პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ დეკემბრის ნომრის მთავარი თემები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ დეკემბრის ნომრის მთავარი თემები

გა­მო­ვი­და ის­ტო­რი­ულ-შე­მეც­ნე­ბი­თი ჟურ­ნა­ლის, “ის­ტო­რი­ა­ნის“ დე­კემ­ბრის ნო­მე­რი #12(96), რო­მელ­შიც წა­ი­კი­თხავთ:

მეფე თე­ი­მუ­რაზ II-ის “დაბ­რუ­ნე­ბა” სამ­შობ­ლო­ში

მეფე თე­ი­მუ­რაზ II-ის პორ­ტრე­ტი სამ­შობ­ლო­ში ჩა­მო­ვი­და. ჩვენ არ ვართ გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ჩვე­ნი ის­ტო­რი­უ­ლი პი­რე­ბის, მო­ნარ­ქე­ბის პორ­ტრე­ტე­ბით. და­ნამ­დვი­ლე­ბით არ ვი­ცით, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რებ­და მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა. მეფე თე­ი­მუ­რაზ II-ის პორ­ტრე­ტი ამ თვალ­საზ­რი­სით ბედ­ნი­ერ გა­მო­ნაკ­ლისს წარ­მო­ად­გენს. თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თვე­ლო­ბას შე­უძ­ლია, ქარ­თვე­ლი მე­ფის იერი და ჩაც­მუ­ლო­ბა იხი­ლოს მე­ფის­ვე თა­ნა­მედ­რო­ვე პორ­ტრე­ტის­ტის მიერ შეს­რუ­ლე­ბულ ფერ­წე­რულ ტი­ლო­ზე.

1761 წლის 8 აპ­რილს რუ­სეთ­ში მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე ჩა­სულ­მა ქარ­თლ-კა­ხე­თის მეფე თე­ი­მუ­რაზ II-მ იმ­დე­ნად მო­ხიბ­ლა რუ­სე­თის იმ­პე­რატ­რი­ცა ელი­სა­ბე­დი, რომ მო­ნარ­ქმა რუ­სე­თის სა­იმ­პე­რა­ტო­რო კა­რის ერთ-ერთ უპირ­ვე­ლეს მხატ­ვარს, ალექ­სეი ანტრო­პოვს ქარ­თვე­ლი ხელ­მწი­ფის პორ­ტრე­ტის და­ხატ­ვა და­ა­ვა­ლა. ეს ტილო დღემ­დე და­კარ­გუ­ლად მი­იჩ­ნე­ო­და.

ქარ­თვე­ლი მე­ფის პორ­ტრე­ტის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას სიმ­ბო­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბაც აქვს - თე­ი­მუ­რაზ­მა რუ­სე­თი­დან სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა ვერ შეძ­ლო, ის უკა­ნა გზა­ზე შე­უძ­ლოდ გახ­და, გზა­ში­ვე გარ­და­იც­ვა­ლა და სა­მე­ფო ამა­ლამ ქარ­თვე­ლი მეფე ას­ტრა­ხან­ში დაკ­რძა­ლა. მას შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო არა­ერ­თხელ შე­ე­ცა­და გვირ­გვი­ნოს­ნის სამ­შობ­ლო­ში გად­მოს­ვე­ნე­ბას, მაგ­რამ ეს ვერც ერთხელ ვერ მო­ხერ­ხდა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ როცა 1745 წელს სვე­ტი­ცხო­ველ­ში თე­ი­მუ­რა­ზი მე­ფედ ეკურ­თხა, უკვე 130 წე­ლი­წა­დი იყო გა­სუ­ლი, რაც აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ქრის­ტი­ა­ნუ­ლი წე­სით არც ერთი მეფე არ ეკურ­თხე­ბი­ნათ.

ძვირ­ფა­სი ხელ­ნა­წე­რი ექ­სპო­ნა­ტი აშშ-ში

ინ­დი­ა­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლი­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ინა­ხე­ბა სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ა­ნის «სი­ტყვის კო­ნის» ხელ­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც დღემ­დე გა­მო­უ­ცე­მე­ლი და და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად მი­ვი­წყე­ბუ­ლია. ის სა­ყუ­რა­დღე­ბოა უნი­კა­ლუ­რი სა­ზე­დაო ასო­ე­ბით, რო­მელ­თა ანა­ლო­გი ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში არ მოგ­ვე­პო­ვე­ბა. მო­ხა­ტუ­ლი ასო­ე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვა შეს­რუ­ლე­ბის გა­წა­ფუ­ლო­ბით, ოს­ტა­ტო­ბი­თა და გრა­ფი­კუ­ლი ნა­ხა­ტი­სა და ფე­რის ვირ­ტუ­ო­ზუ­ლო­ბით. ხელ­ნა­წე­რი დიდი მო­ცუ­ლო­ბი­საა (33 სმ X 21,5 სმ) და 326 ფურ­ცელს შე­ი­ცავს. ჩას­მუ­ლია ლა­მა­ზად მორ­თულ ხის ტყავ­გა­დაკ­რულ ყდა­ში. სამ­წუ­ხა­როდ, გვერ­დე­ბის ნა­წი­ლი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია. ტექ­სტი გა­და­წე­რი­ლია ხე­ლით, ლა­მა­ზი მხედ­რუ­ლით, წი­თე­ლი და შავი მელ­ნით, ქა­ღალ­დზე. მკი­თხველს ვთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე სა­ზე­დაო ასოს ილუსტრა­ცი­ას, აგ­რეთ­ვე ხელ­ნა­წე­რის შექ­მნი­სა და ლი­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში მოხ­ვედ­რის ის­ტო­რი­ას. ან­დერ­ძი­დან ცხა­დი ხდე­ბა, რომ ხელ­ნა­წე­რის დამ­კვე­თი მზე­ჭა­ბუკ ორ­ბე­ლი­ა­ნია, ხოლო გა­დამ­წე­რია იო­ა­ნე ლა­რა­ძე. ორი­ვე მათ­გა­ნი XVIII სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში მოღ­ვა­წე­ობ­და.

ჯონ ლე­ნო­ნის მკვლე­ლო­ბა

38 წლის წინ, 1980 წლის 8 დე­კემ­ბერს, ნიუ-იორკში, მა­ნ­ჰე­ტენ­ზე, 72-ე და სენ­ტრალ პარკ უეს­ტის ქუ­ჩე­ბის კვე­თა­ზე მდე­ბა­რე პრე­მი­უმკლა­სის ფე­შე­ნე­ბე­ლუ­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის, «და­კო­ტას» სი­ახ­ლო­ვეს, სტუ­დი­ი­დან შინ დაბ­რუ­ნე­ბულ ჯონ ლე­ნონს ხუთი ტყვია და­ა­ხა­ლეს. მარკ დე­ვიდ ჩეპ­მენ­მა სი­ცო­ცხლეს XX სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი მუ­სი­კო­სი გა­მო­ა­სალ­მა. ჩეპ­მე­ნი მთელ დღეს მოთ­მი­ნე­ბით უდა­რა­ჯებ­და ლე­ნონს, მკვლე­ლო­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე ავ­ტოგ­რა­ფი გა­მო­არ­თვა და მუ­სი­კოს­თან ერ­თად ფო­ტო­ზეც კი მოხ­ვდა...

ლე­ნო­ნის სიკ­ვდილ­მა დიდ ბრი­ტა­ნეთ­ზე მე­ტად ამე­რი­კა შეძ­რა. ბრი­ტა­ნე­ლებს უკ­ვირ­დათ ასე­თი დიდი მწუ­ხა­რე­ბა. მათ­თვის ნაც­ნო­ბი ჯონ ლე­ნო­ნი «ბიტლზის­გან» გა­ნუ­ყო­ფე­ლი იყო და 1970 წელს ჯგუ­ფის დაშ­ლას­თან ერ­თად «გაქ­რა». გაჩ­ნდა მე­ო­რე, «ამე­რი­კე­ლი» ლე­ნო­ნი და ის ბრი­ტა­ნე­ლე­ბის­თვის ნაც­ნო­ბი ლე­ნო­ნის იმი­ჯის­გან საკ­მა­ოდ გან­სხვავ­დე­ბო­და. ამე­რი­კა­ში ცხოვ­რე­ბის ბოლო ათ წე­ლი­წად­ში ის გახ­და ახალ­გაზ­რდუ­ლი მოძ­რა­ო­ბის სუ­ლი­ე­რი ლი­დე­რი, გურუ. მისი მუ­სი­კა «ვი­ეტ­ნა­მის თა­ო­ბი­სა» და პა­ცი­ფის­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბის ერ­თგვარ ჰიმ­ნად იქცა. ბრი­ტა­ნე­ლე­ბის­თვის კი ამე­რი­კე­ლი ლე­ნო­ნი სა­დღაც რა­ღა­ცას თა­ვის­თვის «უბე­რავ­და» და დრო­დად­რო სა­ინ­ტე­რე­სო მუ­სი­კა­საც ქმნი­და... მრა­ვა­ლი ქვეყ­ნის მა­სობ­რი­ვი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი არ წყვეტ­დნენ ლე­ნო­ნის მკვლე­ლო­ბის ამ­ბის გან­ხილ­ვას. ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც, ერთი შე­ხედ­ვით, მხო­ლოდ სიმ­ღე­რა და გი­ტა­რა­ზე დაკ­ვრა ეხერ­ხე­ბო­და, თა­ვი­სი დრო­ის ლე­გენ­დად იქცა და მა­შინ მისი სა­ხე­ლი პლა­ნე­ტის პრაქ­ტი­კუ­ლად ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლას მცხოვ­რებ­მა იცო­და.

სა­ბე­რე­ე­ბის მო­ხა­ტუ­ლო­ბა - გა­რე­ჯის მხატ­ვრუ­ლი სკო­ლის სა­თა­ვე­ებ­თან

და­ვით­გა­რე­ჯის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სის ერთ-ერთ უძ­ვე­ლეს და უნი­კა­ლურ ნა­წილს წარ­მო­ად­გენს სა­ბე­რე­ე­ბის მო­ნას­ტე­რი, რო­მე­ლიც გა­რე­ჯის მრა­ვალმთის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში მდე­ბა­რე­ობს. იგი კლდე­ში ერთ ია­რუ­სად გა­მოკ­ვე­თილ ეკ­ლე­სი­ებს, სატ­რა­პე­ზო­სა და სხვა­დას­ხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სა­თავ­სებს აერ­თი­ა­ნებს. ერ­თმა­ნე­თის­გან გა­მო­სარ­ჩე­ვად, ისი­ნი სა­მეც­ნი­ე­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მიერ და­ნომ­რი­ლია. მო­ხა­ტუ­ლია V, VI, VII და VIII ეკ­ლე­სი­ე­ბი. მო­ხა­ტუ­ლო­ბა IX-X სა­უ­კუ­ნე­ე­ბით თა­რიღ­დე­ბა. ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სტი­ლის­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სი­თაც - ქრის­ტი­ა­ნუ­ლი შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გარ­და­მა­ვალ ხა­ნა­ში, ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა დარ­გე­ბის მსგავ­სად, კედ­ლის მხატ­ვრო­ბა­შიც ან­ტი­კუ­რი მხატ­ვრუ­ლი ტრა­დი­ცია და­ვი­წყე­ბას ეძ­ლე­ვა და იც­ვლე­ბა სა­ხა­სი­ა­თო ხა­ზობ­რივ-სიბ­რტყობ­რი­ო­ბით, რო­მელ­საც მკვეთ­რი ფერ­თა გამა აძ­ლი­ე­რებს. იგი ძი­რი­თა­დად ად­გი­ლობ­რი­ვი პიგმენ­ტის­გან მზად­დე­ბო­და და დღემ­დე არ კარ­გავს გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბის ძა­ლას, ამ­დენ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი სრუ­ლი მო­უვ­ლე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად.

სა­ბე­რე­ე­ბის კლდე­ში ნაკ­ვე­თი მო­ნას­ტე­რი, გა­რე­ჯის კომ­პლექ­სის სხვა მო­ნას­ტრებ­თან ერ­თად, გარ­და­უ­ვა­ლი საფრ­თხის წი­ნა­შე დგას. ჯერ კი­დევ შე­მორ­ჩე­ნი­ლი ფრეს­კე­ბი, მო­უვ­ლე­ლო­ბი­თა და გა­რე­მო ზე­მოქ­მე­დე­ბით, ნელ-ნელა ნად­გურ­დე­ბა. სხვა მო­ნას­ტრე­ბის მსგავ­სად, აქაც თვალ­სა­ჩი­ნოა სხვა­დას­ხვა ეპო­ქის ვან­და­ლიზ­მის კვა­ლი, ეკ­ლე­სი­ა­თა კედ­ლე­ბი და უშუ­ა­ლოდ ფრეს­კე­ბი გა­დავ­სე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა ენა­ზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­პი­ლიგ­რი­მო თუ სხვა სა­ხის წარ­წე­რე­ბით. თუმ­ცა ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პრობ­ლე­მას იმ კლდის ქა­ნე­ბის დაშ­ლის პრო­ცე­სი წარ­მო­ად­გენს, რო­მელ­შიც კომ­პლექ­სია გა­მოკ­ვე­თი­ლი. უპირ­ვე­ლე­სად, ფრეს­კე­ბის კონ­სერ­ვა­ცი­ამ­დე, ამ კლდის გა­მაგ­რე­ბა უნდა და­ი­წყოს.

გარ­და ამი­სა, ნო­მერ­ში წა­ი­კი­თხავთ:

მოკ­ლე ამ­ბე­ბი. “უსაფრ­თხო­ე­ბის ქოლ­გა” უფ­ლის­ცი­ხის­თვის

ახა­ლი ამ­ბე­ბი. იესო ქრის­ტეს უნი­კა­ლუ­რი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა ის­რა­ე­ლი­დან

ახა­ლი ამ­ბე­ბი. და­ვით­გა­რე­ჯის სა­გან­ძუ­რის გა­და­სარ­ჩე­ნად

ტაო-კლარ­ჯე­თი. სი­ახ­ლე­ე­ბი ვა­ჩე­ძო­რის მო­ნას­ტრი­დან

ქარ­თულ-ბალ­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. ბალ­ტი­ის­პი­რე­თი ქარ­თველ­თა თვალ­სა­წი­ერ­ში (და­სას­რუ­ლი)

ქარ­თლ-კა­ხუ­რი ის­ტო­რი­ე­ბი. რას და რა­ტომ ედა­ვე­ბო­და პეტ­რე ბაგ­რა­ტი­ო­ნი ერეკ­ლე II-ს

ახა­ლი ამ­ბე­ბი. ლატ­ვი­ა­ში ქი­მი­კოს პეტ­რე ბაგ­რა­ტი­ო­ნის და­ბა­დე­ბის 200 წლის­თა­ვი აღი­ნიშ­ნა

მოგ­ზა­უ­რი ეთ­ნო­ლო­გის ჩა­ნა­წე­რე­ბი. «სა­ნამ თურ­ქე­ბი და რუ­სე­ბი მო­ვი­დოდ­ნენ»... - ვრცე­ლი «ქვე­ყა­ნა» არ­ტა­ა­ნი (და­სას­რუ­ლი)

წე­რი­ლი რე­დაქ­ცი­ას. მე­გობ­რო­ბით და­მარ­ცხე­ბუ­ლი მტრო­ბა

შუა­ა­ზი­უ­რი ტრა­გე­დია. უზ­ბე­კი ჩე­კის­ტის ამაო აღ­სა­რე­ბა - შა­ჰი­მარ­და­ნი-1929. ნა­წი­ლი III

ამო­ნა­რი­დე­ბი ძვე­ლი ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბი­დან. ორი საგ­ვა­რე­უ­ლო სა­მარ­ხი

sponsored by ContentRoom
ავტორი:

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ დეკემბრის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ დეკემბრის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ დეკემბრის ნომერი #12(96), რომელშიც წაიკითხავთ:

მეფე თეიმურაზ II-ის “დაბრუნება” სამშობლოში

მეფე თეიმურაზ II-ის პორტრეტი სამშობლოში ჩამოვიდა. ჩვენ არ ვართ განებივრებული ჩვენი ისტორიული პირების, მონარქების პორტრეტებით. დანამდვილებით არ ვიცით, როგორ გამოიყურებდა მათი უმრავლესობა. მეფე თეიმურაზ II-ის პორტრეტი ამ თვალსაზრისით ბედნიერ გამონაკლისს წარმოადგენს. თანამედროვე ქართველობას შეუძლია, ქართველი მეფის იერი და ჩაცმულობა იხილოს მეფისვე თანამედროვე პორტრეტისტის მიერ შესრულებულ ფერწერულ ტილოზე.

1761 წლის 8 აპრილს რუსეთში მოლაპარაკებებზე ჩასულმა ქართლ-კახეთის მეფე თეიმურაზ II-მ იმდენად მოხიბლა რუსეთის იმპერატრიცა ელისაბედი, რომ მონარქმა რუსეთის საიმპერატორო კარის ერთ-ერთ უპირველეს მხატვარს, ალექსეი ანტროპოვს ქართველი ხელმწიფის პორტრეტის დახატვა დაავალა. ეს ტილო დღემდე დაკარგულად მიიჩნეოდა.

ქართველი მეფის პორტრეტის საქართველოში ჩამოსვლას სიმბოლური მნიშვნელობაც აქვს - თეიმურაზმა რუსეთიდან სამშობლოში დაბრუნება ვერ შეძლო, ის უკანა გზაზე შეუძლოდ გახდა, გზაშივე გარდაიცვალა და სამეფო ამალამ ქართველი მეფე ასტრახანში დაკრძალა. მას შემდეგ საქართველო არაერთხელ შეეცადა გვირგვინოსნის სამშობლოში გადმოსვენებას, მაგრამ ეს ვერც ერთხელ ვერ მოხერხდა. აღსანიშნავია, რომ როცა 1745 წელს სვეტიცხოველში თეიმურაზი მეფედ ეკურთხა, უკვე 130 წელიწადი იყო გასული, რაც აღმოსავლეთ საქართველოში ქრისტიანული წესით არც ერთი მეფე არ ეკურთხებინათ.

ძვირფასი ხელნაწერი ექსპონატი აშშ-ში

ინდიანის უნივერსიტეტის ლილის ბიბლიოთეკაში ინახება სულხან-საბა ორბელიანის «სიტყვის კონის» ხელნაწერი, რომელიც დღემდე გამოუცემელი და დაუმსახურებლად მივიწყებულია. ის საყურადღებოა უნიკალური საზედაო ასოებით, რომელთა ანალოგი ქართულ ლიტერატურაში არ მოგვეპოვება. მოხატული ასოები გამოირჩევა შესრულების გაწაფულობით, ოსტატობითა და გრაფიკული ნახატისა და ფერის ვირტუოზულობით. ხელნაწერი დიდი მოცულობისაა (33 სმ X 21,5 სმ) და 326 ფურცელს შეიცავს. ჩასმულია ლამაზად მორთულ ხის ტყავგადაკრულ ყდაში. სამწუხაროდ, გვერდების ნაწილი დაზიანებულია. ტექსტი გადაწერილია ხელით, ლამაზი მხედრულით, წითელი და შავი მელნით, ქაღალდზე. მკითხველს ვთავაზობთ რამდენიმე საზედაო ასოს ილუსტრაციას, აგრეთვე ხელნაწერის შექმნისა და ლილის ბიბლიოთეკაში მოხვედრის ისტორიას. ანდერძიდან ცხადი ხდება, რომ ხელნაწერის დამკვეთი მზეჭაბუკ ორბელიანია, ხოლო გადამწერია იოანე ლარაძე. ორივე მათგანი XVIII საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწეობდა.

ჯონ ლენონის მკვლელობა

38 წლის წინ, 1980 წლის 8 დეკემბერს, ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, 72-ე და სენტრალ პარკ უესტის ქუჩების კვეთაზე მდებარე პრემიუმკლასის ფეშენებელური საცხოვრებელი სახლის, «დაკოტას» სიახლოვეს, სტუდიიდან შინ დაბრუნებულ ჯონ ლენონს ხუთი ტყვია დაახალეს. მარკ დევიდ ჩეპმენმა სიცოცხლეს XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუსიკოსი გამოასალმა. ჩეპმენი მთელ დღეს მოთმინებით უდარაჯებდა ლენონს, მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ავტოგრაფი გამოართვა და მუსიკოსთან ერთად ფოტოზეც კი მოხვდა...

ლენონის სიკვდილმა დიდ ბრიტანეთზე მეტად ამერიკა შეძრა. ბრიტანელებს უკვირდათ ასეთი დიდი მწუხარება. მათთვის ნაცნობი ჯონ ლენონი «ბიტლზისგან» განუყოფელი იყო და 1970 წელს ჯგუფის დაშლასთან ერთად «გაქრა». გაჩნდა მეორე, «ამერიკელი» ლენონი და ის ბრიტანელებისთვის ნაცნობი ლენონის იმიჯისგან საკმაოდ განსხვავდებოდა. ამერიკაში ცხოვრების ბოლო ათ წელიწადში ის გახდა ახალგაზრდული მოძრაობის სულიერი ლიდერი, გურუ. მისი მუსიკა «ვიეტნამის თაობისა» და პაციფისტური მოძრაობის ერთგვარ ჰიმნად იქცა. ბრიტანელებისთვის კი ამერიკელი ლენონი სადღაც რაღაცას თავისთვის «უბერავდა» და დროდადრო საინტერესო მუსიკასაც ქმნიდა... მრავალი ქვეყნის მასობრივი საინფორმაციო საშუალებები არ წყვეტდნენ ლენონის მკვლელობის ამბის განხილვას. ადამიანი, რომელსაც, ერთი შეხედვით, მხოლოდ სიმღერა და გიტარაზე დაკვრა ეხერხებოდა, თავისი დროის ლეგენდად იქცა და მაშინ მისი სახელი პლანეტის პრაქტიკულად ნებისმიერ ადგილას მცხოვრებმა იცოდა.

საბერეების მოხატულობა - გარეჯის მხატვრული სკოლის სათავეებთან

დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ერთ-ერთ უძველეს და უნიკალურ ნაწილს წარმოადგენს საბერეების მონასტერი, რომელიც გარეჯის მრავალმთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. იგი კლდეში ერთ იარუსად გამოკვეთილ ეკლესიებს, სატრაპეზოსა და სხვადასხვა დანიშნულების სათავსებს აერთიანებს. ერთმანეთისგან გამოსარჩევად, ისინი სამეცნიერო საზოგადოების მიერ დანომრილია. მოხატულია V, VI, VII და VIII ეკლესიები. მოხატულობა IX-X საუკუნეებით თარიღდება. ის მნიშვნელოვანია სტილისტიკური თვალსაზრისითაც - ქრისტიანული შუა საუკუნეების გარდამავალ ხანაში, ხელოვნების სხვა დარგების მსგავსად, კედლის მხატვრობაშიც ანტიკური მხატვრული ტრადიცია დავიწყებას ეძლევა და იცვლება სახასიათო ხაზობრივ-სიბრტყობრიობით, რომელსაც მკვეთრი ფერთა გამა აძლიერებს. იგი ძირითადად ადგილობრივი პიგმენტისგან მზადდებოდა და დღემდე არ კარგავს გამომსახველობის ძალას, ამდენსაუკუნოვანი სრული მოუვლელობის მიუხედავად.

საბერეების კლდეში ნაკვეთი მონასტერი, გარეჯის კომპლექსის სხვა მონასტრებთან ერთად, გარდაუვალი საფრთხის წინაშე დგას. ჯერ კიდევ შემორჩენილი ფრესკები, მოუვლელობითა და გარემო ზემოქმედებით, ნელ-ნელა ნადგურდება. სხვა მონასტრების მსგავსად, აქაც თვალსაჩინოა სხვადასხვა ეპოქის ვანდალიზმის კვალი, ეკლესიათა კედლები და უშუალოდ ფრესკები გადავსებულია სხვადასხვა ენაზე შესრულებული საპილიგრიმო თუ სხვა სახის წარწერებით. თუმცა ყველაზე რთული პრობლემას იმ კლდის ქანების დაშლის პროცესი წარმოადგენს, რომელშიც კომპლექსია გამოკვეთილი. უპირველესად, ფრესკების კონსერვაციამდე, ამ კლდის გამაგრება უნდა დაიწყოს.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

მოკლე ამბები. “უსაფრთხოების ქოლგა” უფლისციხისთვის

ახალი ამბები. იესო ქრისტეს უნიკალური გამოსახულება ისრაელიდან

ახალი ამბები. დავითგარეჯის საგანძურის გადასარჩენად

ტაო-კლარჯეთი. სიახლეები ვაჩეძორის მონასტრიდან

ქართულ-ბალტიური ურთიერთობები. ბალტიისპირეთი ქართველთა თვალსაწიერში (დასასრული)

ქართლ-კახური ისტორიები. რას და რატომ ედავებოდა პეტრე ბაგრატიონი ერეკლე II-ს

ახალი ამბები. ლატვიაში ქიმიკოს პეტრე ბაგრატიონის დაბადების 200 წლისთავი აღინიშნა

მოგზაური ეთნოლოგის ჩანაწერები. «სანამ თურქები და რუსები მოვიდოდნენ»... - ვრცელი «ქვეყანა» არტაანი (დასასრული)

წერილი რედაქციას. მეგობრობით დამარცხებული მტრობა

შუააზიური ტრაგედია. უზბეკი ჩეკისტის ამაო აღსარება - შაჰიმარდანი-1929. ნაწილი III

ამონარიდები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან. ორი საგვარეულო სამარხი

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა