ავტორი:

უკრაინაში რუსი კაცების შესვლა აიკრძალა

უკრაინაში რუსი კაცების შესვლა აიკრძალა

საომარი მდგომარეობის პერიოდში უკრაინაში 16-დან 60 წლამდე რუსეთის მოქალაქე მამაკაცების შესვლა აიკრძალა, ამის შესახებ BBC წერს.

პრეზიდენტის განკარგულებით, გამონაკლისი იქნება მხოლოდ „ჰუმანიტარული ხასიათის“ შემთხვევები, მათ შორის - უკრაინაში დაკრძალვაზე დასასწრებად შესვლის თხოვნა.

საომარი მდგომარეობა 26 დეკემბრამდე 10 რეგიონში მოქმედებს, მათ შორის ტერიტორიებზე, რომელიც რუსეთს ესაზღვრება. საომარი მდგომარეობის გამოცხადების მიღება უკრაინის ხელისუფლებამ ქერჩის სრუტეში რუსული მხარის მიერ უკრაინული გემების დაკავების შემდეგ მიიღო.

პოროშენკოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ინციდენტი საერთაშორისო კანონების აშკარა დარღვევა იყო, რუსეთი კი, თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ უკრაინული გემები მათ ტერიტორიულ წყლებზე გადავიდნენ.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე