კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლტოლვილმა აეროპორტში 7 თვიანი ცხოვრების შემდეგ კანადაში სახლი და სამსახური მიიღო - უჩვეულო ამბის ბედნიერი დასასრული
ლტოლვილმა აეროპორტში 7 თვიანი ცხოვრების შემდეგ კანადაში სახლი და სამსახური მიიღო - უჩვეულო ამბის ბედნიერი დასასრული

ჰა­სან ალ კონ­ტა­რის 7 თვი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა მა­ლა­ი­ზი­ის აე­რო­პორ­ტში დას­რულ­და. CNN-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სი­რი­ე­ლი კონ­ტა­რი აე­რო­პორ­ტში ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ „ტვი­ტერ­ზე“ მიმ­დევ­რებს იუ­მო­რით, ფო­ტო­ე­ბი­თა და ვი­დე­ო­ე­ბით სის­ტე­მა­ტუ­რად უყ­ვე­ბო­და.

37 წლის მა­მა­კა­ცი, სა­ბო­ლო­ოდ, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის - „ბრი­ტა­ნე­თის კო­ლუმ­ბი­ის მუ­სულ­მან­თა ასო­ცი­ა­ცი­ი­სა“ და „კა­ნა­დის ზრუნ­ვის ასო­ცი­ა­ცი­ის“ დახ­მა­რე­ბით კა­ნა­და­ში, ვან­კუ­ვერ­ში ჩაფ­რინ­და.

„თა­ვი­სუფ­ლე­ბის პირ­ვე­ლი დღე მინ­და სუფ­თა ჰა­ერ­ზე სე­ირ­ნო­ბით აღ­ვნიშ­ნო, რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რს ვივ­ლი ვან­კუ­ვე­რის ქუ­ჩებ­ში, მი­ვი­ღებ ცხელ შხაპს და დავ­ლევ ყა­ვას მე­გობ­რებ­თან ერ­თად,“ - ამ­ბობს კონ­ტა­რი CNN-თან.

სი­რი­ელ­მა მა­მა­კაც­მა 2 თვე მა­ლა­ი­ზი­ის და­კა­ვე­ბის ცენ­ტრში, 7 თვე კი - კუ­ა­ლა ლუმ­პუ­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში გა­ა­ტა­რა.

„ჩა­მო­ვე­დი და არ მჯე­რა, აღელ­ვე­ბის­გან ვერ და­ვი­ძი­ნე. სას­ტუმ­რო­ში სამ­სა­ხუ­რი მე­ლო­დე­ბა, რო­გორც კი და­ვის­ვე­ნებ, მუ­შა­ო­ბას შე­ვუდ­გე­ბი. მივ­ხვდი, რომ ცხოვ­რე­ბა­ში არის მო­მენ­ტე­ბი, რო­მე­ლიც ბევ­რად ლა­მა­ზია, ვიდ­რე ოც­ნე­ბე­ბი,“ - ამ­ბობს ჰა­სან ალ კონ­ტა­რი.

მა­მა­კა­ცი ქა­ლაქ და­მა­ში ცხოვ­რობ­და, 2006 წლი­დან 2012 წლამ­დე არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ე­მი­რო­ებ­ში მუ­შა­ობ­და მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რად.

მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა მას შემ­დეგ და­კარ­გა, რაც სი­რი­ა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ომი და­ი­წყო, სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა არ სურ­და, ამი­ტომ სა­ე­მი­რო­ებ­ში 2016 წლამ­დე არა­ლე­გა­ლუ­რად ცხოვ­რობ­და.

კონ­ტა­რი და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა მა­ლე­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. მა­მა­კაც­მა მო­ა­ხერ­ხა ახა­ლი პას­პორ­ტის აღე­ბა, მაგ­რამ მა­ლა­ი­ზი­ა­ში დე­პორ­ტა­ცი­ას თავი ვერ აა­რი­და.

კონ­ტა­რი ცდი­ლობ­და მარ­ტში თურ­ქეთ­ში ჩა­სუ­ლი­ყო, თუმ­ცა ავი­ა­კომ­პა­ნი­ამ Turkish Airlines ის უკან გა­აბ­რუ­ნა და კუ­ა­ლა ლუმ­პუ­რის აე­რო­პორ­ტში ჩარ­ჩა.

ვან­კუ­ვერ­ში ჩა­სულ კონ­ტარს ლორი კუ­პე­რი დახ­ვდა - ჯგუ­ფის ერთ-ერთი ინი­ცი­ა­ტო­რი, რო­მე­ლიც მა­მა­კა­ცის და­სახ­მა­რებ­ლად ფულს აგ­რო­ვებ­და. კუ­პე­რის თქმით, ალ კონ­ტა­რის და­სახ­მა­რებ­ლად არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა და კა­ნა­დის მთავ­რო­ბა­მაც ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს.

უჩ­ვე­უ­ლო ის­ტო­რი­ის მო­ყო­ლი­სას კონ­ტა­რი ამ­ბობს, რომ ცხოვ­რე­ბის აღ­ქმა მთლი­ა­ნად შე­ეც­ვა­ლა.

„და­ნე­ბე­ბა გა­მო­სა­ვა­ლი არა­სო­დეს არის, თუ და­ნებ­დე­ბით, ეს ნიშ­ნავს რომ არ გჯე­რათ სა­კუ­ა­რი თა­ვის, არ აკე­თებთ საკ­მა­რისს,“- ჰყვე­ბა კონ­ტა­რი და ამ­ბობს, რომ მი­ნი­მა­ლუ­რი მო­თხოვ­ნე­ბი ჰქონ­და - სურ­და, ეცხოვ­რა უსაფრ­თხოდ, ჰქო­ნო­და სამ­სა­ხუ­რი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი.

„რო­დე­საც თვითმფრი­ნა­ვი მი­წა­ზე და­ეშ­ვა და და­ვი­ნა­ხე ლორი, ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად მი­ვი­ღე, რაც კი მინ­დო­და. ახლა, ბო­ლოს და ბო­ლოს, შე­მიძ­ლია და­ვის­ვე­ნო და დავ­ტკბე. სიბ­ნე­ლის შემ­დეგ სი­ნათ­ლე გა­მოჩ­ნდა,“ - ამ­ბობს კონ­ტა­რი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

ლტოლვილმა აეროპორტში 7 თვიანი ცხოვრების შემდეგ კანადაში სახლი და სამსახური მიიღო - უჩვეულო ამბის ბედნიერი დასასრული

ლტოლვილმა აეროპორტში 7 თვიანი ცხოვრების შემდეგ კანადაში სახლი და სამსახური მიიღო - უჩვეულო ამბის ბედნიერი დასასრული

ჰასან ალ კონტარის 7 თვიანი ცხოვრება მალაიზიის აეროპორტში დასრულდა. CNN-ის ინფორმაციით, სირიელი კონტარი აეროპორტში ცხოვრების შესახებ „ტვიტერზე“ მიმდევრებს იუმორით, ფოტოებითა და ვიდეოებით სისტემატურად უყვებოდა.

37 წლის მამაკაცი, საბოლოოდ, ორგანიზაციების - „ბრიტანეთის კოლუმბიის მუსულმანთა ასოციაციისა“ და „კანადის ზრუნვის ასოციაციის“ დახმარებით კანადაში, ვანკუვერში ჩაფრინდა.

„თავისუფლების პირველი დღე მინდა სუფთა ჰაერზე სეირნობით აღვნიშნო, რაც შეიძლება ბევრს ვივლი ვანკუვერის ქუჩებში, მივიღებ ცხელ შხაპს და დავლევ ყავას მეგობრებთან ერთად,“ - ამბობს კონტარი CNN-თან.

სირიელმა მამაკაცმა 2 თვე მალაიზიის დაკავების ცენტრში, 7 თვე კი - კუალა ლუმპურის საერთაშორისო აეროპორტში გაატარა.

„ჩამოვედი და არ მჯერა, აღელვებისგან ვერ დავიძინე. სასტუმროში სამსახური მელოდება, როგორც კი დავისვენებ, მუშაობას შევუდგები. მივხვდი, რომ ცხოვრებაში არის მომენტები, რომელიც ბევრად ლამაზია, ვიდრე ოცნებები,“ - ამბობს ჰასან ალ კონტარი.

მამაკაცი ქალაქ დამაში ცხოვრობდა, 2006 წლიდან 2012 წლამდე არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მუშაობდა მარკეტინგის მენეჯერად.

მუშაობის უფლება მას შემდეგ დაკარგა, რაც სირიაში სამოქალაქო ომი დაიწყო, სამშობლოში დაბრუნება არ სურდა, ამიტომ საემიროებში 2016 წლამდე არალეგალურად ცხოვრობდა.

კონტარი დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. მამაკაცმა მოახერხა ახალი პასპორტის აღება, მაგრამ მალაიზიაში დეპორტაციას თავი ვერ აარიდა.

კონტარი ცდილობდა მარტში თურქეთში ჩასულიყო, თუმცა ავიაკომპანიამ Turkish Airlines ის უკან გააბრუნა და კუალა ლუმპურის აეროპორტში ჩარჩა.

ვანკუვერში ჩასულ კონტარს ლორი კუპერი დახვდა - ჯგუფის ერთ-ერთი ინიციატორი, რომელიც მამაკაცის დასახმარებლად ფულს აგროვებდა. კუპერის თქმით, ალ კონტარის დასახმარებლად არასამთავრობო ორგანიზაციებმა და კანადის მთავრობამაც ყველაფერი გააკეთეს.

უჩვეულო ისტორიის მოყოლისას კონტარი ამბობს, რომ ცხოვრების აღქმა მთლიანად შეეცვალა.

„დანებება გამოსავალი არასოდეს არის, თუ დანებდებით, ეს ნიშნავს რომ არ გჯერათ საკუარი თავის, არ აკეთებთ საკმარისს,“- ჰყვება კონტარი და ამბობს, რომ მინიმალური მოთხოვნები ჰქონდა - სურდა, ეცხოვრა უსაფრთხოდ, ჰქონოდა სამსახური და საცხოვრებელი ადგილი.

„როდესაც თვითმფრინავი მიწაზე დაეშვა და დავინახე ლორი, ყველაფერი ერთად მივიღე, რაც კი მინდოდა. ახლა, ბოლოს და ბოლოს, შემიძლია დავისვენო და დავტკბე. სიბნელის შემდეგ სინათლე გამოჩნდა,“ - ამბობს კონტარი.

თურქეთში "პრაიდის აღლუმის" მონაწილეები პოლიციამ ცრემლსადენი გაზით დაშალა - არიან დაკავებულები

ბავშვთა უცნობი საფლავების აღმოჩენის შემდეგ, კანადაში, 4 კათოლიკური ტაძარი დაიწვეს - "ხანძრები შურისძიების მიზნით გააჩინეს"

ისლანდია პირველი ქვეყანა გახდა ევროპაში, რომელმაც პანდემიის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვა გააუქმა