სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უშენოდ სიცოცხლეს აზრი ვერ მოვუძებნე მამი ამ დაწყევლილ ქვეყანაში..." - ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობიდან 1 წელი გავიდა
"უშენოდ სიცოცხლეს აზრი ვერ მოვუძებნე მამი ამ დაწყევლილ ქვეყანაში..." - ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობიდან 1 წელი გავიდა

ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მოკ­ლუ­ლი და­ვით სა­რა­ლი­ძის მამა, ზაზა სა­რა­ლი­ძე ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვი­დან ერთი წლის თავ­ზე, შვილს ემო­ცი­ურ პოსტს უძღვნის. მი­მარ­თვა სა­რა­ლი­ძემ "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე და­წე­რა:

"ერთი წელი გა­ვი­და იმ და­წყევ­ლი­ლი დღი­დან მამი, როცა ბო­ლო­ჯერ ვი­ლა­პა­რა­კეთ, მას მერე შენი ხმა აღარ გა­მი­გო­ნია, მას მერე ყო­ველ­დღე გე­ძებ შენს ოთახ­ში, ყო­ველ დღე გე­ძებ, მაგ­რამ მხო­ლოდ შენს ფო­ტო­ებს და ნივ­თებს ვა­წყდე­ბი ყველ­გან, მას შემ­დეგ... შენ­თან ერ­თად და­ი­მარ­ხა და და­სა­მარ­და ყვე­ლა­ფე­რი რაც მა­ხა­რებ­და. იმ და­წყევ­ლილ დღეს ჩაქ­რა შენი სი­ცო­ცხლე და თან წა­ი­ღე ჩვე­ნიც...

ერთი წელი გა­ვი­და მამი და შენი მკვლე­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ შე­ი­ფა­რა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ დღეს შენი სა­ხე­ლის გა­და­თელ­ვა გა­და­წყვი­ტა, მაგ­რამ და­ა­ვი­წყდათ რომ მე შენ­თან ვარ და შენი სა­ხე­ლის­თვის მზად ვარ ჩემი თავი შენ გა­ჩუ­ქო. შენ­თან ერ­თად გაქ­რა 2017 წლის 1 დე­კემ­ბერს ის სა­ქარ­თვე­ლო, რო­მელ­მაც შენ გაგ­წი­რა.

იხი­ლეთ ვი­დეო: სა­რა­ლი­ძის ემო­ცი­უ­რი კო­მენ­ტა­რი იმ ფარ­დულ­თან, სა­დაც 1 წლის წინ, მისი შვი­ლი მოკ­ლეს - "ზუს­ტად ამ ად­გილ­ზე, სა­დაც სული და­ლია, პი­რო­ბას ვდებ..."

პი­რო­ბას გაძ­ლევ მამი, არ შე­ვარ­ჩენ არა­ვის შენი სა­ხე­ლის შე­ლახ­ვას - ან ჩემი თვა­ლით ვნა­ხავ ყვე­ლას გა­ნად­გუ­რე­ბას ან შენ­თან მო­ვალ ძა­ლი­ან მალე. უშე­ნოდ სი­ცო­ცხლეს აზრი ვერ მო­ვუ­ძებ­ნე მამი ამ და­წყევ­ლილ ქვე­ყა­ნა­ში.

მიყ­ვარ­ხარ და მე­ნატ­რე­ბი მამი. უფალ­მა და­გიმ­კვიდ­როს სა­სუ­ფე­ვე­ლი და მე მალე მა­ნა­ხოს გზა რო­მე­ლიც შე­ნამ­დე მო­დის" - წერს ზაზა სა­რა­ლი­ძე.

ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე შემ­ზა­რა­ვი მკვლე­ლო­ბა 2017 წლის პირ­ველ დე­კემ­ბერს მოხ­და. მო­ზარ­დე­ბის ჩხუ­ბის დროს ორი არას­რულ­წლო­ვა­ნი - ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლი და და­ვით სა­რა­ლი­ძე და­იჭრ­ნენ. და­დუ­ნაშ­ვი­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, სა­რა­ლი­ძე კი მე­ო­რე დღეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­ი­ღუ­პა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"უშენოდ სიცოცხლეს აზრი ვერ მოვუძებნე მამი ამ დაწყევლილ ქვეყანაში..." - ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობიდან 1 წელი გავიდა

"უშენოდ სიცოცხლეს აზრი ვერ მოვუძებნე მამი ამ დაწყევლილ ქვეყანაში..." - ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობიდან 1 წელი გავიდა

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ტრაგიკული შემთხვევიდან ერთი წლის თავზე, შვილს ემოციურ პოსტს უძღვნის. მიმართვა სარალიძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა:

"ერთი წელი გავიდა იმ დაწყევლილი დღიდან მამი, როცა ბოლოჯერ ვილაპარაკეთ, მას მერე შენი ხმა აღარ გამიგონია, მას მერე ყოველდღე გეძებ შენს ოთახში, ყოველ დღე გეძებ, მაგრამ მხოლოდ შენს ფოტოებს და ნივთებს ვაწყდები ყველგან, მას შემდეგ... შენთან ერთად დაიმარხა და დასამარდა ყველაფერი რაც მახარებდა. იმ დაწყევლილ დღეს ჩაქრა შენი სიცოცხლე და თან წაიღე ჩვენიც...

ერთი წელი გავიდა მამი და შენი მკვლელები საქართველოს ხელისუფლებამ შეიფარა, ხელისუფლებამ დღეს შენი სახელის გადათელვა გადაწყვიტა, მაგრამ დაავიწყდათ რომ მე შენთან ვარ და შენი სახელისთვის მზად ვარ ჩემი თავი შენ გაჩუქო. შენთან ერთად გაქრა 2017 წლის 1 დეკემბერს ის საქართველო, რომელმაც შენ გაგწირა.

იხილეთ ვიდეო: სარალიძის ემოციური კომენტარი იმ ფარდულთან, სადაც 1 წლის წინ, მისი შვილი მოკლეს - "ზუსტად ამ ადგილზე, სადაც სული დალია, პირობას ვდებ..."

პირობას გაძლევ მამი, არ შევარჩენ არავის შენი სახელის შელახვას - ან ჩემი თვალით ვნახავ ყველას განადგურებას ან შენთან მოვალ ძალიან მალე. უშენოდ სიცოცხლეს აზრი ვერ მოვუძებნე მამი ამ დაწყევლილ ქვეყანაში.

მიყვარხარ და მენატრები მამი. უფალმა დაგიმკვიდროს სასუფეველი და მე მალე მანახოს გზა რომელიც შენამდე მოდის" - წერს ზაზა სარალიძე.

ხორავას ქუჩაზე შემზარავი მკვლელობა 2017 წლის პირველ დეკემბერს მოხდა. მოზარდების ჩხუბის დროს ორი არასრულწლოვანი - ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე დაიჭრნენ. დადუნაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, სარალიძე კი მეორე დღეს საავადმყოფოში დაიღუპა.

84 წლის ნანი ბრეგვაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა - ფოტო კლინიკიდან

"ბარის ჭერა უნდა ესე" - როგორ ეხმაურებიან გიორგი გახარიას ფოტოს სოციალურ ქსელში?

"ძალადობაზე თუ რამე გინდა თქვა, 11 წელი არ უნდა ელოდო 5 ათას ლარიან კონვერტს!" - ქეთი დოლიძე ნინუცა მაყაშვილის ინტერვიუს ეხმაურება