10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას საქმიანობდა თამუნა ნიკოლაძე ეკრანიდან გაუჩინარების შემდეგ და როგორ მოხვდა ჩცდ-ში - "მითხრეს, რომ ექიმის ცოლის როლზე მიწვევდნენ"
რას საქმიანობდა თამუნა ნიკოლაძე ეკრანიდან გაუჩინარების შემდეგ და როგორ მოხვდა ჩცდ-ში - "მითხრეს, რომ ექიმის ცოლის როლზე მიწვევდნენ"

17 წე­ლია თა­ვი­სუ­ფა­ლი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბია, ხოლო პირ­ვე­ლად ეკ­რან­ზე 2007 წელს გა­მოჩ­ნდა და ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ის სე­რი­ა­ლი­დან - "შუა ქა­ლაქ­ში" გა­იც­ნო. პრო­ექ­ტი 2 წლის წინ დას­რულ­და. ბოლო პე­რი­ოდ­ში თა­მუ­ნას ინ­ტერ­ვიუ არ­სად და­ბეჭ­დი­ლა, თუმ­ცა, ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მის ცხოვ­რე­ბა­ში არა­ერ­თი სი­ახ­ლე და სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მე გაჩ­ნდა.

- პირ­ვე­ლად ეკ­რან­ზე 11 წლის წინ გა­მოვ­ჩნდი. ყვე­ლამ გა­მიც­ნო და შე­მიყ­ვა­რა ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" სე­რი­ა­ლით "შუა ქა­ლაქ­ში". პრო­ექ­ტი თით­ქმის ორი წლის წინ დას­რულ­და. ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში აღარ ვმუ­შა­ობ. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ეს ასეც უნდა ყო­ფი­ლი­ყო და კარ­გიც მოხ­და. როცა რა­ღაც 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გით გა­დის ეთერ­ში და დიდი სიყ­ვა­რუ­ლით სარ­გებ­ლობს, ერთ დღე­საც უნდა დას­რულ­დეს. ჩემი აზ­რით, ასე­ვეა ყვე­ლა კარ­გი ფილ­მის, სე­რი­ა­ლის თუ სპექ­ტაკ­ლის შემ­თხვე­ვა­შიც. არ მიყ­ვარს რა­ღა­ცე­ბი, რა­საც ჩვენ პრო­ფე­სი­ა­ში ვერ ვე­ლე­ვით. ის ერთი პრო­ექ­ტი კონ­კრე­ტუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და პე­რი­ო­დის აღ­მო­ჩე­ნა უნდა გახ­დეს. ინ­ტე­რესს რომ და­იკ­მა­ყო­ფი­ლებ და და­ფიქ­რდე­ბი, თუ რო­გორ გა­არ­თვი თავი, ის ნა­მუ­შე­ვა­რი უნდა და­ტო­ვო ტკბილ მო­გო­ნე­ბად. "შუა ქა­ლაქ­ში" 17 სე­ზო­ნი და 800-მდე სე­რია გა­ვი­და ეთერ­ში. ამ სე­რი­ე­ბი­დან ყვე­ლა­ში ვი­ყა­ვი, რის­თვი­საც დიდი მად­ლო­ბა მის შემ­ქმნე­ლებს, ყვე­ლა კო­ლე­გას, თა­ნამ­შრო­მელს. ჩვენ ყვე­ლამ ერ­თად შევ­ძე­ლით ძა­ლი­ან მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გის მო­პო­ვე­ბა და დიდი მად­ლო­ბა ამის­თვის მთელ სა­ქარ­თვე­ლოს. მოკ­ლედ, ასე დამ­თავ­რდა ეს ჩემი ათწ­ლი­ა­ნი სა­ტე­ლე­ვი­ზიო სიყ­ვა­რუ­ლო­ბა­ნა.

- პა­რა­ლე­ლუ­რად თე­ატ­რში მუ­შა­ობ­დით...

- დიახ. 17 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, თა­ვი­სუ­ფალ თე­ატ­რში ძა­ლი­ან ბევრ სპექ­ტაკლში, არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო და ყვე­ლა­ნა­ი­რი ჟან­რის როლი მაქვს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. ამის­თვის მად­ლო­ბა ჩემს ბედ-იღ­ბალ­სა და რე­ჟი­სო­რებს. 20-25 წლის აღარ ვარ და ვთვლი, რომ ჩემს ასაკ­ში მსა­ხი­ობს გა­მოც­დი­ლე­ბის გუდა თუ არ აქვს, ახლა ვე­ღარ და­ი­წყებ დაგ­რო­ვე­ბას. მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ მაქვს საკ­მა­ოდ მდი­და­რი გა­მოც­დი­ლე­ბა და ამა­ყი სამ­სა­ხი­ო­ბო ის­ტო­რია.

- ეს "გა­მოც­დი­ლე­ბის გუდა" იყო ის, რა­მაც თქვენ მე­გობ­რებ­თან ერ­თად პე­და­გო­გო­ბა გა­და­გა­წყვე­ტი­ნათ?

- აბ­სო­ლუ­ტუ­რად სწო­რი კი­თხვა დას­ვით. მა­ში­ნაც, როცა ეკ­რან­ზე ვჩან­დი, სულ იყო შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი. ის კონ­კრე­ტუ­ლი სტუ­დი­ე­ბი თბი­ლის­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლად არ­სე­ბო­ბენ, დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას ნდო­ბის­თვის, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ვფიქ­რობ­დი, რომ პე­და­გო­გო­ბა არის სულ სხვა ცნე­ბა, შე­მარ­თე­ბა, ფსი­ქო­ლო­გია და აქამ­დე ამ საქ­მეს ხელი არ მოვ­კი­დე. ის ერთი წელი, როცა მხო­ლოდ თე­ატ­რში ვი­ყა­ვი, მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ წავ­სუ­ლი­ყა­ვი თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და ვყო­ფი­ლი­ყა­ვი არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი მოყ­ვა­რუ­ლი პე­და­გო­გი. პე­დან­ტი ხა­სი­ა­თი მაქვს და ყო­ველ­გვა­რი გაც­დე­ნის გა­რე­შე, ჩემი სურ­ვი­ლით, ბავ­შვებს ვას­წავ­ლი­დი სას­ცე­ნო მე­ტყვე­ლე­ბა­სა და კულ­ტუ­რას. "თა­მუ­ნა მასწ". - ბავ­შვე­ბი ასე მომ­მარ­თა­ვენ. დღემ­დე მივ­დი­ვარ მათ სა­ნა­ხა­ვად, რად­გან ვერ ვე­ლე­ვი. ახლა თე­მურ ჩხე­ი­ძი­სა და გი­ორ­გი სი­ხა­რუ­ლი­ძის ჯგუ­ფე­ბის სტუ­დენ­ტე­ბი უკვე მე­ო­რე კურ­სზე არი­ან და რო­გორც ამ­ბო­ბენ, ჩვენ ბევ­რი სი­კე­თე გავცვა­ლეთ ერ­თმა­ნეთ­ში.

- თა­მუ­ნა, რაც შე­ე­ხე­ბა ტე­ლე­ვი­ზი­ას, ახლა "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" გა­მოჩ­ნდით - სოსო ხვე­დე­ლი­ძის პერ­სო­ნა­ჟი ექი­მის, აჩი­კოს მე­უღ­ლის რო­ლით...

- დიახ, ასეა. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს და­მი­რე­კა ქალ­ბა­ტონ­მა ეკა მჟა­ვა­ნა­ძემ, დიდ­ხანს ვი­სა­უბ­რეთ და ბო­ლოს მი­თხრა, რომ სე­რი­ალ­ში "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" ექი­მის ცო­ლის როლ­ზე მიწ­ვევ­დნენ. მსა­ხი­ობს - გა­მოც­დილ­სა თუ გა­მო­უც­დელს, ვარ­სკვლავ­სა თუ სცე­ნის ჯა­დო­ქარს, ყვე­ლას სჭირ­დე­ბა პა­ტა­რა კას­ტინ­გი, რომ მიხ­ვდნენ, ხარ თუ არა ის ადა­მი­ა­ნი, ვის როლ­ზეც მო­ი­აზ­რე­ბი. მეც გა­ვი­ა­რე ეს ეტა­პი, რომ­ლის შემ­დე­გაც გი­ორ­გი ლი­ფო­ნა­ვამ, ქე­თიმ და ეკამ ერ­თხმად გა­და­წყვი­ტეს, რომ ეს როლი მე უნდა შე­მეს­რუ­ლე­ბი­ნა.

- კა­მე­რა რომ ჩა­ირ­თო, იყო ნოს­ტალ­გი­ის გან­ცდა?

- არა, არა­ნა­ი­რი. რო­გორ გი­თხრათ, პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ვარ საკ­მა­ოდ ნოს­ტალ­გი­უ­რი, შე­იძ­ლე­ბა ვი­ღაც ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­როს, მაგ­რამ რო­ლე­ბი­სა და სპექ­ტაკ­ლე­ბის მი­მართ ასე­თი­ვე გან­ცდა არ მაქვს. არა­ერთ როლს გა­მოვ­თხო­ვე­ბი­ვარ ასე, გა­მო­ვემ­შვი­დო­ბე და დას­რულ­და. არ მიყ­ვარს მსა­ხი­ო­ბე­ბი როლს რომ ვერ ელე­ვი­ან. დას­რულ­დე­ბა ერთი და მერე ახა­ლი და­ი­წყე­ბა. "შუა ქა­ლა­ქის" შემ­დეგ შეგ­ნე­ბუ­ლად არ მინ­დო­და ეკ­რან­ზე გა­მო­ჩე­ნა, არც გა­და­ცე­მებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რად­გან ვფიქ­რობ, მა­ყუ­რე­ბელს უნდა მო­ე­ნატ­რო და დაბ­რუნ­დე სხვა ამ­პლუ­ა­სა და სხვა ჟანრ­ში. ასეც მოხ­და, უცებ, 2 წლის შემ­დეგ, ქალ­ბა­ტონ­მა ეკამ რომ და­მი­რე­კა, ჩემი გუ­ლი­დან წა­მო­სუ­ლი პა­სუ­ხი იყო: "ეკა, მად­ლო­ბა, მო­ვალ... ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს". ჩემ­თვის "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა ხედ­ვა, ჟან­რი, მი­მარ­თუ­ლე­ბაა, მუ­შა­ო­ბენ სხვა რე­ჟი­სო­რე­ბი... დრა­მა­ტუ­ლი ხა­ზია და ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო სა­მუ­შაო. დე­ტა­ლებს ვერ გა­ვამ­ხელ, მხო­ლოდ ის შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ დიდი სი­ხა­რუ­ლით მი­ვი­ღე ეს შე­მო­თა­ვა­ზე­ბა...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

რას საქმიანობდა თამუნა ნიკოლაძე ეკრანიდან გაუჩინარების შემდეგ და როგორ მოხვდა ჩცდ-ში - "მითხრეს, რომ ექიმის ცოლის როლზე მიწვევდნენ"

რას საქმიანობდა თამუნა ნიკოლაძე ეკრანიდან გაუჩინარების შემდეგ და როგორ მოხვდა ჩცდ-ში - "მითხრეს, რომ ექიმის ცოლის როლზე მიწვევდნენ"

17 წელია თავისუფალი თეატრის მსახიობია, ხოლო პირველად ეკრანზე 2007 წელს გამოჩნდა და ფართო საზოგადოებამ ის სერიალიდან - "შუა ქალაქში" გაიცნო. პროექტი 2 წლის წინ დასრულდა. ბოლო პერიოდში თამუნას ინტერვიუ არსად დაბეჭდილა, თუმცა, ამ ხნის განმავლობაში მის ცხოვრებაში არაერთი სიახლე და საინტერესო საქმე გაჩნდა.

- პირველად ეკრანზე 11 წლის წინ გამოვჩნდი. ყველამ გამიცნო და შემიყვარა ტელეკომპანია "იმედის" სერიალით "შუა ქალაქში". პროექტი თითქმის ორი წლის წინ დასრულდა. ტელევიზიაში აღარ ვმუშაობ. სიმართლე გითხრათ, ეს ასეც უნდა ყოფილიყო და კარგიც მოხდა. როცა რაღაც 10 წლის განმავლობაში მაღალი რეიტინგით გადის ეთერში და დიდი სიყვარულით სარგებლობს, ერთ დღესაც უნდა დასრულდეს. ჩემი აზრით, ასევეა ყველა კარგი ფილმის, სერიალის თუ სპექტაკლის შემთხვევაშიც. არ მიყვარს რაღაცები, რასაც ჩვენ პროფესიაში ვერ ველევით. ის ერთი პროექტი კონკრეტული მდგომარეობისა და პერიოდის აღმოჩენა უნდა გახდეს. ინტერესს რომ დაიკმაყოფილებ და დაფიქრდები, თუ როგორ გაართვი თავი, ის ნამუშევარი უნდა დატოვო ტკბილ მოგონებად. "შუა ქალაქში" 17 სეზონი და 800-მდე სერია გავიდა ეთერში. ამ სერიებიდან ყველაში ვიყავი, რისთვისაც დიდი მადლობა მის შემქმნელებს, ყველა კოლეგას, თანამშრომელს. ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ძალიან მაღალი რეიტინგის მოპოვება და დიდი მადლობა ამისთვის მთელ საქართველოს. მოკლედ, ასე დამთავრდა ეს ჩემი ათწლიანი სატელევიზიო სიყვარულობანა.

- პარალელურად თეატრში მუშაობდით...

- დიახ. 17 წლის განმავლობაში, თავისუფალ თეატრში ძალიან ბევრ სპექტაკლში, არაერთი საინტერესო და ყველანაირი ჟანრის როლი მაქვს შესრულებული. ამისთვის მადლობა ჩემს ბედ-იღბალსა და რეჟისორებს. 20-25 წლის აღარ ვარ და ვთვლი, რომ ჩემს ასაკში მსახიობს გამოცდილების გუდა თუ არ აქვს, ახლა ვეღარ დაიწყებ დაგროვებას. მადლობა ღმერთს, რომ მაქვს საკმაოდ მდიდარი გამოცდილება და ამაყი სამსახიობო ისტორია.

- ეს "გამოცდილების გუდა" იყო ის, რამაც თქვენ მეგობრებთან ერთად პედაგოგობა გადაგაწყვეტინათ?

- აბსოლუტურად სწორი კითხვა დასვით. მაშინაც, როცა ეკრანზე ვჩანდი, სულ იყო შემოთავაზებები. ის კონკრეტული სტუდიები თბილისში წლების განმავლობაში წარმატებულად არსებობენ, დიდი მადლობა ყველას ნდობისთვის, მაგრამ ყოველთვის ვფიქრობდი, რომ პედაგოგობა არის სულ სხვა ცნება, შემართება, ფსიქოლოგია და აქამდე ამ საქმეს ხელი არ მოვკიდე. ის ერთი წელი, როცა მხოლოდ თეატრში ვიყავი, მივიღე გადაწყვეტილება, რომ წავსულიყავი თეატრალურ უნივერსიტეტში და ვყოფილიყავი არაოფიციალური მოყვარული პედაგოგი. პედანტი ხასიათი მაქვს და ყოველგვარი გაცდენის გარეშე, ჩემი სურვილით, ბავშვებს ვასწავლიდი სასცენო მეტყველებასა და კულტურას. "თამუნა მასწ". - ბავშვები ასე მომმართავენ. დღემდე მივდივარ მათ სანახავად, რადგან ვერ ველევი. ახლა თემურ ჩხეიძისა და გიორგი სიხარულიძის ჯგუფების სტუდენტები უკვე მეორე კურსზე არიან და როგორც ამბობენ, ჩვენ ბევრი სიკეთე გავცვალეთ ერთმანეთში.

- თამუნა, რაც შეეხება ტელევიზიას, ახლა "ჩემი ცოლის დაქალებში" გამოჩნდით - სოსო ხვედელიძის პერსონაჟი ექიმის, აჩიკოს მეუღლის როლით...

- დიახ, ასეა. ერთ მშვენიერ დღეს დამირეკა ქალბატონმა ეკა მჟავანაძემ, დიდხანს ვისაუბრეთ და ბოლოს მითხრა, რომ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" ექიმის ცოლის როლზე მიწვევდნენ. მსახიობს - გამოცდილსა თუ გამოუცდელს, ვარსკვლავსა თუ სცენის ჯადოქარს, ყველას სჭირდება პატარა კასტინგი, რომ მიხვდნენ, ხარ თუ არა ის ადამიანი, ვის როლზეც მოიაზრები. მეც გავიარე ეს ეტაპი, რომლის შემდეგაც გიორგი ლიფონავამ, ქეთიმ და ეკამ ერთხმად გადაწყვიტეს, რომ ეს როლი მე უნდა შემესრულებინა.

- კამერა რომ ჩაირთო, იყო ნოსტალგიის განცდა?

- არა, არანაირი. როგორ გითხრათ, პირად ცხოვრებაში ვარ საკმაოდ ნოსტალგიური, შეიძლება ვიღაც ძალიან მომენატროს, მაგრამ როლებისა და სპექტაკლების მიმართ ასეთივე განცდა არ მაქვს. არაერთ როლს გამოვთხოვებივარ ასე, გამოვემშვიდობე და დასრულდა. არ მიყვარს მსახიობები როლს რომ ვერ ელევიან. დასრულდება ერთი და მერე ახალი დაიწყება. "შუა ქალაქის" შემდეგ შეგნებულად არ მინდოდა ეკრანზე გამოჩენა, არც გადაცემებში მონაწილეობა, რადგან ვფიქრობ, მაყურებელს უნდა მოენატრო და დაბრუნდე სხვა ამპლუასა და სხვა ჟანრში. ასეც მოხდა, უცებ, 2 წლის შემდეგ, ქალბატონმა ეკამ რომ დამირეკა, ჩემი გულიდან წამოსული პასუხი იყო: "ეკა, მადლობა, მოვალ... ძალიან მაინტერესებს". ჩემთვის "ჩემი ცოლის დაქალები" აბსოლუტურად სხვა ხედვა, ჟანრი, მიმართულებაა, მუშაობენ სხვა რეჟისორები... დრამატული ხაზია და ჩემთვის საინტერესო სამუშაო. დეტალებს ვერ გავამხელ, მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ დიდი სიხარულით მივიღე ეს შემოთავაზება...წაიკითხეთ სრულად

ელექტროენერგიის ახალი ტარიფი ძალაში მხოლოდ დროებით - 6 თვის ვადით იქნება - სემეკი

სემეკმა ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების კომპანიებს ახალი ტარიფები დაუდგინა

რამდენით გაიზარდა წყლის ტარიფი თბილისში, რუსთავსა და  მცხეთაში - რა გადაწყვიტა სემეკმა?