ავტორი:

"ძალიან იშვიათად სჭირდება ბავშვს წამალი..." - ნევროლოგის რჩევები მათ, ვინც ბავშვს მედიკამენტს თვითნებურად ასმევს

"ძალიან იშვიათად სჭირდება ბავშვს წამალი..." - ნევროლოგის რჩევები მათ, ვინც ბავშვს მედიკამენტს თვითნებურად ასმევს

პედიატრების შემდეგ ყველაზე ხშირად მშობლები ბავშვთა ნევროლოგებს მიმართავენ. მიზეზი შეიძლება უამრავი იყოს, რადგან ყველაზე ხშირად მშობლები ბავშვის მიუღებელ ქცევას სწორედ ნევროლოგიურ პრობლემებს აბრალებენ. ცნობილი ნევროლოგი ბაკურ კოტეტიშვილი mshoblebi.ge-ს კითხვებს პასუხობს:

- დღეს ყველა მშობელი ცდილობს, ბავშვი სტრესისგან დაიცვას, თუმცა ბოლომდე ეს შეუძლებელია. შეიძლება, რომ სტრესი გახდეს რაიმე ნერვული აშლილობის ან პრობლემის მიზეზი?

- სტრესი ადაპტაციური ფენომენია და ამის გარეშე ერთი წამი ვერ იცხოვრებ ადამიანი! როგორ შეიძლება სტრესისგან დაიცვა ადამიანი! სტრესი ცუდი სიტყვა არ არის და საერთოდ, ვინც ეს ტერმინი შემოიტანა, ამბობს, რომ, თუ სტრესი არ გაქვს, ჩათვალეთ, რომ მკვდარი ბრძანდებით... ცოცხალ ადამიანს არ შეიძლება სტრესი არ ჰქონდეს ნებისმიერ ასაკში.

- თუ გახსენდებათ პრაქტიკაში მაგალითი, როცა მშობლის შეცდომის გამო შეექმნა ბავშვს პრობლემა? რომელია ხშირად გავრცელებული შეცდომები?

- ძირითადად სულ მშობლების შეცდომის გამო ხდება ყველაფერი, ანუ ბავშვების მიმართ აბსოლუტურად არასწორი ქცევის გამო. რასაკვირველია, არსებობს თანდაყოლილი პათოლოგიები, მძიმე დაავადებები, მაგრამ ესენი იშვიათია. რაც ჩვენთან გავრცელებულია, ეს არის არასწორი მოქცევა ბავშვებთან, ზეწოლა ძირითადად! კვებითი, ჩაცმითი, ტემპერატურული, ყველაფრის აკრძალვა... ყველაფერი იწყება - არ შეიძლებათი... თქვენ მოგწონთ, როცა არ შეიძლებას გეუბნებათ ვინმე? - ბავშვს კი იმიტომ ეუბნებით, რომ არ იცით, რა უნდა უთხრათ, აგრესიული ქცევა ყველაზე ადვილი გამოსავალია. აგრესია არის განვითარებს ყველაზე დაბალი საფეხური! ბავშვს არ მოსწონს ყველაფრის აკრძალვა, გიპროტესტებთ და რადგან გიპროტესტებთ, მას უკვე ჯიუტი ჰქვია. სინამდვილეში ზეწოლა აქდან იწყება! ბავშვი ყოველთვის ჯანსაღია! ყველა მოზარდი იტყუება, ბავშვი კი არასოდეს!

- დედების ჯგუფებში ხშირად ნახავთ პოსტებს შეკითხვით, რას აძლევთ ბავშვს, კარგად რომ დაეძინოს? რამდენად მართებულია ექიმის გარეშე უწყინარ მცენარეულ საშუალებებზე დაფუძნებული დამამშვიდებლების მიცემა?

- აბსოლუტურად არასწორია! ეგ არის უბედურება, რომ სოციალური ქსელები გახდა საჭორაო სისტემა. ვისაც რა უნდა, იმ რჩევას იძლევა, იმის მიუხედავად, ამის კვალიფიკაცია აქვს თუ არა, ძალუძს თუ არა საერთოდ პასუხის გაცემა. მცნება - მცენარეული, ესეც მორიგი ტყუილია. ოპიუმი კეთდება ყაყაჩოსგან, იცით, რომ ყაყაჩო მცენარეა და ოპიუმი კიდევ ნარკოტიკი. მცდარი ფორმაა, თითქოს ბალახეული უწყინარია. ზოგიერთი ბალახი ცხოველს კლავს! აუცილებლად ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო და როგორ შეიძლება თვითნებურად მედიკამენტის ხმარება?! ცივილურ ქვეყნებში ბავშვთა მედიკამენტები უკიდურესად მცირე რაოდენობით გამოდის. ძალიან იშვიათად სჭირდება ბავშვს წამალი. არასწორი ინფორმაციისა და არასწორი განათლების გამო მარტივად ხდება ჩვენში ეგრეთწოდებული წამლების ყლაპვა. ნაცვლად იმისა, რომ ბავშვებთან სწორად იურთიერთონ...წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ