მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცრემლები ვერ შევიკავე: სახლებზე სპარსულთან ერთად, ქართული წარწერები იყო..." - ფერეიდანში მოგზაურობის ემოციური ამბავი ქართველი გოგონასგან
"ცრემლები ვერ შევიკავე: სახლებზე სპარსულთან ერთად, ქართული წარწერები იყო..." - ფერეიდანში მოგზაურობის ემოციური ამბავი ქართველი გოგონასგან

"გზა­დაგ­ზა ქარ­თულ წარ­წე­რებს ვკი­თხუ­ლობ­დი, სოფ­ლის ბა­ნე­რებ­ზე, მა­ღა­ზი­ებ­ზე, სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნებ­ზე, ავ­ტო­მან­ქა­ნებ­ზე და გული ყელ­ში მებ­ჯი­ნე­ბო­და... ჩვე­ნი, ქარ­თულ­წარ­წე­რი­ა­ნი ავ­ტო­ბუ­სის და­ნახ­ვა­ზე ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ჩერ­დე­ბოდ­ნენ და ჩვენ­თან სა­უ­ბარს იწყებ­დნენ ძვე­ლი, კა­ხეთ­ში უხუ­ცე­სი ხალ­ხის­გან შე­მორ­ჩე­ნი­ლი ქარ­თუ­ლი სი­ტყვე­ბით... თით­ქოს დრო­ში ვმოგ­ზა­უ­რობ­დი და ბედ­ნი­ე­რე­ბის­გან ემო­ცი­ე­ბი ყელ­ში მი­ჭერ­და..." - ასე იხ­სე­ნებს ფე­რე­ი­დან­ში რამ­დე­ნი­მე­დღი­ან მოგ­ზა­უ­რო­ბას მა­რი­ამ ხა­ტი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც იქ მი­ღე­ბულ ამა­ღელ­ვე­ბელ ემო­ცი­ებს უზი­ა­რებს AMBEBI.GE-ს მკი­თხველს.

- ყო­ველ­თვის მინ­დო­და იქ ჩას­ვლა, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც აქამ­დე ვერ მო­ვა­ხერ­ხე. იქ მი­ღე­ბუ­ლი სით­ბო და სი­ხა­რუ­ლი ამ­დე­ნი წლის ლო­დი­ნად ღირ­და! ირან­ში, ქა­შან­ში, ის­პა­ჰან­სა და ფე­რე­ი­დან­ში ტუ­რით ჩა­ვე­დით. ცა­მეტ­ნი ვი­ყა­ვით...

ფე­რე­ი­და­ნის ტური, რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, გა­მორ­ჩე­უ­ლად ემო­ცი­უ­რი აღ­მოჩ­ნდა... ჩვე­ნი ჩას­ვლის შე­სა­ხებ მხო­ლოდ სას­ტუმ­როს მე­ნე­ჯერ­მა იცო­და. გზა­ში, რო­გორც იქა­უ­რო­ბას მი­ვუ­ახ­ლოვ­დე­ბო­დით, შემ­ხვედ­რი მან­ქა­ნე­ბი შუ­ქე­ბის ან­თე­ბით გვე­სალ­მე­ბოდ­ნენ. ვი­კი­თხე - რა ხდე­ბა-მეთ­ქი? ასე ხვდე­ბი­ან ქარ­თულ სა­ნომ­რე ნიშ­ნე­ბი­ან მან­ქა­ნებ­სო....

სო­ფელ მარ­ტყოფ­ში რომ ჩა­ვე­დით, რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი მოგ­როვ­და - გა­ი­გეს, რომ ქარ­თვე­ლე­ბი ვი­ყა­ვით და ძა­ლი­ან თბი­ლად გვხვდე­ბოდ­ნენ. თა­ვი­დან, ქა­ლე­ბი თავს იკა­ვებ­დნენ და ფან­ჯრე­ბი­დან გვი­ყუ­რებ­დნენ, შემ­დეგ მა­მა­კა­ცებ­მა დარ­თეს ნება და გო­გო­ნე­ბიც შე­მოგ­ვი­ერ­თდნენ, კა­ხუ­რი აქ­ცენ­ტით გვე­სა­უბ­რე­ბოდ­ნენ, სა­ქარ­თვე­ლო­ზე გვე­კი­თხე­ბოდ­ნენ...

- სოფ­ლებს ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლე­ბის ჰქვი­ათ, არა?

- დიახ. ფე­რე­ი­დან­ში ასეა. იქი­დან ჩუ­ღუ­რეთ­ში წა­ვე­დით და მარ­ტყო­ფე­ლე­ბი უკან მან­ქა­ნით გა­მოგ­ვყვნენ - ჩვენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დრო ეცო­ტა­ვათ და იმი­ტომ გა­მოგ­ყვნე­ნო, ამიხ­სნეს. ცრემ­ლე­ბი ვე­ღარ შე­ვი­კა­ვე, რო­დე­საც ვნა­ხე, რომ თით­ქმის ყვე­ლა მარ­კეტს, მა­ღა­ზი­ა­სა და სახ­ლებ­ზე, სპარ­სულ­თან ერ­თად, ქარ­თუ­ლი წარ­წე­რე­ბი იყო... "დი­დე­ბა უფალს", "იხა­რე ქარ­თვე­ლო", "სა­ქარ­თვე­ლო სამ­შობ­ლოა" - ასე­თი ტი­პის ფრა­ზე­ბი იყო...

- ერ­თმა­ნეთ­ში რა ენა­ზე სა­უბ­რობ­დნენ?

- მხო­ლოდ ჩვენ­თან კი არა, ან ჩვენს გა­სა­გე­ბად სა­უბ­რობ­დნენ, ზო­გა­დად ქარ­თუ­ლად სა­უბ­რო­ბენ თურ­მე, რა­მაც კი­დევ უფრო ამი­ჩუ­ყა გული... ჩვენს და­ნახ­ვა­ზე ერ­თმა­ნეთს ქარ­თუ­ლად ეკი­თხე­ბოდ­ნენ: რა ხდე­ბაო? გვე­ფე­რე­ბოდ­ნენ - "ნა­მა­ზი" ხალ­ხი ხარ­თო. შემ­დეგ აგ­ვიხ­სნეს, ლა­მაზს ნიშ­ნავ­სო...

იქი­დან სო­ფელ ვაშ­ლო­ვან­ში წა­ვე­დით და იქაც იგი­ვე დაგ­ვხვდა... თით­ქმის ყვე­ლა ქარ­თუ­ლად სა­უბ­რობ­და და ჩვე­ნიც ეს­მო­დათ. თა­ვი­დან ერი­დე­ბო­დათ, ჩვენს ნა­უ­ბარს ვერ გა­ი­გებ­თო... შემ­დეგ ვუ­თხა­რით, ყვე­ლა­ფე­რი გვეს­მი­სო, უფრო გა­იხ­სნენ... ცუდი ამინ­დი იყო, ძა­ლი­ან ცი­ო­და და ვაშ­ლო­ვან­ში ჩვე­ნი მის­ვლა ვერ გა­ი­გეს. ქუ­ჩა­ში ბავ­შვე­ბი შევ­ნიშ­ნეთ და გა­მო­ვე­ლა­პა­რა­კეთ, მაგ­რამ პა­სუ­ხი არ გაგ­ვცეს. ცოტა რომ დავ­შორ­დით, და­ვუ­ძა­ხე: მო­დით ჩვენ­თან-მეთ­ქი და მო­მა­ძა­ხეს - შენ თვი­თონ მო­დიო... მათ­თან რამ­დე­ნი­მე პა­ტა­რა ვი­დე­ოც ჩავ­წე­რე, თუ რო­გორ სა­უბ­რობ­დნენ ქარ­თუ­ლად...

შემ­დეგ იქა­უ­რი ქალი გა­მო­ვი­და და ჩა­ი­ზე დაგვპა­ტი­ჟა. ამ­დე­ნი დრო არ გვქონ­და და უა­რის თქმა და­ვა­პი­რეთ, მაგ­რამ შემ­დეგ ძა­ლი­ან კა­ტე­გო­რი­უ­ლად მოგვ­თხო­ვა, - რო­გორ, ქარ­თვე­ლე­ბი ჩა­მო­სუ­ლი ხართ და სტუმ­რად არ შე­მოხ­ვალ­თო?! უარს აზრი არ ჰქონ­და. ქარ­თუ­ლი სტუ­მარ-მას­პინ­ძლო­ბა იქ შე­ვიგ­რძე­ნი, სი­ხა­რუ­ლის­გან თვა­ლე­ბი უციმ­ცი­მებ­და, შვილს და­უ­რე­კა - ქარ­თვე­ლე­ბი გვყავს სტუმ­რა­დო...

- ქარ­თულ კერ­ძებს ამ­ზა­დე­ბენ?

- ასე, თქვენ­სა­ვით სტუმ­რად ჩა­მო­სულ­მა ქარ­თვე­ლებ­მა გვას­წავ­ლე­სო, გვი­თხრეს. ჩურ­ჩხე­ლა გან­სა­კუთ­რე­ბით გვიყ­ვარ­სო... მათ­თან სა­უბ­რი­სას ჩემი მოგ­ვა­რე­ე­ბი, ხა­ტი­აშ­ვი­ლე­ბი ვი­პო­ვე. ისი­ნიც ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი იყ­ვნენ. ყვე­ლა, ვი­საც კი მი­ვე­სალ­მე­ბო­დით - "სახ­ჩი" წა­მო­დი­თო გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ...

ვაშ­ლო­ვან­ში, ერთ-ერთ სახ­ლს "სამ­შობ­ლო სა­ქარ­თვე­ლო" ეწე­რა და ოთხი­ვე კე­დელ­ზე ქარ­თუ­ლი ლექ­სი იყო ამოტვიფ­რუ­ლი... ძი­რი­თა­დი გვა­რე­ბი: ონი­კაშ­ვი­ლი, სე­ფი­აშ­ვი­ლი, იო­სე­ლი­ა­ნი, გუ­გუ­ნაშ­ვი­ლი... თუმ­ცა, და­ბო­ლო­ე­ბა შვი­ლი აღარ აქვთ, ჩემი მოგ­ვა­რე­ე­ბი ხა­ტი­კა­ნად იწო­დე­ბი­ან, თუმ­ცა, თა­ვი­სი ძი­რძვე­ლი გვა­რი ყვე­ლამ იცის... ჩემ­მა მოგ­ვა­რე­ებ­მა, კა­ხუ­რი აქ­ცენ­ტით მი­თხრეს – წარ­მო­შო­ბით სიღ­ნა­ღი­დან ვარ­თო... ეს სი­ტყვე­ბი ისე წარ­მოთ­ქვეს, რო­გორც ჩემი წი­ნაპ­რე­ბის­გან რომ მაქვს მოს­მე­ნი­ლი...

ბო­ლოს, ერთ-ერთ ქარ­თულ კა­ფე­ში შე­ვე­დით სა­ვახ­შმოდ და იქი­დან გა­მო­სუ­ლებს, თოვ­ლი დაგ­ვხვდა. თურ­მე ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად თოვს და ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა გვი­თხრეს - ბედ­ნი­ერ ფეხ­ზე მო­სულ­ხარ­თო. სას­ტუმ­რო­ში კი­დევ ერთი ფე­რე­იდ­ნე­ლი ქარ­თვე­ლი მოგ­ვად­გა, რო­მე­ლიც იმ დღე­ებ­ში ერთ-ერთი სო­ფელ­ში ვნა­ხეთ. ახალ­გაზ­რდა გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ბიჭი, ქოლ­გა ეხუ­რა - თქვე­ნი ჯგუ­ფის წევ­რმა ჩემი ნო­მე­რი ჩა­ი­წე­რა, შემ­პირ­და გეს­ტუმ­რე­ბით და რა­ტომ და­მა­ღა­ლა­ტეთ, გე­ძებ­დი­თო...

ემო­ცი­ე­ბის­გან ცრემ­ლებს ვერ ვი­კა­ვებ­დით... ღა­მის 11 სა­ა­თი იყო, მაგ­რამ უარი ვერ ვუ­თხა­რით. ოჯახ­ში ეტყო­ბო­დათ, რომ მთე­ლი დღე სამ­ზა­რე­უ­ლო­ში იფუს­ფუ­სეს, რად­გან გვე­ლოდ­ნენ. სახ­ლში, ტე­ლე­ვი­ზორ­ში, "სხვა სა­ქარ­თვე­ლო სად არის" ჰქონ­დათ ჩარ­თუ­ლი და ეს იყო ბოლო აკორ­დი, - მო­ზღვა­ვე­ბულ ემო­ცი­ებს გზა გა­ვუხ­სე­ნი და ვი­ტი­რე...

გვი­თხრეს, აქე­და­ნაც ჩა­დი­ან ჩვენ­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაგ­რამ მათ­თვის, ვინც ამას ვერ ახერ­ხებს, ქარ­თვე­ლე­ბის სტუმ­რო­ბა ოც­ნე­ბის ახ­დე­ნას ჰგავ­სო!"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ცრემლები ვერ შევიკავე: სახლებზე სპარსულთან ერთად, ქართული წარწერები იყო..." - ფერეიდანში მოგზაურობის ემოციური ამბავი ქართველი გოგონასგან

"ცრემლები ვერ შევიკავე: სახლებზე სპარსულთან ერთად, ქართული წარწერები იყო..." - ფერეიდანში მოგზაურობის ემოციური ამბავი ქართველი გოგონასგან

"გზადაგზა ქართულ წარწერებს ვკითხულობდი, სოფლის ბანერებზე, მაღაზიებზე, სილამაზის სალონებზე, ავტომანქანებზე და გული ყელში მებჯინებოდა... ჩვენი, ქართულწარწერიანი ავტობუსის დანახვაზე ადგილობრივები ჩერდებოდნენ და ჩვენთან საუბარს იწყებდნენ ძველი, კახეთში უხუცესი ხალხისგან შემორჩენილი ქართული სიტყვებით... თითქოს დროში ვმოგზაურობდი და ბედნიერებისგან ემოციები ყელში მიჭერდა..." - ასე იხსენებს ფერეიდანში რამდენიმედღიან მოგზაურობას მარიამ ხატიაშვილი, რომელიც იქ მიღებულ ამაღელვებელ ემოციებს უზიარებს AMBEBI.GE-ს მკითხველს.

- ყოველთვის მინდოდა იქ ჩასვლა, მაგრამ რატომღაც აქამდე ვერ მოვახერხე. იქ მიღებული სითბო და სიხარული ამდენი წლის ლოდინად ღირდა! ირანში, ქაშანში, ისპაჰანსა და ფერეიდანში ტურით ჩავედით. ცამეტნი ვიყავით...

ფერეიდანის ტური, როგორც მოსალოდნელი იყო, გამორჩეულად ემოციური აღმოჩნდა... ჩვენი ჩასვლის შესახებ მხოლოდ სასტუმროს მენეჯერმა იცოდა. გზაში, როგორც იქაურობას მივუახლოვდებოდით, შემხვედრი მანქანები შუქების ანთებით გვესალმებოდნენ. ვიკითხე - რა ხდება-მეთქი? ასე ხვდებიან ქართულ სანომრე ნიშნებიან მანქანებსო....

სოფელ მარტყოფში რომ ჩავედით, რამდენიმე წუთში ათეულობით ადამიანი მოგროვდა - გაიგეს, რომ ქართველები ვიყავით და ძალიან თბილად გვხვდებოდნენ. თავიდან, ქალები თავს იკავებდნენ და ფანჯრებიდან გვიყურებდნენ, შემდეგ მამაკაცებმა დართეს ნება და გოგონებიც შემოგვიერთდნენ, კახური აქცენტით გვესაუბრებოდნენ, საქართველოზე გვეკითხებოდნენ...

- სოფლებს ქართული სახელების ჰქვიათ, არა?

- დიახ. ფერეიდანში ასეა. იქიდან ჩუღურეთში წავედით და მარტყოფელები უკან მანქანით გამოგვყვნენ - ჩვენთან ურთიერთობის დრო ეცოტავათ და იმიტომ გამოგყვნენო, ამიხსნეს. ცრემლები ვეღარ შევიკავე, როდესაც ვნახე, რომ თითქმის ყველა მარკეტს, მაღაზიასა და სახლებზე, სპარსულთან ერთად, ქართული წარწერები იყო... "დიდება უფალს", "იხარე ქართველო", "საქართველო სამშობლოა" - ასეთი ტიპის ფრაზები იყო...

- ერთმანეთში რა ენაზე საუბრობდნენ?

- მხოლოდ ჩვენთან კი არა, ან ჩვენს გასაგებად საუბრობდნენ, ზოგადად ქართულად საუბრობენ თურმე, რამაც კიდევ უფრო ამიჩუყა გული... ჩვენს დანახვაზე ერთმანეთს ქართულად ეკითხებოდნენ: რა ხდებაო? გვეფერებოდნენ - "ნამაზი" ხალხი ხართო. შემდეგ აგვიხსნეს, ლამაზს ნიშნავსო...

იქიდან სოფელ ვაშლოვანში წავედით და იქაც იგივე დაგვხვდა... თითქმის ყველა ქართულად საუბრობდა და ჩვენიც ესმოდათ. თავიდან ერიდებოდათ, ჩვენს ნაუბარს ვერ გაიგებთო... შემდეგ ვუთხარით, ყველაფერი გვესმისო, უფრო გაიხსნენ... ცუდი ამინდი იყო, ძალიან ციოდა და ვაშლოვანში ჩვენი მისვლა ვერ გაიგეს. ქუჩაში ბავშვები შევნიშნეთ და გამოველაპარაკეთ, მაგრამ პასუხი არ გაგვცეს. ცოტა რომ დავშორდით, დავუძახე: მოდით ჩვენთან-მეთქი და მომაძახეს - შენ თვითონ მოდიო... მათთან რამდენიმე პატარა ვიდეოც ჩავწერე, თუ როგორ საუბრობდნენ ქართულად...

შემდეგ იქაური ქალი გამოვიდა და ჩაიზე დაგვპატიჟა. ამდენი დრო არ გვქონდა და უარის თქმა დავაპირეთ, მაგრამ შემდეგ ძალიან კატეგორიულად მოგვთხოვა, - როგორ, ქართველები ჩამოსული ხართ და სტუმრად არ შემოხვალთო?! უარს აზრი არ ჰქონდა. ქართული სტუმარ-მასპინძლობა იქ შევიგრძენი, სიხარულისგან თვალები უციმციმებდა, შვილს დაურეკა - ქართველები გვყავს სტუმრადო...

- ქართულ კერძებს ამზადებენ?

- ასე, თქვენსავით სტუმრად ჩამოსულმა ქართველებმა გვასწავლესო, გვითხრეს. ჩურჩხელა განსაკუთრებით გვიყვარსო... მათთან საუბრისას ჩემი მოგვარეები, ხატიაშვილები ვიპოვე. ისინიც ძალიან ბედნიერები იყვნენ. ყველა, ვისაც კი მივესალმებოდით - "სახჩი" წამოდითო გვეუბნებოდნენ...

ვაშლოვანში, ერთ-ერთ სახლს "სამშობლო საქართველო" ეწერა და ოთხივე კედელზე ქართული ლექსი იყო ამოტვიფრული... ძირითადი გვარები: ონიკაშვილი, სეფიაშვილი, იოსელიანი, გუგუნაშვილი... თუმცა, დაბოლოება შვილი აღარ აქვთ, ჩემი მოგვარეები ხატიკანად იწოდებიან, თუმცა, თავისი ძირძველი გვარი ყველამ იცის... ჩემმა მოგვარეებმა, კახური აქცენტით მითხრეს – წარმოშობით სიღნაღიდან ვართო... ეს სიტყვები ისე წარმოთქვეს, როგორც ჩემი წინაპრებისგან რომ მაქვს მოსმენილი...

ბოლოს, ერთ-ერთ ქართულ კაფეში შევედით სავახშმოდ და იქიდან გამოსულებს, თოვლი დაგვხვდა. თურმე ძალიან იშვიათად თოვს და ადგილობრივებმა გვითხრეს - ბედნიერ ფეხზე მოსულხართო. სასტუმროში კიდევ ერთი ფერეიდნელი ქართველი მოგვადგა, რომელიც იმ დღეებში ერთ-ერთი სოფელში ვნახეთ. ახალგაზრდა გაბრაზებული ბიჭი, ქოლგა ეხურა - თქვენი ჯგუფის წევრმა ჩემი ნომერი ჩაიწერა, შემპირდა გესტუმრებით და რატომ დამაღალატეთ, გეძებდითო...

ემოციებისგან ცრემლებს ვერ ვიკავებდით... ღამის 11 საათი იყო, მაგრამ უარი ვერ ვუთხარით. ოჯახში ეტყობოდათ, რომ მთელი დღე სამზარეულოში იფუსფუსეს, რადგან გველოდნენ. სახლში, ტელევიზორში, "სხვა საქართველო სად არის" ჰქონდათ ჩართული და ეს იყო ბოლო აკორდი, - მოზღვავებულ ემოციებს გზა გავუხსენი და ვიტირე...

გვითხრეს, აქედანაც ჩადიან ჩვენგან საქართველოში, მაგრამ მათთვის, ვინც ამას ვერ ახერხებს, ქართველების სტუმრობა ოცნების ახდენას ჰგავსო!"

დაპირისპირება ვარკეთილში, "ანას ბაღთან" - დაკავებულია 4 პირი

თელავში ფიცის დადების ცერემონიაზე წვევამდელმა შეყვარებულს ხელი სთხოვა - "იმდენად მოულოდნელი იყო ამდენ ხალხში... უზომოდ ბედნიერი ვარ"

არის თუ არა გადატვირთული თბილისის კლინიკები ვირუსიანი პაციენტების გამო?