ფაქ­ტზე 1 პირი ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით სის­ხლის სა­მარ­თლის წე­სით, ხოლო 3 პირი წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბის ბრალ­დე­ბით ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­ა­კა­ვეს.

უწყე­ბის ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბის პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტში მყოფ თაკო ჩარ­კვი­ანს და მის მე­უღ­ლეს სა­ვა­რა­უ­დოდ, პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო თავს და­ესხნენ. თავ­დამ­სხმე­ლე­ბის­გან ერთ-ერ­თმა თაკო ჩარ­კვი­ა­ნის მე­უღ­ლეს ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა, ხოლო სამი პირი მათ სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­და. თავ­დამ­სხმე­ლებ­მა შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­მალ­ვა სცა­დეს თუმ­ცა, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მათ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცეს.

პო­ლი­ცი­ამ აე­რო­პორ­ტში გან­თავ­სე­ბუ­ლი ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი ამო­ი­ღო, რის შე­დე­გა­დაც ოპე­რა­ტი­უ­ლად მოხ­და ოთხი­ვე თავ­დამ­სხმე­ლის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და და­კა­ვე­ბა.

სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ამ მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლით და­ი­წყო. ასე­ვე საქ­მის წარ­მო­ე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 166-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები
მკითხველის რჩევით
ავტორი:

თაკო ჩარკვიანს და მის ქმარს თავს დაესხნენ - კადრები ქუთაისის აეროპორტიდან

თაკო ჩარკვიანს და მის ქმარს თავს დაესხნენ - კადრები ქუთაისის აეროპორტიდან

ქუთაისის აეროპორტში პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს ჯონი გიგანს თავს დაესხნენ. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის განცხადებით, მათ ფიზიკურად ხუთკაციანი დაჯგუფება გაუსწორდა.

ჩარკვიანის განცხადებით, მათზე ძალადობა პოლიციის თანდასწრებით მოხდა, თუმცა სამართალდამცველებმა ისინი არ დაიცვეს და მათ მხოლოდ აეროპორტში მყოფი ქალბატონები დაეხმარნენ.

იხილეთ ვიდეო

„ეს იყო ჩვეულებრივი ცემა–ტყეპა, ოთხი ადამიანი თავს დაესხა ერთ ადამიანს, ისინი არ იყვნენ ფხიზელ მდგომარეობაში. ხუთკაციანი დაჯგუფებიდან მხოლოდ ერთი ცდილობდა ადამიანობა შეენარჩუნებინა და ცემაში არ მონაწილეობდა. ორი პოლიციელი იდგა იქ და არც ერთი პოლიციელი არ გაინძრა, ჩვენ ახლა ვაპირებთ ამოვიღოთ ვიდეო კადრები, მერე რომ არ თქვან, ჩანაწერები არ ყოფილაო" - განაცხადა მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“–თან საუბრისას.

ჩარკვიანის განცხადებით, მოძალადეებმა მათ განუცხადეს, რომ მათ პოლიტიკური პოზიციის გამო გაუსწორდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, თაკო ჩარკვიანსა და მის თანმხლებ პირზე თავდასხმის ფაქტზე 1 პირი ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლის წესით, ხოლო 3 პირი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტში მყოფ თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს სავარაუდოდ, პოლიტიკური შეხედულებების გამო თავს დაესხნენ. თავდამსხმელებისგან ერთ-ერთმა თაკო ჩარკვიანის მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო სამი პირი მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადეს თუმცა, სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

პოლიციამ აეროპორტში განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოიღო, რის შედეგადაც ოპერატიულად მოხდა ოთხივე თავდამსხმელის იდენტიფიცირება და დაკავება.

საპატრულო პოლიციამ მომხდარზე გამოძიება ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო. ასევე საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობს.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო