ავტორი:

ვინ მოხვდა ვალების განულების სიაში - ვებგვერდი, რომელიც მზად 3 დეკემბერს უნდა იყოს, ჯერ ვერ ამოქმედდება

ვინ მოხვდა ვალების განულების სიაში - ვებგვერდი, რომელიც მზად 3 დეკემბერს უნდა იყოს, ჯერ ვერ ამოქმედდება

ვებგვერდი, სადაც მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა ნახონ, მოხვდნენ თუ არა ვალების განულების სიაში, შესაძლოა 3 დეკემბრამდე მზად არ იყოს.

შეგახსენებთ, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ერთიანი ბაზა გაკეთდება და 3 დეკემბრიდან უკვე მზად იქნებოდა ვებგვერდი, სადაც თითოეულ ადამიანს ექნებოდა შესაძლებლობა თავისი მონაცემები შეეყვანა და ენახა მოხვდა თუ არა დავალიანების ჩამოწერის პროგრამაში.

თუმცა, როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ფონდ „ქართუში“ განუცხადეს, ვებგვერდი ჯერ მზად არ არის, რადგან სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებისგან კონკრეტული მევალეების სია ჯერ არ მიუღიათ.

"ვებგვერდს ვამზადებთ, თუმცა, მისი შინაარსით შევსება დამოკიდებულია კომპანიებზე, რომლებმაც უნდა მოგვაწოდონ კონკრეტული სიები და ველოდებით. მთავარია კონტენტი მივიღოთ, რის შემდეგაც ვებგვერდს ძალიან მალე გავააქტიურებთ", -აღნიშნავენ ფონდში წაიკითხეთ სრულად

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო