ავტორი:

რატომ გადაიდო ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები - აეროპორტის განმარტება

რატომ გადაიდო ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები - აეროპორტის განმარტება

ძლიერი ქარის გამო ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები დროებით გადაიდო. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, საათზე მეტია შეყოვნებულია მილანისა და ბარსელონას მიმართულება.

"არ ვიცით, ზუსტად, განხორციელდება თუ არა დღეს ეს რეისები. ასევე, ღამით დაგეგმილია კიდევ ერთი რეისი - რიგის მიმართულებით და ესეც არ ვიცით, გადაიდება თუ არა. აეროპორტში უკვე ჩამოფრინდა თვითმფრინავები დორტმუნდიდან და ბერლინიდან. მგზავრები უსაფრთხოდ არიან, პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ ქარის გამო ვერ იხსნება თვითმფრინავის სატვირთო განყოფილება, სადაც ბარგია", - განუცხადეს "ბიზნესპრესნიუსს" ქუთაისის აეროპორტში. ქუთაისში, დღეს, 22:00 საათიდან 23:00 საათის ჩათვლით ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ