შეურჩიო საჩუქარი მამაკაცს, ეს არც თუ ისე მარტივი საქმეა. თქვენ ალბათ უკვე დაურეკეთ ყველა მეგობარს ამ კითხვით, თავში ათასი იდეა გადაამუშავეთ და მაინც ვერ გადაწყვიტეთ, რა უყიდოთ მამაკაცს საჩუქრად? ჩვენ სამი ყველაზე პოპულარული საჩუქარი შევარჩიეთ, რომელსაც ნებისმიერი ტიპის და ასაკის მამაკაცი გამოიყენებს.
1. ორიგინალური აქსესუარი
სტატისტიკას თუ გადავხედავთ, მამაკაცებს ძალიან უყვართ ორიგინალური აქსესუარები. ყველაზე პოპულარული საჩუქარი - საკინძი, მაჯის საათი, ქამარი, ჰალსტუხი და საფულეა. დღეისათვის ძალიან ბევრნაირი დიზაინის საკინძი არსებობს, რომლებიც კლასიკურ პერანგს ორიგინალურობას მატებს. ჰალსტუხი არასოდესაა მამაკაცის გარდერობში ზედმეტი. ტყავის ქამარი და ტყავის საფულე კი ნებისმიერ მამაკაცს გაუხარდება.
2. სასმელი
კარგი სასმელი მამაკაცისთვის არასოდესაა ზედმეტი. არ არსებობს მამაკაცი, რომელსაც ხარისხიანი ვისკი არ გაუხარდება. ყველაზე პოპულარული ვისკის ათეული კი ასე გამოიყურება:
1. JACK DANIEL’S TENNESSEE WHISKEY
2. CROWN ROYAL CANADIAN WHISKY
3. FIREBALL CINNAMON WHISKY
4. JIM BEAM BOURBON WHISKEY
5. JAMESON IRISH WHISKEY
6. MAKER’S MARK BOURBON WHISKY
7. SEAGRAM’S 7 CROWN AMERICAN WHISKEY
8. EVAN WILLIAMS BOURBON WHISKEY
9. BLACK VELVET CANADIAN WHISKY
10. JOHNNIE WALKER SCOTCH WHISKY
მამაკაცებს ასევე გაუხარდებათ კარგი ღვინო, სასმელის ორიგინალური სადგამით, ან სპეციალური შეფუთვით.
3. კალამი
მესამე ადგილზე Luxury Brands კალამი გავიდა. საქმიანი მამაკაცისთვის ხარისხიანი კალამი არაჩვეულებრივი საჩუქარია. ასევე, იდეალური გამოსავალია ისეთი შემთხვევისთვის, როდესაც არ იცით რა აჩუქოთ თქვენს უფროსს დაბადების დღეზე.
ცნობილი ბრენდების - CERRUTI, BOSS და WALDMANN-ის საწერი კალმების ფართო არჩევანს გთავაზობთ Lupen-ის სივრცეები, „ბიბლუსი გალერეებში“. სასურველი დიზაინის არჩევა და ყიდვა ონლაინ შეგიძლიათ, სახლიდან გაუსვლელად Biblusi.ge–ზე.
ასე, რომ, თამამად აირჩიეთ ამ სამი ვარიანტიდან ერთ-ერთი და თქვენი ადრესატი, საჩუქრით აუცილებლად კმაყოფილი დარჩება.