სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მკითხველის აზრი არჩევნების შედეგს დაემთხვა - რა აჩვენა AMBEBI.GE-ს გამოკითხვამ?
მკითხველის აზრი არჩევნების შედეგს დაემთხვა - რა აჩვენა AMBEBI.GE-ს გამოკითხვამ?

28 ნო­ემ­ბერს გა­მარ­თულ, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ში მმარ­თვე­ლი გუნ­დის მიერ მხარ­და­ჭე­რილ კან­დი­დატ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს ხმა ამომ­რჩე­ველ­თა 59.52 %-მა მის­ცა, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის კან­დი­დატ გრი­გოლ ვა­შა­ძეს კი 40.48 %-მა.

არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ში სულ 1 975 845-მა ამომ­რჩე­ველ­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მათ­გან სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს 1 147 627 ამომ­რჩევ­ლმა მის­ცა ხმა, გრი­გოლ ვა­შა­ძეს კი - 780 633.

სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ში 47 595 ბი­უ­ლე­ტე­ნი გა­ბა­თილ­და.

საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტე­ბის მიერ არ­ჩევ­ნებ­ში მი­ღე­ბუ­ლი პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და­ემ­თხვა არ­ჩევ­ნე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, სამ ვებ-გვერ­დზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­კი­თხვის შე­დე­გებს. ipn.ge-ზე, kvirispalitra.ge-სა და ambebi.ge-ზე დას­მულ კი­თხვა­ზე - ვის აძ­ლევთ ხმას საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში? პა­სუ­ხი გას­ცა 36 449-მა მკი­თხველ­მა. აქე­დან, 5 101 (14%) ხმა გა­ბა­თილ­და რად­გან გა­მო­კი­თხულ­თა 7%-მა უპა­სუ­ხა, რომ არ მი­დის არ­ჩევ­ნებ­ზე, 7% კი ორი­ვე კან­დი­და­ტის გა­და­ხაზ­ვას აპი­რებ­და.

და­ნარ­ჩე­ნი 31 346 ხმი­დან, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­სა და გრი­გოლ ვა­შა­ძეს შო­რის ხმე­ბი ასე გა­და­ნა­წილ­და:

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­და­ჭე­რილ კან­დი­დატს 19 318 მკი­თხველ­მა მის­ცა ხმა, რაც ამ რა­ო­დე­ნო­ბის 61.6 %-ია. გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის კან­დი­დატ­მა 12 028 ხმა მი­ი­ღო, რაც სა­ერ­თო ხმე­ბის 39 %-ია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ვე­ლი ტუ­რის შე­დე­გებ­თან, ასე­ვე მი­ახ­ლო­ვე­ბუ­ლი იყო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­კი­თხვის შე­დე­გე­ბი. არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გით, კან­დი­და­ტებს შო­რის 1 %-იანი სხვა­ო­ბა და­ფიქ­სირ­და, გა­მო­კი­თხვა­ში კი ვა­შა­ძე­სა და ზუ­რა­ბიშ­ვილს შო­რის სხვა­ო­ბა 4 % იყო.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

მკითხველის აზრი არჩევნების შედეგს დაემთხვა - რა აჩვენა AMBEBI.GE-ს გამოკითხვამ?

მკითხველის აზრი არჩევნების შედეგს დაემთხვა - რა აჩვენა AMBEBI.GE-ს გამოკითხვამ?

28 ნოემბერს გამართულ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ხმა ამომრჩეველთა 59.52 %-მა მისცა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს კი 40.48 %-მა.

არჩევნების მეორე ტურში სულ 1 975 845-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, მათგან სალომე ზურაბიშვილს 1 147 627 ამომრჩევლმა მისცა ხმა, გრიგოლ ვაშაძეს კი - 780 633.

საინტერესოა ისიც, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 47 595 ბიულეტენი გაბათილდა.

საპრეზიდენტო კანდიდატების მიერ არჩევნებში მიღებული პროცენტული მაჩვენებელი დაემთხვა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, სამ ვებ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს. ipn.ge-ზე, kvirispalitra.ge-სა და ambebi.ge-ზე დასმულ კითხვაზე - ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებში? პასუხი გასცა 36 449-მა მკითხველმა. აქედან, 5 101 (14%) ხმა გაბათილდა რადგან გამოკითხულთა 7%-მა უპასუხა, რომ არ მიდის არჩევნებზე, 7% კი ორივე კანდიდატის გადახაზვას აპირებდა.

დანარჩენი 31 346 ხმიდან, სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის ხმები ასე გადანაწილდა:

"ქართული ოცნების" მხარდაჭერილ კანდიდატს 19 318 მკითხველმა მისცა ხმა, რაც ამ რაოდენობის 61.6 %-ია. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა 12 028 ხმა მიიღო, რაც საერთო ხმების 39 %-ია.

აღსანიშნავია რომ, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებთან, ასევე მიახლოვებული იყო არჩევნებამდე ჩატარებული გამოკითხვის შედეგები. არჩევნების შედეგით, კანდიდატებს შორის 1 %-იანი სხვაობა დაფიქსირდა, გამოკითხვაში კი ვაშაძესა და ზურაბიშვილს შორის სხვაობა 4 % იყო.

გრიგოლ ვაშაძე - "ქართული ოცნება" შერბილდა და სწორი მიმართულებისკენ დაიძრა"

2017 წლის შემდეგ, ალექსანდრე ჭიკაიძე საეჭვოდ გამდიდრდა - რა წერია "საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაში

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმიდან"