საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სომეხი ლტოლვილი ოჯახის დასაცავად, ეკლესიაში უკვე 800 საათზე მეტია წირვა არ წყდება
სომეხი ლტოლვილი ოჯახის დასაცავად, ეკლესიაში უკვე 800 საათზე მეტია წირვა არ წყდება

ჰო­ლან­დი­ა­ში, ქა­ლაქ ჰა­ა­გა­ში მდე­ბა­რე ბე­თე­ლის ეკ­ლე­სი­ა­ში სა­ეკ­ლე­სიო მსა­ხუ­რე­ბა არ წყდე­ბა, რათა სო­მე­ხი ლტოლ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხი, რო­მე­ლიც თავს ტა­ძარს აფა­რებს, ქვეყ­ნი­დან არ გა­ა­ძე­ვონ. CNN-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნი­დერ­ლან­დე­ბის კა­ნონ­დებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, პო­ლი­ცი­ას არ აქვს უფ­ლე­ბა, სა­ეკ­ლე­სიო მსა­ხუ­რე­ბის დროს ეკ­ლე­სი­ა­ში შე­ვი­დეს. სწო­რედ ამი­ტომ, ეკ­ლე­სი­ის ამ­ბი­ონ­ზე თვე­ზე მე­ტია ასზე მეტი მღვდე­ლი ენაც­ვლე­ბა ერ­თმა­ნეთს, რომ ოჯა­ხი დე­პორ­ტა­ცი­ის­გან გა­და­არ­ჩი­ნონ ოჯა­ხი.

ტამ­რა­ზი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც სამი შვი­ლი ჰყავთ - ჰა­ი­არ­პი, ვარ­დუ­ჰი და სე­ი­რა­ნი, სომ­ხე­თი­დან ჰო­ლან­დი­ა­ში 2010 წლის აპ­რილ­ში ჩა­ვიდ­ნენ, ახლა კი დე­პორ­ტა­ცია ემუქ­რე­ბათ.

21 წლის ჰა­ი­არპ ტამ­რა­ზი­ა­ნი ამ­ბობს, რომ ეკ­ლე­სი­ის „უზო­მოდ მად­ლი­ე­რია“. მას შემ­დეგ, რაც ოჯა­ხის გა­და­სარ­ჩე­ნად სა­ეკ­ლე­სიო მსა­ხუ­რე­ბა და­ი­წყო, ჰა­ი­არ­პი „ტვი­ტერ­ზე“ დე­ტა­ლუ­რად აც­ნობს სა­ზო­გა­დო­ე­ბას სი­ახ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ და მხარ­და­ჭე­რის­თვის ყვე­ლას მად­ლო­ბას უხ­დის.

ჰო­ლან­დი­ა­ში მოქ­მე­დებს კა­ნო­ნი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ბავ­შვე­ბის შე­წყა­ლე­ბა, რომ­ლე­ბიც 5 წელ­ზე მე­ტია, ნი­დერ­ლან­დებ­ში ცხოვ­რო­ბენ. ბავ­შვთა უფ­ლე­ბებ­ზე მო­მუ­შა­ვე მარ­ტინ გო­ე­მა­ნი ამ­ბობს, რომ ამის მი­უ­ხე­და­ვად, თხოვ­ნე­ბის დიდ ნა­წილ­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უარს ამ­ბობს.

„უამ­რა­ვი სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვა ჩა­ტარ­და, რო­მე­ლიც აჩ­ვე­ნებს, რომ 5 წლის შემ­დეგ ბავ­შვის დე­პორ­ტა­ცია არ შე­იძ­ლე­ბა. ამან მათ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, შე­საძ­ლოა, დიდი უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს,“ - ამ­ბობს გო­ე­მა­ნი CNN-თან.

მი­სი­ვე თქმით, მიგ­რა­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს დის­კრე­ცი­უ­ლი უფ­ლე­ბა და პრობ­ლე­მა გა­დაჭ­რას.

კონ­კრე­ტუ­ლი შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ ჰო­ლან­დი­ის მიგ­რა­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში არ სა­უბ­რო­ბენ, თუმ­ცა აცხა­დე­ბენ, რომ მი­ნისტრს შე­უძ­ლია ჩა­ე­რი­ოს „ძა­ლი­ან სპე­ცი­ფი­კურ და სას­წრა­ფო საქ­მე­ებ­ში“, თუმ­ცა ტამ­რა­ზი­ა­ნე­ბის ოჯა­ხის შემ­თხვე­ვას ასე­თად არ მი­იჩ­ნე­ვენ.

ავტორი:

სომეხი ლტოლვილი ოჯახის დასაცავად, ეკლესიაში უკვე 800 საათზე მეტია წირვა არ წყდება

სომეხი ლტოლვილი ოჯახის დასაცავად, ეკლესიაში უკვე 800 საათზე მეტია წირვა არ წყდება

ჰოლანდიაში, ქალაქ ჰააგაში მდებარე ბეთელის ეკლესიაში საეკლესიო მსახურება არ წყდება, რათა სომეხი ლტოლვილების ოჯახი, რომელიც თავს ტაძარს აფარებს, ქვეყნიდან არ გააძევონ. CNN-ის ინფორმაციით, ნიდერლანდების კანონდებლობის მიხედვით, პოლიციას არ აქვს უფლება, საეკლესიო მსახურების დროს ეკლესიაში შევიდეს. სწორედ ამიტომ, ეკლესიის ამბიონზე თვეზე მეტია ასზე მეტი მღვდელი ენაცვლება ერთმანეთს, რომ ოჯახი დეპორტაციისგან გადაარჩინონ ოჯახი.

ტამრაზიანები, რომლებსაც სამი შვილი ჰყავთ - ჰაიარპი, ვარდუჰი და სეირანი, სომხეთიდან ჰოლანდიაში 2010 წლის აპრილში ჩავიდნენ, ახლა კი დეპორტაცია ემუქრებათ.

21 წლის ჰაიარპ ტამრაზიანი ამბობს, რომ ეკლესიის „უზომოდ მადლიერია“. მას შემდეგ, რაც ოჯახის გადასარჩენად საეკლესიო მსახურება დაიწყო, ჰაიარპი „ტვიტერზე“ დეტალურად აცნობს საზოგადოებას სიახლეების შესახებ და მხარდაჭერისთვის ყველას მადლობას უხდის.

ჰოლანდიაში მოქმედებს კანონი, რომლის თანახმადაც შესაძლებელია ბავშვების შეწყალება, რომლებიც 5 წელზე მეტია, ნიდერლანდებში ცხოვრობენ. ბავშვთა უფლებებზე მომუშავე მარტინ გოემანი ამბობს, რომ ამის მიუხედავად, თხოვნების დიდ ნაწილზე ხელისუფლება უარს ამბობს.

„უამრავი სამეცნიერო კვლევა ჩატარდა, რომელიც აჩვენებს, რომ 5 წლის შემდეგ ბავშვის დეპორტაცია არ შეიძლება. ამან მათ განვითარებაზე, შესაძლოა, დიდი უარყოფითი გავლენა მოახდინოს,“ - ამბობს გოემანი CNN-თან.

მისივე თქმით, მიგრაციის სამინისტრომ უნდა გამოიყენოს დისკრეციული უფლება და პრობლემა გადაჭრას.

კონკრეტული შემთხვევის შესახებ ჰოლანდიის მიგრაციის სამინისტროში არ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ მინისტრს შეუძლია ჩაერიოს „ძალიან სპეციფიკურ და სასწრაფო საქმეებში“, თუმცა ტამრაზიანების ოჯახის შემთხვევას ასეთად არ მიიჩნევენ.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე