საზოგადოება
Faceამბები
კონფლიქტები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი კაბები იაკობის არჩეულია" - "ცეკვავენ ვარსკვლავების" 16 წლის მონაწილე, რომელიც  ოქროსმედალოსანი, ჩოგბურთელი და მსახიობია
"ჩემი კაბები იაკობის არჩეულია" - "ცეკვავენ ვარსკვლავების" 16 წლის მონაწილე, რომელიც  ოქროსმედალოსანი, ჩოგბურთელი და მსახიობია

რუს­კა ქარ­ქა­შა­ძე 16 წლის ცოტა ხნის წინ გახ­და. სკო­ლის წარ­მა­ტე­ბუ­ლი მოს­წავ­ლეა. ამ­ბობს, რომ ოქ­როს მედ­ლის კან­დი­და­ტია, 10-ზე ქვე­მოთ ნი­შა­ნი ჯერ არ მი­უ­ღია და ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს იმის­თვის, რომ ეს საქ­მე ბო­ლომ­დე მი­იყ­ვა­ნოს, თუმ­ცა ჯერ სხვა საქ­მე აქვს ბო­ლომ­დე მი­საყ­ვა­ნი - პრო­ექ­ტში "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" კონ­კურ­სან­ტია. მა­ნამ­დე ის სე­რი­ა­ლით "ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვა" გა­იც­ნეს. 13 წლის გო­გო­ნა მსა­ხი­ობ თორ­ნი­კე გოგ­რი­ჭი­ანს სე­რი­ო­ზულ პარტნი­ო­რო­ბას უწევ­და. რუს­კა ქარ­ქა­შა­ძე ამ­ჟა­მად იმ პრო­ექ­ტზე ლა­პა­რა­კობს, რომ­ლის გა­მოც დღე და ღამე გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი აქვს.

- რა თქმა უნდა, ჩემს ასაკ­ში სა­ინ­ტე­რე­სოა ისეთ შო­უ­ში მო­ნა­წი­ლო­ე­ბა, რო­გო­რიც "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბია". დიდ გა­მოც­დი­ლე­ბას ვი­ღებ. ზუს­ტად ვიცი, რომ ეს მო­მა­ვალ­ში და­მეხ­მა­რე­ბა. ამ პრო­ექ­ტის დიდი პლუ­სი ის არის, რომ "ლა­ივ­ში" მუ­შა­ო­ბას, საქ­მის კე­თე­ბას ეჩ­ვე­ვი, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ სა­რის­კოა, რად­გა­ნაც პირ­და­პირ ეთერ­ში ნომ­რის გა­მოს­ვლა-არ­გა­მოს­ვლის სა­კი­თხი ყო­ველ­თვის დგას - არ იცი, პირ­და­პირ ეთერ­ში რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს. ამი­ტომ, რაც არ უნდა მოხ­დეს, ცეკ­ვა უნდა გა­აგ­რძე­ლო, და­წყე­ბუ­ლი საქ­მე ბო­ლომ­დე მი­იყ­ვა­ნო. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პარტნი­ო­რი მოკ­ლე დრო­ში მას­წავ­ლის ამა თუ იმ ცეკ­ვას. როცა სას­წავ­ლად 4 დღე გაქვს, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც გი­მუ­შავ­დე­ბა, რომ და­წყე­ბუ­ლი საქ­მე ბო­ლომ­დე მი­იყ­ვა­ნო.

- რომ არ ყო­ფი­ლი­ყა­ვი ცნო­ბი­ლი, მა­ყუ­რე­ბელს სე­რი­ა­ლით "ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვა" არ გა­ე­ცა­ნი, მი­ი­ღებ­დი ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას?

- რა თქმა უნდა, არა, ვარ­სკვლა­ვო­ბამ­დე ბევ­რი მიკ­ლია და ჯერ თავს ვარ­სკვლა­ვად არ ვცნობ. ამ პრო­ექ­ტში ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან და უბ­რა­ლოდ, ცნო­ბი­ლი რომ არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ეს არ მოხ­დე­ბო­და.

- სკო­ლის მოს­წავ­ლე ხარ, სე­რი­ალ­ში საკ­მა­ოდ კარ­გი სახე შექ­მე­ნი. რო­გორ შე­ძე­ლი?

- 6 წლი­დან თე­ატ­რა­ლურ სტუ­დია "დე­ბი­უ­ტში" დავ­დი­ო­დი, რამ­დე­ნი­მე წელი ვი­ა­რე. ერთხე­ლაც ჩემ­მა პე­და­გოგ­მა, თე­ატ­რის ცნო­ბილ­მა რე­ჟი­სორ­მა, ჩემ­მა საყ­ვა­რელ­მა ადა­მი­ან­მა ნი­კო­ლოზ სა­ბაშ­ვილ­მა მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში სპექ­ტაკლზე წა­მიყ­ვა­ნა, სა­დაც კას­ტინ­გმე­ნე­ჯერ­მა ეკა მჟა­ვა­ნა­ძემ მნა­ხა. იმის მერე სე­რი­ა­ლის კას­ტინგზე მოვ­ხვდი და 500 ბავ­შვში გა­ვი­მარ­ჯვე.

- პა­ტა­რა გო­გო­ნამ უკვე ბევ­რს მი­აღ­წიე...

- ვერც ვხვდე­ბი ჯერ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, თუ რამე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოხ­და, ამას ვერ აღ­ვიქ­ვამ, რად­გა­ნაც სულ საქ­მეს ვა­კე­თებ, დატ­ვირ­თუ­ლი ვარ და ამის­თვის ფიქ­რის დრო არც მაქვს. ახლა ვცეკ­ვავ, მაქვს გა­და­ღე­ბა და არ მაქვს გან­ცდა, რომ რა­ღაც გა­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შევ­ქმე­ნი. ყვე­ლა­ფე­რი ჯერ წი­ნაა, ჯერ ხომ სრულ­წლო­ვა­ნიც არ ვარ. უბ­რა­ლოდ, სე­რი­ალ­ში ის და­მეხ­მა­რა, რომ 6 წლი­დან მსა­ხი­ო­ბი ვი­ყა­ვი, რაც შემ­დგო­მი კა­რი­ე­რულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში, მომ­დევ­ნო ეტა­პებ­ზე გა­დას­ვლა­ში ტრამ­პლი­ნი­ვით აღ­მოჩ­ნდა. ძა­ლი­ან კარ­გი იყო, ბევ­რი რამ და­მი­ტო­ვა, რაც მთა­ვა­რია, გა­მოც­დი­ლე­ბა. ეს იყო ჩემი პირ­ვე­ლი ეკ­რან­ზე გა­მო­ჩე­ნა დრა­მა­ში. კი, დიდი საქ­მე გა­მი­კე­თა, რაც მთა­ვა­რია, კა­მე­რებ­თან მუ­შა­ო­ბა ვის­წავ­ლე.

- ცნო­ბი­ლი პარტნი­ო­რე­ბი გყავ­და...

- კი, ჩემი პარტნი­ო­რე­ბი იყ­ვნენ - თორ­ნი­კე გოგ­რი­ჭი­ა­ნი, ეკა დე­მეტ­რა­ძე, ანი ბე­ბია. მათ­თან მუ­შა­ო­ბა უკომ­ფურ­ტუ­ლე­სი იყო. 13 წლის ბავ­შვს გვერ­დით და­მიდ­გნენ და საქ­მე გა­მი­ად­ვი­ლეს, ამით უბედ­ნი­ე­რე­სი ვარ. მარ­თლაც გა­მი­მარ­თლა, რომ ასეთ ასაკ­ში მუ­შა­ო­ბამ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­თან მო­მი­წია.

- ცეკ­ვებ­ში შენს პერტნი­ორ­ზე ია­კობ ყუ­ფუ­ნი­ა­ზე რას გვე­ტყვი?

- მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია. უყ­ვარს, ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­ში რომ არის. აინ­ტე­რე­სებს, "ლა­ივ­ზე" რა გვეც­მე­ვა. ჩემი კა­ბე­ბის დიდი პრო­ცენ­ტი ია­კო­ბის არ­ჩე­უ­ლია. იდეა მას ეკუთ­ვნის და მო­ზომ­ვა­ზეც მომ­დევს, ეს­წრე­ბა. ცეკ­ვას დე­ტა­ლებ­ში მას­წავ­ლის და მიხ­სნის. ქარ­თულ ცეკ­ვებ­ზე 7 წელი დავ­დი­ო­დი, აქ­ტი­უ­რად ვცეკ­ვავ­დი, მერე თავი და­ვა­ნე­ბე და სპორ­ტს გავ­ყე­ვი. ჩოგ­ბურ­თე­ლი ვარ. სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვას­თან ცხოვ­რე­ბა­ში არ მქო­ნია შე­ხე­ბა, სწავ­ლა რომ და­ვი­წყე, უამ­რა­ვი ნი­უ­ან­სი იყო, რო­მე­ლიც უნდა გა­გეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნა, რაც 24-სა­ა­თი­ა­ნი მე­ცა­დი­ნე­ო­ბის შემ­დეგ და ია­კო­ბის დახ­მა­რე­ბით დავძლიე.

- მე­და­ლო­სა­ნი, სპორ­ტსმე­ნი, მსა­ხი­ო­ბი, მო­ცეკ­ვა­ვე და კი­დევ ბევ­რი რა­მის და­სა­ხე­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა... არ იღ­ლე­ბი?

- ორი და ვართ და ერთი პა­ტა­რა ძმა გვყავს, მშობ­ლე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლო­ბენ, დაგვტვირ­თონ, რომ თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო არ დაგ­ვრჩეს. ის პე­რი­ო­დი გვაქვს, როცა ადა­მი­ა­ნი ყვე­ლა­ფერს მარ­ტი­ვად ით­ვი­სებს, ამი­ტომ, მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ. მამა ჩემს "ლა­ი­ვებ­ზე" არ და­დის, ურ­ჩევ­ნია, ტე­ლე­ვი­ზო­რი ჩარ­თოს და იქ მი­ყუ­როს. დედა და­დის, მაგ­რამ მათ ცხოვ­რე­ბა­ში ერთხელ არ უთ­ქვამთ, - კარ­გი გოგო ხარ და კარ­გად აკე­თებ ყვე­ლა­ფერ­სო. ეს მეტ სტი­მულს მაძ­ლევს. ბოლო პე­რი­ო­დია, პრო­ექ­ტის გამო სახ­ლში სა­ერ­თოდ არ ვარ, სულ აქ ვარ და რე­ჟიმ­ში. თავს ვაკ­ლავ, წო­ნა­შიც და­ვი­კე­ლი. ამ შრო­მა­ზეც არა­ფერს მე­უბ­ნე­ბი­ან, მათ­თვის ასეა - თით­ქოს ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია, ასე უნდა იყოს, რომ ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღა­ცას მი­აღ­წიო. დე­დამ მი­თხრა, - გინ­და წარ­მა­ტე­ბა, იშ­რო­მეო.

- სკო­ლა­ში რომ არ და­დი­ხარ, არ გე­ში­ნია, რომ პროგ­რა­მას ჩა­მორ­ჩე?

- სკო­ლა­ში კარ­გად ვსწავ­ლობ, სულ ათი­ა­ნე­ბი მაქვს... ჩემი მშობ­ლე­ბის­თვი­საც უპირ­ვე­ლე­სი ჩვე­ნი სწავ­ლაა, ამი­ტომ, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა გა­უ­ჭირ­დათ, რო­დე­საც პრო­ექ­ტში გა­მო­მიშ­ვეს. სკო­ლაც ხელს მი­წყობს. კი, ოქ­როს მე­დალ­ზე გავ­დი­ვარ და შე­სა­ბა­მი­სად, მეც ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ ამის­თვის, რომ მე­და­ლი ავი­ღო. სა­დაც ამ­დე­ნი წელი ვის­წავ­ლე, მე­ცა­დი­ნე­ო­ბას თავი და­ვა­კა­ლი, ოქ­როს მედ­ლის კან­დი­და­ტი გავ­ხდი, 10-ზე ქვე­მოთ ნი­შა­ნი არ მი­მი­ღია, ამ საქ­მეს ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვან. პრო­ექ­ტის შემ­დეგ, არ­და­დე­გებ­ზე, მთელ გაც­დე­ნილ მა­სა­ლას ამოვ­ქა­ჩავ.

- კონ­კურ­სში გათ­ვლას რაზე აკე­თებ?

- აქ ვინც მო­დის, ყვე­ლა გა­მარ­ჯვე­ბის­თვის მო­დის, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი ხალ­ხზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. თუ მხარს და­მი­ჭე­რენ, მეც მზად ვარ მაქ­სი­მა­ლუ­რი გა­ვა­კე­თო.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"ჩემი კაბები იაკობის არჩეულია" - "ცეკვავენ ვარსკვლავების" 16 წლის მონაწილე, რომელიც  ოქროსმედალოსანი, ჩოგბურთელი და მსახიობია

"ჩემი კაბები იაკობის არჩეულია" - "ცეკვავენ ვარსკვლავების" 16 წლის მონაწილე, რომელიც  ოქროსმედალოსანი, ჩოგბურთელი და მსახიობია

რუსკა ქარქაშაძე 16 წლის ცოტა ხნის წინ გახდა. სკოლის წარმატებული მოსწავლეა. ამბობს, რომ ოქროს მედლის კანდიდატია, 10-ზე ქვემოთ ნიშანი ჯერ არ მიუღია და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოს, თუმცა ჯერ სხვა საქმე აქვს ბოლომდე მისაყვანი - პროექტში "ცეკვავენ ვარსკვლავები" კონკურსანტია. მანამდე ის სერიალით "ხელოვნური სუნთქვა" გაიცნეს. 13 წლის გოგონა მსახიობ თორნიკე გოგრიჭიანს სერიოზულ პარტნიორობას უწევდა. რუსკა ქარქაშაძე ამჟამად იმ პროექტზე ლაპარაკობს, რომლის გამოც დღე და ღამე გაერთიანებული აქვს.

- რა თქმა უნდა, ჩემს ასაკში საინტერესოა ისეთ შოუში მონაწილოება, როგორიც "ცეკვავენ ვარსკვლავებია". დიდ გამოცდილებას ვიღებ. ზუსტად ვიცი, რომ ეს მომავალში დამეხმარება. ამ პროექტის დიდი პლუსი ის არის, რომ "ლაივში" მუშაობას, საქმის კეთებას ეჩვევი, რომელიც საკმაოდ სარისკოა, რადგანაც პირდაპირ ეთერში ნომრის გამოსვლა-არგამოსვლის საკითხი ყოველთვის დგას - არ იცი, პირდაპირ ეთერში რა შეიძლება მოხდეს. ამიტომ, რაც არ უნდა მოხდეს, ცეკვა უნდა გააგრძელო, დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანო. მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორი მოკლე დროში მასწავლის ამა თუ იმ ცეკვას. როცა სასწავლად 4 დღე გაქვს, პასუხისმგებლობაც გიმუშავდება, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანო.

- რომ არ ყოფილიყავი ცნობილი, მაყურებელს სერიალით "ხელოვნური სუნთქვა" არ გაეცანი, მიიღებდი ამ პროექტში მონაწილეობას?

- რა თქმა უნდა, არა, ვარსკვლავობამდე ბევრი მიკლია და ჯერ თავს ვარსკვლავად არ ვცნობ. ამ პროექტში ცნობილი ადამიანები არიან და უბრალოდ, ცნობილი რომ არ ვყოფილიყავი, ეს არ მოხდებოდა.

- სკოლის მოსწავლე ხარ, სერიალში საკმაოდ კარგი სახე შექმენი. როგორ შეძელი?

- 6 წლიდან თეატრალურ სტუდია "დებიუტში" დავდიოდი, რამდენიმე წელი ვიარე. ერთხელაც ჩემმა პედაგოგმა, თეატრის ცნობილმა რეჟისორმა, ჩემმა საყვარელმა ადამიანმა ნიკოლოზ საბაშვილმა მოზარდმაყურებელთა თეატრში სპექტაკლზე წამიყვანა, სადაც კასტინგმენეჯერმა ეკა მჟავანაძემ მნახა. იმის მერე სერიალის კასტინგზე მოვხვდი და 500 ბავშვში გავიმარჯვე.

- პატარა გოგონამ უკვე ბევრს მიაღწიე...

- ვერც ვხვდები ჯერ ჩემს ცხოვრებაში, თუ რამე მნიშვნელოვანი მოხდა, ამას ვერ აღვიქვამ, რადგანაც სულ საქმეს ვაკეთებ, დატვირთული ვარ და ამისთვის ფიქრის დრო არც მაქვს. ახლა ვცეკვავ, მაქვს გადაღება და არ მაქვს განცდა, რომ რაღაც გასაკუთრებული შევქმენი. ყველაფერი ჯერ წინაა, ჯერ ხომ სრულწლოვანიც არ ვარ. უბრალოდ, სერიალში ის დამეხმარა, რომ 6 წლიდან მსახიობი ვიყავი, რაც შემდგომი კარიერულ განვითარებაში, მომდევნო ეტაპებზე გადასვლაში ტრამპლინივით აღმოჩნდა. ძალიან კარგი იყო, ბევრი რამ დამიტოვა, რაც მთავარია, გამოცდილება. ეს იყო ჩემი პირველი ეკრანზე გამოჩენა დრამაში. კი, დიდი საქმე გამიკეთა, რაც მთავარია, კამერებთან მუშაობა ვისწავლე.

- ცნობილი პარტნიორები გყავდა...

- კი, ჩემი პარტნიორები იყვნენ - თორნიკე გოგრიჭიანი, ეკა დემეტრაძე, ანი ბებია. მათთან მუშაობა უკომფურტულესი იყო. 13 წლის ბავშვს გვერდით დამიდგნენ და საქმე გამიადვილეს, ამით უბედნიერესი ვარ. მართლაც გამიმართლა, რომ ასეთ ასაკში მუშაობამ პროფესიონალებთან მომიწია.

- ცეკვებში შენს პერტნიორზე იაკობ ყუფუნიაზე რას გვეტყვი?

- მოწესრიგებული, მობილიზებული, პროფესიონალია. უყვარს, ყველაფერი წესრიგში რომ არის. აინტერესებს, "ლაივზე" რა გვეცმევა. ჩემი კაბების დიდი პროცენტი იაკობის არჩეულია. იდეა მას ეკუთვნის და მოზომვაზეც მომდევს, ესწრება. ცეკვას დეტალებში მასწავლის და მიხსნის. ქართულ ცეკვებზე 7 წელი დავდიოდი, აქტიურად ვცეკვავდი, მერე თავი დავანებე და სპორტს გავყევი. ჩოგბურთელი ვარ. სამეჯლისო ცეკვასთან ცხოვრებაში არ მქონია შეხება, სწავლა რომ დავიწყე, უამრავი ნიუანსი იყო, რომელიც უნდა გაგეთვალისწინებინა, რაც 24-საათიანი მეცადინეობის შემდეგ და იაკობის დახმარებით დავძლიე.

- მედალოსანი, სპორტსმენი, მსახიობი, მოცეკვავე და კიდევ ბევრი რამის დასახელება შეიძლება... არ იღლები?

- ორი და ვართ და ერთი პატარა ძმა გვყავს, მშობლები მაქსიმალურად ცდილობენ, დაგვტვირთონ, რომ თავისუფალი დრო არ დაგვრჩეს. ის პერიოდი გვაქვს, როცა ადამიანი ყველაფერს მარტივად ითვისებს, ამიტომ, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. მამა ჩემს "ლაივებზე" არ დადის, ურჩევნია, ტელევიზორი ჩართოს და იქ მიყუროს. დედა დადის, მაგრამ მათ ცხოვრებაში ერთხელ არ უთქვამთ, - კარგი გოგო ხარ და კარგად აკეთებ ყველაფერსო. ეს მეტ სტიმულს მაძლევს. ბოლო პერიოდია, პროექტის გამო სახლში საერთოდ არ ვარ, სულ აქ ვარ და რეჟიმში. თავს ვაკლავ, წონაშიც დავიკელი. ამ შრომაზეც არაფერს მეუბნებიან, მათთვის ასეა - თითქოს ეს ჩვეულებრივი ამბავია, ასე უნდა იყოს, რომ ცხოვრებაში რაღაცას მიაღწიო. დედამ მითხრა, - გინდა წარმატება, იშრომეო.

- სკოლაში რომ არ დადიხარ, არ გეშინია, რომ პროგრამას ჩამორჩე?

- სკოლაში კარგად ვსწავლობ, სულ ათიანები მაქვს... ჩემი მშობლებისთვისაც უპირველესი ჩვენი სწავლაა, ამიტომ, გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდათ, როდესაც პროექტში გამომიშვეს. სკოლაც ხელს მიწყობს. კი, ოქროს მედალზე გავდივარ და შესაბამისად, მეც ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის, რომ მედალი ავიღო. სადაც ამდენი წელი ვისწავლე, მეცადინეობას თავი დავაკალი, ოქროს მედლის კანდიდატი გავხდი, 10-ზე ქვემოთ ნიშანი არ მიმიღია, ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან. პროექტის შემდეგ, არდადეგებზე, მთელ გაცდენილ მასალას ამოვქაჩავ.

- კონკურსში გათვლას რაზე აკეთებ?

- აქ ვინც მოდის, ყველა გამარჯვებისთვის მოდის, მაგრამ ყველაფერი ხალხზეა დამოკიდებული. თუ მხარს დამიჭერენ, მეც მზად ვარ მაქსიმალური გავაკეთო.

"მამაჩემი ცოტა ხანს არ მელაპარაკებოდა" - ურთიერთობა მშობლებთან და თანატოლებთან: როგორ ცხოვრობს თინეიჯერების ფავორიტი რუსკა ქარქაშაძე

როგორია კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა - მსახიობის ძმის კომენტარი

ლეგანდარული მსახიობი ანდრეი მიაგკოვი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა