ახლა არ არის გლოვის და თავზე ნაცრის დაყრის დრო, ახლა არის ორგანიზებული და ბრძოლის გაგრძელების, უფრო ინტენსიურ ფაზაში გადაყვანის დრო, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, სამომავლო გეგმა ზუსტად გაწერონ.
„ახლა არ არის გლოვის და თავზე ნაცრის დაყრის დრო, ახლა არის ორგანიზებული და ბრძოლის გაგრძელების, უფრო ინტენსიურ ფაზაში გადაყვანის დრო. ჩვენ ვკარგავთ სამშობლოს, დარწმუნებული ვარ, რომ ახლა არა მხოლოდ ხელების ჩამოშვების დრო არ არის, დგება გადამწყვეტი პერიოდი. ფილარმონიაში დღეს, 18:00 საათზე, გაერთიანებული ოპოზიცია იმსჯელებს, მეც შემოგიერთდებით, სკაიპით ამჯერად, რათა ზუსტად გავწეროთ ყველამ ერთად და მოვიფიქროთ, სად მივდივართ შემდეგ ეტაპზე“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.