პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში ცნობილი ქუჩის მუსიკოსი გარდაიცვალა - "გადაიტანა უამრავი ტკივილი, შიმშილი, ჩაგვრა..."
თბილისში ცნობილი ქუჩის მუსიკოსი გარდაიცვალა - "გადაიტანა უამრავი ტკივილი, შიმშილი, ჩაგვრა..."

თბი­ლი­სე­ლე­ბის­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი ქუ­ჩის მუ­სი­კო­სი, სა­მირ სავ­ჩუ­კი გარ­და­იც­ვა­ლა. თბი­ლი­სის მეტ­რო­სად­გუ­რებ­ში და მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლებ­ში, ხში­რად შე­ამ­ჩნევ­დით ახალ­გაზ­რდა, გა­მორ­ჩე­უ­ლი გა­რეგ­ნო­ბის მა­მა­კაცს, სწო­რი შავი თმე­ბი­თა და ჭრე­ლი თვა­ლე­ბით, რო­მე­ლიც გი­ტა­რა­ზე უკ­რავ­და და გამ­ვლე­ლე­ბის­თვის მღე­რო­და. ბოლო 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­მირ სავ­ჩუ­კი ქუ­ჩა­ში დაკ­ვრით ირ­ჩენ­და თავს.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მირ სავ­ჩუ­კი თბი­ლის­ში ვე­ძი­ნის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში 27 ნო­ემ­ბერს იპო­ვეს გარ­დაც­ვლი­ლი. საქ­მე აღიძ­რა 115-ე მუხ­ლით. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი სახ­ლში ალ­კოჰო­ლუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ მი­ვი­და და გარ­დაც­ვლი­ლი დი­ლას, სა­წოლ­ში იპო­ვეს.

სა­მირ სავ­ჩუ­კის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი ნაც­ნო­ბე­ბი და მე­გობ­რე­ბი წე­რენ:

"კარ­გი ბიჭი გარ­და­იც­ვა­ლა... წე­სი­ე­რი და თბი­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, ძა­ლი­ან ტრა­გი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბით. უზო­მოდ გა­ნიც­დი­და ჩვე­ნი ეპო­ქის სი­ცი­ვეს და ხში­რად წუ­წუ­ნებ­და, რომ ადა­მი­ა­ნო­ბას ვკარ­გავ­დით"

"გზა მშვი­დო­ბი­სა სა­მირ... მანდ მშვი­დად იქ­ნე­ბი - არც ზამ­თა­რი შე­გა­წუ­ხებს, არც სი­ცი­ვე, არც ხალ­ხი..."

"ბევ­რმა შე­იძ­ლე­ბა თა­ვის ქე­ბად ჩა­მო­მარ­თვას, მაგ­რამ მა­ინც უნდა ვთქვა... რამ­დე­ნი­მე წლის წინ მეტ­რო­თი ვმგზავ­რობ­დი, ვაგ­ზლის მო­ე­დან­ზე ჩავ­სხე­დით ვარ­კე­თი­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით, იმა­ვე ვა­გო­ნის მე­ო­რე ბო­ლი­დან სი­ცილ-ღრი­ან­ცე­ლის ხმა მო­დი­ო­და, გა­ვი­ხე­დე და ეს ბიჭი იდგა თავ­ჩა­ქინ­დრუ­ლი და ვი­ღაც 3 გა­მა­ძღა­რი ახალ­გაზ­რდა მა­გარს ეკა­ი­ფე­ბო­და და დას­ცი­ნოდ­ნენ. ერ­თერ­თმა რა­ღაც ხურ­და ამო­ი­ღო და შე­ა­ყა­რა - ჰა მიდი და­უ­კა­რიო და მსგავ­სე­ბი, ბიჭი ხმას არ სცემ­და... ირ­გვლივ ხალ­ხი იყო და არც არა­ვინ გა­მო­ე­სარ­ჩლა!

ძაან ემო­ცი­უ­რი ვარ ზო­გა­დად, იას­ნად ვერ მო­ვით­მი­ნე, მი­ვე­დი და მაგ ჯოგს სა­კად­რი­სი პა­სუ­ხი გა­ვე­ცი! მერე ირ­გვლივ მდგომ ბრბოს შე­მო­ვუტ­რი­ალ­დი და მა­თაც ერთი-ორი შე­მო­ვუ­კურ­თხე! ისე­თი აურა ტრი­ა­ლებ­და ირ­გვლივ, ეგ ფაქ­ტი, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თი­თო­ე­ულ იქ მყოფს და მი­თუ­მე­ტეს მაგ ნა­ბიჭ­ვრებს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ემახ­სოვ­რე­ბათ. ხო და ახლა თუ მოკ­რა­ვენ ამ ტრა­გე­დი­ას ყურს, იმე­დია, ახლა მა­ინც და­ფიქ­რდე­ბი­ან თა­ვი­ანთ უბად­რუკ და არას­წორ ცხოვ­რე­ბა­ზე! ხო და კი­დევ ზო­გა­დად, ვინც მა­შინ მანდ იდე­ქით თქვენ არა­ნაკ­ლე­ბი ხართ! მამ­რი­ონს გე­ხე­ბათ ჭიქა ღვი­ნით ხელ­ში ხო მაგ­რად იძა­ხით ერ­თურ­თის სიყ­ვა­რუ­ლის და კი­დევ ბევრ ლა­მაზ სა­დღეგ­რძე­ლოს! გა­მიგ­რძელ­და და ბო­დი­ში, უბ­რა­ლოდ უე­მო­ცი­ოდ არ შე­მეძ­ლო... ერთი დღით არას­დროს იცხოვ­რო ადა­მი­ან­მა, ყვე­ლას ყვე­ლა­ფე­რი ბუ­მე­რან­გი­ვით უკან მო­გიბ­რუნ­დე­ბათ! ხსოვ­ნა იყოს ამ კე­თილ­შო­ბი­ლი პი­როვ­ნე­ბის"

"ძა­ლი­ან უყ­ვარ­და მისი ქვე­ყა­ნა, ის გა­ნიც­დი­და თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის ტკი­ვილს, სი­ცო­ცხლით და სიყ­ვა­რუ­ლით აღ­სავ­სე ადა­მი­ა­ნი, მე მას ვიც­ნობ­დი, და მიყ­ვე­ბო­და ხოლ­მე მის ცხოვ­რე­ბა­ზე, ძა­ლი­ან ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე მის­გან. ის ჩემი მე­გო­ბა­რი იყო, ის ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი იყო. გა­და­ი­ტა­ნა უამ­რა­ვი დამ­ცი­რე­ბა, შე­უ­რა­ცხყო­ფა, ტკი­ვი­ლი, ცემა, და­ჩაგ­ვრა, სი­ცი­ვე, შიმ­ში­ლი...

ამ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად ის მღე­რო­და სიყ­ვა­რულ­ზე, და ყვე­ლას მო­უ­წო­დებ­და სიყ­ვა­რუ­ლის­კენ, ვერ იტან­და უსა­მარ­თლო­ბას! ნა­თელ­ში იყოს მისი სული, გა­მიკ­ვირ­და ეს დღე­ე­ბი არ ჩან­და, მივხდი რომ მას რა­ღაც მო­უ­ვი­და, ძა­ლი­ან ბევ­რი რამ მახ­სოვს და შე­მიძ­ლია ვთქვა მას­ზე... ვინც მას ჩაგ­რავ­და, რა ნა­მუ­სით და გუ­ლით შეძ­ლებთ ცხოვ­რე­ბას! თქვე­ნი მი­ყე­ნე­ბუ­ლი ტკი­ვი­ლი მას მი­წა­ში ჩაყ­ვა!" - წე­რენ გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი.

სა­მირ სავ­ჩუკს ძა­ლი­ან ტრა­გი­კუ­ლი ის­ტო­რია ჰქონ­და. 4 წლის ასაკ­ში დე­დამ მი­ა­ტო­ვა - კი­ე­ვის ერთ-ერთ შე­ნო­ბა­ში, მერ­ვე სარ­თულ­ზე და­ტო­ვა და წა­ვი­და. პა­ტა­რა ბიჭი ბავ­შვთა სახ­ლში აღ­მოჩ­ნდა, სა­ი­და­ნაც სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­მო­იყ­ვა­ნეს ჭი­ა­თუ­რა­ში მცხოვ­რებ­მა ცოლ-ქმარ­მა. მისი დე­დო­ბი­ლი რუსი, მა­მო­ბი­ლი კი უკ­რა­ი­ნე­ლი იყო. თუმ­ცა, არც მათ­თან ჰქო­ნია ბედ­ნი­ე­რი ცხოვ­რე­ბა ბიჭს - რო­გორც თა­ვად ყვე­ბო­და გია ჯა­ჯა­ნი­ძის "სხვა რა­კურ­სში", ის მათ­თვის არა შვი­ლი, არა­მედ მონა იყო.

15 წლის ასაკ­ში სა­მი­რი თბი­ლის­ში გა­და­ვი­და დე­დო­ბილ­თან ერ­თად სა­ცხოვ­რებ­ლად, მა­მო­ბილ­მა კი ოჯა­ხი მი­ა­ტო­ვა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ის მარ­ტო გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად და ქი­რით თბი­ლი­სის სხვა­დას­ხვა უბან­ში ცხოვ­რობ­და. რამ­დე­ნი­მე წლის წინ, სა­მი­რი ერთ-ერთ მეტ­რო­სად­გურ­ში გამ­ვლე­ლებ­მა სას­ტი­კად სცე­მეს. მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად, ქუ­ჩის მუ­სი­კოსს სუნ­თქვის პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
zura
0

მსუბუქი იყოს შენთვის საქართველოს მიწა მეგობარო

რუსუდან
1

სული ამიფორიაქდა...ნაძირალები და ბოროტები რატომ არსებობენ?რატომ განიცდიან სხვისთვის ტკივილის მიყენებით სიამოვნებას,რატომ?

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

თბილისში ცნობილი ქუჩის მუსიკოსი გარდაიცვალა - "გადაიტანა უამრავი ტკივილი, შიმშილი, ჩაგვრა..."

თბილისში ცნობილი ქუჩის მუსიკოსი გარდაიცვალა - "გადაიტანა უამრავი ტკივილი, შიმშილი, ჩაგვრა..."

თბილისელებისთვის კარგად ნაცნობი ქუჩის მუსიკოსი, სამირ სავჩუკი გარდაიცვალა. თბილისის მეტროსადგურებში და მიწისქვეშა გადასასვლელებში, ხშირად შეამჩნევდით ახალგაზრდა, გამორჩეული გარეგნობის მამაკაცს, სწორი შავი თმებითა და ჭრელი თვალებით, რომელიც გიტარაზე უკრავდა და გამვლელებისთვის მღეროდა. ბოლო 15 წლის განმავლობაში, სამირ სავჩუკი ქუჩაში დაკვრით ირჩენდა თავს.

შსს-ს ინფორმაციით, სამირ სავჩუკი თბილისში ვეძინის ქუჩაზე მდებარე ნაქირავებ ბინაში 27 ნოემბერს იპოვეს გარდაცვლილი. საქმე აღიძრა 115-ე მუხლით. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი სახლში ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მივიდა და გარდაცვლილი დილას, საწოლში იპოვეს.

სამირ სავჩუკის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში მისი ნაცნობები და მეგობრები წერენ:

"კარგი ბიჭი გარდაიცვალა... წესიერი და თბილი ადამიანი იყო, ძალიან ტრაგიკული ცხოვრებით. უზომოდ განიცდიდა ჩვენი ეპოქის სიცივეს და ხშირად წუწუნებდა, რომ ადამიანობას ვკარგავდით"

"გზა მშვიდობისა სამირ... მანდ მშვიდად იქნები - არც ზამთარი შეგაწუხებს, არც სიცივე, არც ხალხი..."

"ბევრმა შეიძლება თავის ქებად ჩამომართვას, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა... რამდენიმე წლის წინ მეტროთი ვმგზავრობდი, ვაგზლის მოედანზე ჩავსხედით ვარკეთილის მიმართულებით, იმავე ვაგონის მეორე ბოლიდან სიცილ-ღრიანცელის ხმა მოდიოდა, გავიხედე და ეს ბიჭი იდგა თავჩაქინდრული და ვიღაც 3 გამაძღარი ახალგაზრდა მაგარს ეკაიფებოდა და დასცინოდნენ. ერთერთმა რაღაც ხურდა ამოიღო და შეაყარა - ჰა მიდი დაუკარიო და მსგავსები, ბიჭი ხმას არ სცემდა... ირგვლივ ხალხი იყო და არც არავინ გამოესარჩლა!

ძაან ემოციური ვარ ზოგადად, იასნად ვერ მოვითმინე, მივედი და მაგ ჯოგს საკადრისი პასუხი გავეცი! მერე ირგვლივ მდგომ ბრბოს შემოვუტრიალდი და მათაც ერთი-ორი შემოვუკურთხე! ისეთი აურა ტრიალებდა ირგვლივ, ეგ ფაქტი, დარწმუნებული ვარ, თითოეულ იქ მყოფს და მითუმეტეს მაგ ნაბიჭვრებს მთელი ცხოვრება ემახსოვრებათ. ხო და ახლა თუ მოკრავენ ამ ტრაგედიას ყურს, იმედია, ახლა მაინც დაფიქრდებიან თავიანთ უბადრუკ და არასწორ ცხოვრებაზე! ხო და კიდევ ზოგადად, ვინც მაშინ მანდ იდექით თქვენ არანაკლები ხართ! მამრიონს გეხებათ ჭიქა ღვინით ხელში ხო მაგრად იძახით ერთურთის სიყვარულის და კიდევ ბევრ ლამაზ სადღეგრძელოს! გამიგრძელდა და ბოდიში, უბრალოდ უემოციოდ არ შემეძლო... ერთი დღით არასდროს იცხოვრო ადამიანმა, ყველას ყველაფერი ბუმერანგივით უკან მოგიბრუნდებათ! ხსოვნა იყოს ამ კეთილშობილი პიროვნების"

"ძალიან უყვარდა მისი ქვეყანა, ის განიცდიდა თითოეული ადამიანის ტკივილს, სიცოცხლით და სიყვარულით აღსავსე ადამიანი, მე მას ვიცნობდი, და მიყვებოდა ხოლმე მის ცხოვრებაზე, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე მისგან. ის ჩემი მეგობარი იყო, ის ჩვენი მეგობარი იყო. გადაიტანა უამრავი დამცირება, შეურაცხყოფა, ტკივილი, ცემა, დაჩაგვრა, სიცივე, შიმშილი...

ამ ყველაფერთან ერთად ის მღეროდა სიყვარულზე, და ყველას მოუწოდებდა სიყვარულისკენ, ვერ იტანდა უსამართლობას! ნათელში იყოს მისი სული, გამიკვირდა ეს დღეები არ ჩანდა, მივხდი რომ მას რაღაც მოუვიდა, ძალიან ბევრი რამ მახსოვს და შემიძლია ვთქვა მასზე... ვინც მას ჩაგრავდა, რა ნამუსით და გულით შეძლებთ ცხოვრებას! თქვენი მიყენებული ტკივილი მას მიწაში ჩაყვა!" - წერენ გარდაცვლილის ახლობლები.

სამირ სავჩუკს ძალიან ტრაგიკული ისტორია ჰქონდა. 4 წლის ასაკში დედამ მიატოვა - კიევის ერთ-ერთ შენობაში, მერვე სართულზე დატოვა და წავიდა. პატარა ბიჭი ბავშვთა სახლში აღმოჩნდა, საიდანაც საქართველოში წამოიყვანეს ჭიათურაში მცხოვრებმა ცოლ-ქმარმა. მისი დედობილი რუსი, მამობილი კი უკრაინელი იყო. თუმცა, არც მათთან ჰქონია ბედნიერი ცხოვრება ბიჭს - როგორც თავად ყვებოდა გია ჯაჯანიძის "სხვა რაკურსში", ის მათთვის არა შვილი, არამედ მონა იყო.

15 წლის ასაკში სამირი თბილისში გადავიდა დედობილთან ერთად საცხოვრებლად, მამობილმა კი ოჯახი მიატოვა. მოგვიანებით ის მარტო გადავიდა საცხოვრებლად და ქირით თბილისის სხვადასხვა უბანში ცხოვრობდა. რამდენიმე წლის წინ, სამირი ერთ-ერთ მეტროსადგურში გამვლელებმა სასტიკად სცემეს. მძიმე დაზიანებების შედეგად, ქუჩის მუსიკოსს სუნთქვის პრობლემა შეექმნა.